სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკო კვიტაიშვილი შეყვარებულია
მაკო კვიტაიშვილი შეყვარებულია

მომ­ღე­რა­ლი მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი პრო­ექ­ტის - "ორი ვარ­სკვლა­ვი" მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის ასა­კით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რაა. რო­გორც ამ­ბობს, რო­დე­საც პრო­ექ­ტი­დან და­უ­რე­კეს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, დიდ­ხანს არ უფიქ­რია, ამ წი­ნა­და­დე­ბას მა­შინ­ვე და­თან­ხმდა, რად­გან რის­კი და სი­ახ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს.

- 20 წლის გახ­ლა­ვართ და კონ­კუ­რენ­ტებს ხში­რად ვე­ხუმ­რე­ბი: ვი­ნა­ი­დან თქვენ­ზე პა­ტა­რა ვარ, ყვე­ლა­ნი უნდა მო­მე­ფე­როთ-მეთ­ქი (იცი­ნის).

- დე­და­შენ­მა (ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკა მიშ­ვე­ლა­ძე) რა გი­თხრა, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აპი­რებ­დი?

- მი­თხრა, ამ წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდიო. დე­დას მოს­წონს ასე­თი ტი­პის კონ­კურ­სე­ბი.

- შენს მე­წყვი­ლეს - მო­რაგ­ბეს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რს, გივი ბე­რიშ­ვილს მა­ნამ­დე თუ იც­ნობ­დი?

- გივი პრო­ექ­ტში გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან კარ­გი პარტნი­ო­რი მყავს, რა­ღა­ცებ­ში ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ კი­დეც.

- პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ბევ­რი გაკ­რი­ტი­კებ­დათ. ამან შენ­ზე რო­გორ იმოქ­მე­და?

- წა­ვი­კი­თხე ის კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თუ პრე­სით გავ­რცელ­და. მე ასეთ რა­ღა­ცებს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ, ამას მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. მერ­წმუ­ნე, ყვე­ლას მო­სა­წონს ვე­რას­დროს ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ. პრო­ექ­ტი ზოგს მო­ე­წო­ნე­ბა, ზოგს - არა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მე­წყვი­ლეს, მან ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა და ეს გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის. ბო­ლოს და ბო­ლოს, პირ­ვე­ლად მო­უხ­და სიმ­ღე­რის ცო­ცხლად, თა­ნაც პირ­და­პირ ეთერ­ში შეს­რუ­ლე­ბა. გი­ვის ბევ­რად მეტი შე­უძ­ლია, ვიდ­რე ეს პირ­ველ კონ­ცერ­ტზე გა­ა­კე­თა და მა­ყუ­რე­ბე­ლი ამა­ში მალე დარ­წმუნ­დე­ბა.

- გარ­დე­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბას ყო­ვე­ლი ახა­ლი სე­ზო­ნის დად­გო­მამ­დე ახერ­ხებ?

- როცა მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­ი­მე ვი­ყი­დო და გარ­დე­რო­ბი გან­ვა­ახ­ლო, უკან არას­დროს ვი­ხევ. მომ­წონს მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი და რა­ღა­ცე­ბის შე­ძე­ნა. ისე, არ მე­გუ­ლე­ბა ქალი, რო­მელ­საც შო­პინ­გი არ უყ­ვარს. ეს მეც არა­სო­დეს მღლის.

- რო­გო­რია შენი ჩაც­მის სტი­ლი?

- არ ვიცი, ამას არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ. ალ­ბათ რო­გორ ხა­სი­ათ­ზეც ვარ, იმის მი­ხედ­ვით ვიც­ვამ. მხო­ლოდ ერთი რა­მის თქმა შე­მიძ­ლია, კლა­სი­კუ­რად არა­სო­დეს გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. ასეთ სა­მოსს მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თუ ჩა­ვიც­ვამ.

- სა­მოსს, ძი­რი­თა­დად, ყი­დუ­ლობ თუ იკე­რავ?

- ახლა მა­ღა­ზი­ებ­ში სა­მო­სის ისე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია, რომ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან, მკე­რა­ვებ­თან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მივ­დი­ვარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს შავი და ნაც­რის­ფე­რი სა­მო­სი, მაგ­რამ ჩემს გარ­დე­რობ­ში სხვა ფე­რის ტან­საც­მელ­საც ნა­ხავთ.

- შო­პინგზე ვის­თან ერ­თად და­დი­ხარ?

- მე­გობ­რებ­თან, დას­თან, დე­დას­თან ერ­თად შო­პინ­გი ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა. მათ რჩე­ვა­საც ვთხოვ ხოლ­მე; ვე­კი­თხე­ბი, - ეს მიხ­დე­ბა თუ არა-მეთ­ქი? ისე, შო­პინგზე მარ­ტო სი­ა­რუ­ლიც მიყ­ვარს.

- მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას თუ "დაბ­ლებს"?

- პირ­ვე­ლად მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი რომ ჩა­ვიც­ვი, 17 წლის ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, ძა­ლი­ან მომ­წონ­და, თან - მე­რი­დე­ბო­და, რომ მეც­ვა... ყო­ველ­დღი­უ­რად "მაღ­ლე­ბით" სი­ა­რუ­ლი ჩემ­თვის არა­კომ­ფორ­ტუ­ლია. ასეთ ფეხ­საც­მელს მხო­ლოდ მა­შინ ვიც­ვამ, როცა წვე­უ­ლე­ბა­ზე ან რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მივ­დი­ვარ.

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი თუ გიყ­ვარს?

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი სა­მოს­ზე მე­ტად მიყ­ვარს, ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რი მაქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით, ოქ­როს­ფე­რი სამ­კა­უ­ლი მომ­წონს. მიყ­ვარს სათ­ვა­ლე­ე­ბი და ამ აქ­სე­სუ­ა­რის შე­სა­ძე­ნად ფული არას­დროს მე­ნა­ნე­ბა.

- რა­ი­მეს შე­ძე­ნი­სას უპი­რა­ტე­სო­ბას ხა­რისხს ანი­ჭებ თუ ფასს?

- ფასი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, მო­მე­წო­ნოს და მო­მიხ­დეს. შე­იძ­ლე­ბა, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სა­მო­სი ისე ჩა­ვიც­ვა და მო­ვიხ­დი­ნო, რომ მის ღი­რე­ბუ­ლე­ბას ვე­რა­ვინ მიხ­ვდეს.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღე იკე­თებ?

- მა­კი­ა­ჟი პირ­ვე­ლად 16 წლი­სამ გა­ვი­კე­თე, ამ პე­რი­ოდ­ში და­ვი­წყე გაპ­რან­ჭვა. თუ "ზა­გა­რი" მაქვს, მხო­ლოდ ტუ­ში­თა და პო­მა­დით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი, მაგ­რამ ნამ­ზე­უ­რი თუ არ მაქვს, მა­შინ მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე მა­ღა­ზი­ა­შიც არ ჩავ­დი­ვარ.

- თმას იღე­ბავ? ვარ­ცხნი­ლო­ბას ხში­რად იც­ვლი?

- მუქი ყა­ვის­ფე­რი თმა მაქვს, რო­მე­ლიც შავ­ში გა­და­დის. პირ­ვე­ლად თმა შარ­შან შე­ვი­ღე­ბე. რაც შე­ე­ხე­ბა ვარ­ცხნი­ლო­ბას, - ადრე ხში­რად ვიც­ვლი­დი, ამ მხრივ ექ­სპე­რი­მენტს არ ვე­რი­დე­ბო­დი, მაგ­რამ 2 წე­ლია, თმას ვიზ­რდი. თუმ­ცა, ამ ხნის მან­ძილ­ზე ბევ­რჯერ მო­მინ­და, ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

- სახ­ლი­დან გას­ვლის წინ სარ­კეს­თან ბევრ დროს ატა­რებ?

- სარ­კე ჩემი სუს­ტი წერ­ტი­ლია. სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე მას­ში რამ­დენ­ჯერ­მე უნდა ჩა­ვი­ხე­დო. სა­მოსს ბევ­რჯერ ვიც­ვლი, ასე­ვე - ბევრ დროს ვუთ­მობ მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბას, ბო­ლოს კი აქ­სე­სუ­ა­რებს ვარ­ჩევ დიდი მონ­დო­მე­ბით.

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- არ მიყ­ვარს ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი. მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მაკო უფრო მე­ტად პრან­ჭია ხომ არ გახ­და?

- სხვა­თა შო­რის - არა. ისე­თი ვარ, რო­გო­რიც აქამ­დე ვი­ყა­ვი და გა­მუდ­მე­ბით იმას ვცდი­ლობ, რომ სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა ზედ­მე­ტი რა­ღა­ცე­ბით არ გა­დავ­ტვირ­თო.

- შეყ­ვა­რე­ბულს მო­ე­წო­ნა შენი გა­მოს­ვლა "ორი ვარ­სკვლა­ვის" სცე­ნა­ზე?

- ის დარ­ბაზ­ში იჯდა და მთე­ლი გუ­ლით მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ჩემი გა­მოს­ვლა მო­ე­წო­ნა თუ არა, მას­თან ამ თე­მა­ზე არ მი­ლა­პა­რა­კია. ისე, მისი რე­აქ­ცი­ით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მგო­ნი, მო­ე­წო­ნა (იღი­მის).

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

მაკო კვიტაიშვილი შეყვარებულია

მაკო კვიტაიშვილი შეყვარებულია

მომღერალი მაკო კვიტაიშვილი პროექტის - "ორი ვარსკვლავი" მონაწილეთა შორის ასაკით ყველაზე პატარაა. როგორც ამბობს, როდესაც პროექტიდან დაურეკეს და მონაწილეობა შესთავაზეს, დიდხანს არ უფიქრია, ამ წინადადებას მაშინვე დათანხმდა, რადგან რისკი და სიახლეები ძალიან უყვარს.

- 20 წლის გახლავართ და კონკურენტებს ხშირად ვეხუმრები: ვინაიდან თქვენზე პატარა ვარ, ყველანი უნდა მომეფეროთ-მეთქი (იცინის).

- დედაშენმა (ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე) რა გითხრა, როდესაც გაიგო, რომ პროექტში მონაწილეობას აპირებდი?

- მითხრა, ამ წინადადებას დათანხმდიო. დედას მოსწონს ასეთი ტიპის კონკურსები.

- შენს მეწყვილეს - მორაგბეს, საქართველოს ნაკრების წევრს, გივი ბერიშვილს მანამდე თუ იცნობდი?

- გივი პროექტში გავიცანი. ძალიან კარგი პარტნიორი მყავს, რაღაცებში ერთმანეთს ვგავართ კიდეც.

- პირველი გამოსვლის შემდეგ ბევრი გაკრიტიკებდათ. ამან შენზე როგორ იმოქმედა?

- წავიკითხე ის კრიტიკული მოსაზრებები, რაც სოციალურ ქსელებში თუ პრესით გავრცელდა. მე ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ, ამას მიჩვეული ვარ. მერწმუნე, ყველას მოსაწონს ვერასდროს ვერაფერს გააკეთებ. პროექტი ზოგს მოეწონება, ზოგს - არა. რაც შეეხება ჩემს მეწყვილეს, მან ძალიან ინერვიულა და ეს გასაკვირი სულაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, პირველად მოუხდა სიმღერის ცოცხლად, თანაც პირდაპირ ეთერში შესრულება. გივის ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ეს პირველ კონცერტზე გააკეთა და მაყურებელი ამაში მალე დარწმუნდება.

- გარდერობის განახლებას ყოველი ახალი სეზონის დადგომამდე ახერხებ?

- როცა მაქვს საშუალება, რაიმე ვიყიდო და გარდერობი განვაახლო, უკან არასდროს ვიხევ. მომწონს მაღაზიებში სიარული და რაღაცების შეძენა. ისე, არ მეგულება ქალი, რომელსაც შოპინგი არ უყვარს. ეს მეც არასოდეს მღლის.

- როგორია შენი ჩაცმის სტილი?

- არ ვიცი, ამას არ დავკვირვებივარ. ალბათ როგორ ხასიათზეც ვარ, იმის მიხედვით ვიცვამ. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, კლასიკურად არასოდეს გამოვიყურები. ასეთ სამოსს მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციაში თუ ჩავიცვამ.

- სამოსს, ძირითადად, ყიდულობ თუ იკერავ?

- ახლა მაღაზიებში სამოსის ისეთი მრავალფეროვანი არჩევანია, რომ დიზაინერებთან, მკერავებთან ძალიან იშვიათად მივდივარ. ძალიან მიყვარს შავი და ნაცრისფერი სამოსი, მაგრამ ჩემს გარდერობში სხვა ფერის ტანსაცმელსაც ნახავთ.

- შოპინგზე ვისთან ერთად დადიხარ?

- მეგობრებთან, დასთან, დედასთან ერთად შოპინგი ყოველთვის სასიამოვნოა. მათ რჩევასაც ვთხოვ ხოლმე; ვეკითხები, - ეს მიხდება თუ არა-მეთქი? ისე, შოპინგზე მარტო სიარულიც მიყვარს.

- მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებ უპირატესობას თუ "დაბლებს"?

- პირველად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რომ ჩავიცვი, 17 წლის ვიყავი. მახსოვს, ძალიან მომწონდა, თან - მერიდებოდა, რომ მეცვა... ყოველდღიურად "მაღლებით" სიარული ჩემთვის არაკომფორტულია. ასეთ ფეხსაცმელს მხოლოდ მაშინ ვიცვამ, როცა წვეულებაზე ან რაიმე ღონისძიებაზე მივდივარ.

- აქსესუარები თუ გიყვარს?

- აქსესუარები სამოსზე მეტად მიყვარს, ამიტომ ძალიან ბევრი მაქვს. განსაკუთრებით, ოქროსფერი სამკაული მომწონს. მიყვარს სათვალეები და ამ აქსესუარის შესაძენად ფული არასდროს მენანება.

- რაიმეს შეძენისას უპირატესობას ხარისხს ანიჭებ თუ ფასს?

- ფასი მეორეხარისხოვანია. ჩემთვის მთავარია, მომეწონოს და მომიხდეს. შეიძლება, იაფფასიანი სამოსი ისე ჩავიცვა და მოვიხდინო, რომ მის ღირებულებას ვერავინ მიხვდეს.

- მაკიაჟს ყოველდღე იკეთებ?

- მაკიაჟი პირველად 16 წლისამ გავიკეთე, ამ პერიოდში დავიწყე გაპრანჭვა. თუ "ზაგარი" მაქვს, მხოლოდ ტუშითა და პომადით შემოვიფარგლები, მაგრამ ნამზეური თუ არ მაქვს, მაშინ მაკიაჟის გარეშე მაღაზიაშიც არ ჩავდივარ.

- თმას იღებავ? ვარცხნილობას ხშირად იცვლი?

- მუქი ყავისფერი თმა მაქვს, რომელიც შავში გადადის. პირველად თმა შარშან შევიღებე. რაც შეეხება ვარცხნილობას, - ადრე ხშირად ვიცვლიდი, ამ მხრივ ექსპერიმენტს არ ვერიდებოდი, მაგრამ 2 წელია, თმას ვიზრდი. თუმცა, ამ ხნის მანძილზე ბევრჯერ მომინდა, ახალი ვარცხნილობა გამეკეთებინა.

- სახლიდან გასვლის წინ სარკესთან ბევრ დროს ატარებ?

- სარკე ჩემი სუსტი წერტილია. სახლიდან გასვლამდე მასში რამდენჯერმე უნდა ჩავიხედო. სამოსს ბევრჯერ ვიცვლი, ასევე - ბევრ დროს ვუთმობ მაკიაჟის გაკეთებას, ბოლოს კი აქსესუარებს ვარჩევ დიდი მონდომებით.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- არ მიყვარს ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ შეყვარებული ვარ.

- შეყვარებული მაკო უფრო მეტად პრანჭია ხომ არ გახდა?

- სხვათა შორის - არა. ისეთი ვარ, როგორიც აქამდე ვიყავი და გამუდმებით იმას ვცდილობ, რომ საკუთარი გარეგნობა ზედმეტი რაღაცებით არ გადავტვირთო.

- შეყვარებულს მოეწონა შენი გამოსვლა "ორი ვარსკვლავის" სცენაზე?

- ის დარბაზში იჯდა და მთელი გულით მგულშემატკივრობდა. რაც შეეხება იმას, ჩემი გამოსვლა მოეწონა თუ არა, მასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია. ისე, მისი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მგონი, მოეწონა (იღიმის).

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება