საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანები, რომლებიც დაკრძალვაზე გაცოცხლდნენ
ადამიანები, რომლებიც დაკრძალვაზე გაცოცხლდნენ

სი­ტყვა იღ­ბლი­ა­ნი სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­ზეა - ვიდ­რე დაკ­რძა­ლავ­დნენ, მე­ო­რედ და­ი­ბად­ნენ.

ჩვი­ლი მორ­გში ატირ­და: ანა­ლია ბუ­ტე­რი მე­ხუ­თე შვილ­ზე იყო ფეხ­მძი­მედ. მას მშო­ბი­ა­რო­ბა 12 კვი­რით ადრე და­ე­წყო. გი­ნე­კო­ლოგ­მა დე­დას უთხრა, რომ პა­ტა­რა გარ­დაც­ვლი­ლი და­ი­ბა­და - და­დარ­დი­ა­ნე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი სახ­ლში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­მო­ბით დაბ­რუნ­დნენ. ანა­ლია სამ­შო­ბი­ა­რო­ში 12 სა­ა­თის შემ­დეგ დაბ­რუნ­და, რათა მორ­გში ჩვი­ლის ცხე­და­რი ენა­ხა. რო­დე­საც მორ­გის თა­ნამ­შრო­მელ­მა მორ­გის "უჯრა" გა­მოხ­სნა, ბავ­შვის ტი­რი­ლი შე­მო­ეს­მა - ჩვი­ლი ცო­ცხა­ლი იყო. გო­გო­ნას ლუზ მი­რაგ­ლე­სი (სი­ნათ­ლის სა­ოც­რე­ბა) და­არ­ქვეს. არა­და, ჩვი­ლის სიკ­ვდი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მე­ან­მაც, გი­ნე­კო­ლოგ­მაც და ნე­ო­ნა­ტო­ლოგ­მა და­ა­დას­ტუ­რეს; რო­გორ გა­ცო­ცხლდა ბავ­შვი მორ­გში, მეც­ნი­ე­რებს ამა­ზე პა­სუ­ხი არ აქვთ.

11 წლის ბიჭი, რო­მელ­მაც წყალ­ში 45 წუთი გა­ა­ტა­რა: 11 წლის ალ­ვა­რო გაზ­რა 1987 წელს თა­მა­შის დროს ყი­ნუ­ლით სავ­სე მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­და. ალ­ვა­რომ 45 წუთი წყალ­ქვეშ გა­ა­ტა­რა. რო­დე­საც მდი­ნა­რი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, მას კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი და­უდ­გინ­და და არ ესინ­ჯე­ბო­და პულ­სი. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ექი­მებ­მა მის გონ­ზე მო­სას­ვლე­ლად სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის აპა­რა­ტი გა­მო­ი­ყე­ნეს. გა­ათ­ბეს სხე­უ­ლი და გა­მო­დევ­ნეს წყა­ლი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 4 დღის შემ­დეგ, ექი­მებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია თვა­ლის ხამ­ხა­მით შეძ­ლო. 17 დღე­ში კი მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და.

მო­ხუ­ცი, რო­მე­ლიც მორ­გის მა­ცი­ვარ­ში აყ­ვირ­და: 2011 წლის ივ­ლის­ში დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო­ში და­რე­კეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ 80 წლის სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცის ცხედ­რის­თვის მი­ე­ხე­დათ. გვა­მი მორ­გის მა­ცი­ვარ­ში შე­ი­ნა­ხეს. 21 სა­ა­თის შემ­დეგ კაცი წა­მოდ­გა და ყვი­რი­ლი და­ი­წყო. მორ­გის თა­ნამ­შრო­მელ­მა იფიქ­რა, რომ გარ­დაც­ვლი­ლის სული გა­მო­ე­ცხა­და და შე­ში­ნე­ბუ­ლი ოთა­ხი­დან გა­იქ­ცა. დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­როს მფლო­ბელ­მა აიან­და მა­კო­ლომ პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა და მათ მორ­გში შეს­ვლა სთხო­ვა. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩნენ, რო­დე­საც მა­გი­და­ზე ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი ნა­ხეს. მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მა­კო­ლოს და­უ­კავ­შირ­დნენ და მომ­ხდა­რის დაწ­ვრი­ლე­ბით მო­ყო­ლა სთხო­ვეს. მორ­გის თა­ნამ­შრო­მე­ლი ამ­ბობს, რომ იმ წუთ­ში მი­ღე­ბულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტრამ­ვას დღემ­დე ებ­რძვის.

გარ­დაც­ვლილ­მა ბი­ჭუ­ნამ კუ­ბო­ში წყა­ლი მო­ი­თხო­ვა: ბრა­ზი­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი 2 წლის კელ­ვინ სან­ტო­სი ბრონ­ქი­ა­ლუ­რი პნევ­მო­ნი­ით გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვის სხე­უ­ლი 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ტო­მა­რა­ში იყო, რო­მე­ლიც ცხედ­რის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას­თან დე­ი­და­მი­სი მი­ვი­და და უეც­რად და­ი­ნა­ხა, რომ ბავ­შვმა მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის სახე, რო­დე­საც გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭუ­ნა ყვე­ლას თვალ­წინ კუ­ბო­დან წა­მო­ი­წია და მა­მა­მისს ჭიქა წყა­ლი სთხო­ვა. ვიდ­რე ოჯა­ხის წევ­რე­ბი რა­მეს გა­ი­აზ­რებ­დნენ, ბავ­შვი ისევ დაწ­ვა. მათ სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც კი­დევ ერთხელ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბიჭი გარ­დაც­ვლი­ლია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია listverse.com-ის მი­ხედ­ვით.

ადამიანები, რომლებიც დაკრძალვაზე გაცოცხლდნენ

ადამიანები, რომლებიც დაკრძალვაზე გაცოცხლდნენ

სიტყვა იღბლიანი სწორედ ამ ადამიანებზეა - ვიდრე დაკრძალავდნენ, მეორედ დაიბადნენ.

ჩვილი მორგში ატირდა: ანალია ბუტერი მეხუთე შვილზე იყო ფეხმძიმედ. მას მშობიარობა 12 კვირით ადრე დაეწყო. გინეკოლოგმა დედას უთხრა, რომ პატარა გარდაცვლილი დაიბადა - დადარდიანებული მშობლები სახლში გარდაცვალების ოფიციალური მოწმობით დაბრუნდნენ. ანალია სამშობიაროში 12 საათის შემდეგ დაბრუნდა, რათა მორგში ჩვილის ცხედარი ენახა. როდესაც მორგის თანამშრომელმა მორგის "უჯრა" გამოხსნა, ბავშვის ტირილი შემოესმა - ჩვილი ცოცხალი იყო. გოგონას ლუზ მირაგლესი (სინათლის საოცრება) დაარქვეს. არადა, ჩვილის სიკვდილი ოფიციალურად მეანმაც, გინეკოლოგმაც და ნეონატოლოგმა დაადასტურეს; როგორ გაცოცხლდა ბავშვი მორგში, მეცნიერებს ამაზე პასუხი არ აქვთ.

11 წლის ბიჭი, რომელმაც წყალში 45 წუთი გაატარა: 11 წლის ალვარო გაზრა 1987 წელს თამაშის დროს ყინულით სავსე მდინარეში ჩავარდა. ალვარომ 45 წუთი წყალქვეშ გაატარა. როდესაც მდინარიდან ამოიყვანეს, მას კლინიკური სიკვდილი დაუდგინდა და არ ესინჯებოდა პულსი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მის გონზე მოსასვლელად სისხლის მიმოქცევის აპარატი გამოიყენეს. გაათბეს სხეული და გამოდევნეს წყალი. საავადმყოფოში გატარებული 4 დღის შემდეგ, ექიმებთან კომუნიკაცია თვალის ხამხამით შეძლო. 17 დღეში კი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

მოხუცი, რომელიც მორგის მაცივარში აყვირდა: 2011 წლის ივლისში დამკრძალავ ბიუროში დარეკეს და განაცხადეს, რომ 80 წლის სამხრეთ აფრიკელი მამაკაცის ცხედრისთვის მიეხედათ. გვამი მორგის მაცივარში შეინახეს. 21 საათის შემდეგ კაცი წამოდგა და ყვირილი დაიწყო. მორგის თანამშრომელმა იფიქრა, რომ გარდაცვლილის სული გამოეცხადა და შეშინებული ოთახიდან გაიქცა. დამკრძალავი ბიუროს მფლობელმა აიანდა მაკოლომ პოლიციაში დარეკა და მათ მორგში შესვლა სთხოვა. პოლიციელები გაოგნებული დარჩნენ, როდესაც მაგიდაზე ცოცხალი ადამიანი ნახეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შემდეგ ჟურნალისტები მაკოლოს დაუკავშირდნენ და მომხდარის დაწვრილებით მოყოლა სთხოვეს. მორგის თანამშრომელი ამბობს, რომ იმ წუთში მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრამვას დღემდე ებრძვის.

გარდაცვლილმა ბიჭუნამ კუბოში წყალი მოითხოვა: ბრაზილიაში მცხოვრები 2 წლის კელვინ სანტოსი ბრონქიალური პნევმონიით გარდაიცვალა. ბავშვის სხეული 3 საათის განმავლობაში ტომარაში იყო, რომელიც ცხედრისთვისაა განკუთვნილი. მოგვიანებით მასთან დეიდამისი მივიდა და უეცრად დაინახა, რომ ბავშვმა მოძრაობა დაიწყო. წარმოიდგინეთ ოჯახის წევრების სახე, როდესაც გარდაცვლილი ბიჭუნა ყველას თვალწინ კუბოდან წამოიწია და მამამისს ჭიქა წყალი სთხოვა. ვიდრე ოჯახის წევრები რამეს გაიაზრებდნენ, ბავშვი ისევ დაწვა. მათ სასწრაფოდ გადაიყვანეს ბავშვი საავადმყოფოში, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ბიჭი გარდაცვლილია.

მომზადებულია listverse.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს