პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თხის რქას ჩაუ-ჩაუ, მორიელს - კორგი: რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს
თხის რქას ჩაუ-ჩაუ, მორიელს - კორგი: რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­უ­ლი ნი­შა­ნი ადა­მი­ანს ანი­ჭებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბებს. ხში­რად ხდე­ბა, რომ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გამო გვი­ჭირს ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის არ­ჩე­ვი­სა­საც კი გირ­ჩევთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ თქვე­ნი პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი, რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლი ძაღ­ლი აირ­ჩი­ოთ...

ვერ­ძი - ალა­ბაი

ვერ­ძი ბუ­ნე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, ქა­ლებ­ზე გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ მა­მა­კა­ცურ თვი­სე­ბებს, ხოლო ვერ­ძი მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად ხდე­ბი­ან ლი­დე­რე­ბი, აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას ნე­ბის­მი­ერ ბიზ­ნეს­ში. ასე­თი ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს გჭირ­დე­ბათ კომ­პა­ნი­ო­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის იქ­ნე­ბა. და ალა­ბაი სწო­რედ ასე­თი ძაღ­ლია. ის მშვი­დია, მაგ­რამ შე­სა­ფე­რის დროს ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და პატ­რო­ნის დაც­ვა.

კურო - გრძელთმი­ა­ნი იორკში­რუ­ლი ტე­რი­ე­რი

კურო კა­ცე­ბი მშვი­დე­ბი, ხში­რად კი არა­კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი არი­ან, ამ ნიშ­ნის ქა­ლებს მშვი­დი ხა­სი­ა­თი აქვთ. კურო იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს სა­კუ­თარ თავ­თან, რომ არ ფიქ­რობს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ყო­ლას. თუმ­ცა, თუ მა­ინც გა­და­წყვე­ტა, მის­თვის იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია იორკში­რის ტე­რი­ე­რი.

ტყუ­პი - აფ­რი­კუ­ლი ბა­სენ­ჯი

ტყუ­პი ქა­ლე­ბის ხა­სი­ა­თი ცვა­ლე­ბა­დია, მათ არც ამ ნიშ­ნის მა­მა­კა­ცე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. ხში­რად შე­უძ­ლი­ათ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის შეც­ვლაც, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ გან­წყო­ბა­ზე. მათ მო­ე­წო­ნე­ბათ აფ­რი­კუ­ლი ბა­სენ­ჯი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ხრი­კე­ბი­თა და სი­ჯი­უ­ტით პატ­რონს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს.

კირჩხი­ბი - პუ­დე­ლი

კირჩხი­ბი მა­მა­კა­ცი მზრუნ­ვე­ლი ქმა­რი და მა­მაა. უყ­ვარს სახ­ლში ყოფ­ნა. დრო­ის გა­ტა­რე­ბა მშვიდ, მყუდ­რო გა­რე­მო­ში. კირჩხი­ბი ქა­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სო დი­ა­სახ­ლი­სე­ბი არი­ან. სა­მე­ფო პუ­დე­ლი კირჩხი­ბე­ბის ოჯა­ხის ნამ­დვი­ლი წევ­რი გახ­დე­ბა. ის ბრძა­ნე­ბას უპ­რობ­ლე­მოდ შე­ას­რუ­ლებს და ბავ­შვებ­საც კარ­გად შე­ე­გუ­ე­ბა.

ლომი - დო­ბერ­მა­ნე­ბი

ლომი მა­მა­კა­ცე­ბი ზედ­მე­ტად ეგო­ცენ­ტრი­კუ­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი არი­ან. სურთ სა­უ­კე­თე­სო იყ­ვნენ არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, არა­მედ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც. ასეთ ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ სა­უ­კე­თე­სო ძაღ­ლი - დო­ბერ­მა­ნი. სიმ­პა­თი­უ­რი, დი­დე­ბუ­ლი, ძლი­ე­რი, მაგ­რამ მორ­ჩი­ლი მე­გო­ბა­რი.

ქალ­წუ­ლი - ტაქ­სა

ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი არი­ან კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი, უკონ­ფლიქ­ტო­ე­ბი, ეკო­ნო­მი­უ­რე­ბი და ზრუნ­ვე­ლე­ბი. მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ქალ­წუ­ლე­ბი ხში­რად მო­სა­წყე­ნე­ბი არი­ან. ტაქ­სა პატ­რონს უგუ­ნე­ბო­ბას გა­უ­ფან­ტავს, თა­მა­შებს მო­ი­თხოვს და სა­სე­ირ­ნოდ წაყ­ვა­ნა­საც.

სას­წო­რი - შიბა ინუ

სას­წო­რი მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად ზარ­მა­ცე­ბი არი­ან, ქა­ლე­ბი ზედ­მე­ტად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი. ია­პო­ნუ­რი შიბა ინუ არ და­უშ­ვებს პატ­რო­ნებს ყოყ­მანს, მან ყო­ველ­თვის იცის რა სურს და რო­გორ.

მო­რი­ე­ლი - კორ­გი

მა­მა­კა­ცი მო­რი­ე­ლე­ბი არი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ქალი - სა­უ­კე­თე­სო ცოლი და დე­დაა. მუ­დამ ღი­მი­ლი­ა­ნი კორ­გი მო­რი­ე­ლის და­ძა­ბუ­ლო­ბას გა­ნუ­მუხ­ტავს, ღი­მილს მოჰ­გვრის.

მშვილ­დო­სა­ნი - ჰას­კი

მშვილ­დოს­ნებს უყ­ვართ თავ­გა­და­სა­ვა­ლი და მოგ­ზა­უ­რო­ბა. მა­მა­კა­ცე­ბიც და ქა­ლე­ბიც ენერ­გი­უ­ლე­ბი არი­ან. ერ­თგუ­ლი და გამ­ძლე ჰას­კი სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ო­ნი იქ­ნე­ბა მათ­თვის. ისი­ნი მზად არი­ან ათე­უ­ლო­ბით კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რონ ლაშ­ქრო­ბა­ზე პატ­რო­ნის გვერ­დით.

თხის რქა - ჩაუ ჩაუ

თხის რქე­ბი მე­ლან­ქო­ლი­ის­კენ არი­ან მიდ­რე­კილ­ნი. მათ სჭირ­დე­ბათ ის, ვინც მათ ცხოვ­რე­ბა­ში ცოტა სტა­ბი­ლუ­რო­ბას, სიმ­შვი­დეს და კომ­ფორ­ტს შე­მო­ი­ტანს. აბა, ვის შე­უძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა თუ არა ჩაუ ჩაუს?..

მერ­წყუ­ლი - ჩი­ნუ­რი ძაღ­ლი

მერ­წყუ­ლი ქა­ლე­ბი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი ბუ­ნე­ბის არი­ან. უყ­ვართ უჩ­ვე­უ­ლო და შო­კის­მომ­გვრე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. მათ არც მა­მა­კა­ცე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. ისი­ნი ხდე­ბი­ან მო­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და სტი­ლის­ტე­ბი. მათ­მა ში­ნა­ურ­მა ცხო­ველ­მა ისე­ვე უნდა მი­ი­პყროს ყუ­რა­დღე­ბა, რო­გორც პატ­რონ­მა, ასე­თი კი ჩი­ნუ­რი ძაღ­ლია.

თევ­ზე­ბი - ოქ­როს­ფე­რი რეტ­რი­ვე­რი

თევ­ზე­ბი მე­ოც­ნე­ბე­ე­ბი არი­ან: ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან რბი­ლე­ბი, ქა­ლუ­რე­ბი. მა­მა­კა­ცე­ბი - მგრძნო­ბი­ა­რე­ბი და ერ­თგუ­ლე­ბი. ნაზ თევ­ზებს სჭირ­დე­ბა ძაღ­ლი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა კარ­გი მე­გო­ბა­რი, მზად იქ­ნე­ბა სა­ა­თო­ბით ია­როს წყნარ ად­გი­ლებ­ში და არ ჰქონ­დეს რთუ­ლი ხა­სი­ა­თი, მა­გა­ლი­თად, რეტ­რი­ვე­რი. ის მორ­ჩი­ლი ოჯა­ხის ძაღ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

თხის რქას ჩაუ-ჩაუ, მორიელს - კორგი: რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

თხის რქას ჩაუ-ჩაუ, მორიელს - კორგი: რომელი ჯიშის ძაღლი შეეფერება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ადამიანს ანიჭებს განსაკუთრებული ხასიათის თვისებებს. ხშირად ხდება, რომ ზოდიაქოს ნიშნების შეუთავსებლობის გამო გვიჭირს ერთმანეთთან ურთიერთობა. შინაური ცხოველის არჩევისასაც კი გირჩევთ, გაითვალისწინოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი, რის საფუძველზე შეიქმნა რეკომენდაციები, რომელი ძაღლი აირჩიოთ...

ვერძი - ალაბაი

ვერძი ბუნებით დამოუკიდებელია, ქალებზე განასახიერებენ მამაკაცურ თვისებებს, ხოლო ვერძი მამაკაცები ხშირად ხდებიან ლიდერები, აღწევენ წარმატებას ნებისმიერ ბიზნესში. ასეთი ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებს გჭირდებათ კომპანიონი, რომელიც ასევე ძლიერი ხასიათის იქნება. და ალაბაი სწორედ ასეთი ძაღლია. ის მშვიდია, მაგრამ შესაფერის დროს ყოველთვის შეუძლია საკუთარი თავისა და პატრონის დაცვა.

კურო - გრძელთმიანი იორკშირული ტერიერი

კურო კაცები მშვიდები, ხშირად კი არაკომუნიკაბელურები არიან, ამ ნიშნის ქალებს მშვიდი ხასიათი აქვთ. კურო იმდენად კომფორტულად გრძნობს თავს საკუთარ თავთან, რომ არ ფიქრობს შინაური ცხოველის ყოლას. თუმცა, თუ მაინც გადაწყვეტა, მისთვის იდეალური ვარიანტია იორკშირის ტერიერი.

ტყუპი - აფრიკული ბასენჯი

ტყუპი ქალების ხასიათი ცვალებადია, მათ არც ამ ნიშნის მამაკაცები ჩამორჩებიან. ხშირად შეუძლიათ ცხოვრებისეული პრინციპების შეცვლაც, რომ აღარაფერი ვთქვათ განწყობაზე. მათ მოეწონებათ აფრიკული ბასენჯი, რომელიც თავისი ექსცენტრიკული ხრიკებითა და სიჯიუტით პატრონს მოდუნების საშუალებას არ მისცემს.

კირჩხიბი - პუდელი

კირჩხიბი მამაკაცი მზრუნველი ქმარი და მამაა. უყვარს სახლში ყოფნა. დროის გატარება მშვიდ, მყუდრო გარემოში. კირჩხიბი ქალები საუკეთესო დიასახლისები არიან. სამეფო პუდელი კირჩხიბების ოჯახის ნამდვილი წევრი გახდება. ის ბრძანებას უპრობლემოდ შეასრულებს და ბავშვებსაც კარგად შეეგუება.

ლომი - დობერმანები

ლომი მამაკაცები ზედმეტად ეგოცენტრიკული და მიზანდასახულები არიან. სურთ საუკეთესო იყვნენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ საყვარელი ადამიანებისთვისაც. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ საუკეთესო ძაღლი - დობერმანი. სიმპათიური, დიდებული, ძლიერი, მაგრამ მორჩილი მეგობარი.

ქალწული - ტაქსა

ქალწული მამაკაცები და ქალები არიან კეთილსინდისიერები, უკონფლიქტოები, ეკონომიურები და ზრუნველები. მაგრამ ამავდროულად, ქალწულები ხშირად მოსაწყენები არიან. ტაქსა პატრონს უგუნებობას გაუფანტავს, თამაშებს მოითხოვს და სასეირნოდ წაყვანასაც.

სასწორი - შიბა ინუ

სასწორი მამაკაცები ხშირად ზარმაცები არიან, ქალები ზედმეტად განებივრებულები. იაპონური შიბა ინუ არ დაუშვებს პატრონებს ყოყმანს, მან ყოველთვის იცის რა სურს და როგორ.

მორიელი - კორგი

მამაკაცი მორიელები არიან შრომისმოყვარეები, შესანიშნავი თანამშრომლები. ქალი - საუკეთესო ცოლი და დედაა. მუდამ ღიმილიანი კორგი მორიელის დაძაბულობას განუმუხტავს, ღიმილს მოჰგვრის.

მშვილდოსანი - ჰასკი

მშვილდოსნებს უყვართ თავგადასავალი და მოგზაურობა. მამაკაცებიც და ქალებიც ენერგიულები არიან. ერთგული და გამძლე ჰასკი საუკეთესო კომპანიონი იქნება მათთვის. ისინი მზად არიან ათეულობით კილომეტრი გაიარონ ლაშქრობაზე პატრონის გვერდით.

თხის რქა - ჩაუ ჩაუ

თხის რქები მელანქოლიისკენ არიან მიდრეკილნი. მათ სჭირდებათ ის, ვინც მათ ცხოვრებაში ცოტა სტაბილურობას, სიმშვიდეს და კომფორტს შემოიტანს. აბა, ვის შეუძლია ამის გაკეთება თუ არა ჩაუ ჩაუს?..

მერწყული - ჩინური ძაღლი

მერწყული ქალები ექსტრავაგანტული ბუნების არიან. უყვართ უჩვეულო და შოკისმომგვრელი აქტივობები. მათ არც მამაკაცები ჩამორჩებიან. ისინი ხდებიან მოდის დიზაინერები და სტილისტები. მათმა შინაურმა ცხოველმა ისევე უნდა მიიპყროს ყურადღება, როგორც პატრონმა, ასეთი კი ჩინური ძაღლია.

თევზები - ოქროსფერი რეტრივერი

თევზები მეოცნებეები არიან: ქალები ძალიან რბილები, ქალურები. მამაკაცები - მგრძნობიარები და ერთგულები. ნაზ თევზებს სჭირდება ძაღლი, რომელიც იქნება კარგი მეგობარი, მზად იქნება საათობით იაროს წყნარ ადგილებში და არ ჰქონდეს რთული ხასიათი, მაგალითად, რეტრივერი. ის მორჩილი ოჯახის ძაღლია.