პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში 13-16 წლის გოგონები იძულებით გათხოვებას თვითმკვლელობით აპროტესტებენ (+ვიდეო)
საქართველოში 13-16 წლის გოგონები იძულებით გათხოვებას თვითმკვლელობით აპროტესტებენ (+ვიდეო)

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში, 16 წლის გო­გო­ნამ, რო­მელ­საც ოჯა­ხი იძუ­ლე­ბით ათხო­ვებ­და, თავი მო­იკ­ლა. გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ. მომ­ხდარ­ში კი გო­გო­ნას მა­მას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა სო­ფელ­ში პირ­ვე­ლი არ არის და ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, გო­გო­ნე­ბი სი­ცო­ცხლეს თვით­მკვლე­ლო­ბით ხში­რად ას­რუ­ლე­ბენ.

ყა­რა­ჯა­ლის სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ელზა აში­რო­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი­ვე მი­ზე­ზით, სო­ფელ­ში თვით­მკვლე­ლო­ბა 2013 წელ­საც მოხ­და. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მშობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ბავ­შვი თა­ნა­სოფ­ლელ მა­მა­კაც­ზე გა­ე­თხო­ვე­ბი­ნათ. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე იყო, გა­თხო­ვე­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და.

2012 წელს მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლის გა­დარ­ჩე­ნა სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შეძ­ლეს. 13 წლის გო­გო­ნამ თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და­ლია. მას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და, მშობ­ლებს კი მისი გა­თხო­ვე­ბა სხვა, ეკო­ნო­მი­უ­რად შეძ­ლე­ბულ მა­მა­კაც­ზე უნ­დო­დათ.

"მშობ­ლე­ბის­თვის მთა­ვა­რია ეკო­ნო­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ შეძ­ლე­ბუ­ლია, მე-8, მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­თხოვ­ნე­ლა­დაც რომ მი­ვიდ­ნენ, მშო­ბე­ლი თან­ხმდე­ბა და ათხო­ვებს. გა­სულ წელს გვქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა, 13 წლის გო­გო­ნა გა­ა­თხო­ვეს. ამ ასა­კი­დან იწყე­ბა. შარ­შან 5 გოგო არ გა­მო­უშ­ვეს სკო­ლა­ში, გა­თხო­ვე­ბის მიზ­ნით", - ამ­ბობს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

იხი­ლეთ კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ვი­დე­ო­მა­სა­ლა

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

საქართველოში 13-16 წლის გოგონები იძულებით გათხოვებას თვითმკვლელობით აპროტესტებენ (+ვიდეო)

საქართველოში 13-16 წლის გოგონები იძულებით გათხოვებას თვითმკვლელობით აპროტესტებენ (+ვიდეო)

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, 16 წლის გოგონამ, რომელსაც ოჯახი იძულებით ათხოვებდა, თავი მოიკლა. გოგონას ახლობლები მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. მომხდარში კი გოგონას მამას ადანაშაულებენ. როგორც ირკვევა, აღნიშნული შემთხვევა სოფელში პირველი არ არის და ადრეულ ასაკში ქორწინების თავიდან ასაცილებლად, გოგონები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ხშირად ასრულებენ.

ყარაჯალის სკოლის დირექტორის, ელზა აშიროვას ინფორმაციით, იგივე მიზეზით, სოფელში თვითმკვლელობა 2013 წელსაც მოხდა. ამ შემთხვევაშიც მშობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვი თანასოფლელ მამაკაცზე გაეთხოვებინათ. გოგონა, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლე იყო, გათხოვებაზე უარს ამბობდა.

2012 წელს მე-8 კლასის მოსწავლის გადარჩენა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეძლეს. 13 წლის გოგონამ თვითმკვლელობის მიზნით, დიდი რაოდენობით მედიკამენტები დალია. მას შეყვარებული ჰყავდა, მშობლებს კი მისი გათხოვება სხვა, ეკონომიურად შეძლებულ მამაკაცზე უნდოდათ.

"მშობლებისთვის მთავარია ეკონომიური მდგომარეობა. თუ შეძლებულია, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეების სათხოვნელადაც რომ მივიდნენ, მშობელი თანხმდება და ათხოვებს. გასულ წელს გვქონდა ასეთი შემთხვევა, 13 წლის გოგონა გაათხოვეს. ამ ასაკიდან იწყება. შარშან 5 გოგო არ გამოუშვეს სკოლაში, გათხოვების მიზნით", - ამბობს სკოლის დირექტორი.

იხილეთ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვიდეომასალა

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია