პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალმახელიძეს შიშველი მამაკაცის ნახვა ასე თუ უნდოდა, მოსულიყო და ისე ვაჩვენებდი-მეთქი - რას იხსნებს ცოტნე გამსახურდია
კალმახელიძეს შიშველი მამაკაცის ნახვა ასე თუ უნდოდა, მოსულიყო და ისე ვაჩვენებდი-მეთქი - რას იხსნებს ცოტნე გამსახურდია

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ცოტ­ნე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს, რო­მე­ლიც მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა.

"ამას უს­მი­ნეთ ერთი... ამ პრო­კუ­რა­ტუ­რას რა ვუ­თხა­რი, რომ ეს გა­რე­წა­რი დე­და­კა­ცი ხმას იღებს! ერთ ის­ტო­რი­ა­საც მო­გიყ­ვე­ბით.

რო­დე­საც ფაქ­ტობ­რი­ვად წე­რი­ლე­ბის გა­ტა­ნი­სათ­ვის (რო­მელ­თა­გან ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი და სა­ჯა­რო იყო) ხუთი წელი და­მი­მა­ტეს ამ არამ­ზა­დებ­მა, გახ­სოვთ ალ­ბათ კად­რე­ბი, როცა ტრუ­სის ამა­რა პა­პა­ნა­ქე­ბა ზა­ფხულ­ში სა­მარ­ტო­ვო საკ­ნის რკი­ნის კარს იქი­დან ვდგა­ვარ და პრო­ვო­კა­ტორ კონ­ტრო­ლი­ორს ჩუ­მად ვე­სა­უბ­რე­ბი იქა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. ეს კად­რე­ბი ნა­ც­ფარ­ჩა­კებ­მა თა­ვის ჭკუ­ით დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სათ­ვის გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს. ჰო­ო­და, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ზე მო­სა­მარ­თლეს ვე­უბ­ნე­ბი: კი მაგ­რამ, ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს ან თქვენ შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ნახ­ვა ასე თუ გინ­დო­დათ, მო­სუ­ლი­ყა­ვით და ყვე­ლა­ფერს ისე გაჩ­ვე­ნებ­დით, ე ამ­დე­ნი და­ვი­და­რა­ბა რაღა სა­ჭი­რო იყო-თქო :))))))

რა თქმა უნდა კა­ხუ­რი აქ­ცენ­ტით :))))", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თია, ვინც ყო­ველ­გვა­რი ში­შის გა­რე­შე ებ­რძვის რუ­სეთს. მისი თქმით, გულ­სატ­კე­ნია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ "არა­პატ­რი­ო­ტუ­ლი ზრახ­ვე­ბით" არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ვა.

"სა­ა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე. ის არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იმა­ში, რომ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად, პირ­და­პირ და შე­უ­პოვ­რად იცავს ჩვენს ინ­ტე­რე­სებს. ის არის სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის პირ­ვე­ლი მედ­რო­შე. ის არის ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც არა მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე, არა­მედ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობს - ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თვი­საც არა მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბა, არა­მედ შეც­დო­მე­ბიც მო­ნა­პო­ვა­რია. პო­ლი­ტი­კოსს, რო­მელ­საც თა­ვი­სი სამ­შობ­ლო ყვე­ლა­ფერ­ზე უფრო მე­ტად უყ­ვარს - ჩვე­უ­ლებ­რივს, დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნამ­დვი­ლად ვერ უწო­დებ. სა­სა­ცი­ლოა სა­ა­კაშ­ვილ­ზე იმის თქმა, რომ ის "მში­შა­რაა", მა­შინ, რო­დე­საც ერ­თა­დერ­თია, ვინც ყო­ველ­გვა­რი ში­შის გა­რე­შე, ებ­რძვის რუ­სეთს", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 27 მარტს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სტა­ტუ­სი­თაა და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი.

კალმახელიძეს შიშველი მამაკაცის ნახვა ასე თუ უნდოდა, მოსულიყო და ისე ვაჩვენებდი-მეთქი - რას იხსნებს ცოტნე გამსახურდია

კალმახელიძეს შიშველი მამაკაცის ნახვა ასე თუ უნდოდა, მოსულიყო და ისე ვაჩვენებდი-მეთქი - რას იხსნებს ცოტნე გამსახურდია

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის განცხადებას პასუხობს, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა.

"ამას უსმინეთ ერთი... ამ პროკურატურას რა ვუთხარი, რომ ეს გარეწარი დედაკაცი ხმას იღებს! ერთ ისტორიასაც მოგიყვებით.

როდესაც ფაქტობრივად წერილების გატანისათვის (რომელთაგან ყველა ოფიციალური და საჯარო იყო) ხუთი წელი დამიმატეს ამ არამზადებმა, გახსოვთ ალბათ კადრები, როცა ტრუსის ამარა პაპანაქება ზაფხულში სამარტოვო საკნის რკინის კარს იქიდან ვდგავარ და პროვოკატორ კონტროლიორს ჩუმად ვესაუბრები იქაურ სიტუაციაზე. ეს კადრები ნაცფარჩაკებმა თავის ჭკუით დისკრედიტაციისათვის გაასაჯაროვეს. ჰოოდა, სააპელაციო სასამართლოზე მოსამართლეს ვეუბნები: კი მაგრამ, ხათუნა კალმახელიძეს ან თქვენ შიშველი მამაკაცის ნახვა ასე თუ გინდოდათ, მოსულიყავით და ყველაფერს ისე გაჩვენებდით, ე ამდენი დავიდარაბა რაღა საჭირო იყო-თქო :))))))

რა თქმა უნდა კახური აქცენტით :))))", - წერს გამსახურდია.

ხათუნა კალმახელიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთადერთია, ვინც ყოველგვარი შიშის გარეშე ებრძვის რუსეთს. მისი თქმით, გულსატკენია, როდესაც საქართველოს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ „არაპატრიოტული ზრახვებით" არასახელმწიფოებრივი ნაბიჯები იდგმევა.

"საააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ის არის არაჩვეულებრივი იმაში, რომ ყველაზე აქტიურად, პირდაპირ და შეუპოვრად იცავს ჩვენს ინტერესებს. ის არის საქართველოს ინტერესების პირველი მედროშე. ის არის ნამდვილი პოლიტიკოსი, რომელიც არა მომავალ არჩევნებზე, არამედ ქვეყნის მომავალზე ფიქრობს - ადამიანი, რომლისთვისაც არა მხოლოდ წარმატება, არამედ შეცდომებიც მონაპოვარია. პოლიტიკოსს, რომელსაც თავისი სამშობლო ყველაფერზე უფრო მეტად უყვარს - ჩვეულებრივს, დღეს, საქართველოში, ნამდვილად ვერ უწოდებ. სასაცილოა სააკაშვილზე იმის თქმა, რომ ის "მშიშარაა", მაშინ, როდესაც ერთადერთია, ვინც ყოველგვარი შიშის გარეშე, ებრძვის რუსეთს", - განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 27 მარტს მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსითაა დაკითხვაზე დაბარებული.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს