პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცებს
ილია მეორე უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცებს

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბის­თვის ილო­ცებს, - ამის შე­სა­ხებ უწ­მინ­დეს­მა დღეს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

"თქვენ იცით, რომ და­ი­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის. აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს, რომ უფალ­მა მშვი­დო­ბით გა­ნა­გოს მათი ურ­თი­ერ­თო­ბა", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

ეცა­დეთ, რომ შენ­დო­ბი­ლე­ბი შეხ­ვდეთ დიდ­მარ­ხვას, - ასე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღეს, საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას სა­მე­ბის ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს.

რო­გორც უწ­მინ­დეს­მა ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, დღეს 18:00 სა­ათ­ზე, სა­ღა­მოს, შენ­დო­ბის ლოც­ვე­ბი შეს­რულ­დე­ბა. "ეცა­დეთ, რომ შენ­დო­ბი­ლი შეხ­ვდეთ დიდ­მარ­ხვას. ეცა­დეთ, რომ შე­უნ­დობ­ლე­ბი არც ერთი არ შეხ­ვდეთ აღ­დგო­მას", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა დიდ­მარ­ხვა­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ხვალ იწყე­ბა. მისი თქმით, ყვე­ლას უნდა ახ­სოვ­დეს, რომ მარ­ხვის დროს ძა­ლი­ან ხში­რია გან­საც­დე­ლი. პატ­რი­არ­ქმა მი­მარ­თა ხალ­ხს, არ შე­ე­შინ­დეთ გან­საც­დე­ლის, რად­გან ღმერ­თი მო­წყა­ლეა და ის და­ეხ­მა­რე­ბა. "ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მარ­ხვის დროს ძა­ლი­ან ხში­რია გან­საც­დე­ლი და არ შე­გე­შინ­დეთ გან­საც­დე­ლის. ღმერ­თი მო­წყა­ლეა, ჩვენ­თან არის და დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ამ გან­საც­დე­ლის დროს. ღმერ­თმა გაგ­ვი­თე­ნოს აღ­დგო­მა სი­ხა­რუ­ლი­სა", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ აღ­დგო­მას უძღვის გან­საც­დე­ლი და გან­საც­დელს მოს­დევს სი­ხა­რუ­ლი. "სი­ხა­რუ­ლი მო­გა­ნი­ჭოთ უფალ­მა", - მი­მარ­თა მრევლს პატ­რი­არ­ქმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ილია მეორე უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცებს

ილია მეორე უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცებს, - ამის შესახებ უწმინდესმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

"თქვენ იცით, რომ დაიძაბა ურთიერთობა რუსეთსა და უკრაინას შორის. აღვავლენთ ლოცვებს, რომ უფალმა მშვიდობით განაგოს მათი ურთიერთობა", - აღნიშნა უწმინდესმა.

ეცადეთ, რომ შენდობილები შეხვდეთ დიდმარხვას, - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს.

როგორც უწმინდესმა ქადაგებისას ბრძანა, დღეს 18:00 საათზე, საღამოს, შენდობის ლოცვები შესრულდება. "ეცადეთ, რომ შენდობილი შეხვდეთ დიდმარხვას. ეცადეთ, რომ შეუნდობლები არც ერთი არ შეხვდეთ აღდგომას", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა დიდმარხვაზეც ისაუბრა, რომელიც ხვალ იწყება. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მარხვის დროს ძალიან ხშირია განსაცდელი. პატრიარქმა მიმართა ხალხს, არ შეეშინდეთ განსაცდელის, რადგან ღმერთი მოწყალეა და ის დაეხმარება. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვის დროს ძალიან ხშირია განსაცდელი და არ შეგეშინდეთ განსაცდელის. ღმერთი მოწყალეა, ჩვენთან არის და დაგვეხმარება ამ განსაცდელის დროს. ღმერთმა გაგვითენოს აღდგომა სიხარულისა", - ბრძანა უწმინდესმა.

მისივე თქმით, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ აღდგომას უძღვის განსაცდელი და განსაცდელს მოსდევს სიხარული. "სიხარული მოგანიჭოთ უფალმა", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია