აგვისტოს პირველი კვირა ცოტა დაძაბულია და მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს. 2-ში მარსი (აგრესია, ომი, ენერგია) და ურანი (მოულოდნელობა, ელექტროობა) ერთიანდებიან კუროში, ორივესთვის უსიამოვნო ზოდიაქოს ნიშანში და მათ გვერდითაა აღმავალი კვანძი, რომელიც ერთი მხრივ წინსვლისკენ გვაიძულებს სიარულს და მეორე მხრივ გვცდის, გვიქმნის დაბრკოლებებს. ამ პერიოდში მომატებულია: ტრავმულობა, ავარიულობა, დაძაბულობა, კატასტროფულობა. ვართ ფრთხილად მჭრელ ბასრ საგნებთან, ელექტროობასთან. ფრთხილად საჭესთან, ნებისმიერი ტრანსპორტის. გარშემო მყოფებში მოიმატებს აგრესიულობა, ჩხუბისთვის მიზეზის ძიება საჭირო არ გახდება და ამიტომ ფრთხილად. 3-ში მზე, რომელიც ახლა ლომშია (ეგო, ამბიცია), დაძაბულ ასპექტს ქმნის კარმულ კვანძებთან, სატურნთან, რომელიც ახლა მერწყულშია (ჩარჩოები, შეზღუდვა). გახშირდება დაპირისპირება პიროვნებასა და საზოგადოებას, კოლექტივს შორის. 5 აგვისტოს ამ რთულ კომბინაციებს უერთდება მორიელში მყოფი მთვარეც (ემოციები, ხალხი) ნუ მიიღებთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს ემოციებს აყოლილი. იყავით დაკვირვებული და გააზრებული. არ ჩაერიოთ პროვოკაციაში, კამათში; მიმართეთ თქვენი ენერგია კეთილი საქმის კეთებისკენ.
ვერძი
სამსახურშიც და სახლშიც უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა, დაისახეთ კონკრეტული მიზნები. საყოფაცხოვრებო საკითხები თქვენი ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება. თუმცა, გირჩევთ, უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად, თითოეული დეტალი ოჯახის წევრებთან შეათანხმოთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ.
კურო
საქმიანი და მეგობრული შეხვედრებითა დატვირთული კვირა გელოდებათ. ახლობლებთან ან მეზობლებთან უმჯობესია, დიპლომატიურად ილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რაც გაინტერესებთ ან გაწუხებთ. მოგინდებათ ბინის კეთილმოწყობა, ლამაზი ნივთების შეძენა. დაკვირვება გმართებთ სწავლისას; ახალი პროგრამების ათვისებისას.
ტყუპი
ამ კვირაში ბევრი შრომა მოგიწევთ. იყავით დაკვირვებული ფინანსური საკითხების მოგვარებისას; ხურდაც კი ყურადღებით დაითვალეთ. გაფრთხილდით, მჭრელ და აალებად საგნებთან ურთიერთობისას. კარგი დროა ახალი ცოდნის მისაღებად, მივლინებისა და მოგზაურობისთვის. უქმეები კი სასიამოვნო შეხვედრებსა და რომანტიკულ პაემნებს დაუთმეთ.
კირჩხიბი
გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და სასურველი ნივთების შეძენას შეძლებთ. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, უხეშ გამოანათქვამებს,დიპლომატიურად მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები. დათმობას გირჩევთ ოჯახის წევრებთანაც.
ლომი
ენერგიული და აქტიური ხართ. დაისახეთ კონკრეტული მიზანი და იყავით მომართული გამარჯვებაზე. დაკვირვება გმართებთ ციფრებთან მუშაობისას. კარგი კვირაა იმიჯის, გარეგნობის შესაცვლელად. მოგინდებათ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და შეიძლება ფიტნესკლუბშიც ჩაეწეროთ. გაფრთხილდით, არ გაცივდეთ.
ქალწული
საკუთარ თავს დასვენების, გამოძინების საშუალება მიეცით. კარგი იქნება ქალაქგარეთ გამგზავრება და სუფთა ჰაერზე ყოფნა. თუ დასვენებას ვერ ახერხებთ, მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. იყავით დაკვირვებული, არაფერი გამოგრჩეთ ან დაგეკარგოთ. აზრთა სხვადასხვაობის გამო მოერიდეთ ურთიერთობის დაძვას ახლობლებთან.
სასწორი
პროფესიულ საქმიანობასა და კარიერაში მოსალოდნელია გართულებები. გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. იბრძოლეთ საკუთარი უფლებების დასაცავად. გარდა ამისა, ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან. მხარდაჭერისთვის მიმართეთ მეგობრებს. გაიცნობთ საინტერესო და საჭირო ადამიანებს.
მორიელი
ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და ეცადეთ, მოწოდების სიმაღლეზე იყოთ. სასიამოვნო ცვლილებები გელით პროფესიულ და სოციალურ სფეროებში არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას, რეპუტაციის შელახვას, არ გეპატიებათ შეცდომების დაშვება. აქტიურად ჩაერთეთ სპორტულ შეჯიბრებაში. სიფრთხილე გმართებთ შორ მანძილზე მგზავრობისას.
მშვილდოსანი
დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ყურადღება გმართებთ ფულის გადარიცხვის დროსაც. მოუფრთხილდით საფულეს. შვებულების ან მოგზაურობის დროს გელით სასიამოვნო შეხვედრა, დამეგობრება საინტერესო ადამიანებთან. ამასთან, გაფრთხილდით, ქალაქგარეთ ყოფნის დროს მოსალოდნელია ტრავმები. მოერიდეთ აგრესიულ ცხოველებთან შეხებას.
თხის რქა
სამსახურში დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. სახლში აქტიურად ჩაერთეთ სარემონტო-სამშენებლო საქმეებში. ოჯახის წევრებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ, არ გირჩევთ საყოფაცხოვრებო საკითხების გამო მათთან კამათს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; დაიბრუნებთ ვალს, რომელიც დავიწყებული გქონდათ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მერწყული
საქმეებით დატვირთული კვირა გელოდებათ, მაგრამ ეცადეთ, დასვენებისთვისაც გამონახოთ დრო. ნუ გაჩერდებით სამსახურში გვიანობამდე. ჭორების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულება ნათესავებთან. საუკეთესო დროა საყვარელ ადამიანთან ერთად დასასვენებლად გასამგზავრებლად. პარტნიორულ ურთიერთობაში სიყვარული და ჰარმონია დაისადგურებს.
თევზები
საუკეთესო დროა ახალი საქმეების დასაწყებად. იყავით დაკვირვეული ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. თუ ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ჩაეწერეთ აუზზე. საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება მშვიდად მოაგვარეთ. არ გირჩევთ სასიყვარულო სამკუთხედში მოხვედრას, ყველაზე მეტად თქვენ დაზარალდებით.