პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგობრისგან ნაღალატევი კაცის გასაჭირი
მეგობრისგან ნაღალატევი კაცის გასაჭირი

"ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი გახ­ლა­ვართ. მყავს ცოლი და 3 შვი­ლი. დე­და­ჩე­მი ლო­გი­ნად არის ჩა­ვარ­დნი­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და, უკვე სახ­ლში გა­წე­რეს, მაგ­რამ მის წამ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ვერ ვა­ხერ­ხებ. დღი­სით ცდი­ლობს, ტკი­ვი­ლი დაგ­ვი­მა­ლოს, მაგ­რამ ღა­მით, როცა ჰგო­ნია, რომ სხვებს სძი­ნავთ, კვნე­სას იწყებს. ჩვენს გა­სა­ჭირს ისიც ემა­ტე­ბა, რომ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობთ. "ხა­ზე­ი­კის" ვალი დაგ­ვიგ­როვ­და და ახლა მე­მუქ­რე­ბა: ან ფულს გა­და­იხ­დი, ან სახ­ლი­დან უნდა წახ­ვი­დე­თო. შვი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად ბი­ნა­ში ღა­მით, ჩუ­მად ვი­პა­რე­ბი ხოლ­მე. დედა რომ გარ­და­იც­ვა­ლოს, ისიც არ ვიცი, სად უნდა და­ვას­ვე­ნო. ვიცი, დღეს თა­ვის გა­ტა­ნა ყვე­ლას უჭირს, მაგ­რამ გთხოვთ, უყუ­რა­დღე­ბოდ ნუ დაგვტო­ვებთ. მინ­და, ჩემი გა­სა­ჭი­რი ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას ყუ­რამ­დე მი­ვი­დეს (მო­ქა­ლა­ქე­ებს დახ­მა­რე­ბას ვერ ვთხოვ, მე­რი­დე­ბა). ვიცი, ის გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და ჩემს დახ­მა­რე­ბას შეძ­ლებს. პა­ტი­ვის­ცე­მით, 32 წლის ბე­სიკ ბუ­ჯი­აშ­ვი­ლი".

- წარ­მო­შო­ბით კა­ხე­თი­დან ვარ. მა­მა­ჩე­მი წლე­ბის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და მას მერე დე­დას­თან ერ­თად, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ (სა­კუ­თა­რი სახ­ლი არას­დროს გვქო­ნია). უკვე 10 წე­ლია, დედა ლო­გი­ნად არის ჩა­ვარ­დნი­ლი. ის ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი გახ­ლავთ.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვი, როცა მამა გარ­და­გეც­ვა­ლა?

- 12-ის და მას მერე ვმუ­შა­ობ. ფაქ­ტობ­რი­ვად, მე და ჩემი ძმა ვარ­ჩენ­დით ოჯახს. ძმა ჩემ­ზე რამ­დე­ნი­მე წლით უფ­რო­სია.

- 12 წლი­სა სად მუ­შა­ობ­დი?

- ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ობს ვას­რულ­დებ­დი. მერე, როცა 15 წლის გავ­ხდი, ყვა­რელ­ში ხალ­ხს ვაგ­რო­ვებ­დი და ვა­საქ­მებ­დი.

- ეგ რო­გორ?

- ყვა­რელ­ში გამ­გებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ის კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მხარ­ში მედ­გა და დახ­მა­რე­ბას მი­წევ­და. მისი ფუ­ლით ვყი­დუ­ლობ­დი ძველ შე­ნო­ბებს, მერე 8-10 კაცს ვა­საქ­მებ­დი და სახ­ლებს ვშლი­დით, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლებს კი ვა­ბა­რებ­დით.

- 15-16 წლის ასაკ­ში ფუ­ლის შოვ­ნის ასე­თი იდეა რო­გორ გა­გიჩ­ნდა?

- როცა გი­ჭირს, გო­ნე­ბას უფრო კარ­გად ამუ­შა­ვებ და ფიქ­რობ იმა­ზე, თავი რო­გორ გა­ი­ტა­ნო... მა­შინ მე უფრო მეტს ვმუ­შა­ობ­დი, ჩემი ძმა კი ხან­და­ხან მეხ­მა­რე­ბო­და. მას და­ლე­ვა უყ­ვარს, მე კი სმას გა­და­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მომ­წონს და საქ­მეს იშ­ვი­ა­თად ვაძ­ლევ­დი... რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, როცა და­საშ­ლე­ლიც აღა­რა­ფე­რი იყო, ლი­ლო­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. 40-60 ლარი მიმ­ქონ­და, რა­ღა­ცებს ვყი­დუ­ლობ­დი და მერე სხვა­გან ვყიდ­დი. ად­რე­ულ ასაკ­ში დავ­ქორ­წინ­დი და ბავ­შვე­ბი რომ მე­ყო­ლა, გა­დავ­წყვი­ტე, ფული ამ გზით მე­შო­ვა.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვი, როცა და­ო­ჯახ­დი?

- 17-ის... ყვა­რელ­ში ყოფ­ნი­სას ერ­თმა კაც­მა შე­მომ­თა­ვა­ზა: წა­მო­დი, ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ, ძვე­ლი გუდ­რო­ნი მო­ვაგ­რო­ვოთ და თბი­ლის­ში ჩა­ვა­ბა­რო­თო. 4-5 დღე­ში 600 დო­ლარს "ვა­კე­თებ­დით". ყვა­რელ­ში გუდ­რო­ნის მა­რა­გი რომ ამო­ი­წუ­რა, ახ­ლო­ბელ­მა მი­თხრა, - წნორ­ში 500-ტო­ნი­ა­ნი რე­ზერ­ვუ­ა­რია, თა­ნაც - და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლიო. სას­წრა­ფოდ წა­ვე­დი წნორ­ში, და­ვე­ლა­პა­რა­კე ქარ­ხნის უფ­როსს და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ფა­სუ­რად მომ­ცა უფ­ლე­ბა, გუდ­რო­ნი სა­კუ­თა­რი ნება-სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ჰოდა, იქ ყოფ­ნი­სას გა­ვი­ცა­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე. ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვე­წო­ნა და სულ რა­ღაც ერთ კვი­რა­ში და­ქორ­წი­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. მა­ნამ­დე სა­სი­მამ­როს­თან მი­ვე­დი და და­ვე­ლა­პა­რა­კე. ვუ­თხა­რი, თქვე­ნი გოგო მომ­წონს და მისი ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად მო­ვე­დი-მეთ­ქი. რა ვქნა, არ მიყ­ვარს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, თი­ნე­ი­ჯე­რი­ვით ვერ მო­ვიქ­ცე­ო­დი.

- არა­და, იმ პე­რი­ოდ­ში სწო­რე­დაც რომ თი­ნე­ი­ჯე­რი იყა­ვი...

- ისე­თი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ვი­ა­რე, რომ ბავ­შვო­ბა რა იყო, არც მიგ­რძნია. ქა­რაფ­შუ­ტო­ბა ჩემ­გან შორს არის... პა­ტა­რა ბიჭს საქ­მე ისე მქონ­და აწყო­ბი­ლი, რომ მან­ქა­ნაც მყავ­და, კილო-ნა­ხე­ვა­რი ოქ­როც მქონ­და და კარ­გა­დაც ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ყვე­ლა­ფე­რი დავ­კარ­გე და ბო­ლოს, ცი­ხე­შიც ამოვ­ყა­ვი თავი.

- წვრი­ლი ბიზ­ნე­სით ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა რო­გორ მო­ა­ხერ­ხე?

- ეს თა­ვი­დან იყო წვრი­ლი ბიზ­ნე­სი... ცუდ გზას რომ არ ვა­დე­ქი, ეტყო­ბა, ამი­ტო­მაც გა­მი­მარ­თლა და ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ბიზ­ნე­სიც გა­ვა­ფარ­თოე. და­ახ­ლო­ე­ბით 40-50 ათა­სი დო­ლა­რის სა­ქო­ნე­ლი ჩა­მომ­ქონ­და ჩი­ნე­თი­დან და აქ ვყიდ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ბან­კი­დან გა­მო­ვი­ტა­ნე სეს­ხი, 60 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით...

- ჩი­ნეთ­ში წას­ვლა და იქი­დან სა­ქონ­ლის ჩა­მო­ტა­ნა შენი იდეა იყო?

- რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, როცა გუდ­რო­ნის ბიზ­ნე­სი "ჩაკ­ვდა" და წვრილ ვაჭ­რო­ბას მივ­ყა­ვი ხელი, მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - თუ შეძ­ლებ და ფულს იშო­ვი, 3.000 დო­ლარს მა­ინც, ვაჭ­რო­ბით შე­იძ­ლე­ბა, დიდი მო­გე­ბა ვნა­ხო­თო. ფული ვი­სეს­ხე და და­ვი­წყეთ საქ­მი­ა­ნო­ბა. ძა­­­ლიან გაგ­ვი­მარ­თლა და უფრო მეტი ვალი ავი­ღეთ ბიზ­ნე­სის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად, მაგ­რამ ერთ დღე­საც, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ყვე­ლა­ფე­რი უკუღ­მა დატ­რი­ალ­და, აღე­ბუ­ლი სეს­ხი ვერ დავ­ფა­რე და ყვე­ლა­ფე­რი დავ­კარ­გე. არა­და, იმ პე­რი­ოდ­ში, როცა კარ­გად ვი­ყა­ვი, ნი­ნოწ­მინ­დის (ყო­ფი­ლი ბოგ­და­ნოვ­კა) ბავ­შვთა სახ­ლს ყო­ველ­თვი­უ­რად, 1.000 ლა­რით მა­ინც ვეხ­მა­რე­ბო­დი.

- ვალი რა­ტომ და­გე­დო?

- მე­გო­ბარ­მა გა­და­მაგ­დო, მისი წყა­ლო­ბით აღ­მოვ­ჩნდი ცუდ დღე­ში. ბიზ­ნე­სი რომ გა­ვა­ფარ­თო­ეთ, ჩი­ნეთ­ში ორი­ვე ვერ მივ­დი­ო­დით, მა­ღა­ზი­ას უპატ­რო­ნოდ ვერ მი­ვა­ტო­ვებ­დით და ხან მე მი­წევ­და წას­ვლა, ხან - მას. ერთხე­ლაც, როცა სა­ქონ­ლის ჩა­მო­სა­ტა­ნად წა­ვი­და, უკან აღარ დაბ­რუნ­და. მის კვალს ვერ­სად მი­ვა­გე­ნი. ვა­ლებ­ში ჩაფ­ლულ­მა აღარ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა. მის ოჯახ­ში რომ მივ­დი­ო­დი, იქაც ტი­რი­ლით მხვდე­ბოდ­ნენ, არა­ფე­რი ვი­ცი­თო. ბან­კში აღე­ბუ­ლი სეს­ხის გამო ყვე­ლაფ­რის გა­ყიდ­ვა მო­მიხ­და, მაგ­რამ 2.000 დო­ლა­რი დამ­რჩა გა­და­სახ­დე­ლი და ამის გამო დღემ­დე "შავ სი­ა­ში" ვარ. ჩემს ყო­ფილ "პა­დელ­ნიკს" ბინა ჰქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი ბან­კში და ის ბი­ნაც გა­უ­ყი­დეს, მაგ­რამ იმ თან­ხით ვა­ლის ნა­წი­ლი და­ი­ფა­რა, ნა­წი­ლი კი დე­და­მისს დარ­ჩა - კა­ნო­ნი არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მთე­ლი თან­ხის ამო­ღე­ბას... იმ პე­რი­ოდ­ში, როცა გა­მი­ჭირ­და, პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლიც ავი­ღე. იმ ქალს ფულს ნელ-ნელა ვუხ­დი­დი და ბო­ლოს, როცა 3.000 დო­ლა­რამ­დე მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი და ვე­ღარ გა­და­ვი­ხა­დე, მი­ჩივ­ლა. ნო­ტა­რი­უს­თან გვქონ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი და წე­სით, ვა­ლის გა­დახ­დის დრო ამო­წუ­რუ­ლი არ იყო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეს ფაქ­ტი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და თაღ­ლი­თად ჩამ­თვა­ლა. 6 წელი მო­მი­სა­ჯეს, მაგ­რამ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით, მხო­ლოდ წე­ლი­წა­დი და 2 თვე მო­მიხ­და იქ ყოფ­ნა.

- სამი შვი­ლი გყავს, არა?

- ორი ვაჟი მყავს: უფ­რო­სი 12 წლის არის, უმ­ცრო­სი - 10-ის. ახლა ჩემს ძმის­შვილ­ზეც ვზრუ­ნავ. ის 5 თვის არის, სა­კუ­თარ შვი­ლად მი­ვიჩ­ნევ.

- შენს ძმას რა შე­ემ­თხვა?

- არ ვიცი, რა გი­თხრათ. სა­ქარ­თვე­ლო­დან ისე წა­ვი­და, შვი­ლის ბე­დით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა; მან მეც მო­მა­ტყუა და ოჯა­ხიც. ჰოდა, მის შე­სა­ხებ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ მინ­და. ერთი რამ ვიცი მხო­ლოდ, მის ოჯახ­საც ისე უნდა მივ­ხე­დო, რო­გორც სა­კუ­თარს! მის შვილს ჩე­მე­ბის­გან არ გან­ვას­ხვა­ვებ.

- შენი ოჯა­ხი ისევ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს... თუ მან­ქა­ნე­ბი გყავ­და, ოქ­როც გქონ­და და ფუ­ლიც, სა­კუ­თარ ჭერ­ზე რა­ტომ არ იზ­რუ­ნე?

- გინ­დათ თქვათ, რომ ვი­ტყუ­ე­ბი? მე­გო­ნა, რომ ბი­ნაც მქონ­და და იმი­ტომ!

- რას გუ­ლის­ხმობ?

- ანუ ის ბინა, რო­მე­ლიც "ზა­ლოგ­ში" იყო, წე­სით, ჩემი უნდა გამ­ხდა­რი­ყო მას მერე, რაც იპო­თე­კი­დან და­ვიხ­სნი­დით. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე და ჩემს ყო­ფილ მე­გო­ბარს ასე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბა გვქონ­და: გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ეს ბინა ჩემი უნდა გამ­ხდა­რი­ყო... სხვა­თა შო­რის, ახ­ლა­ხან მი­თხრეს: იმ ბიჭ­მა ჩი­ნეთ­ში ითა­მა­შა და 80 ათა­სი წა­ა­გოო.

- კა­ზი­ნო­ში თა­მა­ში უყ­ვარ­და?

- არ მყავ­და შემ­ჩნე­უ­ლი. მხო­ლოდ ერთხელ, როცა უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვით, კა­ზი­ნო­ში შე­ვი­და და ითა­მა­შა. მა­შინ ამის გა­კე­თე­ბა და­ვუ­შა­ლე. აზარ­ტუ­ლი იყო, მაგ­რამ მავ­ნე ჩვე­ვე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მას­ში ეჭვი ოდ­ნავ მა­ინც რომ შემ­პა­რო­და, აღარ ვენ­დო­ბო­დი... ახლა "ხა­ზე­ი­კაც" არ მიშ­ვებს სახ­ლში. მე­უბ­ნე­ბა, გინ­და თუ არა, ფული მო­მი­ტა­ნეო. მოკ­ლედ, აღარ ვიცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე. რა ვქნა, ვერ ვი­ყა­ჩა­ღებ, იმ­დენს კი ვერ ვშო­უ­ლობ, ბი­ნის ვა­ლიც დავ­ფა­რო და ოჯა­ხიც ვარ­ჩი­ნო. დი­ა­სახ­ლი­სი ბო­ლოს რომ ვნა­ხე, მი­თხრა: რამ­დე­ნი­მე დღეს გა­ვა­ჩე­რებ შენი ოჯა­ხის წევ­რებს, ისიც, ბავ­შვე­ბის გამო, მერე ან სხვა ბინა ეძე­ბეთ ან ვალი მთლი­ა­ნად და­ფა­რე­თო... ჩემი ძმის­შვი­ლის­თვის ფა­ფე­ბის შე­ძე­ნის პრობ­ლე­მაც გვაქვს. დე­და­საც ყო­ველ­დი­უ­რად ესა­ჭი­რო­ე­ბა 18 ლა­რის წა­მა­ლი. ქალი ტკი­ვი­ლე­ბის­გან მთე­ლი ღამე ტი­რის ხოლ­მე. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის სტა­ტუ­სი კი გვაქვს, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა და­მი­ჭი­რეს, 18 თვის ფული ერ­თდრო­უ­ლად გა­მო­ი­ტა­ნეს, რათა ად­ვო­კა­ტი და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნათ და დარ­ჩნენ შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე...

- იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ცი­ხე­ში იყა­ვი, მათ ვინ არ­ჩენ­და? რო­გორც მი­თხა­რი, ოჯა­ხის არც ერთი წევ­რი არ მუ­შა­ობს.

- ახ­ლობ­ლე­ბის და ჩემი ძმა­კა­ცე­ბის წყა­ლო­ბით გაჰ­ქონ­დათ თავი. მეც ისი­ნი მიგ­ზავ­ნიდ­ნენ სა­ჭი­რო ნივ­თებს. ახლა ვცდი­ლობ, სა­მუ­შაო ვი­შო­ვო. ხე­ლო­ბა ვიცი და დრო­ე­ბით სა­მუ­შა­ოს ხან ვშო­უ­ლობ, ხან - ვერა.

- ცი­ხე­ში ყოფ­ნამ თუ გას­წავ­ლა რამე?

- მხო­ლოდ ის, რომ ზოგ­ჯერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, უდა­ნა­შა­უ­ლოც კი სა­ცემ­რად გა­ი­მე­ტოს და ასე­თებს თავი უნდა აა­რი­დო. გლ­დან­ში "ვი­ჯე­ქი". სა­ქო­ნელს არ მო­ექ­ცე­ვი­ან ისე, რო­გორც ბად­რა­გი პა­ტიმ­რებს ექ­ცე­ო­და. შვიდ­ლარ-ნა­ხევ­რის გამო ისი­ნი ადა­მი­ანს სცემ­დნენ, მისი სის­ხლის დაღ­ვრას არ ერი­დე­ბოდ­ნენ.

- რა შვიდ­ლარ-ნა­ხე­ვარ­ზე ლა­პა­რა­კობ?

- ეს იყო მათ­თვის გა­მო­წე­რი­ლი პრე­მია ერთი ადა­მი­ა­ნის ცე­მის­თვის. მერ­წმუ­ნეთ, ეს და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი. ბე­დუ­კა­ძე­ზეც მინ­და ვთქვა: ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სხვე­ბის და­სა­ნა­ხად სიმ­კაც­რეს იჩენ­და, მაგ­რამ როცა მარ­ტო ვრჩე­ბო­დით, ყუ­რა­დღე­ბას გვაქ­ცევ­და, ვე­ცო­დე­ბო­დით და ჩუ­მად სი­გა­რეტ­საც გვა­წე­ვი­ნებ­და. შე­მიძ­ლია, ხა­ტის წი­ნა­შე და­ვი­ფი­ცო, რომ მას ჩვენ­ზე ხელი არ აუ­წე­ვია, სხვე­ბი კი არ გვინ­დობ­დნენ.

- პი­რა­დად შენ, რის გამო გცემ­დნენ?

- საკ­მა­რი­სი იყო, წა­მა­ლი მო­მე­თხო­ვა, რომ მა­შინ­ვე მის­წორ­დე­ბოდ­ნენ. ექი­მე­ბიც კი არ ინ­დობ­დნენ პა­ტიმ­რებს. ისი­ნი ოფიც­რებ­თან ამო­დი­ოდ­ნენ და მერე შე­უ­რა­ცხყო­ფას გვა­ყე­ნებ­დნენ; ასეთ დროს მათ­თვის შე­პა­სუ­ხე­ბას თუ გა­ბე­დავ­დი, სიკ­ვდი­ლის პი­რას მი­გიყ­ვან­დნენ. პი­რა­დად მე, ნერ­ვე­ბი არ მქონ­და წეს­რიგ­ში; ამ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ნევ­რო­ზი და­მე­მარ­თა და ვე­ნე­ბიც ბევ­რჯერ გა­და­ვი­ჭე­რი... სხვა­თა შო­რის, ჩვენ­თან "ნა­სედ­კე­ბი" ხში­რად შე­მოჰ­ყავ­დათ, მაგ­რამ მათი ამოც­ნო­ბა არ გვი­ჭირ­და. და კი­დევ, მინ­და გი­თხრათ, რომ ყვე­ლა პა­ტი­მა­რი კრი­მი­ნა­ლი არ არის! იცით, ჩემ­თან ერ­თად სას­ჯელს იხ­დი­და კაცი ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლის მო­პარ­ვის­თვის და 5 წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ჰქონ­და მის­ჯი­ლი... მაგ­რამ ნამ­დვილ კრი­მი­ნალს, კა­ცის მკვლელს საქ­ცი­ელს ვე­რას­დროს მო­ვუ­წო­ნებ. უფრო მე­ტიც, არ მომ­წონს, ბოლო დროს ქა­ლაქ­ში კრი­მი­ნა­ლურ­მა ფაქ­ტებ­მა რომ იმა­ტა და მთავ­რო­ბა სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს. ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ: არ მინ­და, ჩემი შვი­ლე­ბი მო­მა­ვალ­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი იყ­ვნენ, ცი­ხე­ში ყოფ­ნა გა­მო­ცა­დონ ან კრი­მი­ნა­ლე­ბის მსხვერ­პლად იქ­ცნენ. "სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს" ცუდი ის იყო, რომ მსუ­ბუ­ქი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ჭე­რილს ისე­ვე ექ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც ვთქვათ, კა­ცის მკვლელს. ყვე­ლა ერთ ტა­ფა­ში არ უნდა შე­ეწ­ვა, ეს იყო მათი და­ნა­შა­უ­ლი და ამის­თვის აგეს კი­დეც პა­სუ­ხი. ახლა პა­ტიმ­რებს აღა­რაფ­რის შიში არ აქვთ. ჰოდა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ბევ­რი მათ­გა­ნი და­ნა­შა­ულს ისევ ჩა­ი­დენს. პი­რა­დად მე არ მინ­და, მკვლე­ლი ან ყა­ჩა­ღი გავ­ხდე. მსურს, პა­ტი­ოს­ნად ვი­მუ­შაო, შვი­ლებს მივ­ხე­დო, თუ რა თქმა უნდა, მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცე­მენ.

- ჩვენ­თან რა­ტომ მოხ­ვე­დი?

- არა­ვის იმე­დი აღარ მაქვს, გარ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მინ­და, მის ყუ­რამ­დე მი­ვი­დეს ჩემი გა­სა­ჭი­რი. ვფიქ­რობ, ღვთის­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და და­მეხ­მა­რე­ბა. იქ­ნებ მო­ა­ხერ­ხონ, რომ ერთი ოთა­ხი, დრო­ე­ბი­თი თავ­შე­სა­ფა­რი მა­ინც გა­მო­ი­ძებ­ნოს ჩემი ოჯა­ხის­თვის, რათა ქი­რის გა­დახ­და არ მო­მიხ­დეს, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა შევ­ძლო. წუ­წუნს არ და­ვი­წყებ და სხვას არა­ფერს ვი­თხოვ. შე­ვეც­დე­ბი, დე­დას­თვის წამ­ლე­ბის ფული რო­გორ­მე ვი­შო­ვო და ტკი­ვი­ლი შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო. "ხა­ზე­ი­კა­საც" ნელ-ნელა გა­ვუს­ტუმ­რებ ვალს, რო­მე­ლიც 1.600 ლარს შე­ად­გენს. მჯე­რა, უფა­ლი ისე არ გამ­წი­რავს, რომ სა­მუ­შაო ვერ ვი­შო­ვო.

P.S. თუ ბე­სიკ ბუ­ჯი­აშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ თან­ხა გა­და­რი­ცხოთ "თი­ბი­სი ბან­კში" ბე­სიკ ბუ­ჯი­აშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გახ­სნილ ან­გა­რიშ­ზე: GE75TB7005681365100006, ან მოგ­ვწე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის­თვის წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას!

ასე­ვე, "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უ­ტყდეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვწე­რეთ.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

მეგობრისგან ნაღალატევი კაცის გასაჭირი

მეგობრისგან ნაღალატევი კაცის გასაჭირი

"ყოფილი პატიმარი გახლავართ. მყავს ცოლი და 3 შვილი. დედაჩემი ლოგინად არის ჩავარდნილი. რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაუკეთდა, უკვე სახლში გაწერეს, მაგრამ მის წამლებით უზრუნველყოფას ვერ ვახერხებ. დღისით ცდილობს, ტკივილი დაგვიმალოს, მაგრამ ღამით, როცა ჰგონია, რომ სხვებს სძინავთ, კვნესას იწყებს. ჩვენს გასაჭირს ისიც ემატება, რომ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. "ხაზეიკის" ვალი დაგვიგროვდა და ახლა მემუქრება: ან ფულს გადაიხდი, ან სახლიდან უნდა წახვიდეთო. შვილების სანახავად ბინაში ღამით, ჩუმად ვიპარები ხოლმე. დედა რომ გარდაიცვალოს, ისიც არ ვიცი, სად უნდა დავასვენო. ვიცი, დღეს თავის გატანა ყველას უჭირს, მაგრამ გთხოვთ, უყურადღებოდ ნუ დაგვტოვებთ. მინდა, ჩემი გასაჭირი ბატონი ბიძინას ყურამდე მივიდეს (მოქალაქეებს დახმარებას ვერ ვთხოვ, მერიდება). ვიცი, ის გულისხმიერი ადამიანია და ჩემს დახმარებას შეძლებს. პატივისცემით, 32 წლის ბესიკ ბუჯიაშვილი".

- წარმოშობით კახეთიდან ვარ. მამაჩემი წლების წინ გარდაიცვალა და მას მერე დედასთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ (საკუთარი სახლი არასდროს გვქონია). უკვე 10 წელია, დედა ლოგინად არის ჩავარდნილი. ის ინსულინდამოკიდებული და პირველი ჯგუფის ინვალიდი გახლავთ.

- რამდენი წლის იყავი, როცა მამა გარდაგეცვალა?

- 12-ის და მას მერე ვმუშაობ. ფაქტობრივად, მე და ჩემი ძმა ვარჩენდით ოჯახს. ძმა ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია.

- 12 წლისა სად მუშაობდი?

- ფიზიკურ სამუშაობს ვასრულდებდი. მერე, როცა 15 წლის გავხდი, ყვარელში ხალხს ვაგროვებდი და ვასაქმებდი.

- ეგ როგორ?

- ყვარელში გამგებლის თანამდებობაზე ძალიან კარგი ადამიანი იყო. ის კანონის ფარგლებში მხარში მედგა და დახმარებას მიწევდა. მისი ფულით ვყიდულობდი ძველ შენობებს, მერე 8-10 კაცს ვასაქმებდი და სახლებს ვშლიდით, სამშენებლო მასალებს კი ვაბარებდით.

- 15-16 წლის ასაკში ფულის შოვნის ასეთი იდეა როგორ გაგიჩნდა?

- როცა გიჭირს, გონებას უფრო კარგად ამუშავებ და ფიქრობ იმაზე, თავი როგორ გაიტანო... მაშინ მე უფრო მეტს ვმუშაობდი, ჩემი ძმა კი ხანდახან მეხმარებოდა. მას დალევა უყვარს, მე კი სმას გადაყოლილი ადამიანები არ მომწონს და საქმეს იშვიათად ვაძლევდი... რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა დასაშლელიც აღარაფერი იყო, ლილოში დავიწყე სიარული. 40-60 ლარი მიმქონდა, რაღაცებს ვყიდულობდი და მერე სხვაგან ვყიდდი. ადრეულ ასაკში დავქორწინდი და ბავშვები რომ მეყოლა, გადავწყვიტე, ფული ამ გზით მეშოვა.

- რამდენი წლის იყავი, როცა დაოჯახდი?

- 17-ის... ყვარელში ყოფნისას ერთმა კაცმა შემომთავაზა: წამოდი, ერთად ვიმუშაოთ, ძველი გუდრონი მოვაგროვოთ და თბილისში ჩავაბაროთო. 4-5 დღეში 600 დოლარს "ვაკეთებდით". ყვარელში გუდრონის მარაგი რომ ამოიწურა, ახლობელმა მითხრა, - წნორში 500-ტონიანი რეზერვუარია, თანაც - დაკონსერვებულიო. სასწრაფოდ წავედი წნორში, დაველაპარაკე ქარხნის უფროსს და გარკვეული თან­ხის საფასურად მომცა უფლება, გუდრონი საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით გამომეყენებინა. ჰოდა, იქ ყოფნისას გავიცანი მომავალი მეუღლე. ერთმანეთი მოგვეწონა და სულ რაღაც ერთ კვირაში დაქორწინება გადავწყვიტეთ. მანამდე სასიმამროსთან მივედი და დაველაპარაკე. ვუთხარი, თქვენი გოგო მომწონს და მისი ხელის სათხოვნელად მოვედი-მეთქი. რა ვქნა, არ მიყვარს ფარული ურთიერთობები, თინეიჯერივით ვერ მოვიქცეოდი.

- არადა, იმ პერიოდში სწორედაც რომ თინეიჯერი იყავი...

- ისეთი ცხოვრება გამოვიარე, რომ ბავშვობა რა იყო, არც მიგრძნია. ქარაფშუტობა ჩემგან შორს არის... პატარა ბიჭს საქმე ისე მქონდა აწყობილი, რომ მანქანაც მყავდა, კილო-ნახევარი ოქროც მქონდა და კარგადაც ვცხოვრობდი, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი დავკარგე და ბოლოს, ციხეშიც ამოვყავი თავი.

- წვრილი ბიზნესით ქონების დაგროვება როგორ მოახერხე?

- ეს თავიდან იყო წვრილი ბიზნესი... ცუდ გზას რომ არ ვადექი, ეტყობა, ამიტომაც გამიმართლა და ღმერთის წყალობით, ბიზნესიც გავაფართოე. დაახლოებით 40-50 ათასი დოლარის საქონელი ჩამომქონდა ჩინეთიდან და აქ ვყიდდი. იმ პერიოდში ბანკიდან გამოვიტანე სესხი, 60 ათასი დოლარის ოდენობით...

- ჩინეთში წასვლა და იქიდან საქონლის ჩამოტანა შენი იდეა იყო?

- რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა გუდრონის ბიზნესი "ჩაკვდა" და წვრილ ვაჭრობას მივყავი ხელი, მეგობარმა მითხრა, - თუ შეძლებ და ფულს იშოვი, 3.000 დოლარს მაინც, ვაჭრობით შეიძლება, დიდი მოგება ვნახოთო. ფული ვისესხე და დავიწყეთ საქმიანობა. ძა­­­ლიან გაგვიმართლა და უფრო მეტი ვალი ავიღეთ ბიზნესის გასაფართოებლად, მაგრამ ერთ დღესაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა, აღებული სესხი ვერ დავფარე და ყველაფერი დავკარგე. არადა, იმ პერიოდში, როცა კარგად ვიყავი, ნინოწმინდის (ყოფილი ბოგდანოვკა) ბავშვთა სახლს ყოველთვიურად, 1.000 ლარით მაინც ვეხმარებოდი.

- ვალი რატომ დაგედო?

- მეგობარმა გადამაგდო, მისი წყა­ლობით აღმოვჩნდი ცუდ დღეში. ბიზნესი რომ გავაფართოეთ, ჩინეთში ორივე ვერ მივდიოდით, მაღაზიას უპატრონოდ ვერ მივატოვებდით და ხან მე მიწევდა წასვლა, ხან - მას. ერთხელაც, როცა საქონლის ჩამოსატანად წავიდა, უკან აღარ დაბრუნდა. მის კვალს ვერსად მივაგენი. ვალებში ჩაფლულმა აღარ ვიცოდი, რა მექნა. მის ოჯახში რომ მივდიოდი, იქაც ტირილით მხვდებოდნენ, არაფერი ვიცითო. ბანკში აღებული სესხის გამო ყველაფრის გაყიდვა მომიხდა, მაგრამ 2.000 დოლარი დამრჩა გადასახდელი და ამის გამო დღემდე "შავ სიაში" ვარ. ჩემს ყოფილ "პადელნიკს" ბინა ჰქონდა ჩადებული ბანკში და ის ბინაც გაუყიდეს, მაგრამ იმ თანხით ვალის ნაწილი დაიფარა, ნაწილი კი დედამისს დარჩა - კანონი არ ითვალისწინებდა მთელი თანხის ამოღებას... იმ პერიოდში, როცა გამიჭირდა, პროცენტიანი ვალიც ავიღე. იმ ქალს ფულს ნელ-ნელა ვუხდიდი და ბოლოს, როცა 3.000 დოლარამდე მქონდა დარჩენილი და ვეღარ გადავიხადე, მიჩივლა. ნოტარიუსთან გვქონდა ხელშეკრულება გაფორმებული და წესით, ვალის გადახდის დრო ამოწურული არ იყო, მაგრამ რატომღაც, პროკურატურამ ეს ფაქტი არ გაითვალისწინა და თაღლითად ჩამთვალა. 6 წელი მომისაჯეს, მაგრამ ბატონი ბიძინა ივანიშვილის წყალობით, მხოლოდ წელიწადი და 2 თვე მომიხდა იქ ყოფნა.

- სამი შვილი გყავს, არა?

- ორი ვაჟი მყავს: უფროსი 12 წლის არის, უმცროსი - 10-ის. ახლა ჩემს ძმისშვილზეც ვზრუნავ. ის 5 თვის არის, საკუთარ შვილად მივიჩნევ.

- შენს ძმას რა შეემთხვა?

- არ ვიცი, რა გითხრათ. საქართველოდან ისე წავიდა, შვილის ბედით არ დაინტერესებულა; მან მეც მომატყუა და ოჯახიც. ჰოდა, მის შესახებ, სიმართლე გითხრათ, არაფრის გაგონება არ მინდა. ერთი რამ ვიცი მხოლოდ, მის ოჯახსაც ისე უნდა მივხედო, როგორც საკუთარს! მის შვილს ჩემებისგან არ განვასხვავებ.

- შენი ოჯახი ისევ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს... თუ მანქანები გყავდა, ოქროც გქონდა და ფულიც, საკუთარ ჭერზე რატომ არ იზრუნე?

- გინდათ თქვათ, რომ ვიტყუები? მეგონა, რომ ბინაც მქონდა და იმიტომ!

- რას გულისხმობ?

- ანუ ის ბინა, რომელიც "ზალოგში" იყო, წესით, ჩემი უნდა გამხდარიყო მას მერე, რაც იპოთეკიდან დავიხსნიდით. ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემს ყოფილ მეგობარს ასეთი მოლაპარაკება გვქონდა: გარკვეული თანხის სანაცვლოდ ეს ბინა ჩემი უნდა გამხდარიყო... სხვათა შორის, ახლახან მითხრეს: იმ ბიჭმა ჩინეთში ითამაშა და 80 ათასი წააგოო.

- კაზინოში თამაში უყვარდა?

- არ მყავდა შემჩნეული. მხოლოდ ერთხელ, როცა უკრაინაში ვიყავით, კაზინოში შევიდა და ითამაშა. მაშინ ამის გაკეთება დავუშალე. აზარტული იყო, მაგრამ მავნე ჩვევებით არ გამოირჩეოდა. მასში ეჭვი ოდნავ მაინც რომ შემპაროდა, აღარ ვენდობოდი... ახლა "ხაზეიკაც" არ მიშვებს სახლში. მეუბნება, გინდა თუ არა, ფული მომიტანეო. მოკლედ, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. რა ვქნა, ვერ ვიყაჩაღებ, იმდენს კი ვერ ვშოულობ, ბინის ვალიც დავფარო და ოჯახიც ვარჩინო. დიასახლისი ბოლოს რომ ვნახე, მითხრა: რამდენიმე დღეს გავაჩერებ შენი ოჯახის წევრებს, ისიც, ბავშვების გამო, მერე ან სხვა ბინა ეძებეთ ან ვალი მთლიანად დაფარეთო... ჩემი ძმისშვილისთვის ფაფების შეძენის პრობლემაც გვაქვს. დედასაც ყოველდიურად ესაჭიროება 18 ლარის წამალი. ქალი ტკივილებისგან მთელი ღამე ტირის ხოლმე. სოციალურად დაუცველების სტატუსი კი გვაქვს, მაგრამ იმ პერიოდში, როცა დამიჭირეს, 18 თვის ფული ერთდროულად გამოიტანეს, რათა ადვოკატი დაექირავებინათ და დარჩნენ შემოსავლის გარეშე...

- იმ პერიოდში, როცა ციხეში იყავი, მათ ვინ არჩენდა? როგორც მითხარი, ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს.

