მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უნდა ველოდოთ მწვანე დრაკონისგან
რას უნდა ველოდოთ მწვანე დრაკონისგან

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე სულ ცოტა დრო რჩე­ბა და ალ­ბათ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ფიქ­რობს: რას უნდა ვე­ლო­დოთ 2024 წლი­დან, რას მოგ­ვი­ტანს დრა­კო­ნის წელი?.. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ეს იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც აგავ­სებთ ამ­ბი­ცი­ი­თა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბით. შეძ­ლებთ ახალ დო­ნეს მი­აღ­წი­ოს მუ­შა­ო­ბა­ში. ზო­გი­ერ­თი გეგ­მა წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუ მოთ­მი­ნე­ბა­სა და ენ­თუ­ზი­აზმს გა­მო­ავ­ლენთ, ბევ­რი შან­სი გექ­ნე­ბათ და­ი­კა­ვოთ სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი.

ხის მწვა­ნე დრა­კო­ნის წელი დად­გე­ბა 10 თე­ბერ­ვალს, 2:59 სა­ათ­ზე და გაგ­რძელ­დე­ბა 2025 წლის 29 იან­ვრამ­დე. გვე­ლო­დე­ბა მშვი­დო­ბა და სი­კე­თე. მე­ო­მა­რი მხა­რე­ე­ბი, პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე თუ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, მივ­ლენ სა­ბო­ლოო კომ­პრო­მი­სამ­დე. აღ­მო­სავ­ლეთ­ში დრა­კო­ნი ხომ სუ­ლი­ე­რი წო­ნას­წო­რო­ბი­სა და აღორ­ძი­ნე­ბის სიმ­ბო­ლოა. ბევ­რი და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ეკო­ნო­მი­კურ და პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბავ­შვის და­ბა­დე­ბა.

2024 წელს არა­ვინ დარ­ჩე­ბა უსაქ­მოდ, უნდა და­ი­ვი­წყოთ მო­წყე­ნი­ლო­ბა და რუ­ტი­ნა. პი­რი­ქით, გა­აქ­ტი­ურ­დით, და აი­ღეთ ახა­ლი პრო­ექ­ტი. მარ­ტო­ხე­ლებს გე­ლო­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. დრა­კო­ნის წელი მო­წყე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მოგ­ცემთ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც უნდა მო­ე­რი­დოთ, არის რის­კე­ბი და თაღ­ლი­თო­ბა. არ მო­ა­წე­როთ ხელი გა­რი­გე­ბებს, თუ მათი პი­რო­ბე­ბი სა­ეჭ­ვოა; არ და­ი­წყოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­მელ­თა პა­ტი­ოს­ნე­ბა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ხართ.

ჩი­ნურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ხუთი დრა­კო­ნია. ყვე­ლა­ზე ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, მშვი­დო­ბი­ა­ნი და კრე­ა­ტი­უ­ლი არის მწვა­ნე ხის დრა­კო­ნი , რომ­ლის წე­ლიც მო­დის. მას უყ­ვარს სწავ­ლა, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თაყ­ვანს სცე­მენ, რად­გან უყ­ვარს ლა­პა­რა­კი და ხა­ლი­სი­ა­ნია. მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ დრა­კო­ნი მკაც­რი და გა­ბე­დუ­ლი არ­სე­ბაა. ჯო­ბია არ გა­აბ­რა­ზოთ. მოგ­ვი­წევს მის გან­წყო­ბა­სა და სურ­ვი­ლებ­თან ადაპ­ტა­ცია.

პლუ­ტო­ნი თხის რქი­დან გა­და­ვა და შეგ­ვეძ­ლე­ბა ვენ­დოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ან ქმე­დე­ბებს, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი აღ­მო­ი­ფხვრე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი თან­და­თა­ნო­ბით მოხ­დე­ბა, სწრა­ფი შე­დე­გე­ბის იმე­დი არ უნდა გვქონ­დეს. მხო­ლოდ შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს და­წყნარ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია, როცა პლუ­ტო­ნი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვა მერ­წყულ­ში. ბევ­რი თავს უკეთ და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იგ­რძნობს.

ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ გა­ირ­კვე­ვა და­მა­ლუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. იმ პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, ვინც პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ქა­ო­სუ­რად ან უსა­მარ­თლოდ მო­იქ­ცა, სა­ჯა­რო გახ­დე­ბა. ილუ­ზო­რუ­ლი სამ­ყა­რო და­ინ­გრე­ვა, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი სხვაგ­ვა­რად და­ი­სა­ხე­ბა. უკვე 2025 წელს, როცა პლუ­ტო­ნი სა­ტურნ­თან ას­პექტს შექ­მნის, ჰარ­მო­ნი­უ­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა.

ურა­ნი კუ­რო­ში იქ­ნე­ბა, რაც სამ­წუ­ხა­როდ, მა­ტე­რი­ა­ლურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე იმოქ­მე­დებს, უნდა მო­ერ­გოთ ბაზ­რის ტენ­დენ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად შე­იც­ვლე­ბა, იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვა­ლუ­ტო რყე­ვე­ბი. ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ზა­რა­ლი. ეს იმა­ზეც მე­ტყვე­ლებს, რომ სუ­ლი­ე­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა მე­ტად უნდა და­ფას­დეს.

იუ­პი­ტე­რი კუ­რო­ში 2024 წლის 26 მა­ი­სამ­დე იქ­ნე­ბა. რაც კარგ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სა­მი­წათ­მოქ­მე­დო და სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ებ­ზე. ხოლო როცა იუ­პი­ტე­რი ტყუპ­ში გა­და­ვა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში ძლი­ე­რი და ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბი მოვ­ლენ. ბევრ ადა­მი­ანს მო­უნ­დე­ბა გახ­დეს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვე­ბის­თვის. პლა­ნე­ტის ტრან­ზი­ტი სხვა­დას­ხვა გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის უნარს, პრობ­ლე­მე­ბის მარ­ტი­ვად გა­დაჭ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. თუმ­ცა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ჭო­რა­ო­ბა, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის ინ­ტრი­გე­ბი. ამ ყვე­ლაფ­რის­გან თავი შორს უნდა და­ი­ჭი­როთ.

ნეპ­ტუ­ნი თევ­ზებ­ში იქ­ნე­ბა. რაც ადა­მი­ა­ნებ­ში გაზ­რდის მე­ოც­ნე­ბე­ო­ბას, სუ­ლი­ე­რე­ბას, შე­ავ­სებს მათ სიყ­ვა­რუ­ლი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შთა­გო­ნე­ბით. კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფია და ფო­ტო­ინ­დუსტრია წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა.

დრა­კო­ნის წელი ნა­კი­ა­ნი იქ­ნე­ბა. რას ნიშ­ნავს ეს? იმას, რომ 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში 29 დღე იქ­ნე­ბა და არა 28. რა­ტომ ხდე­ბა ეს? დე­და­მი­წა მზის გარ­შე­მო ბრუნ­ვას ან­დო­მებს: 365 დღეს, 5 სა­ათს 48 წუთს 46 წამს. ნა­კი­ან წე­ლი­წად­ში კი 366 დღეა. 6-სა­ა­თი­ა­ნი სხვა­ო­ბის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად კა­ლენ­დარს ყო­ველ 4 წე­ლი­წად­ში ემა­ტე­ბა ერთი დღე. ძვე­ლად, ნა­კი­ა­ნი წელი ადა­მი­ა­ნებ­ში იწ­ვევ­და შიშს. რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში ხში­რად ხდე­ბო­და კა­ტას­ტრო­ფე­ბი, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი, ეპი­დე­მი­ე­ბი... გირ­ჩევთ, სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, გა­რი­გე­ბე­ბის და­დე­ბა, ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი სახ­ლის გა­ყიდ­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რას უნდა ველოდოთ მწვანე დრაკონისგან

რას უნდა ველოდოთ მწვანე დრაკონისგან

ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება და ალბათ თითოეული ჩვენგანი ფიქრობს: რას უნდა ველოდოთ 2024 წლიდან, რას მოგვიტანს დრაკონის წელი?.. მთლიანობაში, ეს იქნება წარმატებული, ნაყოფიერი პერიოდი, რომელიც აგავსებთ ამბიციითა და თავდაჯერებულობით. შეძლებთ ახალ დონეს მიაღწიოს მუშაობაში. ზოგიერთი გეგმა წარმატებით განხორციელდება, თუ მოთმინებასა და ენთუზიაზმს გამოავლენთ, ბევრი შანსი გექნებათ დაიკავოთ სათანადო ადგილი.

ხის მწვანე დრაკონის წელი დადგება 10 თებერვალს, 2:59 საათზე და გაგრძელდება 2025 წლის 29 იანვრამდე. გველოდება მშვიდობა და სიკეთე. მეომარი მხარეები, პოლიტიკურ ასპარეზზე თუ პირად ცხოვრებაში, მივლენ საბოლოო კომპრომისამდე. აღმოსავლეთში დრაკონი ხომ სულიერი წონასწორობისა და აღორძინების სიმბოლოა. ბევრი დადებითი ცვლილებაა მოსალოდნელი ეკონომიკურ და პროფესიულ სფეროში. დაოჯახებულების ცხოვრებაში მოსალოდნელია ბავშვის დაბადება.

2024 წელს არავინ დარჩება უსაქმოდ, უნდა დაივიწყოთ მოწყენილობა და რუტინა. პირიქით, გააქტიურდით, და აიღეთ ახალი პროექტი. მარტოხელებს გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა, სიყვარული, წარმოუდგენელი თავგადასავლები. დრაკონის წელი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, არის რისკები და თაღლითობა. არ მოაწეროთ ხელი გარიგებებს, თუ მათი პირობები საეჭვოა; არ დაიწყოთ თანამშრომლობა ადამიანებთან, რომელთა პატიოსნებაშიც დარწმუნებული არ ხართ.

ჩინურ ასტროლოგიაში ხუთი დრაკონია. ყველაზე ცნობისმოყვარე, მშვიდობიანი და კრეატიული არის მწვანე ხის დრაკონი , რომლის წელიც მოდის. მას უყვარს სწავლა, ექსპერიმენტები, საზოგადოებაში თაყვანს სცემენ, რადგან უყვარს ლაპარაკი და ხალისიანია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დრაკონი მკაცრი და გაბედული არსებაა. ჯობია არ გააბრაზოთ. მოგვიწევს მის განწყობასა და სურვილებთან ადაპტაცია.

პლუტონი თხის რქიდან გადავა და შეგვეძლება ვენდოთ ხელისუფლების მშვიდობიან ქმედებებს, ეკონომიკური კრიზისი აღმოიფხვრება. ცვლილებები თანდათანობით მოხდება, სწრაფი შედეგების იმედი არ უნდა გვქონდეს. მხოლოდ შემოდგომის ბოლოს დაწყნარდება სიტუაცია, როცა პლუტონი საბოლოოდ გადავა მერწყულში. ბევრი თავს უკეთ და თავდაჯერებულად იგრძნობს.

ადამიანებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება მთელ მსოფლიოში. ზოგიერთი ადამიანის შესახებ გაირკვევა დამალული ინფორმაცია. იმ პირების ვინაობა, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე ქაოსურად ან უსამართლოდ მოიქცა, საჯარო გახდება. ილუზორული სამყარო დაინგრევა, პრიორიტეტები სხვაგვარად დაისახება. უკვე 2025 წელს, როცა პლუტონი სატურნთან ასპექტს შექმნის, ჰარმონიული პერიოდი დაიწყება.

ურანი კუროში იქნება, რაც სამწუხაროდ, მატერიალურ სტაბილურობაზე იმოქმედებს, უნდა მოერგოთ ბაზრის ტენდენციებს, რომლებიც მუდმივად შეიცვლება, იქნება ეკონომიკური და სავალუტო რყევები. ფინანსურ სექტორში შესაძლებელია ზარალი. ეს იმაზეც მეტყველებს, რომ სულიერი ფასეულობები და შემოქმედებითი აზროვნება მეტად უნდა დაფასდეს.

იუპიტერი კუროში 2024 წლის 26 მაისამდე იქნება. რაც კარგ გავლენას მოახდენს სამიწათმოქმედო და სოციალურ სფეროებზე. ხოლო როცა იუპიტერი ტყუპში გადავა, ძალაუფლებაში ძლიერი და ახალგაზრდა ლიდერები მოვლენ. ბევრ ადამიანს მოუნდება გახდეს უფრო მნიშვნელოვანი სხვებისთვის. პლანეტის ტრანზიტი სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაციისა და კონტაქტების გაძლიერების უნარს, პრობლემების მარტივად გადაჭრის საშუალებას მოგცემთ. თუმცა, არ არის გამორიცხული ჭორაობა, არაკეთილსინდისიერების ინტრიგები. ამ ყველაფრისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ.

ნეპტუნი თევზებში იქნება. რაც ადამიანებში გაზრდის მეოცნებეობას, სულიერებას, შეავსებს მათ სიყვარულითა და შემოქმედებითი შთაგონებით. კინემატოგრაფია და ფოტოინდუსტრია წარმატებით განვითარდება.

დრაკონის წელი ნაკიანი იქნება. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ 2024 წლის თებერვალში 29 დღე იქნება და არა 28. რატომ ხდება ეს? დედამიწა მზის გარშემო ბრუნვას ანდომებს: 365 დღეს, 5 საათს 48 წუთს 46 წამს. ნაკიან წელიწადში კი 366 დღეა. 6-საათიანი სხვაობის ასანაზღაურებლად კალენდარს ყოველ 4 წელიწადში ემატება ერთი დღე. ძველად, ნაკიანი წელი ადამიანებში იწვევდა შიშს. რადგან ამ პერიოდში ხშირად ხდებოდა კატასტროფები, უბედური შემთხვევები, სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები... გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თუ შესაძლებელია, მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, გარიგებების დადება, ქორწინების რეგისტრაციას, არ არის მიზანშეწონილი სახლის გაყიდვა.