პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი მიღწევა სურდა პუტინს რეფერენდუმით - კოკო გამსახურდია ყირიმის ისტორიას იხსენებს
რისი მიღწევა სურდა პუტინს რეფერენდუმით - კოკო გამსახურდია ყირიმის ისტორიას იხსენებს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, კოკო გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ყი­რი­მის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და წერს, რისი მიღ­წე­ვა სურ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბით.

"ვინ არის ავ­ტოქ­ტო­ნუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ყი­რიმ­ში, ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის პო­ლი­ტი­კურ სტა­ტუს­ზე სა­უ­ბა­რი დრო­ე­ბით გვერ­დზე რომ გა­დავ­დოთ? რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს არც რუ­სე­ბია, არც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და არც ე.წ. თათ­რე­ბი.

"ყი­რი­მი" ნიშ­ნავს თურ­ქულ ენა­ზე "სტეპს" და "ბორ­ცვსაც". აქ სხვა­დას­ხვა დროს უცხოვ­რი­ათ სკვი­თებს, ჰუ­ნებს, ხა­ზა­რებს, ყივ­ჩა­ღებს, რუ­მი­ნე­ლებს, გო­თებს, ოს­მა­ლებს, რუ­სებს და უკ­რა­ი­ნე­ლებს. უძ­ვე­ლე­სი სა­ხე­ლი უც­ნო­ბია. (ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლია "ტა­უ­რი­სი")

ჰიტ­ლერს ყი­რი­მის­თვის და­ურ­ქმე­ვია გო­თენ­ლან­დი, იმ გო­თე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც მანდ ცხოვ­რობ­დნენ მე-15 სა­უ­კუ­ნემ­დე. ისი­ნი ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის და­პყრო­ბის შემ­დგომ წა­ას­ხეს ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში. ხოლო სე­ვას­ტო­პოლს იმა­ვე ჰიტ­ლერ­მა შე­უც­ვა­ლა სა­ხე­ლი და და­არ­ქვა თე­ო­დო­რიხ­სჰა­ფე­ნი, ("თე­ო­დო­რი­ხის ნავ­სად­გუ­რი") გო­თე­ბის მეფე არი­ა­ნე­ლი თე­ო­დო­რი­ხის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ, რო­მე­ლიც იჯდა იტა­ლი­ა­ში მე-5 სა­უ­კუ­ნე­ში. მისი სა­მე­ფოს დე­და­ქა­ლა­ქი კი რა­ვე­ნა იყო.

მე-8 სა­უ­კუ­ნე­ში მცხე­თა­ში აკურ­თხეს იო­ა­ნე, ყი­რი­მე­ლი გო­თე­ბის ეპის­კო­პო­სი. (ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლი, რო­გორც წმ. იო­ა­ნე გუ­თი­ე­ლი) ად­გილს, სა­დაც ამ პრო­ტო­გერ­მა­ნუ­ლი ხალ­ხის ძი­რი­თა­დი სა­ლო­ცა­ვი იდგა, მან­გუ­პი ერ­ქვა.

მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის­თვის ასე­თი ად­გი­ლი მყა­რად ავ­ტოქ­ტო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­რე­შე კი­დევ უფრო რთუ­ლია და­რე­გუ­ლი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ასე რომ რე­ფე­რენ­დუ­მით ვ. პუ­ტინ­მა კი­დევ ერთი ნევ­რალ­გი­უ­რი წერ­ტი­ლი გა­ა­ფორ­მა, კი­დევ ერთი უბე­დუ­რე­ბის, თა­ვის ტკი­ვი­ლის და ქრო­ნი­კუ­ლად მხრჩო­ლა­ვი კონ­ფლიქ­ტის ზონა", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, 16 მარტს ყი­რიმ­ში რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­და. შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ყი­რი­მის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლას, რე­ფე­რენ­დუ­მის მო­ნა­წი­ლე­თა 95%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი.

ყი­რიმ­ში ჩა­ტა­რე­ბულ რე­ფე­რენ­დუმს უკა­ნო­ნოდ სცნობს და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო. გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ერს მო­უ­წო­დებს, პა­ტი­ვი სცეს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და რე­ფე­რენ­დუმს უკა­ნო­ნოდ გა­ნი­ხი­ლავს, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს 13-მა წევ­რმა მხა­რი და­უ­ჭი­რა. ჩი­ნეთ­მა ხმის მი­ცე­მის­გან თავი შე­ი­კა­ვა, ხოლო წი­ნა­აღ­მდეგ ხმა მხო­ლოდ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მის­ცა.

რისი მიღწევა სურდა პუტინს რეფერენდუმით - კოკო გამსახურდია ყირიმის ისტორიას იხსენებს

რისი მიღწევა სურდა პუტინს რეფერენდუმით - კოკო გამსახურდია ყირიმის ისტორიას იხსენებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყირიმის ისტორიას იხსენებს და წერს, რისი მიღწევა სურდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნახევარკუნძულზე რეფერენდუმის ჩატარებით.

"ვინ არის ავტოქტონური მოსახლეობა ყირიმში, ნახევარკუნძულის პოლიტიკურ სტატუსზე საუბარი დროებით გვერდზე რომ გადავდოთ? როგორც ირკვევა, ეს არც რუსებია, არც უკრაინელები და არც ე.წ. თათრები.

"ყირიმი" ნიშნავს თურქულ ენაზე "სტეპს" და "ბორცვსაც". აქ სხვადასხვა დროს უცხოვრიათ სკვითებს, ჰუნებს, ხაზარებს, ყივჩაღებს, რუმინელებს, გოთებს, ოსმალებს, რუსებს და უკრაინელებს. უძველესი სახელი უცნობია. (ბერძნული სახელია "ტაურისი")

ჰიტლერს ყირიმისთვის დაურქმევია გოთენლანდი, იმ გოთების გამო, რომლებიც მანდ ცხოვრობდნენ მე-15 საუკუნემდე. ისინი ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდგომ წაასხეს ოსმალეთის იმპერიაში. ხოლო სევასტოპოლს იმავე ჰიტლერმა შეუცვალა სახელი და დაარქვა თეოდორიხსჰაფენი, ("თეოდორიხის ნავსადგური") გოთების მეფე არიანელი თეოდორიხის საპატივცემულოდ, რომელიც იჯდა იტალიაში მე-5 საუკუნეში. მისი სამეფოს დედაქალაქი კი რავენა იყო.

მე-8 საუკუნეში მცხეთაში აკურთხეს იოანე, ყირიმელი გოთების ეპისკოპოსი. (ეკლესიის ისტორიაში ცნობილი, როგორც წმ. იოანე გუთიელი) ადგილს, სადაც ამ პროტოგერმანული ხალხის ძირითადი სალოცავი იდგა, მანგუპი ერქვა.

მსოფლიო პოლიტიკისთვის ასეთი ადგილი მყარად ავტოქტონი მოსახლეობის გარეშე კიდევ უფრო რთულია დარეგულირების თვალსაზრისით. ასე რომ რეფერენდუმით ვ. პუტინმა კიდევ ერთი ნევრალგიური წერტილი გააფორმა, კიდევ ერთი უბედურების, თავის ტკივილის და ქრონიკულად მხრჩოლავი კონფლიქტის ზონა", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, 16 მარტს ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა. შედეგების მიხედვით, ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას, რეფერენდუმის მონაწილეთა 95%-მა დაუჭირა მხარი.

ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს უკანონოდ სცნობს დასავლური სამყარო. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ყველა ერს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რეფერენდუმს უკანონოდ განიხილავს, უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა. ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ მისცა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს