მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს ქორწილში ბევრმა ცრემლები ვერ შეიკავა" - ქართველი ბიზნესმენისა და კამბოჯელი "ინფლუენსერის" "ლავსთორი": სიძე ცნობილი ქართველი ექიმის ძმისშვილია
"ჩვენს ქორწილში ბევრმა ცრემლები ვერ შეიკავა" - ქართველი ბიზნესმენისა და კამბოჯელი "ინფლუენსერის" "ლავსთორი": სიძე ცნობილი ქართველი ექიმის ძმისშვილია

ქარ­თვე­ლი სი­ძი­სა და კამ­ბო­ჯე­ლი ლა­მაზ­მა­ნის ქორ­წი­ლის კად­რებ­მა ორი დღეა, რაც ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და­ი­პყრო. ორი ზღაპ­რუ­ლი ქორ­წი­ლი­დან ერთი პა­ტარ­ძლის სამ­შობ­ლო­ში, ზა­ფხულ­ში, ხოლო მე­ო­რე შე­მოდ­გო­მა­ზე, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

• გო­გო­ნა ფიჩი ბაი, ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რია, მას ტიკ-ტოკ­ზე 1.4 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს. სიძე კი - გი­ორ­გი ქა­ში­ბა­ძეა. "peachybay" სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ინფლუ­ენ­სე­რია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად აქ­ტი­უ­რია TikTok-ზე.

გო­გო­ნა ცნო­ბი­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კონ­ტენ­ტის შექ­მნით, მათ შო­რის კო­მე­დი­უ­რი სკეტ­ჩე­ბი­თა და კონ­ტენ­ტით, რო­მე­ლიც მის მო­მა­ვალ დე­დო­ბას ეხე­ბა. ასე­ვე ვი­დე­ო­ებ­ში ხში­რად ჩანს მისი უმ­ცრო­სი ძმა. წყვი­ლი უკვე ვაჟს ელო­დე­ბა.

ზო­გი­ერთ ვი­დე­ო­ში თა­ვის კამ­ბო­ჯურ წარ­მო­შო­ბა­საც უს­ვამს ხაზს. თუმ­ცა არ ავი­წყდე­ბა მე­უღ­ლის სამ­შობ­ლო. ის ხან ხინ­კალს მი­ირ­თმევს, ხა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს გულ­შე­მატ­კივ­რობს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თველ პა­ტარ­ძალს უამ­რავ სა­ქე­ბარ კო­მენ­ტა­რებს უწე­რენ.

ფი­ჩის ინ­სტაგ­რამ­ზე ქორ­წი­ლის უამ­რა­ვი ფოტო აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. გა­მომ­წე­რებს სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­საც უზი­ა­რებს.

"ფას­და­უ­დე­ბე­ლი მო­მენ­ტე­ბი. თა­ვი­დან­ვე ცხა­დი იყო, რომ ერ­თად და­ბე­რე­ბა გვინ­დო­და. 2 კვი­რის შემ­დეგ შევ­ხვდით, 2 თვის შემ­დეგ ერ­თად გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად და 2 წლის შემ­დეგ დავ­ქორ­წინ­დით. ძა­ლი­ან მად­ლობ­ლე­ბი ვართ და­უ­ვი­წყა­რი მო­მენ­ტე­ბის­თვის. ბევ­რმა ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა, ჩვენც სი­ხა­რუ­ლის­გან ვტი­რო­დით.“ - წერს სა­ქორ­წი­ნო ფო­ტო­ებ­ზე ფიჩი.

ვე­ცა­დეთ, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ბო­ლომ­დე დაგ­ვეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა და ქარ­თველ სი­ძე­ზე უფრო მეტი გაგ­ვე­გო. მას შემ­დეგ, რაც შე­ვი­ტყვეთ, რომ გი­ორ­გი ქა­ში­ბა­ძე, ცნო­ბი­ლი ექი­მი, დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუგა ქა­ში­ბა­ძის ძმის შვი­ლია. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, მე­ო­რე ქორ­წილს, გერ­მა­ნი­ა­ში პი­რა­დად და­ეს­წრო. რძა­ლი კი ძა­ლი­ან მოს­წონს.

გუგა ქა­ში­ბა­ძე:

- დიახ, ჩემი ძმის შვი­ლია. ბერ­ლინ­ში ცხოვ­რო­ბენ, იქ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი და და­ქორ­წინ­დნენ. მთე­ლი ოჯა­ხი იქ ცხოვ­რობ­და, ახლა ჩემი ძმა ბერ­ლინ­ში აღარ ცხოვ­რობს. ფიჩი ჩვე­ნი რძა­ლია, შე­მოდ­გო­მა­ზე ქორ­წი­ლი ჰქონ­დათ. გერ­მა­ნი­ა­ში ქორ­წილს მეც და­ვეს­წა­რი.

ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი გო­გოა ჩვე­ნი რძა­ლი, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი გო­გო­ნაა. ჩემი ძმის შვი­ლი ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩვენს ქორწილში ბევრმა ცრემლები ვერ შეიკავა" - ქართველი ბიზნესმენისა და კამბოჯელი "ინფლუენსერის" "ლავსთორი": სიძე ცნობილი ქართველი ექიმის ძმისშვილია

"ჩვენს ქორწილში ბევრმა ცრემლები ვერ შეიკავა" - ქართველი ბიზნესმენისა და კამბოჯელი "ინფლუენსერის" "ლავსთორი": სიძე ცნობილი ქართველი ექიმის ძმისშვილია

ქართველი სიძისა და კამბოჯელი ლამაზმანის ქორწილის კადრებმა ორი დღეა, რაც ქართული სოციალური ქსელი დაიპყრო. ორი ზღაპრული ქორწილიდან ერთი პატარძლის სამშობლოში, ზაფხულში, ხოლო მეორე შემოდგომაზე, გერმანიაში გაიმართა.

• გოგონა ფიჩი ბაი, ცნობილი ინფლუენსერია, მას ტიკ-ტოკზე 1.4 მილიონი გამომწერი ჰყავს. სიძე კი - გიორგი ქაშიბაძეა. "peachybay" სოციალური მედიის ინფლუენსერია, რომელიც ძირითადად აქტიურია TikTok-ზე.

გოგონა ცნობილია მრავალფეროვანი კონტენტის შექმნით, მათ შორის კომედიური სკეტჩებითა და კონტენტით, რომელიც მის მომავალ დედობას ეხება. ასევე ვიდეოებში ხშირად ჩანს მისი უმცროსი ძმა. წყვილი უკვე ვაჟს ელოდება.

ზოგიერთ ვიდეოში თავის კამბოჯურ წარმოშობასაც უსვამს ხაზს. თუმცა არ ავიწყდება მეუღლის სამშობლო. ის ხან ხინკალს მიირთმევს, ხანაც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს. სოციალურ ქსელში ქართველ პატარძალს უამრავ საქებარ კომენტარებს უწერენ.

@peachybay 🇬🇪💖🇰🇭 #peachybay #georgien #cambodiagirl ♬ original sound - მგზავრები | MGZAVREBI

ფიჩის ინსტაგრამზე ქორწილის უამრავი ფოტო აქვს გამოქვეყნებული. გამომწერებს საკუთარი სიყვარულის ისტორიასაც უზიარებს.

"ფასდაუდებელი მომენტები. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ერთად დაბერება გვინდოდა. 2 კვირის შემდეგ შევხვდით, 2 თვის შემდეგ ერთად გადავედით საცხოვრებლად და 2 წლის შემდეგ დავქორწინდით. ძალიან მადლობლები ვართ დაუვიწყარი მომენტებისთვის. ბევრმა ცრემლები ვერ შეიკავა, ჩვენც სიხარულისგან ვტიროდით.“ - წერს საქორწინო ფოტოებზე ფიჩი.

ვეცადეთ, ჩვენი მკითხველების ინტერესი ბოლომდე დაგვეკმაყოფილებინა და ქართველ სიძეზე უფრო მეტი გაგვეგო. მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ გიორგი ქაშიბაძე, ცნობილი ექიმი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძის ძმის შვილია. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მეორე ქორწილს, გერმანიაში პირადად დაესწრო. რძალი კი ძალიან მოსწონს.

გუგა ქაშიბაძე:

- დიახ, ჩემი ძმის შვილია. ბერლინში ცხოვრობენ, იქ გაიცნეს ერთმანეთი და დაქორწინდნენ. მთელი ოჯახი იქ ცხოვრობდა, ახლა ჩემი ძმა ბერლინში აღარ ცხოვრობს. ფიჩი ჩვენი რძალია, შემოდგომაზე ქორწილი ჰქონდათ. გერმანიაში ქორწილს მეც დავესწარი.

ძალიან აქტიური გოგოა ჩვენი რძალი, ძალიან აქტიური გოგონაა. ჩემი ძმის შვილი ბიზნესით არის დაკავებული.