პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ოცნებობს მაკა ძაგანია
რაზე ოცნებობს მაკა ძაგანია

"ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რში" ახ­ლა­ხან 2 სპექ­ტაკ­ლის - "ან­ტი­გო­ნე" და "ბრიყვთა ვახ­შა­მი" პრე­მი­ე­რა მქონ­და. ამ სპექ­ტაკ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი მაკა ძა­გა­ნია. სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მის გმირ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბევრ სი­ახ­ლეს უნდა ვე­ლო­დოთ, რად­გან თინა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თვე­ბა. რაზე ოც­ნე­ბობს მსა­ხი­ო­ბი, რო­გო­რია მისი ბედ­ნი­ე­რე­ბის ფორ­მუ­ლა, რო­დის იბ­ნე­ვა და რა ვერ ის­წავ­ლა დღემ­დე? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- თე­ატ­რში მა­კუ­ნას მე­ძა­ხი­ან. სხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რომ ვხვდე­ბი და მა­კა­თი მომ­მარ­თა­ვენ, გვი­ან ვხვდე­ბი, რომ უნდა ვუ­პა­სუ­ხო. მაკა უფრო მომ­წონს თუ მა­კუ­ნა? - გა­აჩ­ნია, ვინ მომ­მარ­თავს.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1980 წლის 20 მა­ი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ბა­ლე­რი­ნა. 11 წელი ბა­ლეტ­ზე დავ­დი­ო­დი და სხვა არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ 16 წლის რომ გავ­ხდი, იმ პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, ბა­ლე­ტი სა­ერ­თოდ არა­ვის სჭირ­დე­ბო­და. როცა პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, გა­დავ­წყვი­ტე, მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი და ასე აღ­მოვ­ჩნდი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გამო არას­დროს მი­ნა­ნია. დიდ სცე­ნა­ზე, რო­გორც ბა­ლე­რი­ნა, ვერ დავ­დგე­ბი და პა­ჩკას ვე­ღარ ჩა­ვიც­ვამ, მაგ­რამ დღეს პლას­ტი­კას "ილი­ა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში", სამ­სა­ხი­ო­ბო ჯგუ­ფის ბავ­შვებს ვას­წავ­ლი.

- ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან...

- ...მი­წა­ზე მყა­რად იარე, ნუ დაფ­რი­ნავ, და­ეშ­ვი! ძა­ლი­ან მე­ოც­ნე­ბე და რო­მან­ტი­კუ­ლი ვარ.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს, მაგ­რამ გა­მოვ­ყოფ ოთარ ეგა­ძეს. მას­თან ბოლო 2 წელი ვის­წავ­ლე. სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბა­სა და ცხოვ­რე­ბა­შიც თუ რამ მაქვს ნას­წავ­ლი, ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ეკა მჟა­ვა­ნა­ძე­საც, რო­მელ­მაც კას­ტინგზე მი­მიყ­ვა­ნა. ასე­ვე, ოჯა­ხის წევ­რებს... თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით კი­დევ ერთხელ, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ვუხ­დი მად­ლო­ბას, ვისი დახ­მა­რე­ბი­თაც ცხოვ­რე­ბა­ში წინ ერთი ნა­ბი­ჯი მა­ინც გა­და­მიდ­გამს.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი მაქვს და ვა­კე­თებ საქ­მეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­ლა­ვართ. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობ სპექ­ტაკლზე, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და კი­დევ, რო­გორც პე­და­გო­გი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ჯან­მრთე­ლად არი­ან.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ისევ ისე ვი­ცხოვ­რებ­დი, არა­ფერს შევ­ცვლი­დი.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...უკონ­ფლიქ­ტო და დამთმო­ბი ვარ.

- რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ის, რომ დამთმო­ბი ვარ, ხში­რად არ მომ­წონს. არის მო­მენ­ტი, როცა დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა ძა­ლი­ან კარ­გია, ზოგ­ჯერ კი სა­კუ­თარ თავს ვსაყ­ვე­დუ­რობ, - "რა­ტომ დათ­მე?" შე­საძ­ლოა, ვინ­მე­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დე, მაგ­რამ ჩხუ­ბი არ შე­მიძ­ლია.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე...

- ...რა თქმა უნდა, ამა­ზე ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ. შეც­დო­მას ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უშ­ვებს და არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თარ თავ­თან პი­რო­ბას ვდებ, რომ მო­მა­ვალ­ში ასე აღარ მო­ვიქ­ცე­ვი. სხვა­თა შო­რის, პი­რო­ბას ყო­ველ­თვის ვას­რუ­ლებ.

- თავს ვერ ვი­კა­ვებ და ვტი­რი, როცა...

- ...მტი­რა­ლა ვარ. შე­მიძ­ლია, ფილ­მის ბედ­ნი­ერ და­სას­რულ­ზეც კი ვი­ტი­რო. მე­ტი­რე­ბა მა­შინ, როცა ადა­მი­ა­ნის­გან რა­ღაც მწყინს. ბო­ლოს რო­დის ვი­ტი­რე? იმ­დე­ნად დიდი ხნის წინ, რომ მი­ზე­ზი აღარც მახ­სოვს.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...მინ­და ვიყო ისე­თი­ვე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, რო­გო­რიც დღეს ვარ.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...ტყუ­ი­ლის თქმა მი­წევს. თუნ­დაც, ეს ტყუ­ი­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო და უბო­რო­ტო იყოს. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი ად­ვი­ლად შე­მამ­ჩნევს, რო­დის ვი­ტყუ­ე­ბი. მე­უბ­ნე­ბი­ან, - ასეთ დროს თვა­ლებს დაბ­ლა ხრი და გვერ­დზე იხე­დე­ბიო.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...ჩემი ოც­ნე­ბაა, ზამ­თრის სამი დღე ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, და­თოვ­ლილ, ტყე­ში ჩაფ­ლულ "ხი­ჟი­ნა­ში" გა­ვა­ტა­რო. გარ­შე­მო ბევ­რი და­თოვ­ლი­ლი ნაძ­ვის ხე იყოს, გა­რეთ - მო­ფარ­ფა­ტე ფან­ტე­ლე­ბი, სა­ღა­მოს ლამ­პი­ო­ნე­ბი აინ­თე­ბო­და, მე კი ბუ­ხარ­თან მივ­წვე­ბო­დი და ცოტა შავ ღვი­ნოს მოვ­წრუ­პავ­დი... აუ!!! ცუ­დად გავ­ხდი, ისე მო­მინ­და.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით. ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს და რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ხა­რია. როცა სენ­ტი­მენ­ტე­ბი ოდ­ნავ მა­ინც მო­მე­ძა­ლე­ბა, სა­კუ­თარ თავს ასე ვამ­ხნე­ვებ, - გარ­შე­მო ყვე­ლა კარ­გად არის, ლა­მა­ზი დილა გა­თენ­და და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვიყო-მეთ­ქი?

- ნატ­ვრის­თვა­ლი და ერთი ნატ­ვრის უფ­ლე­ბა რომ მქონ­დეს...

- ...ამა­ზე ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია: ნატ­ვრის­თვალს ვთხოვ­დი, რომ ბედ­ნი­ე­რი ვიყო.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ცხოვ­რე­ბის აზ­რია. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, უსიყ­ვა­რუ­ლოდ ადა­მი­ან­მა რო­გორ უნდა იცხოვ­როს? ოღონდ, მხო­ლოდ ქა­ლის და კა­ცის სიყ­ვა­რულ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი გახ­ლა­ვართ. ასეთ დროს ძა­ლი­ან დამთმო­ბი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ვხდე­ბი. სიყ­ვა­რუ­ლი მცვლის, ნაზი და ფარ­ფა­ტა ვხდე­ბი (იცი­ნის). ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ.

- ჩემი სიყ­ვა­რუ­ლის ფერი...

- ...სა­ლა­თის­ფე­რია. წყნა­რი და მშვი­დი, მო­ცის­ფრო­ში რომ გა­და­დის, ისე­თი.

- ვეპ­რან­ჭე­ბი...

- ...ახლა არა­ვის ვეპ­რან­ჭე­ბი. ნაზი და ქა­ლუ­რი ვარ, მაგ­რამ პრან­ჭია - ნაკ­ლე­ბად.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...მო­უც­ლე­ლო­ბის გამო. მე­უბ­ნე­ბი­ან, - ცოტა ყუ­რა­დღე­ბა ჩვენც მოგ­ვაქ­ცი­ეო.

- მე­ში­ნია...

- ...ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის. მში­შა­რა ვარ. სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და კა­ლი­ე­ბის ძა­ლი­ან მე­ში­ნია. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ, - ამ ნა­ბიჯს რომ გა­დავ­დგამ, წინ რა იქ­ნე­ბა? რომ გა­დავ­ხტე, მიწა დამ­ხვდე­ბა?

- ცრუ­მორ­წმუ­ნე...

- ...ნაკ­ლე­ბად ვარ, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ხეზე სამ­ჯერ მა­ინც ვა­კა­კუ­ნებ.

- სცე­ნა­ზე ყო­ვე­ლი გას­ვლის წინ...

- ...პირ­ჯვარს ვი­წერ.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...ხა­ჭა­პუ­რის გა­მო­ცხო­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ცუდი კუ­ლი­ნა­რი არ ვარ. ცო­მის მომ­ზა­დე­ბა ვიცი, გემ­რი­ელ ღვე­ზე­ლებს ვა­ცხობ, მაგ­რამ ერთი ცუდი ჩვე­ვა მაქვს: როცა რა­მეს პირ­ვე­ლად ვა­კე­თებ და არ გა­მო­მი­ვა, მისი ხელ­მე­ო­რედ მომ­ზა­დე­ბის სურ­ვი­ლი აღარ მიჩ­ნდე­ბა; აი, თუ გა­მო­მი­ვა, მერე და­უ­ზა­რებ­ლად ვა­კე­თებ და ვა­კე­თებ. ხა­ჭა­პურს რომ ვა­ცხობ, ყვე­ლი სად მი­დის, ვერ ვი­გებ. თან იმ­დენს ვდებ, აღარ ეტე­ვა. ხა­ჭა­პუ­რი ერ­თა­დერ­თი რამ არის, რომ­ლის მომ­ზა­დე­ბაც რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე.

- რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეც ვოც­ნე­ბობ...

- ...არც ერთ რე­ჟი­სორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე არ მი­ოც­ნე­ბია. ცხოვ­რე­ბა­ში მე­ოც­ნე­ბე, საქ­მე­ში რე­ა­ლის­ტი ვარ. ვის­თან მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მაქვს, მათ­თან ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ამას ყვე­ლა ჩემი ახ­ლო­ბე­ლი იგ­რძნობ­და.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...არ გავ­შიშ­ვლდე­ბი. ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე ვერც ერთ რე­ჟი­სორს ვერ დავ­თან­ხმდე­ბი.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ერ­თმა ადა­მი­ან­მა მი­თხრა, - ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი­აო. როცა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს ვა­წყდე­ბი, ეს სი­ტყვე­ბი მახ­სენ­დე­ბა.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი მა­ყუ­რე­ბე­ლი, თქვე­ნი მკი­თხვე­ლი. რომ არა ისი­ნი, ჩემი და შენი პრო­ფე­სი­ე­ბი არ იარ­სე­ბებ­და. დიდი მად­ლო­ბა მათ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რაზე ოცნებობს მაკა ძაგანია

რაზე ოცნებობს მაკა ძაგანია

"ილიაუნის თეატრში" ახლახან 2 სპექტაკლის - "ანტიგონე" და "ბრიყვთა ვახშამი" პრემიერა მქონდა. ამ სპექტაკლებზე მუშაობით ვიყავი დაკავებული", - ამბობს მსახიობი მაკა ძაგანია. სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მის გმირთან დაკავშირებულ ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ, რადგან თინა ოჯახურ ცხოვრებაში ერთვება. რაზე ოცნებობს მსახიობი, როგორია მისი ბედნიერების ფორმულა, როდის იბნევა და რა ვერ ისწავლა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- თეატრში მაკუნას მეძახიან. სხვა საზოგადოებაში რომ ვხვდები და მაკათი მომმართავენ, გვიან ვხვდები, რომ უნდა ვუპასუხო. მაკა უფრო მომწონს თუ მაკუნა? - გააჩნია, ვინ მომმართავს.

- დაბადების თარიღი...

- ...1980 წლის 20 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა. 11 წელი ბალეტზე დავდიოდი და სხვა არაფერი მაინტერესებდა, მაგრამ 16 წლის რომ გავხდი, იმ პერიოდში ქვეყანაში ისეთი დაძაბული მდგომარეობა იყო, ბალეტი საერთოდ არავის სჭირდებოდა. როცა პროფესიული არჩევანის წინაშე დავდექი, გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი და ასე აღმოვჩნდი თეატრალურ უნივერსიტეტში. პროფესიული არჩევანის გამო არასდროს მინანია. დიდ სცენაზე, როგორც ბალერინა, ვერ დავდგები და პაჩკას ვეღარ ჩავიცვამ, მაგრამ დღეს პლასტიკას "ილიაუნის უნივერსიტეტში", სამსახიობო ჯგუფის ბავშვებს ვასწავლი.

- ხშირად მეუბნებიან...

- ...მიწაზე მყარად იარე, ნუ დაფრინავ, დაეშვი! ძალიან მეოცნებე და რომანტიკული ვარ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ძალიან ბევრ ადამიანს, მაგრამ გამოვყოფ ოთარ ეგაძეს. მასთან ბოლო 2 წელი ვისწავლე. სამსახიობო ოსტატობასა და ცხოვრებაშიც თუ რამ მაქვს ნასწავლი, ეს მისი დამსახურებაა. დიდი წვლილი მიუძღვის ეკა მჟავანაძესაც, რომელმაც კასტინგზე მიმიყვანა. ასევე, ოჯახის წევრებს... თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ, ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვისი დახმარებითაც ცხოვრებაში წინ ერთი ნაბიჯი მაინც გადამიდგამს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დღეს ეს ყველაფერი მაქვს და ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი შემოსავალი მაქვს და მატერიალურად დამოუკიდებელი გახლავართ. სიამოვნებით ვმუშაობ სპექტაკლზე, გადასაღებ მოედანზე და კიდევ, როგორც პედაგოგი. ბედნიერი ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარს, ჯანმრთელად არიან.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ისევ ისე ვიცხოვრებდი, არაფერს შევცვლიდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...უკონფლიქტო და დამთმობი ვარ.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ის, რომ დამთმობი ვარ, ხშირად არ მომწონს. არის მომენტი, როცა დათმობაზე წასვლა ძალიან კარგია, ზოგჯერ კი საკუთარ თავს ვსაყვედურობ, - "რატომ დათმე?" შესაძლოა, ვინმეზე ძალიან გავბრაზდე, მაგრამ ჩხუბი არ შემიძლია.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის ვფიქრობ. შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს და არც მე ვარ გამონაკლისი. შეცდომის დაშვების შემდეგ საკუთარ თავთან პირობას ვდებ, რომ მომავალში ასე აღარ მოვიქცევი. სხვათა შორის, პირობას ყოველთვის ვასრულებ.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...მტირალა ვარ. შემიძლია, ფილმის ბედნიერ დასასრულზეც კი ვიტირო. მეტირება მაშინ, როცა ადამიანისგან რაღაც მწყინს. ბოლოს როდის ვიტირე? იმდენად დიდი ხნის წინ, რომ მიზეზი აღარც მახსოვს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მინდა ვიყო ისეთივე რეალიზებული, როგორიც დღეს ვარ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ტყუილის თქმა მიწევს. თუნდაც, ეს ტყუილი უმნიშვნელო და უბოროტო იყოს. დაკვირვებული თვალი ადვილად შემამჩნევს, როდის ვიტყუები. მეუბნებიან, - ასეთ დროს თვალებს დაბლა ხრი და გვერდზე იხედებიო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჩემი ოცნებაა, ზამთრის სამი დღე ყველაზე ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ერთად, დათოვლილ, ტყეში ჩაფლულ "ხიჟინაში" გავატარო. გარშემო ბევრი დათოვლილი ნაძვის ხე იყოს, გარეთ - მოფარფატე ფანტელები, საღამოს ლამპიონები აინთებოდა, მე კი ბუხართან მივწვებოდი და ცოტა შავ ღვინოს მოვწრუპავდი... აუ!!! ცუდად გავხდი, ისე მომინდა.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...მეგობრებთან ურთიერთობით. ცხოვრება მიყვარს და რაღაცნაირად მიხარია. როცა სენტიმენტები ოდნავ მაინც მომეძალება, საკუთარ თავს ასე ვამხნევებ, - გარშემო ყველა კარგად არის, ლამაზი დილა გათენდა და როგორ შეიძლება, ცუდ ხასიათზე ვიყო-მეთქი?

- ნატვრისთვალი და ერთი ნატვრის უფლება რომ მქონდეს...

- ...ამაზე ბევრჯერ მიფიქრია: ნატვრისთვალს ვთხოვდი, რომ ბედნიერი ვიყო.

- სიყვარული ეს...

- ...ცხოვრების აზრია. ვერ წარმო­მიდგენია, უსიყვარულოდ ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს? ოღონდ, მხოლოდ ქალის და კაცის სიყვარულზე არ ვლაპარაკობ.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ძალიან ბედნიერი გახლავართ. ასეთ დროს ძალიან დამთმობი, მოსიყვარულე ვხდები. სიყვარული მცვლის, ნაზი და ფარფატა ვხდები (იცინის). ახლა შეყვარებული არ ვარ.

- ჩემი სიყვარულის ფერი...

- ...სალათისფერია. წყნა­რი და მშვიდი, მოცისფროში რომ გადადის, ისეთი.

- ვეპრანჭები...

- ...ახლა არავის ვეპრანჭები. ნაზი და ქალური ვარ, მაგრამ პრანჭია - ნაკლებად.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მოუცლელობის გამო. მეუბნებიან, - ცოტა ყურადღება ჩვენც მოგვაქციეო.

- მეშინია...

- ...ძალიან ბევრი რამის. მშიშარა ვარ. სტიქიური მოვლენებისა და კალიების ძალიან მეშინია. გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ვფიქრობ, - ამ ნაბიჯს რომ გადავდგამ, წინ რა იქნება? რომ გადავხტე, მიწა დამხვდება?

- ცრუმორწმუნე...

- ...ნაკლებად ვარ, მაგრამ ზოგჯერ ხეზე სამჯერ მაინც ვაკაკუნებ.

- სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...პირჯვარს ვიწერ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ხაჭაპურის გამოცხობა. მიმაჩნია, რომ ცუდი კულინარი არ ვარ. ცომის მომზადება ვიცი, გემრიელ ღვეზელებს ვაცხობ, მაგრამ ერთი ცუდი ჩვევა მაქვს: როცა რამეს პირველად ვაკეთებ და არ გამომივა, მისი ხელმეორედ მომზადების სურვილი აღარ მიჩნდება; აი, თუ გამომივა, მერე დაუზარებლად ვაკეთებ და ვაკეთებ. ხაჭაპურს რომ ვაცხობ, ყველი სად მიდის, ვერ ვიგებ. თან იმდენს ვდებ, აღარ ეტევა. ხაჭაპური ერთადერთი რამ არის, რომლის მომზადებაც რამდენჯერმე ვცადე.

- რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზეც ვოცნებობ...

- ...არც ერთ რეჟისორთან თანამშრომლობაზე არ მიოცნებია. ცხოვრებაში მეოცნებე, საქმეში რეალისტი ვარ. ვისთან მუშაობის შესაძლებლობაც მაქვს, მათთან ბოლომდე ვიხარჯები.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...კარგი იქნებოდა, ამას ყველა ჩემი ახლობელი იგრძნობდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ გავშიშვლდები. ამ შემოთავაზებაზე ვერც ერთ რეჟისორს ვერ დავთანხმდები.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთმა ადამიანმა მითხრა, - ცხოვრება ძალიან რთულიაო. როცა წინააღმდეგობებს ვაწყდები, ეს სიტყვები მახსენდება.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ძალიან მიყვარს ჩემი მაყურებელი, თქვენი მკითხველი. რომ არა ისინი, ჩემი და შენი პროფესიები არ იარსებებდა. დიდი მადლობა მათ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება