პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ექსპერტი ლევან ჩაჩუა დააკავა
პროკურატურამ ექსპერტი ლევან ჩაჩუა დააკავა

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი ლე­ვან ჩა­ჩუა და­ა­კა­ვა.

რო­გორც გვი­ან ღა­მით გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნა­ცხა­დეს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე 2014 წლის 20 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი გამ­გე ლე­ვან ჩა­ჩუა და­ა­კა­ვა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით გვა­მე­ბის გა­მოკ­ვლე­ვი­სას გა­მო­ი­ჩი­ნა გულ­გრი­ლო­ბა და არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა.

კერ­ძოდ, სრულ­ყო­ფი­ლად არ აღ­წე­რა გვა­მებ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მა­შინ, რო­დე­საც გვა­მებს აშ­კა­რად აღე­ნიშ­ნე­ბო­და სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ვი­ნა­ი­დან წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ეჭვქვეშ დად­გა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის ნამ­დვი­ლო­ბა, საქ­მე­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და ახა­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა ზ. ჟვა­ნი­ა­სა და რ. უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი­სა და გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით.

ლე­ვან ჩა­ჩუ­ას მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 342-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

პროკურატურამ ექსპერტი ლევან ჩაჩუა დააკავა

პროკურატურამ ექსპერტი ლევან ჩაჩუა დააკავა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა დააკავა.

როგორც გვიან ღამით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით.

ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადეს პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