პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწეველებს მოწევისთვის ნებართვის აღება მოუწევთ? - რა არის მწეველის ბარათი
მწეველებს მოწევისთვის ნებართვის აღება მოუწევთ? - რა არის მწეველის ბარათი

რა იწ­ვევს სი­გა­რეტ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რა­ტომ უნდა და­ა­ნე­ბოთ თავი მო­წე­ვას და რა გზე­ბი არ­სე­ბობს ამ მავ­ნე ჩვე­ვის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად. რას ნიშ­ნავს ბა­რა­თი მო­წე­ვის უფ­ლე­ბით და რა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს საფ­რან­გე­თი სი­გა­რეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­ი­ღეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია სი­გა­რეტ­ზე, მწე­ვე­ლებ­მა და მავ­ნე ჩვე­ვის გა­დაგ­დე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა "დი­ლის პა­ლიტ­რის" სტუმ­რის­გან. გა­და­ცე­მის სტუ­მა­რია მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ირაკ­ლი ხმა­ლა­ძე. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ტექ­სტურ ვერ­სი­ას.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, რომ მო­წე­ვა პრობ­ლე­მაა და არა სი­ა­მოვ­ნე­ბა, რო­გორც ბევ­რს მი­აჩ­ნია, თუ მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით?

- ნამ­დვი­ლად ასეა, გა­ვი­და ის დრო, როცა სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა მო­დუ­რად ით­ვლე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში. იყო რა­ღაც პე­რი­ო­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბის, რო­დე­საც სი­გა­რე­ტის მწე­ვე­ლო­ბა ვაჟ­კა­ცო­ბა­დაც კი ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ დღეს უკვე მეც­ნი­ე­რებ­მა, უბ­რა­ლოდ დაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მო­დუ­რო­ბის გარ­და, ამის უკან იმა­ლე­ბა საკ­მა­ოდ დიდი აის­ბერ­გი იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას სდევს თან.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მეც­ნი­ე­რე­ბი და ექი­მე­ბი ზოგ­ჯერ კა­ტე­გო­რი­უ­ლე­ბიც კი არი­ან ხოლ­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მართ, რო­დე­საც ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სი­გა­რეტს ეწე­ვი­ან. აღ­მოჩ­ნდა, რომ არ არ­სე­ბობს ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც არ ზი­ან­დე­ბა სი­გა­რე­ტის წე­ვის შე­დე­გად. მი­იჩ­ნე­ვა, რომ სი­გა­რე­ტი შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ ერ­თგვარ ნარ­კო­ტიკ­საც კი, და არის ლა­პა­რა­კი, თუ არ ვცდე­ბი, თვი­თონ ნი­კო­ტი­ნი შე­ი­ტა­ნონ, რო­გორც ნივ­თი­ე­რე­ბა ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა სი­ა­ში. კერ­ძოდ, სი­გა­რეტს ვინც ეწე­ვა, მას აქვს ასე ვთქვათ, აფ­ტი­ნენ­ცი­უ­რი სინ­დრო­მი.

ჩვენ შე­ვეჩ­ვი­ეთ იმას, რომ სი­გა­რე­ტი აზი­ა­ნებს ფილ­ტვებს, იწ­ვევს ფილ­ტვე­ბის კი­ბოს, ბევრ სი­გა­რე­ტის კო­ლოფს აწე­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, სი­გა­რე­ტი აზი­ა­ნებს ასე­ვე თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნოს, თმის ღე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი კა­ნის სა­ფარ­ვე­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი და აღ­მოჩ­ნდა, რომ სი­გა­რე­ტის წევა სა­ოც­რად დამ­თრგუნ­ვე­ლად მოქ­მე­დებს ღვიძლზე და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ზე. პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც აქვს ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი (C ჰე­პა­ტი­ტი), ექი­მე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, რომ რა­კი­ღა თქვენ მწე­ვე­ლი ხართ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი C ჰე­პა­ტი­ტი გაქ­ვთო.

სი­გა­რე­ტის მო­წე­ვი­სას ხდე­ბა ერ­თგვა­რი გა­ფარ­თო­ე­ბა სის­ხლძარ­ღვე­ბი­სა და ამ დროს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სად ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბი უფარ­თოვ­დე­ბა სი­გა­რე­ტის წე­ვის მო­მენ­ტში, გრძნობს ერ­თგვარ სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც და თით­ქოს კარ­გად მუ­შა­ობს, ად­ვი­ლად ით­ვი­სებს წა­კი­თხულს და ა.შ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წიგნ­თან მუ­შა­ო­ბის დროს, ან სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბის დროს იყე­ნე­ბენ სი­გა­რეტს და შემ­დგომ, რო­გორც კი მორ­ჩე­ბა სი­გა­რე­ტის წე­ვის პრო­ცე­სი, მერ­წმუ­ნეთ, ორ­ჯერ ვიწ­როვ­დე­ბა სის­ხლძარ­ღვე­ბი და ამი­ტომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ავ­ტი­ნენ­ცი­ის სინ­დრო­მიც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ვი­თარ­დე­ბა.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, თქვენ თა­ვად ბრძან­დე­ბო­დით მწე­ვე­ლი, მაგ­რამ თავი და­ა­ნე­ბეთ. მო­დით, ამ­ჟა­მად მწე­ვე­ლებს ვუ­თხრათ, რა ჩვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­მუ­შა­ოს ამ დროს ადა­მი­ან­მა, რომ ეს მავ­ნე ჩვე­ვა დაძ­ლი­ოს, გნე­ბავთ ორ­გა­ნიზ­მის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ამ პრო­დუქ­ტი­სად­მი... რო­გორ მო­ა­ხერ­ხონ? ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­გორც ვიცი...

- მე ვერ და­ვიტ­რა­ბა­ხებ, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მწე­ვე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ისე­ვე რო­გორც ოდ­ნავ ფეხ­მძი­მე არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ქალ­ბა­ტო­ნი, ასე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ოდ­ნავ მწე­ვე­ლი. ერთს მო­წევ სი­გა­რეტს თუ ათასს, ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

საქ­მე რა­შია, ზოგ­ჯერ ერთი ღერი სი­გა­რე­ტის მო­წე­ვამ შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ შე­დე­გამ­დე მი­იყ­ვა­ნოს პა­ცი­ენ­ტი. მე ვურ­ჩევ: პირ­ველ რიგ­ში უნდა მოხ­დეს ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა. ადა­მი­ან­საც გა­აჩ­ნია, ზოგს აქვს ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფა, ზოგს არა აქვს ნე­ბის­ყო­ფა. მე პი­რა­დად ვთქვი, არ მოვ­წევ-თო და აღარ მოვ­წიე. მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბია ეწე­ვი­ან და ძა­ლი­ან ძნე­ლია მათ­თვის სი­გა­რე­ტის აკ­რძალ­ვა; აქ უკვე ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ირ­გვლივ მყოფ ადა­მი­ა­ნებს, რა ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დე­ნენ ისი­ნი. პი­რა­დად ჩემ­თან მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტი პრაქ­ტი­კუ­ლად, თით­ქმის ყვე­ლა ანე­ბებს სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას თავს იმი­ტომ, რომ მე მათ დე­ტა­ლუ­რად ვუხ­სნი, რა­ტომ უნდა და­ა­ნე­ბონ სი­გა­რეტს თავი.რაც მთა­ვა­რია, მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გი ძა­ლი­ან ხში­რად სე­რი­ო­ზუ­ლად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, მო­წე­ვენ თუ არა ისი­ნი მო­მა­ვალ­ში სი­გა­რეტს. ცოტა სა­ხუ­მა­რო მო­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ რო­გორც კი მო­გინ­დე­ბა მო­წე­ვა, აი­ღეთ ლა­რი­ა­ნი და ჩა­აგ­დეთ ყუ­ლა­ბა­ში, ვი­თომ მო­წი­ეთ და თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა თან­ხა გროვ­დე­ბა თვის ბო­ლოს. შემ­დეგ უნდა მოხ­დეს გა­და­ტა­ნა ფი­ზი­კა­ზეც, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში, მო­გინ­დათ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­როთ, უბ­რა­ლოდ შე­გიძ­ლი­ათ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში შე­ას­რუ­ლოთ, რომ დაღ­ლის მო­მენ­ტი გან­ვი­თარ­დეს და ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა მოხ­დეს. და კი­დევ ერთი, მა­გა­ლი­თად, ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი სი­გა­რეტს ეწე­ვი­ან ნერ­ვუ­ლი სტრე­სის პი­რო­ბებ­ში, აქაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა რა­მე­ზე, სი­გა­რე­ტი არ უნდა გა­და­ვი­დეს მე­ქა­ნი­კურ ჩვე­ვა­ში. ყვე­ლა­ზე ცუ­დია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი დი­ლით იღ­ვი­ძებს და ჩვე­ვაა უკვე, რომ მან უნდა გა­იღ­ვი­ძოს სი­გა­რეტ­თან ერ­თად, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია და კი­დევ უა­რე­სი, თუ იგი ღამე დგე­ბა სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად. ეს მავ­ნე ჩვე­ვა კი არა, უკვე პა­თო­ლო­გი­აა.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თქვენ გსმე­ნი­ათ ე.წ. "მწე­ვე­ლის ბა­რა­თის" შე­სა­ხებ...

- დიახ, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ჩა­მი­ვარ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია. რო­დე­საც გახ­ლდით უცხო­ეთ­ში კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ერთ-ერ­თმა ძა­ლი­ან ცნო­ბილ­მა ექიმ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არის ასე­თი პრო­ექ­ტი - საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა, შე­მო­ი­ღონ ე.წ. მწე­ვე­ლის ბა­რა­თი. ჩვენ რომ ავ­ტო­მან­ქა­ნის მოწ­მო­ბა გვაქვს, აი ამ ტი­პის ბა­რა­თი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მოხ­დეს საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, აქ ლა­პა­რა­კია სე­რი­ო­ზულ შე­მოწ­მე­ბა­ზე და იმის­და მი­ხედ­ვით, მათი ჯან­მრთლე­ო­ბა იძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, თუ არა, მათ უნდა მი­ე­ცეთ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის უფ­ლე­ბა და ეს დას­ტურ­დე­ბო­დეს ბა­რა­თით. აღ­მოჩ­ნდა, რომ სი­გა­რე­ტის ბიზ­ნე­სით შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბი არც თუ ისე დიდი ყო­ფი­ლა, იმ თან­ხებ­თან შე­და­რე­ბით, რაც სი­გა­რე­ტის წე­ვით გა­მოწ­ვე­ულ და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ ეს ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რია, ერთი - ჯან­მრთე­ლო­ბას უფრთხილ­დე­ბი­ან და მე­ო­რე ის, რომ აქაც გარ­კვე­უ­ლი ბიზ­ნეს­შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც ყო­ფი­ლა.

- მოკ­ლედ, წამ­გე­ბი­ა­ნიც ყო­ფი­ლა სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა?

- წამ­გე­ბი­ა­ნი ყო­ფი­ლა სი­გა­რე­ტის მწე­ველ­თა "გამ­რავ­ლე­ბა" ქვე­ყა­ნა­ში, იმი­ტომ რომ, მრავ­ლდე­ბა ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ეკო­ნო­მი­კა­ზე გარ­კვე­ულ დარ­ტყმაა ეს პრობ­ლე­მე­ბი.

- ჩვენ ძა­ლი­ან ხში­რად გვი­ნა­ხავს, წაგ­ვი­კი­თხავს, რო­გორც ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ასე­ვე თამ­ბა­ქოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც. თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი კამ­პა­ნია რო­გო­რი სა­ხის იქ­ნე­ბო­და, თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან კარ­გია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მწე­ველს უფრო გა­სა­გებ ენა­ზე აუხ­სნათ, რა­ტომ უნდა და­ა­ნე­ბოს თავი სი­გა­რე­ტის წე­ვას, რომ აღარ არის ეს მო­დუ­რი, რომ სირ­ცხვი­ლა­დაც კი ით­ვლე­ბა.

მარ­ტივ მა­გა­ლითს გე­ტყვით, ლონ­დონ­ში გახ­ლდით კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ჩემს მე­გო­ბარს ბევ­რად უა­რე­სი ოთა­ხი მის­ცეს სას­ტუმ­რო­ში, ვიდ­რე მე, რად­გან მე მწე­ვე­ლი არ ვი­ყა­ვი, იგი­ვე თან­ხა­ში ბევ­რად უკე­თე­სი ნო­მე­რი მომ­ცეს. გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს პო­ლი­ტი­კაც არის, ვი­ცით რომ ეწე­ვი, ე.ი. შენ ცოტა უფრო ნაკ­ლე­ბი ხარ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ვინც არ ეწე­ვა. რო­დე­საც ორი ერ­თნა­ი­რი დო­ნის სპე­ცი­ა­ლისტს სამ­სა­ხურ­ში იღე­ბენ, ვინც არ ეწე­ვა იმას უფრო მეტი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი აქვს და ა.შ. მაგ­რამ მე ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ ოჯახს, მშობ­ლებს, რო­დე­საც დედ-მამა ეწე­ვა, იქ ბავ­შვი აუ­ცი­ლებ­ლად მო­წევს, არ შე­იძ­ლე­ბა მამა აბო­ლებ­დეს და სი­გა­რე­ტის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბო­დეს შვი­ლებს, ასე­ვე ექი­მი, რო­მე­ლიც ეწე­ვა, ის ვე­რას­დროს ვერ და­ა­ნე­ბე­ბი­ნებს თა­ვის პა­ცი­ენტს სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას და თვი­თონ ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც არ ვე­წე­ვით მათ­თვის გა­სა­გებ ენა­ზე უნდა ვე­სა­ბუ­როთ და ვებ­რძო­ლოთ. სახ­ლში ჩემ­თან ვე­რა­ვინ მო­წევს, იმი­ტომ, რომ მე არ ვე­წე­ვი, მან­ქა­ნა­ში ჩემ­თან ვე­რა­ვინ ვერ მო­წევს, იმი­ტომ, რომ მე თვი­თონ არ ვე­წე­ვი. უნდა გვახ­სოვ­დეს ყო­ველ­თვის, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ეწე­ვა, ის ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მას უქ­მნის არამ­წე­ველს თა­ვი­სი სი­გა­რე­ტით. არამ­წე­ველ­ზე უფრო ცუ­დად მოქ­მე­დებს სი­გა­რე­ტის კვამ­ლი.

- მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაც სწო­რედ ეს გახ­ლავთ, ისი­ნი ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ ეწე­ვი­ან და ასე ვთქვათ, ცხვირ­პირ­ში გვა­ბო­ლე­ბენ.

- ეს არის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ქცე­ვის კულ­ტუ­რა, დიდი ბო­დი­შის მოხ­დით ყვე­ლას­თან, იმი­ტომ, რომ აქ არა მარ­ტო დის­კომ­ფორტზეა ლა­პა­რა­კი, აქ ჯან­მრთე­ლო­ბის საფრ­თხის შექ­მნა­ზეა სა­უ­ბა­რი. ეს უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ.

იხი­ლეთ ვი­დეო

მწეველებს მოწევისთვის ნებართვის აღება მოუწევთ? - რა არის მწეველის ბარათი

მწეველებს მოწევისთვის ნებართვის აღება მოუწევთ? - რა არის მწეველის ბარათი

რა იწვევს სიგარეტზე დამოკიდებულებას, რატომ უნდა დაანებოთ თავი მოწევას და რა გზები არსებობს ამ მავნე ჩვევისგან თავის დასაღწევად. რას ნიშნავს ბარათი მოწევის უფლებით და რა პროექტზე მუშაობს საფრანგეთი სიგარეტთან დაკავშირებით.

მიიღეთ რეკომენდაციები და უფრო მეტი ინფორმაცია სიგარეტზე, მწეველებმა და მავნე ჩვევის გადაგდების მსურველებმა "დილის პალიტრის" სტუმრისგან. გადაცემის სტუმარია მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე. Ambebi.ge გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტურ ვერსიას.

- ბატონო ირაკლი, ყველანი ვთანხმდებით, რომ მოწევა პრობლემაა და არა სიამოვნება, როგორც ბევრს მიაჩნია, თუ მეწინააღმდეგებით?

- ნამდვილად ასეა, გავიდა ის დრო, როცა სიგარეტის მოწევა მოდურად ითვლებოდა მსოფლიოში. იყო რაღაც პერიოდი, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, როდესაც სიგარეტის მწეველობა ვაჟკაცობადაც კი ითვლებოდა, მაგრამ დღეს უკვე მეცნიერებმა, უბრალოდ დაკვირვებულმა ადამიანებმა დაადგინეს, რომ მოდურობის გარდა, ამის უკან იმალება საკმაოდ დიდი აისბერგი იმ პრობლემებისა, რომლებიც სიგარეტის მოწევას სდევს თან.

მოგეხსენებათ, რომ მეცნიერები და ექიმები ზოგჯერ კატეგორიულებიც კი არიან ხოლმე პაციენტების მიმართ, როდესაც ისინი აღნიშნავენ, რომ სიგარეტს ეწევიან. აღმოჩნდა, რომ არ არსებობს ორგანო, რომელიც არ ზიანდება სიგარეტის წევის შედეგად. მიიჩნევა, რომ სიგარეტი შეიძლება შევადაროთ ერთგვარ ნარკოტიკსაც კი, და არის ლაპარაკი, თუ არ ვცდები, თვითონ ნიკოტინი შეიტანონ, როგორც ნივთიერება ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიაში. კერძოდ, სიგარეტს ვინც ეწევა, მას აქვს ასე ვთქვათ, აფტინენციური სინდრომი.

ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ სიგარეტი აზიანებს ფილტვებს, იწვევს ფილტვების კიბოს, ბევრ სიგარეტის კოლოფს აწერია ეს ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, სიგარეტი აზიანებს ასევე თითქმის ყველა ორგანოს, თმის ღერიდან დაწყებული კანის საფარველით დამთავრებული და აღმოჩნდა, რომ სიგარეტის წევა საოცრად დამთრგუნველად მოქმედებს ღვიძლზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. პაციენტს, რომელსაც აქვს ვირუსული ჰეპატიტი (C ჰეპატიტი), ექიმები ეუბნებიან, რომ რაკიღა თქვენ მწეველი ხართ, ფაქტობრივად, ორი C ჰეპატიტი გაქვთო.

სიგარეტის მოწევისას ხდება ერთგვარი გაფართოება სისხლძარღვებისა და ამ დროს ადამიანი, რომელსაც შესაბამისად ტვინის სისხლძარღვები უფართოვდება სიგარეტის წევის მომენტში, გრძნობს ერთგვარ სიამოვნებასაც და თითქოს კარგად მუშაობს, ადვილად ითვისებს წაკითხულს და ა.შ. არიან ადამიანები, რომლებიც წიგნთან მუშაობის დროს, ან სხვადასხვა სამეცნიერო მუშაობის დროს იყენებენ სიგარეტს და შემდგომ, როგორც კი მორჩება სიგარეტის წევის პროცესი, მერწმუნეთ, ორჯერ ვიწროვდება სისხლძარღვები და ამიტომ გარკვეულწილად ავტინენციის სინდრომიც არ არის გასაკვირი, რომ ვითარდება.

- ბატონო ირაკლი, თქვენ თავად ბრძანდებოდით მწეველი, მაგრამ თავი დაანებეთ. მოდით, ამჟამად მწეველებს ვუთხრათ, რა ჩვევები შეიძლება გამოიმუშაოს ამ დროს ადამიანმა, რომ ეს მავნე ჩვევა დაძლიოს, გნებავთ ორგანიზმის მოთხოვნილება ამ პროდუქტისადმი... როგორ მოახერხონ? ეს ძალიან რთულია, როგორც ვიცი...

