პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ფიქრობს და გრძნობს ჩვილი 3 თვის ასაკიდან?
რას ფიქრობს და გრძნობს ჩვილი 3 თვის ასაკიდან?

ჩვი­ლი მშობ­ლის­თვის ნამ­დვი­ლი გა­მო­ცა­ნაა. ვიდ­რე სა­უ­ბარს და­ი­წყე­ბენ, მხო­ლოდ ტი­რი­ლი­თა თუ მომ­ღი­მა­რი სა­ხით გა­არ­ჩევთ, რა მოს­წონს, ან რი­თია უკ­მა­ყო­ფი­ლო. თუ ერთხელ მა­ინც და­გის­ვამთ მსგავ­სი ტი­პის შე­კი­თხვე­ბი: მცნობს? რა­ი­მე ესიზ­მრე­ბა? ვუყ­ვარ­ვარ? ბედ­ნი­ე­რია?, მა­შინ ეს სტა­ტია თქვენ­თვის არის.

ხე­დავს თუ არა პა­ტა­რა დე­და­სა და მა­მას შო­რის გან­სხვა­ვე­ბას?

რო­გორც დე­ლა­ვე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, პა­ტა­რებს უკვე 3 თვის ასაკ­ში შე­უძ­ლი­ათ გა­ნას­ხვა­ვონ ქა­ლი­სა და კა­ცის სა­ხე­ე­ბი. ჩვილს შე­უძ­ლია კე­თილ­გან­წყო­ბა მხო­ლოდ ერთი სქე­სის მი­მართ გა­მო­ხა­ტოს, ძი­რი­თა­დად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია იმ სქე­სის მი­მართ, რო­მე­ლიც მას­ზე ბევ­რს ზრუ­ნავს - ეს ან დე­დაა, ან მამა.

რა­ტომ ეზ­რდე­ბა ჩვილს ფრჩხი­ლი სწრა­ფად?

ფაქ­ტია, რომ პა­ტა­რა სწრა­ფად იზ­რდე­ბა. 5 თვის ასაკ­ში, შე­საძ­ლოა, წო­ნა­ში ორ­ჯერ მო­ი­მა­ტოს. აღ­მოჩ­ნდა, რომ დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ პა­ტა­რას ფრჩხი­ლებს.

"ორ­გა­ნო­ე­ბის და­ნახ­ვა არ შე­გიძ­ლი­ათ, ვერც იმას გა­ი­გებთ რო­გორ შე­იც­ვა­ლა ჩვი­ლის ტვი­ნის ფორ­მა, მაგ­რამ ფრჩხი­ლე­ბი ხომ თქვენს თვალ­წი­ნაა? პა­ტა­რა ფრჩხი­ლე­ბი იმის დას­ტუ­რია, რომ ბავ­შვი კარ­გად იზ­რდე­ბა", - ამ­ბობს პე­დი­ატ­რი მარ­გა­რეტ ჰოს­ტე­ტე­რი.

აც­ნო­ბი­ე­რებს თუ არა პა­ტა­რა თა­ვის სა­ხელს?

რო­დე­საც თქვე­ნი პა­ტა­რა 5 ან 6 თვეს მი­აღ­წევს, სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე შე­სა­ბა­მი­სად გი­პა­სუ­ხებთ.

"მინ­და ყვე­ლა დე­დამ კარ­გად გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ 2, ან 3 თვის ჩვი­ლი მხო­ლოდ თქვენს სა­ხე­ზე გა­მო­ხა­ტულ ემო­ცი­ა­სა და ხმა­ზე გპა­სუ­ხობთ, ან რე­ა­გი­რებს, მაგ­რამ სი­ტყვე­ბი არ ეს­მის. შემ­დეგ თვე­ში ბავ­შვი თქვენს ხმას ეჩ­ვე­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­კუ­თარ სა­ხელს გა­ნარ­ჩევს, მაგ­რამ ვერ ხვდე­ბა, რას ნიშ­ნავს", - ამ­ბობს ექი­მი ჰოს­ტე­ტე­რი.

ხე­და­ვენ თუ არა ჩვი­ლე­ბი სიზ­მრებს?

რო­გორც ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში მდე­ბა­რე ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი ჯოდი მინ­დე­ლი ამ­ბობს, თით­ქმის არა­ვი­ნაა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ნამ­დვი­ლად ხე­და­ვენ თუ არა ჩვი­ლე­ბი სიზ­მრებს. მისი თქმით, მოზ­რდი­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად სიზ­მრებს მა­შინ ხე­და­ვენ, რო­დე­საც ე.წ. REM (თვა­ლე­ბის სწრა­ფად მოძ­რა­ო­ბა) ძი­ლით სძი­ნავთ. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ფაქტს, რომ ჩვი­ლე­ბის 50%-ს REM ძი­ლით სძი­ნავთ, დიდი შან­სია, რომ სიზ­მრებს ხე­დავ­დნენ. ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჩვი­ლე­ბი "კოშ­მა­რებს" ვერ ხე­და­ვენ, რად­გა­ნაც ცხოვ­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ისი­ნი შიშს ვერ გრძნო­ბენ. მათი თქმით, "კოშ­მა­რე­ბი" პა­ტა­რებს 2 ან 3 წლის ასა­კი­დან ესიზ­მრე­ბათ.

რო­დე­საც ჩვი­ლი იცი­ნის, ნიშ­ნავს თუ არა იმას, რომ თქვე­ნი ხუმ­რო­ბა გა­ი­გო?

ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გებს ამ თე­მა­ზე ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აზრი არ აქვთ. ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ჩვი­ლი იბა­დე­ბა უნა­რით, რა­ი­მე იგ­რძნოს, მათ შო­რი­საა ბედ­ნი­ე­რე­ბა. ნა­წი­ლი კი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ჩვილს თქვენს ანეკ­დო­ტებ­სა და ხუმ­რო­ბებ­ზე კი არ ეცი­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ თა­ვის­თვის ერ­თო­ბა, სა­კუ­თარ თავს ახა­ლი­სებს.

"რო­დე­საც პა­ტა­რა იცი­ნის, ეს კარ­გის ნი­შა­ნია - ჩვი­ლი თავს კარ­გად გრძნობს. რო­გორც წესი, ჩვი­ლი 4 თვის ასაკ­ში გი­ღი­მით. ეს უკვე სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ნი­შა­ნია: რო­დე­საც თქვენ და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იცი­ნით, პა­ტა­რა უმალ აით­ვი­სებს ხმებს და კის­კი­სით გი­პა­სუ­ხებთ", - ამ­ბო­ბენ ფსი­ქო­ლო­გე­ბი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია parents.com-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რას ფიქრობს და გრძნობს ჩვილი 3 თვის ასაკიდან?

რას ფიქრობს და გრძნობს ჩვილი 3 თვის ასაკიდან?

ჩვილი მშობლისთვის ნამდვილი გამოცანაა. ვიდრე საუბარს დაიწყებენ, მხოლოდ ტირილითა თუ მომღიმარი სახით გაარჩევთ, რა მოსწონს, ან რითია უკმაყოფილო. თუ ერთხელ მაინც დაგისვამთ მსგავსი ტიპის შეკითხვები: მცნობს? რაიმე ესიზმრება? ვუყვარვარ? ბედნიერია?, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის.

ხედავს თუ არა პატარა დედასა და მამას შორის განსხვავებას?

როგორც დელავერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ამბობენ, პატარებს უკვე 3 თვის ასაკში შეუძლიათ განასხვავონ ქალისა და კაცის სახეები. ჩვილს შეუძლია კეთილგანწყობა მხოლოდ ერთი სქესის მიმართ გამოხატოს, ძირითადად კეთილგანწყობილია იმ სქესის მიმართ, რომელიც მასზე ბევრს ზრუნავს - ეს ან დედაა, ან მამა.

რატომ ეზრდება ჩვილს ფრჩხილი სწრაფად?

ფაქტია, რომ პატარა სწრაფად იზრდება. 5 თვის ასაკში, შესაძლოა, წონაში ორჯერ მოიმატოს. აღმოჩნდა, რომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ პატარას ფრჩხილებს.

"ორგანოების დანახვა არ შეგიძლიათ, ვერც იმას გაიგებთ როგორ შეიცვალა ჩვილის ტვინის ფორმა, მაგრამ ფრჩხილები ხომ თქვენს თვალწინაა? პატარა ფრჩხილები იმის დასტურია, რომ ბავშვი კარგად იზრდება", - ამბობს პედიატრი მარგარეტ ჰოსტეტერი.

აცნობიერებს თუ არა პატარა თავის სახელს?

როდესაც თქვენი პატარა 5 ან 6 თვეს მიაღწევს, საკუთარ სახელზე შესაბამისად გიპასუხებთ.

"მინდა ყველა დედამ კარგად გააცნობიეროს, რომ 2, ან 3 თვის ჩვილი მხოლოდ თქვენს სახეზე გამოხატულ ემოციასა და ხმაზე გპასუხობთ, ან რეაგირებს, მაგრამ სიტყვები არ ესმის. შემდეგ თვეში ბავშვი თქვენს ხმას ეჩვევა. მოგვიანებით კი საკუთარ სახელს განარჩევს, მაგრამ ვერ ხვდება, რას ნიშნავს", - ამბობს ექიმი ჰოსტეტერი.

ხედავენ თუ არა ჩვილები სიზმრებს?

როგორც ფილადელფიაში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი ჯოდი მინდელი ამბობს, თითქმის არავინაა დარწმუნებული, ნამდვილად ხედავენ თუ არა ჩვილები სიზმრებს. მისი თქმით, მოზრდილები ყველაზე ხშირად სიზმრებს მაშინ ხედავენ, როდესაც ე.წ. REM (თვალების სწრაფად მოძრაობა) ძილით სძინავთ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვილების 50%-ს REM ძილით სძინავთ, დიდი შანსია, რომ სიზმრებს ხედავდნენ. ბავშვთა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვილები "კოშმარებს" ვერ ხედავენ, რადგანაც ცხოვრების პირველ ეტაპზე ისინი შიშს ვერ გრძნობენ. მათი თქმით, "კოშმარები" პატარებს 2 ან 3 წლის ასაკიდან ესიზმრებათ.

როდესაც ჩვილი იცინის, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენი ხუმრობა გაიგო?

ბავშვთა ფსიქოლოგებს ამ თემაზე ერთმნიშვნელოვანი აზრი არ აქვთ. ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ ჩვილი იბადება უნარით, რაიმე იგრძნოს, მათ შორისაა ბედნიერება. ნაწილი კი ირწმუნება, რომ ჩვილს თქვენს ანეკდოტებსა და ხუმრობებზე კი არ ეცინება, უბრალოდ თავისთვის ერთობა, საკუთარ თავს ახალისებს.

"როდესაც პატარა იცინის, ეს კარგის ნიშანია - ჩვილი თავს კარგად გრძნობს. როგორც წესი, ჩვილი 4 თვის ასაკში გიღიმით. ეს უკვე სოციალიზაციის ნიშანია: როდესაც თქვენ და რამდენიმე ადამიანი იცინით, პატარა უმალ აითვისებს ხმებს და კისკისით გიპასუხებთ", - ამბობენ ფსიქოლოგები.

მომზადებულია parents.com-ის მიხედვით.

დღის ფოტო: მეგანისა და ჰარის ოჯახური პორტრეტი - "ის ყველას აჩვენებს, როგორი უნდა იყოს სამაგალითო ქმარი"

"სამეფო კარის თამაშები" და  ბრიტანული სამეფო ოჯახის  მანკიერი მხარეები - 13 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰარისა და მეგანის 7 მლნ დოლარიანი ინტერვიუდან

კაცი, რომელმაც თვითმფრინავი შეჭამა - ფრანგი "ყველაფრისმჭამელის" უცნაური უნარი