პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს ახალმთვარეობა კუროში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად
რას მოგვიტანს ახალმთვარეობა კუროში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

8 მა­ისს, 7:21-ზე ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა კუ­როს ნი­შან­ში, მე-19 გრა­დუს­ში. სა­სი­ხა­რუ­ლო ისაა, რომ ეს შე­და­რე­ბით მშვი­დი დღეა, პლა­ნე­ტებს შო­რის და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბი არაა, რაც იმის იმედს გვაძ­ლევს, რომ მთვა­რის ეს თვე მშვი­დად ჩა­ივ­ლის.

ახალმთვა­რე­ო­ბის დღეს მზეც და მთვა­რეც სტა­ბი­ლურ და დინჯ კუ­რო­შია. სა­სურ­ვე­ლია, ამ მთვა­რის თვე­ში თა­ვა­დაც გა­მო­ავ­ლი­ნოთ კუ­როს სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი. სი­დინ­ჯი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გარ­და, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა სი­ლა­მა­ზეს, იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, და­უთ­მეთ დრო სა­მი­წათ­მოქ­მე­დო სა­მუ­შა­ო­ებს, ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ინს, მშე­ნებ­ლო­ბას, ლა­მა­ზი ნივ­თე­ბის შექ­მნას, ავე­ჯის შე­ძე­ნას. კარ­გი პე­რი­ო­დია მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გვის­თვი­საც, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ დღეს შე­ხე­დეთ მთვა­რის მდე­ბა­რე­ო­ბას, - რომ არ იყოს მთვა­რე უკურ­სო ან უნა­ყო­ფო ნი­შან­ში.

ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, კარ­გია სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა კარ­გია უკვე 11 მა­ი­სი­დან.

ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე, მზი­სა და მთვა­რის გარ­და კუ­რო­შია იუ­პი­ტე­რი, ურა­ნი და ვე­ნე­რა. აქ­ვეა თეთ­რი მთვა­რეც, ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი (სე­ლე­ნა­ზე, იგი­ვე თეთ­რი მთვა­რე სტა­ტია დევს ჩვენს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გაც­ნოთ). უნდა გა­და­ხე­დოთ თქვენს ცხოვ­რე­ბას, მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და გა­ნახ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამე შე­იც­ვა­ლოს თქვენს გა­რე­მო­შიც და თქვენს ცხოვ­რე­ბა­შიც. ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა სწრა­ფი და ეცა­დეთ, აუ­წყოთ ფეხი. მო­გინ­დე­ბათ სი­ახ­ლე­ე­ბი, ახალ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად მოქ­მე­დე­ბა, ახა­ლი იდე­ე­ბის­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად?

რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში კუ­რო­ებ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს 5-11 მა­ისს. გაქვთ ყვე­ლა შან­სი, რომ შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ. ასე რომ, არ იზარ­მა­ცოთ და გა­აქ­ტი­ურ­დით. ახალმთვა­რე­ო­ბა აგ­რეთ­ვე იმოქ­მე­დებს მათ­ზე, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს 5-9 თე­ბერ­ვალს, 8-12 აგ­ვის­ტოს და 8-12 ნო­ემ­ბერს. უნდა მო­ას­წროთ ბევ­რი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ იო­ლად მი­აღ­წევთ სა­სურ­ველს. წი­ნა­ღო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და მშვი­დო­ბი­ა­ნად უნდა შეძ­ლოთ. არ აჩ­ქარ­დეთ, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ფრთხი­ლი. სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი, იღ­ბლი­ა­ნო­ბა და სა­სურ­ვე­ლის იო­ლად მიღ­წე­ვა ელო­დე­ბა მათ, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს 6-10 იან­ვარს, 6-10 მარტს, 7-11 ივ­ლისს და 8-12 სექ­ტემ­ბერს. თუ თქვე­ნი პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, ჩა­ი­ხე­დეთ და ნა­ხეთ, სად მდე­ბა­რე­ობს კუ­როს მე-19 გრა­დუს­ში. სწო­რედ ამ სფე­რო­ში გე­ლო­დე­ბათ სი­ახ­ლე­ე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბი.

ბედ­ნი­ერ ახალმთვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რას მოგვიტანს ახალმთვარეობა კუროში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

რას მოგვიტანს ახალმთვარეობა კუროში და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად

8 მაისს, 7:21-ზე ახალმთვარეობა გველოდება კუროს ნიშანში, მე-19 გრადუსში. სასიხარულო ისაა, რომ ეს შედარებით მშვიდი დღეა, პლანეტებს შორის დაძაბული ასპექტები არაა, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ მთვარის ეს თვე მშვიდად ჩაივლის.

ახალმთვარეობის დღეს მზეც და მთვარეც სტაბილურ და დინჯ კუროშია. სასურველია, ამ მთვარის თვეში თავადაც გამოავლინოთ კუროს სასარგებლო თვისებები. სიდინჯისა და სტაბილურობის გარდა, მიაქციეთ ყურადღება სილამაზეს, იყავით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დაუთმეთ დრო სამიწათმოქმედო სამუშაოებს, ლანდშაფტის დიზაინს, მშენებლობას, ლამაზი ნივთების შექმნას, ავეჯის შეძენას. კარგი პერიოდია მცენარეების დარგვისთვისაც, მაგრამ კონკრეტულ დღეს შეხედეთ მთვარის მდებარეობას, - რომ არ იყოს მთვარე უკურსო ან უნაყოფო ნიშანში.

ახალმთვარეობაზე, განსაკუთრებით ერთი საათის განმავლობაში, კარგია სამომავლო მიზნებისა და სურვილების ჩამოწერა. ახალი საქმეების დაწყება კარგია უკვე 11 მაისიდან.

ახალმთვარეობაზე, მზისა და მთვარის გარდა კუროშია იუპიტერი, ურანი და ვენერა. აქვეა თეთრი მთვარეც, ჩვენი მფარველი ანგელოზი (სელენაზე, იგივე თეთრი მთვარე სტატია დევს ჩვენს საიტზე და შეგიძლიათ გაცნოთ). უნდა გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, მოხდება ღირებულებების გადაფასება და განახლება. შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს თქვენს გარემოშიც და თქვენს ცხოვრებაშიც. ცვლილებები იქნება სწრაფი და ეცადეთ, აუწყოთ ფეხი. მოგინდებათ სიახლეები, ახალ თანამოაზრეებთან ერთად მოქმედება, ახალი იდეებისთვის გაერთიანება.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში კუროებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 5-11 მაისს. გაქვთ ყველა შანსი, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ასე რომ, არ იზარმაცოთ და გააქტიურდით. ახალმთვარეობა აგრეთვე იმოქმედებს მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 5-9 თებერვალს, 8-12 აგვისტოს და 8-12 ნოემბერს. უნდა მოასწროთ ბევრი საქმის შესრულება, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ იოლად მიაღწევთ სასურველს. წინაღობების გადალახვა დიპლომატიურად და მშვიდობიანად უნდა შეძლოთ. არ აჩქარდეთ, იყავით დაკვირვებული და ფრთხილი. სასიკეთო ცვლილებები, იღბლიანობა და სასურველის იოლად მიღწევა ელოდება მათ, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 6-10 იანვარს, 6-10 მარტს, 7-11 ივლისს და 8-12 სექტემბერს. თუ თქვენი პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ჩაიხედეთ და ნახეთ, სად მდებარეობს კუროს მე-19 გრადუსში. სწორედ ამ სფეროში გელოდებათ სიახლეები და ცვლილებები.

ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!