ტელეწამყვან თამარა ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი კატო კოპალეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ კატო კოპალეიშვილმა სტრასბურგში ლიცეუმის მეათე კლასი დახურა.
"ლალალა <3 - feeling wonderful with სოფია ჩიქოვანი (კეზერაშვილის მეუღლე) და დავით კეზერაშვილიi", - აღნიშნულია ფოტოს აღწერაში.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სასამართლომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე 27 თებერვალს ჩატარებულ სხდომაზე უარი განაცხადა.