პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
მინსკი კრემლის ერთგული რჩება
მინსკი კრემლის ერთგული რჩება

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბე­ლო­რუ­სი და მისი პრე­ზი­დენ­ტი კრემ­ლის ერ­თგულ­ნი რჩე­ბი­ან. უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მო­რიგ სხდო­მა­ზე, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კომ რუ­სეთს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 15-მდე სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის გან­თავ­სე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

"ბე­ლო­რუ­სი არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აღით­ქვამს და ქვეყ­ნის სა­ზღვრებ­თან NATO-ს ძა­ლე­ბის მომ­რავ­ლე­ბას შე­სა­ბა­მის და ადეკ­ვა­ტურ პა­სუხს გას­ცემს", - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ.

პრე­ზი­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, რუ­სეთ­თან ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მან მოს­კოვს ჯა­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია ავი­ცი­ა­ზე.

"თუ პო­ლო­ნეთ­სა და ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში და­სავ­ლეთ­მა 15 სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი გად­მო­ის­რო­ლა, ვფიქ­რობ რუ­სე­თის გენ-შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უნდა და­ვუ­კავ­შირ­დეთ და მათ მო­კავ­ში­რუ­ლი შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 12-15 თვითმფრი­ნა­ვის გან­თავ­სე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ. ისი­ნი ბე­ლო­რუ­სის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში, პატ­რუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით იფ­რე­ნენ", - გან­მარ­ტა ლუ­კა­შენ­კომ. მისი აზ­რით, ქვე­ყა­ნა ვალ­დე­ბუ­ლია იმოქ­მე­დოს და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვას.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

მინსკი კრემლის ერთგული რჩება

მინსკი კრემლის ერთგული რჩება

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ბელორუსი და მისი პრეზიდენტი კრემლის ერთგულნი რჩებიან. უსაფრთხოების საბჭოს მორიგ სხდომაზე, ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე 15-მდე სამხედრო თვითმფრინავის განთავსება შესთავაზა.

"ბელორუსი არსებულ ვითარებას აღითქვამს და ქვეყნის საზღვრებთან NATO-ს ძალების მომრავლებას შესაბამის და ადეკვატურ პასუხს გასცემს", - განაცხადა ლუკაშენკომ.

პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, მან მოსკოვს ჯარების ერთობლივი დაჯგუფების გაძლიერება შესთავაზა. კერძოდ, საუბარია ავიციაზე.

"თუ პოლონეთსა და ბალტიისპირეთში დასავლეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი გადმოისროლა, ვფიქრობ რუსეთის გენ-შტაბის ხელმძღვანელობას უნდა დავუკავშირდეთ და მათ მოკავშირული შეთანხმების ფარგლებში, ჩვენს ქვეყანაში 12-15 თვითმფრინავის განთავსება შევთავაზოთ. ისინი ბელორუსის საჰაერო სივრცეში, პატრულირების მიზნით იფრენენ", - განმარტა ლუკაშენკომ. მისი აზრით, ქვეყანა ვალდებულია იმოქმედოს და საკუთარი ინტერესები დაიცვას.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა