მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იყენებდნენ და იყენებენ პიარს ქართველი პოლიტიკოსები?
როგორ იყენებდნენ და იყენებენ პიარს ქართველი პოლიტიკოსები?

"სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პოსტს და­ტო­ვებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ჯორჯ ვა­შინგტო­ნი, რად­გან მან უხელ­მძღვა­ნე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ა­ში გა­დას­ვლას რე­გი­ონ­ში, სა­დაც არ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად დიქ­ტა­ტო­რე­ბი ხდე­ბი­ან" - ეს სტრი­ქო­ნე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ, გავ­ლე­ნი­ან ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მა­ში, "უოლ-სტრიტ ჯორ­ნალ­ში"და­ი­ბეჭ­და. და­სავ­ლურ პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მსგავ­სი სტა­ტი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა ცხა­რე კა­მა­თის სა­გა­ნი: სა­ზო­გა­დო­ე­ბა მსჯე­ლობ­და და მსჯე­ლობს, - რა იყო ეს, - ჟურ­ნა­ლის­ტის პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა თუ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი?

ფაქ­ტია, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პი­არს ძა­ლი­ან კარ­გად იყე­ნებ­და და ამას ვე­რა­ვინ უარ­ყოფს. თა­ვი­ანთ ოპო­ნენ­ტებს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი"არა­ერ­თგზის გა­უკ­რი­ტი­კე­ბი­ათ პი­არ­ში და­ხარ­ჯუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბის გამო, რად­გან ლო­ბის­ტუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ ძვი­რია. ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ პი­ა­რის მხრივ ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ი­კოჭ­ლებს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი"გა­ცი­ლე­ბით უკეთ მუ­შა­ობ­დნენ. ამ თე­მა­ზე პი­ა­რის ექ­სპერ­ტი, ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პი­ა­რის მე­თო­დებს მარ­თლა კარ­გად იყე­ნებ­და, ზოგ­ჯერ გა­და­ჭარ­ბე­ბი­თაც კი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­საც იწ­ვევ­და. მით უმე­ტეს, რომ მათი პი­ა­რი ხში­რად რე­ა­ლო­ბას იყო აც­დე­ნი­ლი: თუ ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ ლა­პა­რა­კობს და შე­დე­გი არ ჩანს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას ხალ­ხი აღარ და­უ­ჯე­რებს, თუმ­ცა პი­ა­რი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზანს მა­ინც აღ­წევს.

- ეთან­ხმე­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"პი­არს ისე კარ­გად არ თუ ვერ იყე­ნებს, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"?

- ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვერ ვი­ტყვით, რომ ახა­ლი მთავ­რო­ბა არ იყე­ნებს ამ ხერ­ხს. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­აკ­ვირ­და სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში დახ­ვდა, და­აკ­ვირ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის გან­წყო­ბას, კრი­ტი­კუ­ლად გა­ა­ა­ნა­ლი­ზა წინა მთავ­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და პი­ა­რის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ჭი­როდ აღარ მი­იჩ­ნია. თუმ­ცა, ამ ერთ წე­ლი­წად­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ პი­ა­რიც სა­ჭი­რო ყო­ფი­ლა თუნ­დაც იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუ­ფალ­მა ხალ­ხს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს. იქ, სა­დაც არ არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, ჩნდე­ბა ჭო­რე­ბი, ჭორი კი ამა­ხინ­ჯებს სი­ნამ­დვი­ლეს და ხელს უშ­ლის მის აღ­ქმას. ახა­ლი მთავ­რო­ბა თან­და­თან მიხ­ვდა, რომ რე­ი­ტინ­გი და­უ­ვარ­დე­ბა, თუ პიარ-სა­შუ­ა­ლე­ბებს არ გა­მო­ი­ყე­ნებს და ძა­ლი­ან ზო­მი­ე­რად, მაგ­რამ ნელ-ნელა უკვე და­ი­წყო ამ ხერ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ეს პრო­ცე­სი მო­მა­ვალ­ში უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, რად­გან სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი ახ­ლოვ­დე­ბა. აქვე უნდა ვთქვა: აქ­ტი­უ­რი პი­ა­რი არ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, აქ იგუ­ლის­ხმე­ბა პირ­და­პი­რი და არა­პირ­და­პი­რი პი­ა­რიც - შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ამ შეხ­ვედ­რებ­ზე მე­სი­ჯე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა და ა.შ. სხვა­თა შო­რის, ძველ მთავ­რო­ბას ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოს­დი­ო­და და სის­ტე­მა­ში ჰქონ­და მოყ­ვა­ნი­ლი.

- ბა­ტო­ნო ელ­დარ, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძნე­ლად მი­ი­ღო ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის იმი­ჯი: გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი დღემ­დე იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა მე­დი­ა­ში, ზედ­მე­ტად არ აქ­ტი­უ­რობს და არც ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას ცდი­ლობს. წამ­გე­ბი­ა­ნი ხომ არ არის მის­თვის ეს პო­ზი­ცია?

- ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მარ­თლაც შე­იქ­მნა იმი­ჯი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ის ზედ­მე­ტად არ აქ­ტი­უ­რობს და მეტ-ნაკ­ლე­ბად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ეს თა­ვი­დან­ვე გან­სა­ზღვრა და სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი არ გა­ამ­ძაფ­რა, რაც წინა პრე­ზი­დენ­ტის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­აა. თა­ვი­დან ამან სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აკ­ვირ­ვა, მაგ­რამ თან­და­თან მა­ინც შე­ეჩ­ვია აზრს, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა­გან თვი­სებ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტია. თა­ნაც, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ პრე­ზი­დენ­ტის იმი­ჯის შექ­მნა­ზე თა­ვი­დან სხვებ­მაც იმუ­შა­ვეს: ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად კი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. თით­ქოს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი არ იქ­ნე­ბა ისე­თი აქ­ტი­უ­რი, რო­გო­რიც სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო. შე­იძ­ლე­ბა, ეს იმი­ტო­მაც ხდე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტის როლი ქვე­ყა­ნა­ში თან­და­თან და­იკ­ლებს, ხოლო პრე­მი­ე­რის - გა­იზ­რდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პერ­სო­ნებ­მა კონ­კუ­რენ­ცია არ უნდა გა­უ­წი­ონ ერ­თმა­ნეთს.

- რა როლი ეკის­რე­ბა მე­დი­ას ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის ან პრო­ცე­სის "გა­პი­ა­რე­ბის"დროს?

- მე­დია ამ საქ­მე­ში ძა­ლი­ან დიდ როლს ას­რუ­ლებს, ვი­ნა­ი­დან ის არის მე­დი­ა­ტო­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შო­რის. რო­დე­საც ამა თუ იმ პრო­ცეს­ში მე­დი­აც არის ჩარ­თუ­ლი, მას­ში მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თვე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ხალ­ხთან მი­ტა­ნა უფრო იოლ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ი­ყე­ნონ ის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა სან­დო­ო­ბის ხა­რის­ხიც მა­ღა­ლია. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი"ამ ხერ­ხს შე­უ­და­რებ­ლად იყე­ნებ­დნენ. პი­ა­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო ის, თუ რას ვამ­ბობთ, არა­მედ რას ვა­კე­თებთ და რა შე­დეგს ვი­ღებთ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა სა­კუ­თარ თავს ჩვენ კი არ ვა­ქებთ, არა­მედ სხვა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­რო გვა­ქებს, - უმ­ჯო­ბე­სია, ეს იყოს პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ზე­თი, ჟურ­ნა­ლი ან ტე­ლე­ვი­ზია. ლო­ბის­ტე­ბი ამ ტი­პის სა­მუ­შა­ო­ში სო­ლი­დურ თან­ხას იღე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ამ ცოტა ხნის წინ სი­რი­ის სა­კი­თხის გამ­წვა­ვე­ბის გამო ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ამე­რი­კულ ლო­ბის­ტურ კომ­პა­ნი­ას კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხა გა­და­უ­ხა­და - და­ახ­ლო­ე­ბით 200 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე. რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ, რომ ამ თე­მა­ზე აშშ-ის მო­სახ­ლე­ო­ბის აზრი შეც­ვლი­ლი­ყო და მი­ზანს მარ­თლაც მი­აღ­წი­ეს. სა­ერ­თოდ, პი­ა­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ია­რა­ღია იმი­სათ­ვის, რომ ამა თუ იმ სა­კი­თხის ირ­გვლივ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი შე­იც­ვა­ლოს და ცუდი ამა­ში არა­ფე­რია. ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი მუ­შა­ო­ბენ, შეხ­ვედ­რებს მარ­თა­ვენ, სი­უ­ჟე­ტებს ამ­ზა­დე­ბენ, სტა­ტი­ებს წე­რენ, რაც მიზ­ნად მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვას ისა­ხავს. თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვია, რომ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არა­ფე­რი ვარ­გა და მათ შო­რის - ზედ­მე­ტი პი­ა­რიც.

- არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე რო­გორ იყე­ნე­ბენ პი­ა­რის ხე­ლოვ­ნე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი"და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"?

- ამ ეტაპ­ზე ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პი­არს აქ­ტი­უ­რად არ იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბი მარ­თლაც მოგ­ვი­ახ­ლოვ­და და ეს მე­თო­დი აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბათ. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გარ­კვე­უ­ლი იმი­ჯის შექ­მნა პო­ლი­ტი­კო­სის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მით უმე­ტეს, რომ პო­ლი­ტი­კო­სის მო­ვა­ლე­ო­ბაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა არა მარ­ტო ქვეყ­ნის შიგ­ნით, არა­მედ სა­გა­რეო ას­პა­რეზ­ზე. მათ უცხო­ელ პარტნი­ო­რებს უნდა მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, რა რე­ფორ­მე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვინ არის ამ რე­ფორ­მე­ბის მომ­ხრე თუ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და ა.შ. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ცეს­ში ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვაც. პი­ა­რი ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი და მძლავ­რი ია­რა­ღია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შე­საქ­მნე­ლად.

- თუმ­ცა ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დროს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას"სე­რი­ო­ზუ­ლი პიარ-კამ­პა­ნია არც დას­ჭირ­ვე­ბია, ისე გა­ი­მარ­ჯვა.

- სხვა­თა შო­რის, 2013 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ"აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თა ცნო­ბი­ლი სახე­ების გა­მო­ყე­ნე­ბის მე­თოდს, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია და კარ­გად მუ­შა­ობს, გა­მო­ი­ყე­ნეს პი­ა­რის სხვა მე­თო­დე­ბიც. ერთი სი­ტყვით, პი­ა­რის ხე­ლოვ­ნე­ბას ეს მთავ­რო­ბაც მი­მარ­თავს, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით ზო­მი­ე­რად და და­ფიქ­რე­ბუ­ლად იმი­ტომ, რომ იცის: ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცოტა არ იყოს, მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს პი­არ­ზე თან­ხის და­ხარ­ჯვა­ზე. მაგ­რამ ხალ­ხმა არ უნდა და­ი­ვი­წყოს, რომ ამა თუ იმ ქვეყ­ნის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­სა თუ მთავ­რო­ბის იმი­ჯის შექ­მნას ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა სჭირ­დე­ბა და ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი სწო­რედ ამა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბის პე­რი­ო­დია, ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით რთუ­ლია შე­ვა­ფა­სოთ, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ორი­ვე მხა­რე ემ­ზა­დე­ბა და ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში უკვე რე­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­აც და­ი­წყე­ბა. ამ კამ­პა­ნი­ის დროს თა­ვის­თა­ვად გამ­ჟღავ­ნდე­ბა, რო­მელ პო­ლი­ტი­კურ დაჯ­გუ­ფე­ბას რა მე­სი­ჯი აქვს, ვის რა გეგ­მე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე. ჩვენც ობი­ექ­ტუ­რად უნდა შე­ვა­ფა­სოთ ეს მე­სი­ჯე­ბი.

- ბა­ტო­ნო ელ­დარ, ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში მოქ­მე­დი პიარ-კომ­პა­ნი­ე­ბიც თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან?

- ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა. ამი­ტომ, დიდი ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი ყო­ველ­თვის იცა­ვენ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბას და თა­ვი­ანთ იმიჯს უფრთხილ­დე­ბი­ან. არც ერთ მათ­განს არ სურს, თუნ­დაც დიდი თან­ხის ფა­სად შე­ი­ლა­ხოს იმი­ჯი იმი­ტომ, რომ მათ ისე­დაც მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ. სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პა­ნია თა­ვი­დან­ვე ხელს არ მოჰ­კი­დებს ისეთ შეკ­ვე­თას, რო­მელ­საც ვერ შე­ას­რუ­ლებს. სა­წყი­სი ეტა­პი­დან­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­თან­ხმე­ბა იმა­ზე, თუ რა იქ­ნე­ბა და რო­გორ... არც ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფი არ მოჰ­კი­დებს ხელს სა­ეჭ­ვო საქ­მეს: და­ვუშ­ვათ, სთხო­ვენ, რომ ერთ თვე­ში მო­ა­ხერ­ხოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შეც­ვლა, კო­რექ­ტი­რე­ბა. ასეთ დაკ­ვე­თა­ზე ყვე­ლა უარს იტყვის, მაგ­რამ თუ დამ­კვეთს გო­ნივ­რუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი აქვს, მა­შინ შე­თან­ხმე­ბა იოლი ხდე­ბა. ეს გა­მოვ­ლინ­და სი­რი­ის სა­კი­თხშიც: ამე­რი­კამ თავი შე­ი­კა­ვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის­გან იმი­ტომ, რომ რუ­სე­თის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ლო­ბის­ტურ­მა ჯგუ­ფებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვეს. ამი­ტომ, სი­რი­ა­ში არ გა­მე­ორ­და ის, რაც ერაყ­ში მოხ­და. ამ კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ პიარ-სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბი­თაც მო­ხერ­ხდა.

- ცნო­ბი­ლია, რომ პი­არს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საც. რო­გორ იყე­ნებს მას სა­ქარ­თვე­ლო?

- დიახ, ასეა და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ბოლო ხა­ნებ­ში სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რე­ი­ტინ­გებ­ში ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უკა­ნას­კნელ ად­გი­ლებ­ზე გა­დის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პი­ა­რი შე­სუს­ტდა. სამ­წუ­ხა­როდ, მსოფ­ლი­ო­ში ჩვენ შე­სა­ხებ ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­დის, რა­საც ხში­რად პა­სუხ­საც არ ვცემთ ხოლ­მე. თუ პიარ-სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­იზ­რდე­ბა, ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. უნდა შე­მუ­შავ­დეს სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმიჯ­საც აა­მაღ­ლებს და მის ცნო­ბა­დო­ბა­საც გაზ­რდის.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

როგორ იყენებდნენ და იყენებენ პიარს ქართველი პოლიტიკოსები?

როგორ იყენებდნენ და იყენებენ პიარს ქართველი პოლიტიკოსები?

"სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, როგორც საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი, რადგან მან უხელმძღვანელა დემოკრატიაში გადასვლას რეგიონში, სადაც არჩეული ლიდერები ძალიან ხშირად დიქტატორები ხდებიან" - ეს სტრიქონები რამდენიმე თვის წინ, გავლენიან ამერიკულ გამოცემაში, "უოლ-სტრიტ ჯორნალში"დაიბეჭდა. დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული მსგავსი სტატიები საქართველოში არაერთხელ გამხდარა ცხარე კამათის საგანი: საზოგადოება მსჯელობდა და მსჯელობს, - რა იყო ეს, - ჟურნალისტის პირადი მოსაზრება თუ დაქირავებული ლობისტური ჯგუფების მუშაობის შედეგი?

ფაქტია, რომ წინა ხელისუფლება პიარს ძალიან კარგად იყენებდა და ამას ვერავინ უარყოფს. თავიანთ ოპონენტებს "ნაციონალები"არაერთგზის გაუკრიტიკებიათ პიარში დახარჯული მილიონების გამო, რადგან ლობისტური მომსახურება მთელ მსოფლიოში საკმაოდ ძვირია. ქართველ საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პიარის მხრივ ახლანდელი ხელისუფლება მოიკოჭლებს და ამ მიმართულებით "ნაციონალები"გაცილებით უკეთ მუშაობდნენ. ამ თემაზე პიარის ექსპერტი, ელდარ პირმისაშვილი გვესაუბრება:

- წინა ხელისუფლება პიარის მეთოდებს მართლა კარგად იყენებდა, ზოგჯერ გადაჭარბებითაც კი, რაც საზოგადოების გაღიზიანებასაც იწვევდა. მით უმეტეს, რომ მათი პიარი ხშირად რეალობას იყო აცდენილი: თუ ადამიანი მხოლოდ ლაპარაკობს და შედეგი არ ჩანს, რასაკვირველია, მას ხალხი აღარ დაუჯერებს, თუმცა პიარი ხშირ შემთხვევაში მიზანს მაინც აღწევს.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ "ქართული ოცნება"პიარს ისე კარგად არ თუ ვერ იყენებს, როგორც "ნაციონალური მოძრაობა"?

- ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ახალი მთავრობა არ იყენებს ამ ხერხს. საქმე ის გახლავთ, რომ ახალი ხელისუფლება დააკვირდა სიტუაციას, რომელიც ქვეყანაში დახვდა, დააკვირდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის განწყობას, კრიტიკულად გააანალიზა წინა მთავრობის გამოცდილება და პიარის აქტიურად გამოყენება საჭიროდ აღარ მიიჩნია. თუმცა, ამ ერთ წელიწადში "ქართული ოცნების"წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ პიარიც საჭირო ყოფილა თუნდაც იმისთვის, რომ ხელისუფალმა ხალხს ინფორმაცია მიაწოდოს. იქ, სადაც არ არსებობს ინფორმაცია, ჩნდება ჭორები, ჭორი კი ამახინჯებს სინამდვილეს და ხელს უშლის მის აღქმას. ახალი მთავრობა თანდათან მიხვდა, რომ რეიტინგი დაუვარდება, თუ პიარ-საშუალებებს არ გამოიყენებს და ძალიან ზომიერად, მაგრამ ნელ-ნელა უკვე დაიწყო ამ ხერხის გამოყენება. ვფიქრობ, ეს პროცესი მომავალში უფრო გააქტიურდება, რადგან საარჩევნო პერიოდი ახლოვდება. აქვე უნდა ვთქვა: აქტიური პიარი არ გულისხმობს მხოლოდ მედიასაშუალებების გამოყენებას, აქ იგულისხმება პირდაპირი და არაპირდაპირი პიარიც - შეხვედრების ორგანიზება, ამ შეხვედრებზე მესიჯებისა და სხვადასხვა ტიპის აქტივობის გამომზეურება და ა.შ. სხვათა შორის, ძველ მთავრობას ეს ყველაფერი კარგად გამოსდიოდა და სისტემაში ჰქონდა მოყვანილი.

- ბატონო ელდარ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველმა საზოგადოებამ ძნელად მიიღო ახალი პრეზიდენტის იმიჯი: გიორგი მარგველაშვილი დღემდე იშვიათად ჩნდება მედიაში, ზედმეტად არ აქტიურობს და არც ყურადღების მიპყრობას ცდილობს. წამგებიანი ხომ არ არის მისთვის ეს პოზიცია?

- ახალმა პრეზიდენტმა მართლაც შეიქმნა იმიჯი, რომელიც სააკაშვილისგან მკვეთრად განსხვავებულია, ის ზედმეტად არ აქტიურობს და მეტ-ნაკლებად მოკრძალებულია. მარგველაშვილმა ეს თავიდანვე განსაზღვრა და საკუთარი პიროვნებისადმი ინტერესი არ გაამძაფრა, რაც წინა პრეზიდენტისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციაა. თავიდან ამან საზოგადოება გააკვირვა, მაგრამ თანდათან მაინც შეეჩვია აზრს, რომ მარგველაშვილი სააკაშვილისაგან თვისებრივად განსხვავებული პრეზიდენტია. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტის იმიჯის შექმნაზე თავიდან სხვებმაც იმუშავეს: ყველაზე აქტიურად კი - ბიძინა ივანიშვილმა. თითქოს პოლიტიკოსები გვეუბნებიან, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი არ იქნება ისეთი აქტიური, როგორიც სააკაშვილი იყო. შეიძლება, ეს იმიტომაც ხდება, რომ პრეზიდენტის როლი ქვეყანაში თანდათან დაიკლებს, ხოლო პრემიერის - გაიზრდება. შესაბამისად, ამ პერსონებმა კონკურენცია არ უნდა გაუწიონ ერთმანეთს.

- რა როლი ეკისრება მედიას ამა თუ იმ პიროვნების ან პროცესის "გაპიარების"დროს?

- მედია ამ საქმეში ძალიან დიდ როლს ასრულებს, ვინაიდან ის არის მედიატორი საზოგადოებასა და ორგანიზაციებს შორის. როდესაც ამა თუ იმ პროცესში მედიაც არის ჩართული, მასში მთელი საზოგადოება ერთვება და ინფორმაციის ხალხთან მიტანა უფრო იოლდება. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია გამოიყენონ ის მედიასაშუალებები, რომელთა სანდოობის ხარისხიც მაღალია. "ნაციონალები"ამ ხერხს შეუდარებლად იყენებდნენ. პიარისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვამბობთ, არამედ რას ვაკეთებთ და რა შედეგს ვიღებთ. ასევე მნიშვნელოვანია, როცა საკუთარ თავს ჩვენ კი არ ვაქებთ, არამედ სხვა, დამოუკიდებელი წყარო გვაქებს, - უმჯობესია, ეს იყოს პოპულარული გაზეთი, ჟურნალი ან ტელევიზია. ლობისტები ამ ტიპის სამუშაოში სოლიდურ თანხას იღებენ. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ სირიის საკითხის გამწვავების გამო ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ლობისტურ კომპანიას კოლოსალური თანხა გადაუხადა - დაახლოებით 200 მილიონ დოლარამდე. რუსეთში ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ამ თემაზე აშშ-ის მოსახლეობის აზრი შეცვლილიყო და მიზანს მართლაც მიაღწიეს. საერთოდ, პიარი ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია იმისათვის, რომ ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალოს და ცუდი ამაში არაფერია. ლობისტური ჯგუფები მუშაობენ, შეხვედრებს მართავენ, სიუჟეტებს ამზადებენ, სტატიებს წერენ, რაც მიზნად მათთვის სასურველი შედეგის მიღწევას ისახავს. თუმცა ბუნებრივია, რომ გადაჭარბებული არაფერი ვარგა და მათ შორის - ზედმეტი პიარიც.

- არჩევნები ახლოვდება. ამ ეტაპზე როგორ იყენებენ პიარის ხელოვნებას "ნაციონალები"და "ქართული ოცნება"?

- ამ ეტაპზე ქართველი პოლიტიკოსები პიარს აქტიურად არ იყენებენ, მაგრამ არჩევნები მართლაც მოგვიახლოვდა და ეს მეთოდი აუცილებლად დასჭირდებათ. არჩევნებამდე გარკვეული იმიჯის შექმნა პოლიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ პოლიტიკოსის მოვალეობაა საზოგადოების ინფორმირება არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საგარეო ასპარეზზე. მათ უცხოელ პარტნიორებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში, რა რეფორმები მიმდინარეობს, ვინ არის ამ რეფორმების მომხრე თუ მოწინააღმდეგე და ა.შ. ძალზე მნიშვნელოვანია ამ პროცესში ექსპერტების ჩართვაც. პიარი ერთ-ერთი სერიოზული და მძლავრი იარაღია საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად.

- თუმცა ოქტომბრის არჩევნების დროს "ქართულ ოცნებას"სერიოზული პიარ-კამპანია არც დასჭირვებია, ისე გაიმარჯვა.

- სხვათა შორის, 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე "ქართულმა ოცნებამ"აქტიურად მიმართა ცნობილი სახე­ების გამოყენების მეთოდს, რომელიც მთელ მსოფლიოში აპრობირებულია და კარგად მუშაობს, გამოიყენეს პიარის სხვა მეთოდებიც. ერთი სიტყვით, პიარის ხელოვნებას ეს მთავრობაც მიმართავს, მაგრამ გაცილებით ზომიერად და დაფიქრებულად იმიტომ, რომ იცის: ჩვენს საზოგადოებას ცოტა არ იყოს, მტრული დამოკიდებულება აქვს პიარზე თანხის დახარჯვაზე. მაგრამ ხალხმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის, პოლიტიკური პარტიისა თუ მთავრობის იმიჯის შექმნას ყოველდღიური საქმიანობა სჭირდება და ლობისტური კომპანიები სწორედ ამაზე არიან ორიენტირებული. საქართველოში არჩევნებისთვის მზადების პერიოდია, ამიტომ ჯერჯერობით რთულია შევაფასოთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე მხარე ემზადება და ალბათ რამდენიმე კვირაში უკვე რეალური კამპანიაც დაიწყება. ამ კამპანიის დროს თავისთავად გამჟღავნდება, რომელ პოლიტიკურ დაჯგუფებას რა მესიჯი აქვს, ვის რა გეგმები და შეხედულება აქვს ქვეყნის მომავალზე. ჩვენც ობიექტურად უნდა შევაფასოთ ეს მესიჯები.

- ბატონო ელდარ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებში მოქმედი პიარ-კომპანიებიც თანამშრომლობენ ერთმანეთთან?

- ზოგჯერ ასეც ხდება. ამიტომ, დიდი ლობისტური ჯგუფები ყოველთვის იცავენ კონფიდენციალობას და თავიანთ იმიჯს უფრთხილდებიან. არც ერთ მათგანს არ სურს, თუნდაც დიდი თანხის ფასად შეილახოს იმიჯი იმიტომ, რომ მათ ისედაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი აქვთ. სერიოზული კომპანია თავიდანვე ხელს არ მოჰკიდებს ისეთ შეკვეთას, რომელსაც ვერ შეასრულებს. საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს შეთანხმება იმაზე, თუ რა იქნება და როგორ... არც ერთი სერიოზული ლობისტური ჯგუფი არ მოჰკიდებს ხელს საეჭვო საქმეს: დავუშვათ, სთხოვენ, რომ ერთ თვეში მოახერხოს საზოგადოებრივი აზრის შეცვლა, კორექტირება. ასეთ დაკვეთაზე ყველა უარს იტყვის, მაგრამ თუ დამკვეთს გონივრული მოთხოვნები აქვს, მაშინ შეთანხმება იოლი ხდება. ეს გამოვლინდა სირიის საკითხშიც: ამერიკამ თავი შეიკავა შეიარაღებული დაპირისპირებისგან იმიტომ, რომ რუსეთის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა ჯგუფებმა ძალიან კარგად იმუშავეს. ამიტომ, სირიაში არ გამეორდა ის, რაც ერაყში მოხდა. ამ კონფლიქტის თავიდან აცილება ნაწილობრივ პიარ-საშუალებების დახმარებითაც მოხერხდა.

- ცნობილია, რომ პიარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვისაც. როგორ იყენებს მას საქართველო?

- დიახ, ასეა და ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო ხანებში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა უკანასკნელ ადგილებზე გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პიარი შესუსტდა. სამწუხაროდ, მსოფლიოში ჩვენ შესახებ ბევრი ნეგატიური ინფორმაცია გადის, რასაც ხშირად პასუხსაც არ ვცემთ ხოლმე. თუ პიარ-საშუალებების გამოყენება გაიზრდება, ეს საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება. უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც აამაღლებს და მის ცნობადობასაც გაზრდის.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა