მოზაიკა
მეცნიერება
პოლიტიკა

27

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 09:10-ზე, მთვარე თხის რქაშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სპორტი
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბნელებების დერეფანი იხსნება, ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა
დაბნელებების დერეფანი იხსნება, ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა

19 ნო­ემ­ბერს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით ამ დღეს "დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი" იხ­სნე­ბა, რო­მე­ლიც 4 დე­კემ­ბერს მზის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბით და­ი­ხუ­რე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს დრო ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შე­საც­ვლე­ლად.

მთვა­რის თვე ყო­ველ­თვის ახალმთვა­რე­ო­ბით იწყე­ბა, შემ­დეგ მთვა­რე იზ­რდე­ბა და გვაქვს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა. დაბ­ნე­ლე­ბე­ბი 6 თვე­ში ერთხელ გვაქვს (ხან­და­ხან უფრო ხში­რა­დაც), მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ყო­ველ­თვის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ხდე­ბა, მზის დაბ­ნე­ლე­ბა - ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე.

და­აკ­ვირ­დით მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში - 19 ნო­ემ­ბრი­დან 4 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით - მოხ­დე­ბა. ამ მო­ნაკ­ვეთ­ში არ გირ­ჩევთ არა­ფე­რი ახ­ლის და­წყე­ბას. ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლეთ. 19-ში მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით. მთვა­რე ჩვე­ნი ემო­ცი­ე­ბია და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ემო­ცი­ე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა. მე­ტად მო­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ჰი­პერ­ტო­ნი­კი ხართ ან გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ. ძა­ლი­ან ბევ­რს ეში­ნია სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მზის და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბია და ზო­გი­ერ­თი ერთი კვი­რით ად­რეც კი გრძნობს და­ძა­ბუ­ლო­ბას, ქვეც­ნო­ბი­ერ შიშს, ეწყე­ბა უსა­ფუძ­ვლო შფო­თი. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სფე­რო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია ცვლი­ლე­ბებს სა­ჭი­რო­ე­ბენ. ამი­ტომ, მზად იყა­ვით ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შე­საც­ვლე­ლად. ნუ შე­ხე­დავთ ყვე­ლა­ფერს დრა­მა­ტუ­ლად, ემო­ცი­უ­რად, მო­ე­რი­დეთ კა­მათს, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვას. უმ­ჯო­ბე­სია, და­ფიქ­რდეთ, რისი გე­ში­ნი­ათ, რას გა­ურ­ბი­ხართ, რა უნდა შეც­ვა­ლოთ?..

19 ნო­ემ­ბერს, 13:04-ზე ვე­ლო­დე­ბით სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას. ამ მოვ­ლე­ნას ცაზე ვერ და­ვი­ნა­ხავთ, მაგ­რამ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე ვიგ­რძნობთ. შე­იძ­ლე­ბა 2-3 დღით ად­რეც კი. დაბ­ნე­ლე­ბე­ბი 6 თვე­ში ერთხელ ხდე­ბა. ერ­თსა და იმა­ვე ღერძზე კი - 18 წე­ლი­წად­ში ერთხელ. დაბ­ნე­ლე­ბას გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მი­ნი­მუმ 6 თვე­ზე და მაქ­სი­მუმ 18 წე­ლი­წად­ზე.

დაბ­ნე­ლე­ბამ­დე 1 სა­ა­თით ადრე მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნო ემო­ცია და ფიქ­რი, გა­ნე­წყვეთ პო­ზი­ტი­უ­რად, მშვი­დად. თუ გსურთ ბედ­ნი­ე­რე­ბა და სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იყოთ ნა­წყე­ნი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი. ჩაც­ვით ახა­ლი სა­მო­სი, აან­თეთ სან­თე­ლი. შე­გიძ­ლი­ათ საკ­მე­ვე­ლიც აან­თოთ და ილო­ცოთ. სა­სურ­ვე­ლია, ცენ­ტრა­ლუ­რი კა­რი­დან, სა­ა­თის ის­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან­თე­ბუ­ლი სან­თლით შე­მო­ი­ა­როთ ბინა (სამ­ჯერ უკე­თე­სია). უსურ­ვეთ ბედ­ნი­ე­რე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ამ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ან­თე­ბუ­ლი სან­თლის ფონ­ზე შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლა ის უსი­ა­მოვ­ნო თვი­სე­ბა, მავ­ნე ჩვე­ვა ჩა­მო­წე­როთ, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ბედ­ნი­ე­რე­ბა­ში, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში გიშ­ლით ხელს. ბევ­რი არ და­წე­როთ, სა­მიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. იყა­ვით მად­ლი­ე­რი ყვე­ლა იმ მოვ­ლე­ნის, ადა­მი­ა­ნის, ვინც მო­გი­ტა­ნათ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, გა­და­გა­ლახ­ვი­ნათ დაბ­რკო­ლე­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გაგ­ზარ­დათ. დაბ­ნე­ლე­ბამ­დე 10-15 წუ­თით ადრე დაწ­ვით ფურ­ცე­ლი და ფერ­ფლი წყალს გა­ა­ტა­ნეთ. სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს 19 ნო­ემ­ბერს ნუ და­წერთ ამის­თვის 4 დე­კემ­ბე­რი, ახალმთავ­რე­ო­ბა გვაქვს. 19-ში გაქვთ შან­სი, სა­მუ­და­მოდ და­ა­ნე­ბოთ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას თავი. დაბ­ნე­ლე­ბამ­დე 5-10 წუ­თით ადრე მოს­წი­ეთ 1 ღერი სი­გა­რე­ტი, გა­აზ­რე­ბუ­ლად იმა­ზე ფიქ­რით, რომ ეს ბოლო ღე­რია, რო­მელ­საც ეწე­ვით და მეტს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში აღარ მოს­წევთ.

დაბ­ნე­ლე­ბის მო­მენ­ტში იყა­ვით ღი­მი­ლი­ა­ნი, პო­ზი­ტი­უ­რი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ხართ ბედ­ნი­ე­რი ჯან­მრთე­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი. უსურ­ვეთ სა­კუ­თარ თავს, ახ­ლობ­ლებ­სა და მთელ სამ­ყა­როს ჯან­მრთე­ლო­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა. ამ დღეს ნუ და­ნიშ­ნავთ გეგ­მი­ურ ოპე­რა­ცი­ებს, კოს­მე­ტი­კურ პრო­ცე­დუ­რებს, საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებს, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბას.

19 ნო­ემ­ბერს მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნე­თის მო­პირ­და­პირ ნიშ­ნებ­ში არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლე­ბი: მზე მო­რი­ე­ლის 28-ე გრა­დუს­ში, ხოლო მთვა­რე იმა­ვე გრა­დუს­ში, ოღონდ კუ­რო­ში. მზე და მთვა­რის გვერ­დით მდე­ბა­რე­ო­ბენ კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბიც. ისი­ნი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში ერთხელ იც­ვლი­ან ნიშ­ნებს. 2020 წლის მა­ი­სი­დან 2021 წლის დე­კემ­ბრამ­დე კვან­ძე­ბი ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის ღერძზე არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლე­ბი. 2022 წლის იან­ვარ­ში კი კურო-მო­რი­ე­ლის ღერძზე გან­ლაგ­დე­ბი­ან (ამ ღერძზე ეს პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბაა), სა­დაც წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარს გა­ა­ტა­რე­ბენ. ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის ღერძზე მყო­ფი კვან­ძე­ბი მოგ­ვი­წო­დე­ბენ, ვი­ყოთ მზად ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სწავ­ლი­სა და პო­ზი­ტი­უ­რად აზ­როვ­ნე­ბის­თვის. ნუ შე­უ­შინ­დე­ბით სი­ახ­ლე­ებს, პი­რი­ქით, მზად იყა­ვით ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად? მათ­ზე, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს 16 ნო­ემ­ბრი­დან 7 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით. თქვენ შან­სი გეძ­ლე­ვათ, ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სფე­რო­ებ­ში, სა­დაც პი­რად რუ­კა­ში და­ემ­თხვე­ვა დაბ­ნე­ლე­ბა. 19 ნო­ემ­ბრის დაბ­ნე­ლე­ბა სი­ახ­ლე­ებს მო­გი­ტანთ მათ, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავთ 16-24 ნო­ემ­ბე­რის და 14-22 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში. ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის იყა­ვით მზად ისი­ნიც, ვინც და­ი­ბა­დეთ 12-20 თე­ბერ­ვლი­სა და 17-25 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში. თქვენ ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­გი­ვათ, მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მოთ. ჰარ­მო­ნი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს: 14-21 იან­ვა­რი, 14-22 მარ­ტი, 16-24 ივ­ლი­სი და 17-24 სექ­ტემ­ბე­რი. ჩა­ი­ხე­დეთ პი­რად ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კა­ში, ნა­ხეთ, რო­მელ სფე­რო­ში ხვდე­ბა კუ­როს ან მო­რი­ე­ლის 28-ე გრა­დუ­სი. ცვლი­ლე­ბე­ბი ამ სფე­რო­ებ­ში გე­ლით.

დაბ­ნე­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დის ბედ­ნი­ე­რად გავ­ლას გი­სურ­ვებთ!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
და ბუ.
0

ან არის სრულყოფილი ან არა

 

ნონა
1

მადლობა სრულყოფილი ინფორმაციისთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

დაბნელებების დერეფანი იხსნება, ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა

დაბნელებების დერეფანი იხსნება, ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა

19 ნოემბერს მთვარის დაბნელებას ველოდებით ამ დღეს "დაბნელებების დერეფანი" იხსნება, რომელიც 4 დეკემბერს მზის სრული დაბნელებით დაიხურება. გამოიყენეთ ეს დრო ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

მთვარის თვე ყოველთვის ახალმთვარეობით იწყება, შემდეგ მთვარე იზრდება და გვაქვს სავსემთვარეობა. დაბნელებები 6 თვეში ერთხელ გვაქვს (ხანდახან უფრო ხშირადაც), მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობაზე ხდება, მზის დაბნელება - ახალმთვარეობაზე.

დააკვირდით მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდში - 19 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით - მოხდება. ამ მონაკვეთში არ გირჩევთ არაფერი ახლის დაწყებას. ყოველდღიური საქმეებით, ვალდებულებებით შემოიფარგლეთ. 19-ში მთვარის დაბნელებას ველოდებით. მთვარე ჩვენი ემოციებია და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანებში მოიმატებს ემოციები, ფსიქოლოგიური დაძაბულობა. მეტად მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, თუ ჰიპერტონიკი ხართ ან გულის დაავადებები გაწუხებთ. ძალიან ბევრს ეშინია სავსემთვარეობის და განსაკუთრებით მზის და მთვარის დაბნელების. ეს მნიშვნელოვანი მოვლენებია და ზოგიერთი ერთი კვირით ადრეც კი გრძნობს დაძაბულობას, ქვეცნობიერ შიშს, ეწყება უსაფუძვლო შფოთი. განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც დიდი ხანია ცვლილებებს საჭიროებენ. ამიტომ, მზად იყავით ცვლილებებისთვის, ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. ნუ შეხედავთ ყველაფერს დრამატულად, ემოციურად, მოერიდეთ კამათს, ურთიერთობების გარკვევას. უმჯობესია, დაფიქრდეთ, რისი გეშინიათ, რას გაურბიხართ, რა უნდა შეცვალოთ?..

19 ნოემბერს, 13:04-ზე ველოდებით სავსემთვარეობას და მთვარის დაბნელებას. ამ მოვლენას ცაზე ვერ დავინახავთ, მაგრამ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დონეზე ვიგრძნობთ. შეიძლება 2-3 დღით ადრეც კი. დაბნელებები 6 თვეში ერთხელ ხდება. ერთსა და იმავე ღერძზე კი - 18 წელიწადში ერთხელ. დაბნელებას გავლენა შეიძლება ჰქონდეს მინიმუმ 6 თვეზე და მაქსიმუმ 18 წელიწადზე.

დაბნელებამდე 1 საათით ადრე მოიცილეთ ყველა უსიამოვნო ემოცია და ფიქრი, განეწყვეთ პოზიტიურად, მშვიდად. თუ გსურთ ბედნიერება და სასიამოვნო ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ იყოთ ნაწყენი, გაბრაზებული, შეშინებული. ჩაცვით ახალი სამოსი, აანთეთ სანთელი. შეგიძლიათ საკმეველიც აანთოთ და ილოცოთ. სასურველია, ცენტრალური კარიდან, საათის ისრის მიმართულებით ანთებული სანთლით შემოიაროთ ბინა (სამჯერ უკეთესია). უსურვეთ ბედნიერება და ჯანმრთელობა ყველას, ვინც ამ ბინაში ცხოვრობს. ანთებული სანთლის ფონზე შეგიძლიათ ყველა ის უსიამოვნო თვისება, მავნე ჩვევა ჩამოწეროთ, რაც განვითარებაში, ბედნიერებაში, გამოჯანმრთელებაში გიშლით ხელს. ბევრი არ დაწეროთ, სამიც საკმარისი იქნება. იყავით მადლიერი ყველა იმ მოვლენის, ადამიანის, ვინც მოგიტანათ ცხოვრებისეული გაკვეთილი, გადაგალახვინათ დაბრკოლება და ფსიქოლოგიურად გაგზარდათ. დაბნელებამდე 10-15 წუთით ადრე დაწვით ფურცელი და ფერფლი წყალს გაატანეთ. სამომავლო გეგმებს 19 ნოემბერს ნუ დაწერთ ამისთვის 4 დეკემბერი, ახალმთავრეობა გვაქვს. 19-ში გაქვთ შანსი, სამუდამოდ დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი. დაბნელებამდე 5-10 წუთით ადრე მოსწიეთ 1 ღერი სიგარეტი, გააზრებულად იმაზე ფიქრით, რომ ეს ბოლო ღერია, რომელსაც ეწევით და მეტს თქვენს ცხოვრებაში აღარ მოსწევთ.

დაბნელების მომენტში იყავით ღიმილიანი, პოზიტიური. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ბედნიერი ჯანმრთელი, წარმატებული. უსურვეთ საკუთარ თავს, ახლობლებსა და მთელ სამყაროს ჯანმრთელობა და ბედნიერება. ამ დღეს ნუ დანიშნავთ გეგმიურ ოპერაციებს, კოსმეტიკურ პროცედურებს, საქმიან შეხვედრებს, ხელშეკრულებების გაფორმებას, ახალი პროექტების დაწყებას.

19 ნოემბერს მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირ ნიშნებში არიან განლაგებულები: მზე მორიელის 28-ე გრადუსში, ხოლო მთვარე იმავე გრადუსში, ოღონდ კუროში. მზე და მთვარის გვერდით მდებარეობენ კარმული კვანძებიც. ისინი წელიწადნახევარში ერთხელ იცვლიან ნიშნებს. 2020 წლის მაისიდან 2021 წლის დეკემბრამდე კვანძები ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე არიან განლაგებულები. 2022 წლის იანვარში კი კურო-მორიელის ღერძზე განლაგდებიან (ამ ღერძზე ეს პირველი დაბნელებაა), სადაც წელიწადნახევარს გაატარებენ. ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე მყოფი კვანძები მოგვიწოდებენ, ვიყოთ მზად ინფორმაციების მისაღებად, კომუნიკაციის, სწავლისა და პოზიტიურად აზროვნებისთვის. ნუ შეუშინდებით სიახლეებს, პირიქით, მზად იყავით ცვლილებებისთვის.

ვისზე იმოქმედებს დაბნელებების დერეფანი ყველაზე მეტად? მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 16 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით. თქვენ შანსი გეძლევათ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც პირად რუკაში დაემთხვევა დაბნელება. 19 ნოემბრის დაბნელება სიახლეებს მოგიტანთ მათ, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 16-24 ნოემბერის და 14-22 მაისის შუალედში. ცვლილებებისთვის იყავით მზად ისინიც, ვინც დაიბადეთ 12-20 თებერვლისა და 17-25 აგვისტოს შუალედში. თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ, მთავარია, მოინდომოთ. ჰარმონიული ცვლილებები გელოდებათ შემდეგ პერიოდში დაბადებულებს: 14-21 იანვარი, 14-22 მარტი, 16-24 ივლისი და 17-24 სექტემბერი. ჩაიხედეთ პირად ასტროლოგიურ რუკაში, ნახეთ, რომელ სფეროში ხვდება კუროს ან მორიელის 28-ე გრადუსი. ცვლილებები ამ სფეროებში გელით.

დაბნელებების პერიოდის ბედნიერად გავლას გისურვებთ!