საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
"ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"

"შენი გაც­ნო­ბის დღი­დან წა­მი­თაც არ შემ­პარ­ვია შენ­ში ეჭვი! გი­ლო­ცავ, მე­რაბ - შევ­ხვდე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - წერს UFC-ს ჟურ­ნა­ლის­ტი, "ნინა დრა­მა" და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მებ­რძოლ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

დღეს, UFC-ის ქარ­თველ­მა ჩემ­პი­ონ­მა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ქა­მა­რი და­იც­ვა. სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ის და­ღეს­ტნელ უმარ ნურ­მა­გო­მე­დოვს და­უ­პი­რის­პირ­და. 5-რა­უნ­დი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლა მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პირ­ვე­ლი რა­უნ­დი გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა და მებ­რძო­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დარ­ტყმა გაც­ვა­ლეს, მსგავ­სად წა­რი­მარ­თა მე­ო­რე რა­უნ­დიც. მე­სა­მე რა­უნდში მე­რა­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, დვა­ლიშ­ვილ­მა და­ღეს­ტნე­ლი მე­ტო­ქე ორ­ჯერ პარ­ტერ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ, მსაჯ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მარ­ჯვე­ბა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა და სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა.

  • ვინ არის ქალი, რო­მე­ლიც ხში­რად ჩნდე­ბა მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის გვერ­დით და ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი სარ­ძლოს ეძა­ხი­ან?

ნინა მარი და­ნი­ე­ლი, ცნო­ბი­ლია რო­გორც "ნინა დრა­მა", ის ჟურ­ნა­ლის­ტი და UFC-ს პრო­მო­უ­ტე­რია, რო­მე­ლიც ქმნის სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ კონ­ტენტს MMA-ს შე­სა­ხებ. ის და მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში მე­გობ­რე­ბი არი­ან და მათ ერ­თად ჩა­წე­რეს რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, სა­დაც ვარ­ჯი­შო­ბენ. როცა მე­რაბმ შონ ო'მა­ლის და­ა­მარ­ცხა, ნი­ნამ და­წე­რა: "შენ არ ხარ ნორ­მა­ლუ­რი. შენ ჩემ­პი­ო­ნი ხარ. ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცე, რომ ცდე­ბოდ­ნენ".

ნინა მარი და­ნი­ე­ლი ამე­რი­კე­ლი მო­დე­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ინფლუ­ენ­სე­რი და კონ­ტენ­ტის შემ­ქმნე­ლია. იგი და­ი­ბა­და 1988 წლის 27 დე­კემ­ბერს, ნიუ-იორკში. ნი­ნამ კო­ლე­ჯში ის­წავ­ლა კრე­ა­ტი­უ­ლი წერა. მო­დე­ლო­ბა და­ი­წყო 2011 წელს და 2017 წლის აპ­რილ­ში გახ­და Playboy-ის მო­დე­ლი. ამ­ჟა­მად, ნინა ცხოვ­რობს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და აქ­ტი­უ­რად ქმნის კო­მე­დი­ურ ვი­დე­ო­ებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით TikTok-ზე და Instagram-ზე აქ­ტი­უ­რობს, სა­დაც მას მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს.

  • რა აკავ­ში­რებს მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან?

რო­გორც გიყ­ვე­ბო­დით, ნინა მარი და­ნი­ე­ლი ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლობს UFC-ის მებ­რძო­ლებ­თან, მათ შო­რის მე­რაბ­თან. მათ ერ­თად შექ­მნეს რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, სა­დაც მე­რა­ბი ნი­ნას ას­წავ­ლის საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ტექ­ნი­კებს, რაც სა­სა­ცი­ლო სა­ყუ­რე­ბე­ლია. ეს ვი­დე­ო­ე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლია სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში.

ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ნი­ნა­სა და მე­რაბს შო­რის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა, რაც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მე­რა­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ძი­რი­თა­დად აქ­ვეყ­ნებს პოს­ტებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის სპორ­ტულ კა­რი­ე­რას­თან და სა­ი­დუმ­ლოდ ტო­ვებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს.

  • "ნინა დრა­მა“ UFC-ის სამ­ყა­რო­ში 2022 წლი­დან გა­მოჩ­ნდა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ხა­ლი­სო სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ნი­ნას სტი­ლი კო­მე­დი­ა­სა და მარ­ტივ, მსუ­ბუქ მიდ­გო­მა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც UFC-ის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის კონ­ტენტს ახ­ლე­ბურ ელ­ფერს სძენს.

მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ხში­რად იუ­მო­რი­თა და სპორ­ტსმე­ნებ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი კო­მი­კუ­რი სცე­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ნი­ნას კო­მე­დი­უ­რი მიდ­გო­მა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს, და მისი კონ­ტენ­ტი ხში­რად ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა, რაც UFC-ის სე­რი­ო­ზულ და დი­ნა­მი­ურ გა­რე­მოს უფრო სა­ხა­ლი­სო ელე­მენტს მა­ტებს. ამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით მან MMA მე­დი­ის სამ­ყა­რო­ში სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რი ნიშა და­ი­კა­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნინა მარი და­ნი­ე­ლის კონ­ტენ­ტი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად აღიქ­მე­ბა, მან სპორ­ტში ბევ­რი ახა­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მი­ი­ზი­და, გან­სა­კუთ­რე­ბით Gen-Z თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რო­გორც ჩანს, დანა უა­ითს სურს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მა­ყუ­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, რა­საც ბოლო ორ-სამ წე­ლი­წად­ში ინფლუ­ენ­სე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თაც ადას­ტუ­რებს.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

რაც შე­ე­ხე­ბა 35 წლის ნინა მარი და­ნი­ე­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბას, იგი საკ­მა­ოდ ფრთხი­ლად უდ­გე­ბა ამ თე­მას. ქალი ფრან­გუ­ლი და იტა­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბი­საა, თუმ­ცა და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და აშშ-ში და ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეა. თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ გლა­მუ­რუ­ლი ინ­დუსტრი­ის­კენ აიღო გეზი.

  • ნი­ნას პარტნი­ო­რია ჟა­ნელ კას­ტი­ლიო, კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, მო­დე­ლი და ფო­ტოგ­რა­ფია. წყვი­ლი 2010 წლი­დან ხვდე­ბა.თუმ­ცა ისი­ნი ჯერ არც და­ნიშ­ნუ­ლე­ბი არი­ან და არც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"

"ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"

"შენი გაცნობის დღიდან წამითაც არ შემპარვია შენში ეჭვი! გილოცავ, მერაბ - შევხვდებით საქართველოში“, - წერს UFC-ს ჟურნალისტი, "ნინა დრამა" და სოციალურ ქსელში, მებრძოლთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

დღეს, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა. საჩემპიონო ბრძოლაში ის დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა. 5-რაუნდიანი დაძაბული ბრძოლა მერაბ დვალიშვილის უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, მსგავსად წარიმართა მეორე რაუნდიც. მესამე რაუნდში მერაბის უპირატესობა გამოიკვეთა, დვალიშვილმა დაღესტნელი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.

საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

  • ვინ არის ქალი, რომელიც ხშირად ჩნდება მერაბ დვალიშვილის გვერდით და ქართველი გულშემატკივრები სარძლოს ეძახიან?

ნინა მარი დანიელი, ცნობილია როგორც "ნინა დრამა", ის ჟურნალისტი და UFC-ს პრომოუტერია, რომელიც ქმნის სხვადასხვა გასართობ კონტენტს MMA-ს შესახებ. ის და მერაბ დვალიშვილი ცხოვრებაში მეგობრები არიან და მათ ერთად ჩაწერეს რამდენიმე ვიდეო, სადაც ვარჯიშობენ. როცა მერაბმ შონ ო'მალის დაამარცხა, ნინამ დაწერა: "შენ არ ხარ ნორმალური. შენ ჩემპიონი ხარ. ყველას დაუმტკიცე, რომ ცდებოდნენ".

ნინა მარი დანიელი ამერიკელი მოდელი, სოციალური მედიის ინფლუენსერი და კონტენტის შემქმნელია. იგი დაიბადა 1988 წლის 27 დეკემბერს, ნიუ-იორკში. ნინამ კოლეჯში ისწავლა კრეატიული წერა. მოდელობა დაიწყო 2011 წელს და 2017 წლის აპრილში გახდა Playboy-ის მოდელი. ამჟამად, ნინა ცხოვრობს კალიფორნიაში და აქტიურად ქმნის კომედიურ ვიდეოებს სოციალური ქსელებისთვის, განსაკუთრებით TikTok-ზე და Instagram-ზე აქტიურობს, სადაც მას მილიონობით გამომწერი ჰყავს.

  • რა აკავშირებს მერაბ დვალიშვილთან?

როგორც გიყვებოდით, ნინა მარი დანიელი ხშირად თანამშრომლობს UFC-ის მებრძოლებთან, მათ შორის მერაბთან. მათ ერთად შექმნეს რამდენიმე ვიდეო, სადაც მერაბი ნინას ასწავლის საბრძოლო ხელოვნების ტექნიკებს, რაც სასაცილო საყურებელია. ეს ვიდეოები პოპულარულია სოციალურ მედიაში.

ქართველი გულშემატკივრის ნაწილი ფიქრობს, რომ ნინასა და მერაბს შორის რომანტიკული ურთიერთობაა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

მერაბი სოციალურ ქსელებში ძირითადად აქვეყნებს პოსტებს, რომლებიც დაკავშირებულია მის სპორტულ კარიერასთან და საიდუმლოდ ტოვებს პირადი ცხოვრების დეტალებს.

  • "ნინა დრამა“ UFC-ის სამყაროში 2022 წლიდან გამოჩნდა და განსხვავებული და სახალისო სტილით გამოირჩევა. ნინას სტილი კომედიასა და მარტივ, მსუბუქ მიდგომაზეა ორიენტირებული, რაც UFC-ის სოციალური მედიის კონტენტს ახლებურ ელფერს სძენს.

მისი ინტერვიუები ხშირად იუმორითა და სპორტსმენებთან გადაღებული კომიკური სცენებით გამოირჩევა. ნინას კომედიური მიდგომა გულშემატკივრების ყურადღებას იპყრობს, და მისი კონტენტი ხშირად ვირუსულად ვრცელდება, რაც UFC-ის სერიოზულ და დინამიურ გარემოს უფრო სახალისო ელემენტს მატებს. ამ განსხვავებული სტილით მან MMA მედიის სამყაროში საკუთარი უნიკალური ნიშა დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ ნინა მარი დანიელის კონტენტი სხვადასხვაგვარად აღიქმება, მან სპორტში ბევრი ახალი გულშემატკივარი მიიზიდა, განსაკუთრებით Gen-Z თაობის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, დანა უაითს სურს სოციალური მედიის საშუალებით მაყურებელთა რაოდენობის ზრდა, რასაც ბოლო ორ-სამ წელიწადში ინფლუენსერებთან თანამშრომლობითაც ადასტურებს.

  • პირადი ცხოვრება

რაც შეეხება 35 წლის ნინა მარი დანიელის პირად ცხოვრებას, იგი საკმაოდ ფრთხილად უდგება ამ თემას. ქალი ფრანგული და იტალიური წარმოშობისაა, თუმცა დაიბადა და გაიზარდა აშშ-ში და ამერიკის მოქალაქეა. თავდაპირველად სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ საბოლოოდ გლამურული ინდუსტრიისკენ აიღო გეზი.

  • ნინას პარტნიორია ჟანელ კასტილიო, კრეატიული დირექტორი, მოდელი და ფოტოგრაფია. წყვილი 2010 წლიდან ხვდება.თუმცა ისინი ჯერ არც დანიშნულები არიან და არც დაქორწინებულები.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"