ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერეკლე კოდუასთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით პროკურორების სტუმრობას იხსენებს.
"ამ საგიჟეთში დამავიწყდა ამბის მოყოლა. სახლში მოსულ პროკურორებს (რომლებიც სხვათაშორის ძალიან თავაზიანები იყვნენ) საბა შემოესწრო ეზოდან:) მაშინვე იცნო უბნის ინსპექტორი, რომელსაც კაცურად მიესალმა:) იმათმაც ხელი ჩამოართვეს და დაძაბულობა რომ მოეხსნათ, საბასთან დიალოგში შევიდნენ:) ნუ, დადგა ტრადიციული კითხვის დრო, რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდეო:) საბამ პროკურორს გახედა და დამაჯერებლად უპასუხა, პოლიციელი ოღონდ ამერიკაშიო:) ბუნებრივია ამ პასუხს ღიმილი მოჰყვა. ამ დიალოგმა დაძაბულობა ცოტა შეამსუბუქა:) მოკლედ გუშინ საბა კაცურად დამიდგა გვერდით:)", - წერს ჟორჟოლიანი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას ბრალი წაუყენა.
როგორც უწყებაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, კოდუასთვის ბრალის წარდგენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე მოხდა.