სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - როცა წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე მთავარი პროკურორი ინიშნება, ეს პროკურატურის საქმიანობაზე ეფექტურად არ აისახება
ბიძინა ივანიშვილი - როცა წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე მთავარი პროკურორი ინიშნება, ეს პროკურატურის საქმიანობაზე ეფექტურად არ აისახება

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და­ნიშ­ვნა ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თის შე­დე­გი იყო.

"ტე­ლე­ი­მე­დის" გა­და­ცე­მა­ში "პო­ლი­ტი­კის დრო" ივა­ნიშ­ვილ­მა მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფილ და ახალ მთა­ვარ პრო­კუ­რო­რებ­ზე ისა­უბ­რა.

"სა­უ­ბე­დუ­როდ, გი­ორ­გი ბა­დაშ­ვილს არ ვიც­ნობ. მაქვს ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია, ძი­რი­თა­დად მე­დი­ის მხრი­დან. ის, რომ მე­სა­მე პრო­კუ­რო­რი გვყავს, აჩ­ვე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­წე­რას. იმავდრო­უ­ლად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა, რაც აჩ­ვე­ნებს, რომ შიდა და გარე სამ­ზა­რე­უ­ლო არ არ­სე­ბობს და ხელ­წე­რა, რაც მე მქონ­და, დღე­საც გრძელ­დე­ბა. ორი ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გვყავს. არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. არა­ვინ მას ხელს არ უგ­რი­ხავს, ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე შე­უძ­ლია ისა­უბ­როს, თუ რა ხდე­ბო­და მის დროს - ხდე­ბო­და თუ არა ის, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხა­ტავს, რომ ლა­მის მე ვი­ჭერ­დი ყვე­ლას... ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს ვიც­ნობ­დი - ძა­ლი­ან კა­ცუ­რი და ვა­ჟა­ცუ­რია. ის მო­იქ­ცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რად. არ ვიცი, რო­გორც მოხ­და და­ნიშ­ვნა, რომ გა­მო­ე­პა­რათ... ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თია. ქარ­თვე­ლე­ბი ელექ­ტო­ნი­კას ვყი­დუ­ლობთ და პირ­და­პირ დენ­ში ვა­ერ­თებთ - არც ერთი არ ვკი­თხუ­ლობთ ინ­სტრუქ­ცი­ას. ზუს­ტად ასე მოხ­და ჩემი აზ­რით, ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - არც მან მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, არც გუნ­დმა, რად­გან ნა­მუ­შე­ვა­რი ჰქონ­და სხვა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ექ­სპრე­მი­ერ­მა აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ როცა წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სა­მე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ინიშ­ნე­ბა, ეს პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ეფექ­ტუ­რად არ აი­სა­ხე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ბიძინა ივანიშვილი - როცა წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე მთავარი პროკურორი ინიშნება, ეს პროკურატურის საქმიანობაზე ეფექტურად არ აისახება

ბიძინა ივანიშვილი - როცა წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე მთავარი პროკურორი ინიშნება, ეს პროკურატურის საქმიანობაზე ეფექტურად არ აისახება

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის დანიშვნა ქართული ხასიათის შედეგი იყო.

"ტელეიმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" ივანიშვილმა მოქმედი ხელისუფლების ყოფილ და ახალ მთავარ პროკურორებზე ისაუბრა.

"საუბედუროდ, გიორგი ბადაშვილს არ ვიცნობ. მაქვს ზოგადი ინფორმაცია, ძირითადად მედიის მხრიდან. ის, რომ მესამე პროკურორი გვყავს, აჩვენებს ხელისუფლების ხელწერას. იმავდროულად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პასუხისგებაში მიეცა, რაც აჩვენებს, რომ შიდა და გარე სამზარეულო არ არსებობს და ხელწერა, რაც მე მქონდა, დღესაც გრძელდება. ორი ყოფილი მთავარი პროკურორი გვყავს. არჩილ კბილაშვილი თავისუფალია და სამოქალაქო საზოგადოებაში საქმიანობით არის დაკავებული. არავინ მას ხელს არ უგრიხავს, ნებისმიერ თემაზე შეუძლია ისაუბროს, თუ რა ხდებოდა მის დროს - ხდებოდა თუ არა ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ხატავს, რომ ლამის მე ვიჭერდი ყველას... ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობდი - ძალიან კაცური და ვაჟაცურია. ის მოიქცა აბსოლუტურად ადეკვატურად. არ ვიცი, როგორც მოხდა დანიშვნა, რომ გამოეპარათ... ქართული ხასიათია. ქართველები ელექტონიკას ვყიდულობთ და პირდაპირ დენში ვაერთებთ - არც ერთი არ ვკითხულობთ ინსტრუქციას. ზუსტად ასე მოხდა ჩემი აზრით, ქართული ხასიათიდან გამომდინარე - არც მან მიაქცია ყურადღება, არც გუნდმა, რადგან ნამუშევარი ჰქონდა სხვა მაღალ თანამდებობებზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ექსპრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ როცა წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე მთავარი პროკურორი ინიშნება, ეს პროკურატურის საქმიანობაზე ეფექტურად არ აისახება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა