მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ
22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ

22 მა­ისს ტყუ­პის მე­სა­მე გრა­დუს­ში ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით. 20 მა­ი­სამ­დე მზე კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში იქ­ნე­ბა, შემ­დეგ ტყუპ­ში გა­და­ვა. აქვე გა­დაბ­რძან­დე­ბა მთვა­რეც და უკვე 22-ში მთვა­რის ახა­ლი თვე და­ი­წყე­ბა.

რად­გან ახალმთვა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რომ მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ი­მა­ტებს კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა. გა­გიჩ­ნდე­ბათ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბი­სა და გა­ცე­მის, ახლო მან­ძილ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბის, ცოდ­ნის მი­ღე­ბა-გაღ­რმა­ვე­ბის სურ­ვი­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ახალმთვა­რე­ო­ბა კურო-ტყუ­პის სა­ზღვარ­ზე მოხ­დე­ბა. მას მე­ტად იგ­რძნო­ბენ 15-26 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი . ამ პე­რი­ოდს უმაღ­ლე­სი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი­დან მო­ნა­დი­რე/მო­ხე­ტი­ა­ლე მარ­თავს. მისი მფარ­ვე­ლი პლა­ნე­ტე­ბია: მთვა­რე და ვე­ნე­რა. მო­ნა­დი­რე არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მოგ­ზა­უ­რობს და მისი მი­ზა­ნია, სწორ გზა­ზე დად­გეს. ისე­ვე რო­გორც, ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თონ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში კარ­გსა (ნა­თელ­სა) და ცუდს (ბნელ­სა) შო­რის. რად­გან ახალმთვა­რე­ო­ბა ასეთ პო­ზი­ცი­ა­ზე ხდე­ბა, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ჩვენც მოგ­ვი­წევს. ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ 4 პლა­ნე­ტა გვყავს რეტ­როგ­რა­დუ­ლი და ცვლი­ლე­ბე­ბი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. თუნ­დაც რა­ღაც მო­მენ­ტში წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და საქ­მე­ებ­ში, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გარ­კვე­უ­ლი კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა.

ტყუ­პის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა არის მერ­კუ­რი - ჩვე­ნი გო­ნებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი, ლო­გი­კა, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ანა­ლი­ზი, ნეპ­ტუ­ნი კი, რო­მე­ლიც ამ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ცუდ ას­პექტს აკე­თებს მას­თან, ყვე­ლა­ფერს აბუნ­დოვ­ნებს. უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ არ და­ზა­რალ­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და არ მო­ტყუვ­დეთ სიყ­ვა­რუ­ლის, იდე­ა­ლე­ბის სა­ხე­ლით. შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რად გა­ი­გოთ რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცია ან თა­ვა­დაც უნებ­ლი­ედ გა­ავ­რცე­ლოთ ჭორი. მოთ­მი­ნე­ბით შეხ­ვდით იმ ფაქტს, რომ შე­იძ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად ვერ იმოქ­მე­დოთ. რად­გან მოქ­მე­დე­ბის პლა­ნე­ტა მარ­სი თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­შია . იქ კი აქ­ტი­უ­რო­ბის ძალა წარ­თმე­უ­ლი აქვს, წყალ­ში ტივ­ტი­ვებს.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად: 18-24 თე­ბერ­ვლის, 21-27 მა­ი­სის, 22-28 აგ­ვის­ტოს, 23-29 სექ­ტემ­ბრის, 20-26 იან­ვრი­სა და 22-28 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე. გარ­და ამი­სა, თუ ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი გყავთ ტყუ­პის, სას­წო­რის, მერ­წყუ­ლის, თევ­ზე­ბის, ქალ­წუ­ლი­სა ან მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში 29 გრა­დუ­სი­დან 6 გრა­დუ­სის ჩათ­ვლით. სიფრ­თხი­ლე მო­გე­თხო­ვე­ბათ, თუ ამ გრა­დუს­ში გყავთ გან­ლა­გე­ბუ­ლი მთვა­რის კვან­ძე­ბი.

რის­კენ უნდა მი­მარ­თოთ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მთვა­რის ამ თვე­ში:

  • ვერ­ძი

მთვა­რის ამ თვე­ში მო­ი­მა­ტებს მი­მო­წე­რის, სწავ­ლის, მი­მოს­ვლის, ახ­ლობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. გა­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­მე­გობ­რე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი, რათა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­საც მი­ი­ღებთ და რაც უნდა გას­ცეთ.

  • კურო

თქვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბია. არ გირ­ჩევთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის, ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. მიხ­ვდე­ბით, რომ მე­ტად ღი­რე­ბუ­ლი ხართ, არა მარ­ტო რო­გორც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი კად­რი, არა­მედ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და­ი­კა­ვებთ მთა­ვარ როლს. მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი თავი მე­ტად შე­ა­ფა­სოთ და და­ა­ფა­სოთ.

  • ტყუ­პი

ახა­ლი მი­ზა­ნი და გზა უნდა და­ი­სა­ხოთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ცვლი­ლე­ბის, ამო­უც­ნო­ბის, გა­უკ­ვა­ლა­ვი ბი­ლი­კე­ბით სი­ა­რუ­ლის თვე. მთვა­რია, სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოთ ის მი­ზა­ნი, პრო­ექ­ტი, იდეა, რომ­ლის­კე­ნაც უნდა გან­ვი­თარ­დეთ. უნდა მო­ირ­გოთ ლი­დე­რის როლი. აკონ­ტრო­ლეთ ფიქ­რე­ბი, ემო­ცი­ე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა იმი­ჯის შეც­ვლა გა­და­წყვი­ტოს.

  • კირჩხი­ბი

მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, იოც­ნე­ბეთ, გა­მო­ი­ძი­ნეთ. კარ­გია მე­დი­ტა­ცია, სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კის მოს­მე­ნა, ერთი სი­ტყვით, ეს ერთი თვე გა­მო­ი­ყე­ნეთ, რომ შემ­დეგ ძა­ლებ და ენერ­გია აღ­დგე­ნი­ლი შეხ­ვდეთ ახალმთვა­რე­ო­ბას თქვენს ნი­შან­ში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თავი მო­სინ­ჯოს არტთე­რა­პი­ა­ში. და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებ­საც. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, და­ეხ­მა­რეთ ახ­ლობ­ლებს.

  • ლომი

და­ფიქ­რდით, რო­გორ ხე­დავთ თქვენს მო­მა­ვალს? რას გინ­დათ რომ მი­აღ­წი­ოთ? კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მე­გობ­რე­ბი­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლებთ იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, პრო­ექ­ტე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას. გახ­სოვ­დეთ, რომ თუ მო­ინ­დო­მებთ, სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა და­გეხ­მა­რე­ბათ.

  • ქალ­წუ­ლი

კა­რი­ე­რა და ბიზ­ნე­სი იქ­ნე­ბა თქვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით და კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნეთ თქვენს სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მა­ში. ისე იმოქ­მე­დეთ, რომ ერთჯე­რა­დი კი არა, მრა­ვალხნი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი აწარ­მო­ოთ.

  • სას­წო­რი

სა­კუ­თარ თავს მე­ტის უფ­ლე­ბა უნდა მის­ცეთ, თქვენ გა­ცი­ლე­ბით მეტი შე­გიძ­ლი­ათ და მთვა­რის ამ თვე­ში თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის, გაზ­რდის, გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მო­გე­ცე­მათ. ზო­გი­ერ­თი წარ­მა­ტე­ბით მო­აგ­ვა­რებს უმაღ­ლე­სი, და­მა­ტე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­კითხს. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, მაგ­რამ შე­მოდ­გო­მამ­დე სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე­ებს ნუ აღ­ძრავთ. უნდა იცო­დეთ, რომ ადრე თუ გვი­ან სა­ზღვრე­ბი გა­იხ­სნე­ბა და ზო­გი­ერ­თი სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას გა­და­წყვეტს, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა მა­ინც სად სურს გამ­გზავ­რე­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბი.

  • მო­რი­ე­ლი

სა­კუ­თარ თავ­ში დიდი ტრანსფორ­მა­ცია უნდა მო­ახ­დი­ნოთ. მი­მარ­თეთ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა იმ სფე­რო­ე­ბი­სად­მი, რაც თქვენ­თვის მარ­თლაც მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლია. მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი: კრე­დი­ტე­ბი, ვა­ლე­ბი, მემ­კვიდ­რე­ო­ბა, და­ზღვე­ვა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის სახ­სრე­ბით მო­ა­ხერ­ხოს სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა. და­ფიქ­რდით, სად გსურთ თქვე­ნი ფუ­ლის და­ბან­დე­ბა. ზო­გი­ერ­თმა კი სწო­რად უნდა ის­წავ­ლოს ბი­უ­ჯე­ტის გა­ნა­წი­ლე­ბა. ვნე­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ერთ-ერთი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა იქ­ნე­ბა.

  • მშვილ­დო­სა­ნი

უნდა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­თან. გახ­სოვ­დეთ, რომ ერ­თად უფრო მეტ და ხა­რის­ხი­ან საქ­მეს გა­ა­კე­თებთ, ვიდ­რე ცალ-ცალ­კე. უნდა შე­იც­ვა­ლოთ და, რა თქმა უნდა, უკე­თე­სო­ბის­კენ. კარგ შე­დეგს მი­ი­ღებთ, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა კონ­სულ­ტი­რე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ან შე­იძ­ლე­ბა ახლა და­ი­წყოთ, და­გეგ­მოთ მო­მავ­ლის­თვის თქვე­ნი ამ­გვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.

  • თხის რქა

ყო­ველ­დღი­ურ საქ­მე­ებ­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას და­უთ­მეთ მეტი ყუ­რა­დღე­ბა. ეცა­დეთ, შე­იც­ვა­ლოთ ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძილი, კვე­ბა, და­ი­წყეთ ვარ­ჯი­ში. თუ ხელ­მძღვა­ნე­ლი ხართ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლებ­თან. აგ­რეთ­ვე, შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა თა­ნამ­შრომ­ლებ­ში. გა­და­ხე­დეთ, ვინ რას აკე­თებს და ვის რისი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია.

  • მერ­წყუ­ლი

სიყ­ვა­რუ­ლი, ჰობი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა - აი, რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი მთვა­რის ამ თვე­ში. გარ­და ამი­სა, უნდა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან და ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­თან, ვინც გიყ­ვართ. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ და მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს გარ­თო­ბის, დღე­სას­წა­ულ­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა. სი­ურპრი­ზე­ბი და რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი მო­უ­წყვეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს.

  • თევ­ზე­ბი

თავს ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად და მშვი­დად სა­კუ­თარ სახ­ლში იგ­რძნობთ. მო­გინ­დე­ბათ დას­ვე­ნე­ბა და ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნა. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სახ­ლშიც და აგა­რაკ­ზეც. ზო­გი­ერთს გან­მარ­ტო­ე­ბა მო­უნ­დე­ბა. მე­ტად იზ­რუ­ნეთ მშობ­ლებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­და­ზე. შე­გიძ­ლი­ათ ამ მთვა­რის თვე­ში მო­ა­წყოთ სა­ო­ჯა­ხო დღე­სას­წა­უ­ლი და მი­ი­პა­ტი­ჟოთ ნა­თე­სა­ვე­ბი. მათი დახ­მა­რე­ბით კი თქვე­ნი გვა­რის გე­ნე­ო­ლო­გი­უ­რი ხე შე­ად­გი­ნოთ.

ავტორი:

22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ

22 მაისს ახალმთვარეობაა - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და რა უნდა იცოდეთ მომდევნო 1 თვის შესახებ

22 მაისს ტყუპის მესამე გრადუსში ახალმთვარეობას ველოდებით. 20 მაისამდე მზე კუროს ზოდიაქოში იქნება, შემდეგ ტყუპში გადავა. აქვე გადაბრძანდება მთვარეც და უკვე 22-ში მთვარის ახალი თვე დაიწყება.

რადგან ახალმთვარეობა იქნება ტყუპის ზოდიაქოში, ნუ გაგიკვირდებათ, რომ მთელი თვის განმავლობაში მოიმატებს კომუნიკაბელურობა. გაგიჩნდებათ ინფორმაციის მიღებისა და გაცემის, ახლო მანძილზე მოგზაურობის, ცოდნის მიღება-გაღრმავების სურვილი.

საინტერესო ისაა, რომ ახალმთვარეობა კურო-ტყუპის საზღვარზე მოხდება. მას მეტად იგრძნობენ 15-26 მაისის შუალედში დაბადებული ადამიანები . ამ პერიოდს უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნებიდან მონადირე/მოხეტიალე მართავს. მისი მფარველი პლანეტებია: მთვარე და ვენერა. მონადირე არის ადამიანი, რომელიც მუდმივად მოგზაურობს და მისი მიზანია, სწორ გზაზე დადგეს. ისევე როგორც, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანებისთვის. არჩევანი უნდა გააკეთონ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კარგსა (ნათელსა) და ცუდს (ბნელსა) შორის. რადგან ახალმთვარეობა ასეთ პოზიციაზე ხდება, არჩევანის გაკეთება ჩვენც მოგვიწევს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 4 პლანეტა გვყავს რეტროგრადული და ცვლილებები გარდაუვალი იქნება. თუნდაც რაღაც მომენტში წარსულში დაბრუნება და საქმეებში, ურთიერთობებში გარკვეული კორექტივების შეტანა.

ტყუპის მმართველი პლანეტა არის მერკური - ჩვენი გონებრივი მონაცემები, ლოგიკა, რაციონალური ანალიზი, ნეპტუნი კი, რომელიც ამ ახალმთვარეობაზე ცუდ ასპექტს აკეთებს მასთან, ყველაფერს აბუნდოვნებს. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ დაზარალდეთ მატერიალურად და არ მოტყუვდეთ სიყვარულის, იდეალების სახელით. შეიძლება არასწორად გაიგოთ რაღაც ინფორმაცია ან თავადაც უნებლიედ გაავრცელოთ ჭორი. მოთმინებით შეხვდით იმ ფაქტს, რომ შეიძლება აქტიურად ვერ იმოქმედოთ. რადგან მოქმედების პლანეტა მარსი თევზების ზოდიაქოშია . იქ კი აქტიურობის ძალა წართმეული აქვს, წყალში ტივტივებს.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად: 18-24 თებერვლის, 21-27 მაისის, 22-28 აგვისტოს, 23-29 სექტემბრის, 20-26 იანვრისა და 22-28 ნოემბრის შუალედში დაბადებულებზე. გარდა ამისა, თუ ნატალურ რუკაში პირადი პლანეტები გყავთ ტყუპის, სასწორის, მერწყულის, თევზების, ქალწულისა ან მშვილდოსნის ზოდიაქოში 29 გრადუსიდან 6 გრადუსის ჩათვლით. სიფრთხილე მოგეთხოვებათ, თუ ამ გრადუსში გყავთ განლაგებული მთვარის კვანძები.

რისკენ უნდა მიმართოთ თქვენი ყურადღება მთვარის ამ თვეში:

  • ვერძი

მთვარის ამ თვეში მოიმატებს მიმოწერის, სწავლის, მიმოსვლის, ახლობლებთან კომუნიკაციის მოთხოვნილება. გაგიჩნდებათ ახალი ცოდნის მიღების, ახალი ადამიანების დამეგობრების, ინფორმაციის მოძიების სურვილი, რათა წარმატებას მიაღწიოთ თქვენს საქმიანობაში. ყურადღება მიაქციეთ იმ ინფორმაციას, რასაც მიიღებთ და რაც უნდა გასცეთ.

  • კურო

თქვენი მთავარი საზრუნავი ფინანსური საკითხებია. არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების, ძვირფასი ნივთების შეძენას. მიხვდებით, რომ მეტად ღირებული ხართ, არა მარტო როგორც სამსახურებრივი კადრი, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დაიკავებთ მთავარ როლს. მთავარია, საკუთარი თავი მეტად შეაფასოთ და დააფასოთ.

  • ტყუპი

ახალი მიზანი და გზა უნდა დაისახოთ. ეს შეიძლება იყოს ცვლილების, ამოუცნობის, გაუკვალავი ბილიკებით სიარულის თვე. მთვარია, საკუთარ თავში ჩამოაყალიბოთ ის მიზანი, პროექტი, იდეა, რომლისკენაც უნდა განვითარდეთ. უნდა მოირგოთ ლიდერის როლი. აკონტროლეთ ფიქრები, ემოციები. ზოგიერთმა შეიძლება იმიჯის შეცვლა გადაწყვიტოს.

  • კირჩხიბი

მეტად დაისვენეთ, იოცნებეთ, გამოიძინეთ. კარგია მედიტაცია, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, ერთი სიტყვით, ეს ერთი თვე გამოიყენეთ, რომ შემდეგ ძალებ და ენერგია აღდგენილი შეხვდეთ ახალმთვარეობას თქვენს ნიშანში. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი თავი მოსინჯოს არტთერაპიაში. დააკვირდით სიზმრებსაც. თუ საშუალება გაქვთ, დაეხმარეთ ახლობლებს.

  • ლომი

დაფიქრდით, როგორ ხედავთ თქვენს მომავალს? რას გინდათ რომ მიაღწიოთ? კარგი იქნება, თუ მეგობრებისა და თანამოაზრეების დახმარებით შეძლებთ იდეების განხორციელებას, პროექტების სოციალური ქსელებით განვითარებას. გახსოვდეთ, რომ თუ მოინდომებთ, საკუთარი მიზნების შესრულებაში ყველა დაგეხმარებათ.

  • ქალწული

კარიერა და ბიზნესი იქნება თქვენი მთავარი საზრუნავი. ჩამოყალიბდით და კორექტივები შეიტანეთ თქვენს სტრატეგიულ გეგმაში. ისე იმოქმედეთ, რომ ერთჯერადი კი არა, მრავალხნიანი პროექტები აწარმოოთ.

  • სასწორი

საკუთარ თავს მეტის უფლება უნდა მისცეთ, თქვენ გაცილებით მეტი შეგიძლიათ და მთვარის ამ თვეში თვალსაწიერის გაფართოების, გაზრდის, განვითარების შესაძლებლობაც მოგეცემათ. ზოგიერთი წარმატებით მოაგვარებს უმაღლესი, დამატებითი განათლების მიღების საკითხს. არ გაგიჭირდებათ იურიდიული საკითხების მოგვარება, მაგრამ შემოდგომამდე სასამართლოში საქმეებს ნუ აღძრავთ. უნდა იცოდეთ, რომ ადრე თუ გვიან საზღვრები გაიხსნება და ზოგიერთი საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტს, ჩამოყალიბდება მაინც სად სურს გამგზავრება. კარგ შედეგს მოგიტანთ სულიერი პრაქტიკები.

  • მორიელი

საკუთარ თავში დიდი ტრანსფორმაცია უნდა მოახდინოთ. მიმართეთ თქვენი ყურადღება იმ სფეროებისადმი, რაც თქვენთვის მართლაც მნიშველოვანი და ღირებულია. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები: კრედიტები, ვალები, მემკვიდრეობა, დაზღვევა. ზოგიერთმა შეიძლება საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორის სახსრებით მოახერხოს საკუთარი თავის განვითარება. დაფიქრდით, სად გსურთ თქვენი ფულის დაბანდება. ზოგიერთმა კი სწორად უნდა ისწავლოს ბიუჯეტის განაწილება. ვნება და სექსუალური თავგადასავლები ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იქნება.

  • მშვილდოსანი

უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, ბიზნესპარტნიორებთან. გახსოვდეთ, რომ ერთად უფრო მეტ და ხარისხიან საქმეს გააკეთებთ, ვიდრე ცალ-ცალკე. უნდა შეიცვალოთ და, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. კარგ შედეგს მიიღებთ, თუ თქვენი საქმიანობა კონსულტირებასთანაა დაკავშირებული ან შეიძლება ახლა დაიწყოთ, დაგეგმოთ მომავლისთვის თქვენი ამგვარი საქმიანობა.

  • თხის რქა

ყოველდღიურ საქმეებსა და ჯანმრთელობას დაუთმეთ მეტი ყურადღება. ეცადეთ, შეიცვალოთ ცხოვრების რეჟიმი. გაიუმჯობესეთ ძილი, კვება, დაიწყეთ ვარჯიში. თუ ხელმძღვანელი ხართ, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება დაქვემდებარებულებთან. აგრეთვე, შეიძლება დაგჭირდეთ კორექტივების შეტანა თანამშრომლებში. გადახედეთ, ვინ რას აკეთებს და ვის რისი გაკეთება შეუძლია.

  • მერწყული

სიყვარული, ჰობი, შემოქმედებითი იდეების განხორციელება - აი, რა იქნება თქვენი მთავარი საზრუნავი მთვარის ამ თვეში. გარდა ამისა, უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება შვილებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც გიყვართ. მეტად დაისვენეთ და მიეცით საკუთარ თავს გართობის, დღესასწაულზე დასწრების უფლება. სიურპრიზები და რომანტიკული შეხვედრები მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს.

  • თევზები

თავს ყველაზე კომფორტულად და მშვიდად საკუთარ სახლში იგრძნობთ. მოგინდებათ დასვენება და ძალების აღდგენა. მეტი დრო დაუთმეთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სახლშიც და აგარაკზეც. ზოგიერთს განმარტოება მოუნდება. მეტად იზრუნეთ მშობლებზე, განსაკუთრებით დედაზე. შეგიძლიათ ამ მთვარის თვეში მოაწყოთ საოჯახო დღესასწაული და მიიპატიჟოთ ნათესავები. მათი დახმარებით კი თქვენი გვარის გენეოლოგიური ხე შეადგინოთ.

როგორია უხილავი სულიერი სამყაროს სტრუქტურა, სადაც ადამიანთა სულები ცხოვრობენ

თუ ამ რიცხვებში დაიბადეთ: 15-22 იანვარი, 15-22 აპრილი, 17-24 ივლისი და 18-25 ოქტომბერი, მაშინ ეს მოვლენა აუცილებლად შეგეხებათ

დაიშლება თუ არა ევროკავშირი 2020-ის ბოლომდე და გადადგებიან თუ არა სახელმწიფო მეთაურები - ასტროლოგების სკანდალური პროგნოზი