- ახლობლების და ჩემი ძმაკაცების წყალობით გაჰქონდათ თავი. მეც ისინი მიგზავნიდნენ საჭირო ნივთებს. ახლა ვცდილობ, სამუშაო ვიშოვო. ხელობა ვიცი და დროებით სამუშაოს ხან ვშოულობ, ხან - ვერა.

- ციხეში ყოფნამ თუ გასწავლა რამე?

- მხოლოდ ის, რომ ზოგჯერ ადამიანს შეუძლია, უდანაშაულოც კი საცემრად გაიმეტოს და ასეთებს თავი უნდა აარიდო. გლდანში "ვიჯექი". საქონელს არ მოექცევიან ისე, როგორც ბადრაგი პატიმრებს ექცეოდა. შვიდლარ-ნახევრის გამო ისინი ადამიანს სცემდნენ, მისი სისხლის დაღვრას არ ერიდებოდნენ.

- რა შვიდლარ-ნახევარზე ლაპარაკობ?

- ეს იყო მათთვის გამოწერილი პრემია ერთი ადამიანის ცემისთვის. მერწმუნეთ, ეს დანამდვილებით ვიცი. ბედუკაძეზეც მინდა ვთქვა: ეს იყო ადამიანი, რომელიც სხვების დასანახად სიმკაცრეს იჩენდა, მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდით, ყურადღებას გვაქცევდა, ვეცოდებოდით და ჩუმად სიგარეტსაც გვაწევინებდა. შემიძლია, ხატის წინაშე დავიფიცო, რომ მას ჩვენზე ხელი არ აუწევია, სხვები კი არ გვინდობდნენ.

- პირადად შენ, რის გამო გცემდნენ?

- საკმარისი იყო, წამალი მომეთხოვა, რომ მაშინვე მისწორდებოდნენ. ექიმებიც კი არ ინდობდნენ პატიმრებს. ისინი ოფიცრებთან ამოდიოდნენ და მერე შეურაცხყოფას გვაყენებდნენ; ასეთ დროს მათთვის შეპასუხებას თუ გაბედავდი, სიკვდილის პირას მიგიყვანდნენ. პირადად მე, ნერვები არ მქონდა წესრიგში; ამდენი ნერვიულობისგან ნევროზი დამემართა და ვენებიც ბევრჯერ გადავიჭერი... სხვათა შორის, ჩვენთან "ნასედკები" ხშირად შემოჰყავდათ, მაგრამ მათი ამოცნობა არ გვიჭირდა. და კიდევ, მინდა გითხრათ, რომ ყველა პატიმარი კრიმინალი არ არის! იცით, ჩემთან ერთად სასჯელს იხდიდა კაცი ერთი ტომარა ფქვილის მოპარვისთვის და 5 წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი... მაგრამ ნამდვილ კრიმინალს, კაცის მკვლელს საქციელს ვერასდროს მოვუწონებ. უფრო მეტიც, არ მომწონს, ბოლო დროს ქალაქში კრიმინალურმა ფაქტებმა რომ იმატა და მთავრობა სათანადო რეაგირებას არ ახდენს. ყოფილი პატიმარი ხმამაღლა ვამბობ: არ მინდა, ჩემი შვილები მომავალში დამნაშავეები იყვნენ, ციხეში ყოფნა გამოცადონ ან კრიმინალების მსხვერპლად იქცნენ. "სააკაშვილის დროს" ცუდი ის იყო, რომ მსუბუქი დანაშაულისთვის დაჭერილს ისევე ექცეოდნენ, როგორც ვთქვათ, კაცის მკვლელს. ყველა ერთ ტაფაში არ უნდა შეეწვა, ეს იყო მათი დანაშაული და ამისთვის აგეს კიდეც პასუხი. ახლა პატიმრებს აღარაფრის შიში არ აქვთ. ჰოდა, სავარაუდოდ, გათავისუფლების შემდეგ ბევრი მათგანი დანაშაულს ისევ ჩაიდენს. პირადად მე არ მინდა, მკვლელი ან ყაჩაღი გავხდე. მსურს, პატიოსნად ვიმუშაო, შვილებს მივხედო, თუ რა თქმა უნდა, მუშაობის საშუალებას მომცემენ.

- ჩვენთან რატომ მოხვედი?

- არავის იმედი აღარ მაქვს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და მინდა, მის ყურამდე მივიდეს ჩემი გასაჭირი. ვფიქრობ, ღვთისნიერი ადამიანია და დამეხმარება. იქნებ მოახერხონ, რომ ერთი ოთახი, დროებითი თავშესაფარი მაინც გამოიძებნოს ჩემი ოჯახისთვის, რათა ქირის გადახდა არ მომიხდეს, ფეხზე წამოდგომა შევძლო. წუწუნს არ დავიწყებ და სხვას არაფერს ვითხოვ. შევეცდები, დედასთვის წამლების ფული როგორმე ვიშოვო და ტკივილი შევუმსუბუქო. "ხაზეიკასაც" ნელ-ნელა გავუსტუმრებ ვალს, რომელიც 1.600 ლარს შეადგენს. მჯერა, უფალი ისე არ გამწირავს, რომ სამუშაო ვერ ვიშოვო.

P.S. თუ ბესიკ ბუჯიაშვილის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ "თიბისი ბანკში" ბესიკ ბუჯიაშვილის სახელზე გახსნილ ანგარიშზე: GE75TB7005681365100006, ან მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com გულისხმიერებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას!

ასევე, "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია