მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სელენა ვერძში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
სელენა ვერძში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

თეთ­რი მთვა­რე, სე­ლე­ნა - ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი - ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­შია, სა­დაც დარ­ჩე­ბა 7 თვე, 2023 წლის 15 ნო­ემ­ბრამ­დე. ვრცე­ლი სტა­ტია ამ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. ახლა კი გთა­ვა­ზობთ ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის, რათა უკეთ გა­ერ­კვი­ოთ, რას მო­გი­ტანთ და რა სფე­რო­ებ­ში გექ­ნე­ბათ სე­ლე­ნას მფარ­ვე­ლო­ბა მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ვერ­ძი

გი­ლო­ცავთ, სე­ლე­ნა თქვენს ნი­შან­შია და მის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლო­ბა გე­ლო­დე­ბათ, რო­გორც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ასე პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი. იყა­ვით მზად ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი, უნდა იზ­რუ­ნოთ ახ­ლობ­ლებ­ზე. თქვენ უნდა იყოთ მო­ტი­ვა­ტო­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც და ახ­ლობ­ლე­ბის­თვი­საც. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ თუ ახ­ლობ­ლე­ბი მოგ­მარ­თა­ვენ რჩე­ვის, დახ­მა­რე­ბის­თვის და უარს ნუ ეტყვით. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

კურო

თუ ემიგ­რა­ცი­ა­ში აპი­რებთ წას­ვლას, მომ­დევ­ნო 7 თვე სა­უ­კე­თე­სო დროა, სა­დაც და­სახ­ლდე­ბით თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობთ. სა­უ­კე­თე­სო დროა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­საც­ნო­ბად, სურ­ვი­ლებ­ში გა­სარ­კვე­ვად; შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ყვე­ლა იმ უსარ­გებ­ლო კავ­ში­რე­ბის­გან, ტვირ­თი­სა და ში­შე­ბის­გან, რაც არ გაძ­ლევთ წინსვლის, გან­ვი­თა­რე­ბის შანსს. გა­მო­ნა­ხეთ დრო სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­თვის, მო­ი­ნა­ხუ­ლეთ წმინ­და ად­გი­ლე­ბი, და­კავ­დით ქველ­მოქ­მე­დე­ბით. აპა­ტი­ეთ სა­კუ­თარ თავს და სხვებ­საც. ამ პე­რი­ოდ­ში გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტუ­ი­ცია და და­აკ­ვირ­დით რას გი­კარ­ნა­ხებთ იგი; მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სიზ­მრებ­ში. გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ მო­ნატ­რე­ბა დიდი ხნის უნა­ხა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. და­ბო­ლოს, ეს სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­უფ­ლებ­ლად.

ტყუ­პი

წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ კო­ლექ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ბავ­შვე­ბის გვერ­დით. მათ თქვე­ნი მე­გობ­რო­ბა და მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ. თუ ახ­ლობ­ლე­ბი შვი­ლის მო­ნათ­ვლას მოგ­თხო­ვენ, უარი არ თქვათ. აგ­რეთ­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ეხ­მა­რე­ბით ბავ­შვებს. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მე­სა­მედ და­ქორ­წინ­დეთ. ზო­გა­დად, მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­გე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. გა­აქ­ტი­ურ­დით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ­საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და რო­მა­ნის­თვის. ამას­თან, რაც უფრო ხში­რად და­ეხ­მა­რე­ბით სხვებს - მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, მით მეტ სა­ჩუ­ქარს მი­ი­ღებთ სამ­ყა­როს­გან.

კირჩხი­ბი

მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ასა­კით ან თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და თუ მათ დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, არ უნდა იზარ­მა­ცოთ. სტა­ტუ­სის სფე­რო­ში გე­ლო­დე­ბათ სე­ლე­ნას მფარ­ვე­ლო­ბა. მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, მო­გე­ცე­მათ პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის შან­სი. შე­იძ­ლე­ბა გახ­დეთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, და­ქორ­წინ­დეთ და თქვე­ნი მე­უღ­ლე გახ­დეს თქვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი. ეს კავ­ში­რი კი - ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი.

ლომი

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შან­სი მო­გე­ცე­მათ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ლი­ტე­რა­ტუ­რის, პე­და­გო­გი­კის ან პი­ა­რის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ, აგ­რეთ­ვე თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. მო­გე­ცე­მათ იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლე­ლო­ბა, გა­ა­ფორ­მებთ თქვენ­თვის ხელ­საყ­რელ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ უცხო­ეთ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის - სწავ­ლა, მუ­შა­ო­ბა ან ემიგ­რა­ცია. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ უცხო­ელ­თან.

ქალ­წუ­ლი

სამ­ყა­რო და­გა­ჯი­ლო­ებთ, თუ და­ეხ­მა­რე­ბით იმ ახ­ლობ­ლებს, ვინც კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია. თა­ვად მი­ი­ღებთ ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას. გა­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა თქვენს პარტნი­ორს. შეძ­ლებთ ვა­ლე­ბი­სა და კრე­დი­ტე­ბის გა­დახ­და. ერთი სი­ტყვით, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ფული შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად. მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ში­შე­ბი­სა და კომ­პლექ­სე­ბის­გან. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ და მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი და იცო­დეთ, რომ ის თქვე­ნი სა­ბე­დოა, თქვე­ნი კარ­მუ­ლი პარტნი­ო­რი.

სას­წო­რი

დახ­მა­რე­ბა მოვა პარტნი­ო­რე­ბის, ახლო მე­გობ­რე­ბის­გან. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა ან პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი - სა­სიყ­ვა­რუ­ლოს ან საქ­მი­ა­ნიც - გახ­დე­ბი­ან თქვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი. თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ, გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბი. სა­უ­კე­თე­სო დროა პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. მარ­ტო­ხე­ლე­ბი კი უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ და­წყვილ­დეთ. იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი, მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ და სამ­ყა­რო და­გა­ჯი­ლო­ებთ.

მო­რი­ე­ლი

მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი და­გეხ­მა­რე­ბათ იშო­ვოთ თქვე­ნი შე­სა­ფე­რის სამ­სა­ხუ­რი. ეცა­დეთ, არ­სე­ბულ­ში გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, არ გირ­ჩევთ ჭო­რა­ო­ბას, ინ­ტრი­გებს. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა; თუ მკურ­ნა­ლო­ბა გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ, გა­მოჩ­ნდე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც სწორ მკურ­ნა­ლო­ბას და­გი­ნიშ­ნავთ. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ დამ­ხმა­რე (თა­ნამ­შრო­მე­ლი, ძიძა, დი­ა­სახ­ლი­სი, მძღო­ლი), რო­მე­ლიც თქვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გახ­დე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რო­მა­ნი გა­ა­ბათ კო­ლე­გას­თან. მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წეს­რი­გი უნდა გქონ­დეთ სახ­ლში, სამ­სა­ხურ­ში, დღის რე­ჟიმ­ში. სამ­ყა­როს­გან მხარ­და­ჭა­რეს მი­ი­ღებთ, თუ იზ­რუ­ნებთ ნა­თე­სა­ვებ­ზე, და­ეხ­მა­რებთ კო­ლე­გებს საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. იყა­ვით მათ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი.

მშვილ­დო­სა­ნი

თეთ­რი მთვა­რე სა­უ­კე­თე­სო სი­ახ­ლე­ებს გპირ­დე­ბათ. მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს სი­ხა­რუ­ლის, ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. მარ­ტო­ხე­ლე­ბი შეძ­ლებთ და­წყვილ­დეთ, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას გა­გი­ფე­რა­დებთ. თუ შვი­ლის გა­ჩე­ნას აპი­რებთ, მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­გებთ, რომ გახ­დე­ბით მშო­ბე­ლი. გა­მო­ნა­ხეთ დრო შვი­ლე­ბის­თვის. მო­ა­წყვეთ ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი. სა­უ­კე­თე­სო დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ჰობი შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის წყა­როდ აქ­ცი­ოთ. თუ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აპი­რებთ შე­ჯიბ­რე­ბებ­სა და კონ­კურ­სებ­ში, გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი დი­დია.

თხის რქა

სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ ოჯახ­ში. მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გმარ­თებთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მშობ­ლე­ბის მი­მართ. თუ ფიქ­რობთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნას, სა­უ­კე­თე­სო შან­სი მო­გე­ცე­მათ. იზ­რუ­ნეთ ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე. თუ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ, კარგ შე­დე­გებს მი­ი­ღებთ. სა­უ­კე­თე­სო დროა და­ო­ჯა­ხე­ბის­თვის, ქორ­წი­ნე­ბის­თვის; გა­ა­ცა­ნით თქვე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მშობ­ლებს. გა­მო­ნა­ხეთ დრო ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე, გა­ბუ­ტულ ნა­თე­სა­ვებ­თან შე­რი­გე­ბის­თვის.

მერ­წყუ­ლი

გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, მი­მოს­ვლა. და­გე­ბა­დე­ბათ ახლი იდე­ე­ბი და ზო­გი­ერ­თის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სი­ხა­რულს მო­გა­ნი­ჭებთ. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს. თუ დახ­მა­რე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ, გქონ­დეთ მე­გობ­რე­ბის და მე­ზობ­ლე­ბის იმე­დი. აკონ­ტრო­ლეთ მე­ტყვე­ლე­ბა; მო­ე­რი­დეთ ჭო­რებს, ინ­ტრი­გებს, ნუ გა­ავ­რცე­ლებთ გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეცა­დეთ, ილა­პა­რა­კოთ ის, რაც გინ­დათ, რომ მოხ­დეს, რად­გან სე­ლე­ნას გავ­ლე­ნით თქვენს სი­ტყვებს ჯა­დოს­ნუ­რი ეფექ­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბა. სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ ექ­სკურ­სი­ე­ბი და პიკ­ნი­კე­ბი. სა­უ­კე­თე­სო დროა რა­ღა­ცის (უცხო ენე­ბის, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის) შე­სას­წავ­ლად, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად. თუ გსურ­დათ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა, ახლა სა­უ­კე­თე­სო დროა. თუ და-ძმებ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ, მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი და­რე­გუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ.

თევ­ზე­ბი

სე­ლე­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ, აი­მაღ­ლოთ თვით­შე­ფა­სე­ბა, მე­ტად და­ა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი თავი, ცოდ­ნა. მო­გე­ცე­მათ ცოდ­ნის მო­ნე­ტი­ზი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შეძ­ლებთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ში, გა­ნათ­ლე­ბა­ში, კომ­ფორ­ტში; არ გირ­ჩევთ სა­კუ­თარ თავ­ზე ეკო­ნო­მი­ის გა­კე­თე­ბას, პი­რი­ქით, ხში­რად გა­ი­ნე­ბივ­რეთ თავი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, ლა­მა­ზი ნივ­თე­ბით, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბით, სპა და სა­ლო­ნუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბით. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის ახა­ლი ან და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი წინსვლა­ზე, გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. და­ი­სა­ხეთ მი­ზა­ნი და გა­აქ­ტი­ურ­დით. სა­უ­კე­თე­სო დროა მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად ან და­წი­ნა­უ­რე­ბის­თვის. თუ უკვე მუ­შა­ობთ, და­ფას­დე­ბით, მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

სელენა ვერძში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

სელენა ვერძში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

თეთრი მთვარე, სელენა - ჩვენი მფარველი ანგელოზი - ვერძის ზოდიაქოშია, სადაც დარჩება 7 თვე, 2023 წლის 15 ნოემბრამდე. ვრცელი სტატია ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, რათა უკეთ გაერკვიოთ, რას მოგიტანთ და რა სფეროებში გექნებათ სელენას მფარველობა მომდევნო 7 თვის განმავლობაში.

ვერძი

გილოცავთ, სელენა თქვენს ნიშანშია და მისგან განსაკუთრებული მფარველობა გელოდებათ, როგორც პირად ცხოვრებაში ასე პროფესიულ საქმიანობაში. გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. იყავით მზად ზრდისა და განვითარებისთვის. მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები, უნდა იზრუნოთ ახლობლებზე. თქვენ უნდა იყოთ მოტივატორი საკუთარი თავისთვისაც და ახლობლებისთვისაც. ნუ გაგიკვირდებათ თუ ახლობლები მოგმართავენ რჩევის, დახმარებისთვის და უარს ნუ ეტყვით. იყავით მომართული საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები.

კურო

თუ ემიგრაციაში აპირებთ წასვლას, მომდევნო 7 თვე საუკეთესო დროა, სადაც დასახლდებით თავს კომფორტულად იგრძნობთ. საუკეთესო დროა საკუთარი თავის გასაცნობად, სურვილებში გასარკვევად; შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. უნდა გათავისუფლდეთ ყველა იმ უსარგებლო კავშირებისგან, ტვირთისა და შიშებისგან, რაც არ გაძლევთ წინსვლის, განვითარების შანსს. გამონახეთ დრო სულიერი ცხოვრებისთვის, მოინახულეთ წმინდა ადგილები, დაკავდით ქველმოქმედებით. აპატიეთ საკუთარ თავს და სხვებსაც. ამ პერიოდში გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და დააკვირდით რას გიკარნახებთ იგი; მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები შეიძლება მოვიდეს მოულოდნელად, სიზმრებში. გაგიმძაფრდებათ მონატრება დიდი ხნის უნახავი ადამიანების მიმართ. დაბოლოს, ეს საუკეთესო პერიოდია მავნე ჩვევებისგან გასათავიუფლებლად.

ტყუპი

წარმატება გელოდებათ კოლექტიურ საქმიანობაში, მეგობრებთან ერთად განხორციელებულ პროექტებში. მეტი დრო გაატარეთ ბავშვების გვერდით. მათ თქვენი მეგობრობა და მხარდაჭერა სჭირდებათ. თუ ახლობლები შვილის მონათვლას მოგთხოვენ, უარი არ თქვათ. აგრეთვე, კარგი იქნება, თუ დაეხმარებით ბავშვებს. ზოგიერთი შეიძლება მესამედ დაქორწინდეთ. ზოგადად, მომდევნო 7 თვის განმავლობაში მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესოთ რომანტიკული ურთიერთობები, პირადი ცხოვრება. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. კარგი იქნება ინტერნეტსაქმიანობისა და რომანისთვის. ამასთან, რაც უფრო ხშირად დაეხმარებით სხვებს - მეგობრებს, ახლობლებს, მით მეტ საჩუქარს მიიღებთ სამყაროსგან.

კირჩხიბი

მეტი პატივისცემა უნდა გამოავლინოთ ასაკით ან თანამდებობით უფროსი ადამიანების მიმართ და თუ მათ დახმარება სჭირდებათ, არ უნდა იზარმაცოთ. სტატუსის სფეროში გელოდებათ სელენას მფარველობა. მიიღებთ საინტერესო საქმიან შემოთავაზებას, მოგეცემათ პირადი ბიზნესის დაწყების შანსი. შეიძლება გახდეთ უძრავი ქონების მფლობელი ან ძვირად ღირებული ნივთის. გამორიცხული არაა, დაქორწინდეთ და თქვენი მეუღლე გახდეს თქვენი მფარველი ანგელოზი. ეს კავშირი კი - ბედნიერების მომტანი.

ლომი

ინტელექტუალური შესაძლებლოების გამოვლენის შანსი მოგეცემათ. განსაკუთრებით, თუ ლიტერატურის, პედაგოგიკის ან პიარის სფეროში საქმიანობთ, აგრეთვე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. მოგეცემათ იდეების განხორციელების შესაძლელობა, გააფორმებთ თქვენთვის ხელსაყრელ ხელშეკრულებებს. წარმატება გელოდებათ უცხოეთში საქმიანობისთვის - სწავლა, მუშაობა ან ემიგრაცია. შეიძლება რომანი გააბათ უცხოელთან.

ქალწული

სამყარო დაგაჯილოებთ, თუ დაეხმარებით იმ ახლობლებს, ვინც კრიზისულ სიტუაციაშია. თავად მიიღებთ ფულად დახმარებას. გაგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდება თქვენს პარტნიორს. შეძლებთ ვალებისა და კრედიტების გადახდა. ერთი სიტყვით, გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა, ფული შეიძლება მოვიდეს სრულიად მოულოდნელად. მფარველი ანგელოზი დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ შიშებისა და კომპლექსებისგან. თუ მარტოხელა ხართ და მომდევნო 7 თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება საინტერესო ადამიანი და იცოდეთ, რომ ის თქვენი საბედოა, თქვენი კარმული პარტნიორი.

სასწორი

დახმარება მოვა პარტნიორების, ახლო მეგობრებისგან. ეს შეიძლება იყოს ფინანსური მხარდაჭერა ან პროექტების განხორციელება. თქვენი მეგობრები და პარტნიორები - სასიყვარულოს ან საქმიანიც - გახდებიან თქვენი მფარველი ანგელოზები. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, გამოგიჩნდებიან ახალი კლიენტები. საუკეთესო დროა პარტნიორული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარტოხელები კი უნდა გააქტიურდეთ, რომ დაწყვილდეთ. იყავით ჰარმონიული, მზრუნველი და მოსიყვარულე ახლობლების მიმართ და სამყარო დაგაჯილოებთ.

მორიელი

მფარველი ანგელოზი დაგეხმარებათ იშოვოთ თქვენი შესაფერის სამსახური. ეცადეთ, არსებულში გააუმჯობესოთ დამოკიდებულება კოლეგებთან, არ გირჩევთ ჭორაობას, ინტრიგებს. გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა; თუ მკურნალობა გესაჭიროებათ, გამოჩნდება სპეციალისტი, რომელიც სწორ მკურნალობას დაგინიშნავთ. შეიძლება გამოგიჩნდეთ დამხმარე (თანამშრომელი, ძიძა, დიასახლისი, მძღოლი), რომელიც თქვენი მფარველი ანგელოზი გახდება. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ კოლეგასთან. მომდევნო 7 თვის განმავლობაში წესრიგი უნდა გქონდეთ სახლში, სამსახურში, დღის რეჟიმში. სამყაროსგან მხარდაჭარეს მიიღებთ, თუ იზრუნებთ ნათესავებზე, დაეხმარებთ კოლეგებს საქმეების შესრულებაში. იყავით მათ მიმართ ყურადღებიანი.

მშვილდოსანი

თეთრი მთვარე საუკეთესო სიახლეებს გპირდებათ. მიეცით საკუთარ თავს სიხარულის, ბედნიერების შეგრძნება. გაგიუმჯობესდებათ რომანტიკული ურთიერთობები. მარტოხელები შეძლებთ დაწყვილდეთ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გაგიფერადებთ. თუ შვილის გაჩენას აპირებთ, მომდევნო 7 თვის განმავლობაში გაიგებთ, რომ გახდებით მშობელი. გამონახეთ დრო შვილებისთვის. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ აქციოთ. თუ მონაწილეობის აპირებთ შეჯიბრებებსა და კონკურსებში, გამარჯვების შანსი დიდია.

თხის რქა

სასიკეთო ცვლილებები გელოდებათ ოჯახში. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების, მშობლების მიმართ. თუ ფიქრობთ უძრავი ქონების შეძენას, საუკეთესო შანსი მოგეცემათ. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე. თუ უძრავი ქონების სფეროში საქმიანობთ, კარგ შედეგებს მიიღებთ. საუკეთესო დროა დაოჯახებისთვის, ქორწინებისთვის; გააცანით თქვენი შეყვარებული მშობლებს. გამონახეთ დრო ოჯახური შეკრებებისთვის. აგრეთვე, გაბუტულ ნათესავებთან შერიგებისთვის.

მერწყული

გახშირდება შეხვედრები, მიმოსვლა. დაგებადებათ ახლი იდეები და ზოგიერთის განხორციელება სიხარულს მოგანიჭებთ. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, გქონდეთ მეგობრების და მეზობლების იმედი. აკონტროლეთ მეტყველება; მოერიდეთ ჭორებს, ინტრიგებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ეცადეთ, ილაპარაკოთ ის, რაც გინდათ, რომ მოხდეს, რადგან სელენას გავლენით თქვენს სიტყვებს ჯადოსნური ეფექტი მიენიჭება. სიამოვნებას მოგანიჭებთ ექსკურსიები და პიკნიკები. საუკეთესო დროა რაღაცის (უცხო ენების, ავტომობილის მართვის) შესასწავლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. თუ გსურდათ ავტომობილის შეძენა, ახლა საუკეთესო დროა. თუ და-ძმებთან დაძაბული ურთიერთობა გქონდათ, მომდევნო 7 თვის განმავლობაში მისი დარეგულირების შესაძლებლობა მოგეცემათ.

თევზები

სელენა დაგეხმარებათ, აიმაღლოთ თვითშეფასება, მეტად დააფასოთ საკუთარი თავი, ცოდნა. მოგეცემათ ცოდნის მონეტიზირების შესაძლებლობა. შეძლებთ ფულის დაბანდებას საკუთარ ჯანმრთელობაში, განათლებაში, კომფორტში; არ გირჩევთ საკუთარ თავზე ეკონომიის გაკეთებას, პირიქით, ხშირად გაინებივრეთ თავი ძვირად ღირებული, ლამაზი ნივთებით, ჯანსაღი საკვებით, სპა და სალონური მომსახურებით. გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი ან დამატებითი წყარო. იყავით მომართული წინსვლაზე, გამარჯვებაზე. დაისახეთ მიზანი და გააქტიურდით. საუკეთესო დროა მუშაობის დასაწყებად ან დაწინაურებისთვის. თუ უკვე მუშაობთ, დაფასდებით, მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი.