პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს წლის პირველი ახალმთვარეობა თხის რქაში
რას მოგვიტანს წლის პირველი ახალმთვარეობა თხის რქაში

11 იან­ვარს ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით თხის რქის ნი­შან­ში, ოც­და­მე­ერ­თე გრა­დუს­ში, 15:57-ზე. ეცა­დეთ კონ­კრე­ტუ­ლად ამ დღეს არ და­ნიშ­ნოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი. ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა და ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა კარ­გია 12 იან­ვრი­დან. 11-ში იყა­ვით მშვი­დი და გა­აზ­რე­ბუ­ლი, მო­მა­ტე­ბუ­ლია მგრძნო­ბე­ლო­ბა, შფო­თი, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ რომ ეს მოვ­ლე­ნე­ბი დრო­ე­ბი­თია და მალე გა­ივ­ლის. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბის ჩა­მო­წე­რა და მათი დე­ტა­ლუ­რად გან­ხილ­ვა.

ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე კარ­გია გან­ვლი­ლი თვის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, შე­დე­გე­ბის გან­ხილ­ვა და მი­ზეზ-შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. 11-ში დი­ლი­დან კარ­გია ქველ­მოქ­მე­დე­ბა (სა­მო­სით, პრო­დუქ­ტე­ბით), სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა. მო­ი­კი­თხეთ მშობ­ლე­ბი და ბე­ბია-პაპა. თუ ისი­ნი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, და­უნ­თეთ სან­თე­ლი და ილო­ცეთ მათ­თვის.

ახალმთვა­რე­ო­ბის დროს იყა­ვით პო­ზი­ტი­უ­რი, აან­თეთ სან­თე­ლი და, ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩა­მო­წე­რეთ სურ­ვი­ლი ან მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც გსურთ, რომ მთვა­რის ამ თვე­ში აგის­რულ­დეთ. საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა კარ­გია ახალმთვა­რე­ო­ბი­დან მე­ო­რე დღეს - 12-დან. მთვა­რე 25 იან­ვრამ­დე მზარ­დი იქ­ნე­ბა და გა­ა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, და­ი­წყეთ მუ­შა­ო­ბა, სწავ­ლა, უბ­რა­ლოდ, აკონ­ტრო­ლეთ მთვა­რის დღე­ე­ბი, რათა არ და­ი­წყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი უკურ­სო მთვა­რის დროს.

ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მთვა­რე და მზე თხის რქის ნი­შან­ში ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. უნდა გახ­დეთ მე­ტად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. თხის რქის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი ახლა თევ­ზებ­შია და აქვე იქ­ნე­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ტურ­ნის პო­ზი­ტი­უ­რი ას­პექ­ტე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ იმოქ­მე­დოთ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად და მი­აღ­წი­ოთ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებს. შეძ­ლებთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებთ ან და­ამ­ყა­რებთ ახალ კავ­ში­რებს უცხო­ე­ლებ­თან. გა­ა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად, კარ­გად გა­ერ­კვი­ეთ სა­კუ­თარ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში. მზე , რო­მე­ლიც ახლა თხის რქა­შია, მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ტრანსფორ­მა­ცი­ის პლა­ნე­ტა პლუ­ტონს (ზუს­ტი ას­პექ­ტი იქ­ნე­ბა 20 იან­ვარს) და ორი­ვე 21-ში გა­და­ვა მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში, რაც გა­მო­იწ­ვევს რე­ფორ­მებს, ცვლი­ლე­ბებს. პლუ­ტო­ნი მერ­წყულ­ში 2023 წლის მარ­ტში ორი თვით უკვე იყო გა­და­სუ­ლი და მერე ისევ დაბ­რუნ­და თხის რქა­ში. შე­მოდ­გო­მა­ზე ისევ და­უბ­რუნ­და ცოტა ხნით, მაგ­რამ ნო­ემ­ბერ­ში სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­ვა მერ­წყულ­ში 20 წლით . ეს იქ­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ო­დი. პლუ­ტო­ნის მერ­წყულ­ში გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცე­ლი სტა­ტია დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? რა თქმა უნდა, თხის რქის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე და მათ­ზე ვინც, და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს 8-14 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში. სა­უ­კე­თე­სო დროა სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­წყე­ბად. ცოტა მეტი სიფრ­თხი­ლე და დაკ­ვირ­ვე­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ ვერ­ძებს (7-14 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს), კირჩხი­ბებს (10-14 ივ­ლი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) და სას­წო­რებს (11-15 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს). იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბი, გა­მო­ავ­ლი­ნეთ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, თუ გსურთ რა­მის მიღ­წე­ვა. სამ­ყა­რო არ და­უშ­ვებს, რომ მხარ-თე­ძო­ზე წა­მო­წო­ლი­ლებ­მა გა­ა­ტა­როთ ეს დრო, უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ და გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოთ. წარ­მა­ტე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა გე­ლო­დე­ბათ თუ ხართ თევ­ზე­ბი (8-12 მარტს და­ბა­დე­ბუ­ლი), კურო (8-12 მა­ისს და­ბა­დე­ბუ­ლი), ქალ­წუ­ლი (10-14 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი) და მო­რი­ე­ლი (9-13 ნო­ემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი). ფორ­ტუ­ნა თქვენს მხა­რე­საა, გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს. თუ პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, ჩა­ი­ხე­დეთ და ნა­ხეთ, რო­მელ სახ­ლში ხვდე­ბა თხის რქის ოც­და­მე­ერ­თე გრა­დუ­სი, ცვლი­ლე­ბე­ბი ამ სფე­რო­ში გე­ლო­დე­ბათ. აგ­რეთ­ვე ნა­ხეთ, თუ გაქვთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი თხის რქის 18-24 გრა­დუს­ში.

ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მო­გი­ტა­ნოთ ახალმთვა­რე­ო­ბამ თხის რქა­ში!

`
2

როცა კურო შევა მერწყულის ეტლში,ხოლო თევზები მშვილდოსანში და კირჩხიბი გამოვა ლომის ეტლიდან აი მაშინ რა გელით ხუი ევო ზნაეტ:)

ავტორი:

რას მოგვიტანს წლის პირველი ახალმთვარეობა თხის რქაში

რას მოგვიტანს წლის პირველი ახალმთვარეობა თხის რქაში

11 იანვარს ახალმთვარეობას ველოდებით თხის რქის ნიშანში, ოცდამეერთე გრადუსში, 15:57-ზე. ეცადეთ კონკრეტულად ამ დღეს არ დანიშნოთ მნიშვნელოვანი საქმეები. ახალი პროექტების დაწყება, ხელშეკრულებების გაფორმება და ფულის დაგროვება კარგია 12 იანვრიდან. 11-ში იყავით მშვიდი და გააზრებული, მომატებულია მგრძნობელობა, შფოთი, მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს მოვლენები დროებითია და მალე გაივლის. კარგი იქნება სამომავლო მიზნების ჩამოწერა და მათი დეტალურად განხილვა.

ახალმთვარეობამდე ერთი საათით ადრე კარგია განვლილი თვის გაანალიზება, შედეგების განხილვა და მიზეზ-შედეგების გაანალიზება. 11-ში დილიდან კარგია ქველმოქმედება (სამოსით, პროდუქტებით), სხვა ადამიანების დახმარება. მოიკითხეთ მშობლები და ბებია-პაპა. თუ ისინი გარდაცვლილები არიან, დაუნთეთ სანთელი და ილოცეთ მათთვის.

ახალმთვარეობის დროს იყავით პოზიტიური, აანთეთ სანთელი და, ერთი საათის განმავლობაში, ჩამოწერეთ სურვილი ან მიზანი, რომელიც გსურთ, რომ მთვარის ამ თვეში აგისრულდეთ. საქმეების დაწყება კარგია ახალმთვარეობიდან მეორე დღეს - 12-დან. მთვარე 25 იანვრამდე მზარდი იქნება და გააფორმეთ ხელშეკრულებები, დაიწყეთ მუშაობა, სწავლა, უბრალოდ, აკონტროლეთ მთვარის დღეები, რათა არ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები უკურსო მთვარის დროს.

ახალმთვარეობაზე მთვარე და მზე თხის რქის ნიშანში ხვდებიან ერთმანეთს. უნდა გახდეთ მეტად ორგანიზებული და დისციპლინირებული. შრომისმოყვარეობა უნდა გამოავლინოთ საკუთარი მიზნების მისაღწევად. თხის რქის მმართველი პლანეტა სატურნი ახლა თევზებშია და აქვე იქნება მთელი წლის განმავლობაში. სატურნის პოზიტიური ასპექტები საშუალებას მოგცემთ იმოქმედოთ კონსტრუქციულად და მიაღწიოთ საუკეთესო შედეგებს. შეძლებთ ახალი პროექტების დაწყებას და განვითარებას. კარგი იქნება, თუ გააუმჯობესებთ ან დაამყარებთ ახალ კავშირებს უცხოელებთან. გააფორმეთ ხელშეკრულებები, მაგრამ დაკვირვებულად, კარგად გაერკვიეთ საკუთარ ვალდებულებებში. მზე , რომელიც ახლა თხის რქაშია, მიუახლოვდება ტრანსფორმაციის პლანეტა პლუტონს (ზუსტი ასპექტი იქნება 20 იანვარს) და ორივე 21-ში გადავა მერწყულის ნიშანში, რაც გამოიწვევს რეფორმებს, ცვლილებებს. პლუტონი მერწყულში 2023 წლის მარტში ორი თვით უკვე იყო გადასული და მერე ისევ დაბრუნდა თხის რქაში. შემოდგომაზე ისევ დაუბრუნდა ცოტა ხნით, მაგრამ ნოემბერში საბოლოოდ, გადავა მერწყულში 20 წლით . ეს იქნება თავისუფლების, განვითარების პერიოდი. პლუტონის მერწყულში გადასვლასთან დაკავშირებით ვრცელი სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, თხის რქის წარმომადგენლებზე და მათზე ვინც, დაბადების დღეს აღნიშნავს 8-14 იანვრის შუალედში. საუკეთესო დროა სიახლეებისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად. ცოტა მეტი სიფრთხილე და დაკვირვება მოგეთხოვებათ ვერძებს (7-14 აპრილის შუალედში დაბადებულებს), კირჩხიბებს (10-14 ივლისის შუალედში დაბადებულებს) და სასწორებს (11-15 ოქტომბრის შუალედში დაბადებულებს). იყავით მიზანმიმართულები, გამოავლინეთ შრომისმოყვარეობა, თუ გსურთ რამის მიღწევა. სამყარო არ დაუშვებს, რომ მხარ-თეძოზე წამოწოლილებმა გაატაროთ ეს დრო, უნდა გააქტიურდეთ და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ. წარმატება და გამარჯვება გელოდებათ თუ ხართ თევზები (8-12 მარტს დაბადებული), კურო (8-12 მაისს დაბადებული), ქალწული (10-14 სექტემბერს დაბადებული) და მორიელი (9-13 ნოემბერს დაბადებული). ფორტუნა თქვენს მხარესაა, გამოავლინეთ ინიციატივა, რომ მიაღწიოთ სასურველს. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ჩაიხედეთ და ნახეთ, რომელ სახლში ხვდება თხის რქის ოცდამეერთე გრადუსი, ცვლილებები ამ სფეროში გელოდებათ. აგრეთვე ნახეთ, თუ გაქვთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები თხის რქის 18-24 გრადუსში.

ყველაფერი საუკეთესო მოგიტანოთ ახალმთვარეობამ თხის რქაში!