- მე ვერ დავიტრაბახებ, რომ ძალიან სერიოზული მწეველი ვიყავი, მაგრამ ისევე როგორც ოდნავ ფეხმძიმე არ შეიძლება იყოს ქალბატონი, ასევე არ შეიძლება იყოს ოდნავ მწეველი. ერთს მოწევ სიგარეტს თუ ათასს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

საქმე რაშია, ზოგჯერ ერთი ღერი სიგარეტის მოწევამ შეიძლება საკმაოდ სერიოზულ შედეგამდე მიიყვანოს პაციენტი. მე ვურჩევ: პირველ რიგში უნდა მოხდეს ყურადღების გადატანა. ადამიანსაც გააჩნია, ზოგს აქვს ძლიერი ნებისყოფა, ზოგს არა აქვს ნებისყოფა. მე პირადად ვთქვი, არ მოვწევ-თო და აღარ მოვწიე. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც წლებია ეწევიან და ძალიან ძნელია მათთვის სიგარეტის აკრძალვა; აქ უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რა ზემოქმედებას ახდენენ ისინი. პირადად ჩემთან მოსული პაციენტი პრაქტიკულად, თითქმის ყველა ანებებს სიგარეტის მოწევას თავს იმიტომ, რომ მე მათ დეტალურად ვუხსნი, რატომ უნდა დაანებონ სიგარეტს თავი. რაც მთავარია, მკურნალობის შედეგი ძალიან ხშირად სერიოზულად არის დამოკიდებული იმაზე, მოწევენ თუ არა ისინი მომავალში სიგარეტს. ცოტა სახუმარო მომენტი შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც კი მოგინდება მოწევა, აიღეთ ლარიანი და ჩააგდეთ ყულაბაში, ვითომ მოწიეთ და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა თანხა გროვდება თვის ბოლოს. შემდეგ უნდა მოხდეს გადატანა ფიზიკაზეც, მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, მოგინდათ სიგარეტის მოწევა, არ არის აუცილებელი რეკორდი დაამყაროთ, უბრალოდ შეგიძლიათ ფიზიკური ვარჯიში შეასრულოთ, რომ დაღლის მომენტი განვითარდეს და ყურადღების გადატანა მოხდეს. და კიდევ ერთი, მაგალითად, ხშირად ადამიანები სიგარეტს ეწევიან ნერვული სტრესის პირობებში, აქაც აუცილებელია ყურადღების გადატანა რამეზე, სიგარეტი არ უნდა გადავიდეს მექანიკურ ჩვევაში. ყველაზე ცუდია, როდესაც ადამიანი დილით იღვიძებს და ჩვევაა უკვე, რომ მან უნდა გაიღვიძოს სიგარეტთან ერთად, ეს ძალიან ცუდია და კიდევ უარესი, თუ იგი ღამე დგება სიგარეტის მოსაწევად. ეს მავნე ჩვევა კი არა, უკვე პათოლოგიაა.

- ბატონო ირაკლი, ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ გსმენიათ ე.წ. "მწეველის ბარათის" შესახებ...

- დიახ, სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ეს ინფორმაცია. როდესაც გახლდით უცხოეთში კონფერენციაზე, ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ექიმმა განაცხადა, რომ არის ასეთი პროექტი - საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შემოიღონ ე.წ. მწეველის ბარათი. ჩვენ რომ ავტომანქანის მოწმობა გვაქვს, აი ამ ტიპის ბარათი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა მოხდეს საფრანგეთის მოქალაქეების შემოწმება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აქ ლაპარაკია სერიოზულ შემოწმებაზე და იმისდა მიხედვით, მათი ჯანმრთლეობა იძლევა ამის საშუალებას, თუ არა, მათ უნდა მიეცეთ სიგარეტის მოწევის უფლება და ეს დასტურდებოდეს ბარათით. აღმოჩნდა, რომ სიგარეტის ბიზნესით შემოსული თანხები არც თუ ისე დიდი ყოფილა, იმ თანხებთან შედარებით, რაც სიგარეტის წევით გამოწვეულ დაავადებების მკურნალობას სჭირდება. ამიტომ ეს ძალიან ჭკვიანურია, ერთი - ჯანმრთელობას უფრთხილდებიან და მეორე ის, რომ აქაც გარკვეული ბიზნესშემოთავაზებაც ყოფილა.

- მოკლედ, წამგებიანიც ყოფილა სიგარეტის მოწევა?

- წამგებიანი ყოფილა სიგარეტის მწეველთა "გამრავლება" ქვეყანაში, იმიტომ რომ, მრავლდება ასევე დაავადებები და შესაბამისად, ეკონომიკაზე გარკვეულ დარტყმაა ეს პრობლემები.

- ჩვენ ძალიან ხშირად გვინახავს, წაგვიკითხავს, როგორც ანტინარკოტიკული, ასევე თამბაქოს საწინააღმდეგო აქციების შესახებ ჩვენს ქვეყანაშიც. თქვენ როგორ ფიქრობთ, ყველაზე ეფექტური კამპანია როგორი სახის იქნებოდა, თუნდაც საქართველოში.

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და აუცილებელია, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მწეველს უფრო გასაგებ ენაზე აუხსნათ, რატომ უნდა დაანებოს თავი სიგარეტის წევას, რომ აღარ არის ეს მოდური, რომ სირცხვილადაც კი ითვლება.

მარტივ მაგალითს გეტყვით, ლონდონში გახლდით კონფერენციაზე, ჩემს მეგობარს ბევრად უარესი ოთახი მისცეს სასტუმროში, ვიდრე მე, რადგან მე მწეველი არ ვიყავი, იგივე თანხაში ბევრად უკეთესი ნომერი მომცეს. გარკვეულწილად ეს პოლიტიკაც არის, ვიცით რომ ეწევი, ე.ი. შენ ცოტა უფრო ნაკლები ხარ იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც არ ეწევა. როდესაც ორი ერთნაირი დონის სპეციალისტს სამსახურში იღებენ, ვინც არ ეწევა იმას უფრო მეტი პრივილეგიები აქვს და ა.შ. მაგრამ მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ოჯახს, მშობლებს, როდესაც დედ-მამა ეწევა, იქ ბავშვი აუცილებლად მოწევს, არ შეიძლება მამა აბოლებდეს და სიგარეტის მავნებლობაზე ესაუბრებოდეს შვილებს, ასევე ექიმი, რომელიც ეწევა, ის ვერასდროს ვერ დაანებებინებს თავის პაციენტს სიგარეტის მოწევას და თვითონ ჩვენ, ადამიანები, ვინც არ ვეწევით მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ვესაბუროთ და ვებრძოლოთ. სახლში ჩემთან ვერავინ მოწევს, იმიტომ, რომ მე არ ვეწევი, მანქანაში ჩემთან ვერავინ ვერ მოწევს, იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვეწევი. უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, როდესაც ადამიანი ეწევა, ის ძალიან დიდ პრობლემას უქმნის არამწეველს თავისი სიგარეტით. არამწეველზე უფრო ცუდად მოქმედებს სიგარეტის კვამლი.

- მთავარი პრობლემაც სწორედ ეს გახლავთ, ისინი ნაკლებად ფიქრობენ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ ეწევიან და ასე ვთქვათ, ცხვირპირში გვაბოლებენ.

- ეს არის ელემენტარული ქცევის კულტურა, დიდი ბოდიშის მოხდით ყველასთან, იმიტომ, რომ აქ არა მარტო დისკომფორტზეა ლაპარაკი, აქ ჯანმრთელობის საფრთხის შექმნაზეა საუბარი. ეს უნდა გავითავისოთ.

იხილეთ ვიდეო

ღვინო იმუნიტეტს აძლიერებს - დღეში 1 ჭიქა ღვინო სასარგებლოა

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - ეკატერინე ტიკარაძე

"ვისოლ ჯგუფი" თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს