პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც 2023 წელი იღბლიანი იქნება
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც 2023 წელი იღბლიანი იქნება

2023 წელს ვე­ფხვი სა­მე­ფო ად­გილს და­უთ­მობს მო­ხერ­ხე­ბულ წყლის შავ კურ­დღელს. დად­გე­ბა შე­სა­ფე­რი­სი დრო ორ­სუ­ლო­ბის და­გეგ­მვის­თვის, ასე­ვე ოჯა­ხის შექ­მნის, ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რის პოვ­ნის, წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის­თვის. აღ­მო­სავ­ლურ ტრა­დი­ცი­ა­ში კურ­დღე­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს წინ­და­ხე­დუ­ლე­ბას და მკვეთრ გო­ნე­ბას, ყუ­რა­დღე­ბას, სიფრ­თხი­ლეს, თავ­დაც­ვას, მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბას და სი­ნა­ზეს, ხოლო წყლის ელე­მენ­ტი სიმ­ბო­ლოა ჰარ­მო­ნი­ის, სიმ­შვი­დის, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და დღეგ­რძე­ლო­ბის. 2023 წელს და­სავ­ლუ­რი ზო­დი­ა­ქოს 5 ნი­შანს აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­მარ­თლებს.

ვერ­ძი

ბევ­რი ვერ­ძი შეძ­ლებს რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა. რა­დი­კა­ლუ­რი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ცხოვ­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში: ქორ­წი­ნე­ბი­დან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო წარ­მა­ტე­ბე­ბი­დან და კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ბე­დის ფან­ტას­ტი­კუ­რი სა­ჩუქ­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რა­ზეც ვერ­ძი ვერც იოც­ნე­ბებ­და. იმავდრო­უ­ლად, ნო­ემ­ბრი­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვერ­ძი უნდა იყოს მომთმე­ნი და ფხიზ­ლად, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი 2024 წლის და­სა­წყის­ში.

სას­წო­რი

სას­წო­რის ცხოვ­რე­ბა­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან და­ი­წყე­ბა და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებ­თან, ბიზ­ნეს­თან და სიყ­ვა­რულ­თან. მარ­ტო­ხე­ლა სას­წო­რი და­უ­ვი­წყარ რო­მანს და­ი­წყებს. და­ო­ჯა­ხე­ბულ სას­წო­რებს სა­ბო­ლო­ოდ გა­უ­მარ­თლებთ მა­ტე­რი­ა­ლურ სფე­რო­ში. შუა ზა­ფხულ­ში ბევრ სას­წორს მო­უ­წევს სი­ა­მა­ყის დაძ­ლე­ვა და დახ­მა­რე­ბის­თვის უახ­ლო­ეს ნა­თე­სა­ვებს, მე­გობ­რებს ან პარტნი­ო­რებს მი­მარ­თოს. არ­სე­ბობს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­და­ლახ­ვაც რთუ­ლი იქ­ნე­ბა

კირჩხი­ბი

კირჩხი­ბის იღ­ბა­ლი ფი­ნან­სებ­თან და თვით­რე­ა­ლი­ზე­ბას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩათ­ვა­ლეთ, რომ ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბე­ბი უკვე თქვენს ჯი­ბე­შია. 2023 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­დუქ­ტი­უ­ლი, და­უ­ვი­წყა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი, სა­სარ­გებ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბი და თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი წარ­მა­ტე­ბა. იქ­ნე­ბა ბევ­რი მას­შტა­ბუ­რი და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ყიდ­ლე­ბი. მო­ემ­ზა­დეთ, რომ კურ­დღლის წე­ლი­წად­ში ვერ და­ის­ვე­ნებთ. ამას­თან, გაფრ­თხილ­დით, თვალ­თმაქ­ცე­ბი და შუ­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი თქვენ გარ­შე­მო იქ­ნე­ბი­ან.

თხის რქა

თხის რქე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა ანა­თებს სი­ნა­ზის, ღრმა სიყ­ვა­რუ­ლის და უპი­რო­ბო მი­ღე­ბის ჯა­დოს­ნუ­რი ფე­რე­ბით. სწო­რედ თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა უდი­დე­სი სას­წა­უ­ლე­ბი. ბევ­რი იპო­ვის ნამ­დვილ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს და დროც კი ექ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხე­ბის შე­საქ­მნე­ლად. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნოთ, ახალ ქვე­ყა­ნა­ში დამ­კვიდ­რდეთ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ.

თევ­ზე­ბი

უამ­რავ სირ­თუ­ლეს მიჩ­ვე­უ­ლი თევ­ზე­ბი 2023 წელს სა­ბო­ლო­ოდ შეძ­ლე­ბენ ამო­სუნ­თქვას და ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბას. თქვე­ნი მთა­ვა­რი იღ­ბა­ლი 2023 წელს არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის, იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის არ არ­სე­ბო­ბა. სა­სი­ა­მოვ­ნო ბო­ნუ­სი იქ­ნე­ბა ახა­ლი სან­დო მე­გობ­რე­ბი­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გა­ჩე­ნა. ზამ­თრის და­სა­წყის­ში ფრთხი­ლად იყა­ვით ფულ­თან. გვერ­დი აუ­ა­რეთ ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც გთა­ვა­ზობთ იოლი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, სეს­ხის იო­ლად აღე­ბას.

ავტორი:

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც 2023 წელი იღბლიანი იქნება

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლისთვისაც 2023 წელი იღბლიანი იქნება

2023 წელს ვეფხვი სამეფო ადგილს დაუთმობს მოხერხებულ წყლის შავ კურდღელს. დადგება შესაფერისი დრო ორსულობის დაგეგმვისთვის, ასევე ოჯახის შექმნის, ცხოვრების თანამგზავრის პოვნის, წარსული ურთიერთობების აღდგენისთვის. აღმოსავლურ ტრადიციაში კურდღელი განასახიერებს წინდახედულებას და მკვეთრ გონებას, ყურადღებას, სიფრთხილეს, თავდაცვას, მოხერხებულობას და სინაზეს, ხოლო წყლის ელემენტი სიმბოლოა ჰარმონიის, სიმშვიდის, სტაბილურობისა და დღეგრძელობის. 2023 წელს დასავლური ზოდიაქოს 5 ნიშანს აუცილებლად გაუმართლებს.

ვერძი

ბევრი ვერძი შეძლებს რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება. რადიკალური, მაგრამ ამავდროულად ცხოვრების დამადასტურებელი ცვლილებებია მოსალოდნელი სხვადასხვა სფეროში: ქორწინებიდან, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო წარმატებებიდან და კარიერული მიღწევებიდან დაწყებული ბედის ფანტასტიკური საჩუქრებით დამთავრებული, რაზეც ვერძი ვერც იოცნებებდა. იმავდროულად, ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, თავდაჯერებული ვერძი უნდა იყოს მომთმენი და ფხიზლად, რათა თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი სიტუაციები 2024 წლის დასაწყისში.

სასწორი

სასწორის ცხოვრებაში გრანდიოზული გაუმჯობესება 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყება და დაკავშირებული იქნება შემოქმედებით იდეებთან, ბიზნესთან და სიყვარულთან. მარტოხელა სასწორი დაუვიწყარ რომანს დაიწყებს. დაოჯახებულ სასწორებს საბოლოოდ გაუმართლებთ მატერიალურ სფეროში. შუა ზაფხულში ბევრ სასწორს მოუწევს სიამაყის დაძლევა და დახმარებისთვის უახლოეს ნათესავებს, მეგობრებს ან პარტნიორებს მიმართოს. არსებობს დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც რთული იქნება

კირჩხიბი

კირჩხიბის იღბალი ფინანსებთან და თვითრეალიზებასთან იქნება დაკავშირებული. ჩათვალეთ, რომ ყველაზე სანუკვარი ოცნებები უკვე თქვენს ჯიბეშია. 2023 წლის განმავლობაში მოსალოდნელია პროდუქტიული, დაუვიწყარი მოგზაურობები, სასარგებლო კონტაქტები და თავბრუდამხვევი წარმატება. იქნება ბევრი მასშტაბური და ძალიან წარმატებული საყიდლები. მოემზადეთ, რომ კურდღლის წელიწადში ვერ დაისვენებთ. ამასთან, გაფრთხილდით, თვალთმაქცები და შურიანი ადამიანები თქვენ გარშემო იქნებიან.

თხის რქა

თხის რქებისთვის ცხოვრება ანათებს სინაზის, ღრმა სიყვარულის და უპირობო მიღების ჯადოსნური ფერებით. სწორედ თქვენს პირად ცხოვრებაში მოხდება უდიდესი სასწაულები. ბევრი იპოვის ნამდვილ მეორე ნახევარს და დროც კი ექნება ბედნიერი ოჯახების შესაქმნელად. არ არის გამორიცხული უძრავი ქონება შეიძინოთ, ახალ ქვეყანაში დამკვიდრდეთ და წარმატებული ტრანზაქციები განახორციელოთ.

თევზები

უამრავ სირთულეს მიჩვეული თევზები 2023 წელს საბოლოოდ შეძლებენ ამოსუნთქვას და ცხოვრებით ტკბობას. თქვენი მთავარი იღბალი 2023 წელს არის სერიოზული პრობლემების, იმედგაცრუებებისა და კონფლიქტების არ არსებობა. სასიამოვნო ბონუსი იქნება ახალი სანდო მეგობრებისა და თანამოაზრეების გაჩენა. ზამთრის დასაწყისში ფრთხილად იყავით ფულთან. გვერდი აუარეთ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც გთავაზობთ იოლი ფულის გამომუშავებას, სესხის იოლად აღებას.