პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი კეთილი ნების ელჩები მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან
ქართველი კეთილი ნების ელჩები მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან

2014 წლის 4 მა­ისს სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და უნი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა Wings for Life World Run გა­ი­მარ­თე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ით 14:00 სა­ათ­ზე 5 კონ­ტი­ნენ­ტის 40 სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ასი ათა­სო­ბით მორ­ბე­ნა­ლი ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყებს რბე­ნას.

Wings for Life World Run - ის უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი ტრა­სის მან­ძი­ლი და დრო. ტრა­დი­ცი­უ­ლი ფი­ნი­შის ხა­ზის მა­გივ­რად იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი "ფი­ნიშ მან­ქა­ნა", რო­გორც კი ფი­ნიშ მან­ქა­ნა გა­და­უს­წრებს მორ­ბე­ნალს, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად ეთი­შე­ბა შე­ჯიბრს. სა­ქარ­თვე­ლო­შო მორ­ბენ­ლე­ბი სტარტს კა­ხეთ­ში, ლო­პო­ტის გა­და­სახ­ვე­ვი­დან აი­ღე­ბენ კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის გა­ყო­ლე­ბით ირ­ბე­ნენ "ფი­ნიშ მან­ქა­ნის" და­წე­ვამ­დე.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სახე მო­ნა­წი­ლე­ობს, ისი­ნი Wings for Life World Run-ის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩე­ბი არი­ან. მათი ნა­წი­ლი რბე­ნის­თვის უკვე ემ­ზა­დე­ბა, რის­თვი­საც ისი­ნი კუს ტბა­ზე შე­იკ­რიბ­ნენ.

ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან ქარ­თვე­ლი კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩე­ბი.

რო­გორც მო­ცუ­რა­ვე ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, მსოფ­ლიო რბე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ორ­მაგ სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი - სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას გა­კა­ჟე­ბა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, რომ­ლებ­საც ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა აქვთ. სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ებს ურ­ჩევს იყ­ვნენ მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი - "უნდა ივარ­ჯი­შონ სის­ტე­მა­ტი­უ­რად და მი­აღ­წე­ვენ სა­სურ­ველ შე­დეგს, თუმ­ცა ამ რბე­ნა­ში შე­დე­გი არ არის მთა­ვა­რი, მთა­ვა­რია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა", - ამ­ბობს კუპ­რაშ­ვი­ლი. ის თა­ვად და­ახ­ლო­ე­ბით 10 კი­ლო­მეტ­რის გარ­ბე­ნას აპი­რებს.

ჯო­მარ­დო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, და­ვით ქა­ცა­რა­ვა კი ბო­ლომ­დე სირ­ბილს აპი­რებს - "ვირ­ბენ ბო­ლომ­დე, სა­ნამ არ და­ვე­ცე­მი", - ამ­ბობს ქა­ცა­რა­ვა და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს პრო­ექ­ტი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე მა­რა­თო­ნი.

"მზად ვართ და­ვეხ­მა­როთ ადა­მი­ა­ნებს ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბით, გვერ­დში და­ვუდ­გეთ მათ - ეს ჩვე­ნი მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა, როცა შენი, თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო სირ­ბი­ლით ეხ­მა­რე­ბი სხვა ადა­მი­ანს", - ამ­ბობს ქა­ცა­რა­ვა და სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად მო­ნა­წი­ლე­ე­ო­ბის მსურ­ვე­ლებს ყო­ველ­დღი­ურ ვარ­ჯიშს ურ­ჩევს.

კი­დევ ერთი კე­თი­ლი ნე­ბის ელჩი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­მო­რი ბალ­დე კი მი­იჩ­ნევს, რომ რბე­ნა­ში თვით­მი­ზა­ნი არა გა­მარ­ჯვე­ბა, არა­მედ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა იყოს, რად­გან ამით შე­საძ­ლე­ბე­ლია სწო­რედ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, ვი­საც არ შე­უძ­ლია სირ­ბი­ლი.

"მინ­და, რომ ასეთ ის­ტო­რი­ულ და მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო. ვგეგ­მავ ძა­ლი­ან ბევ­რი კი­ლო­მეტ­რის გარ­ბე­ნას", - ამ­ბობს სა­მო­რი.

მსოფ­ლიო რბე­ნა­ში გა­მარ­ჯვე­ბას გეგ­მავს იუ­მო­რის­ტი ნიკა გრი­გო­ლია. მისი თქმით, ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ტე­მა­ტუ­რი ვარ­ჯი­ში - "მე ვა­პი­რებ გა­მარ­ჯვე­ბას, მჯე­რა, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ!"

არ იცის რამ­დე­ნი კი­ლო­მეტ­რის გარ­ბე­ნას შეძ­ლებს, თუმ­ცა ამ­ბობს რომ შე­ეც­დე­ბა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თოს. "I’ll try my best", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი: "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ქე­ტია, საქ­ველ­მოქ­მე­დოა და ბევ­რმა ადა­მი­ან­მა უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ვეხ­მა­რე­ბით ზურ­გის ძვლის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს და მე­ო­რე, კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა იმის­თვის, რომ ვი­ვარ­ჯი­შოთ".

"მსოფ­ლიო რბე­ნა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია - (ასა­კი 18+). "მსოფ­ლიო რბე­ნის" შე­დე­გად 2 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი (ერთი ქალი და ერთი მა­მა­კა­ცი) გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­დია პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ლელო week და პა­ლიტ­რა TV.

ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლად გა­და­ე­ცე­მა Wings for Life-ის ფონდს, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს სა­მე­დი­ცი­ნო და კლი­ნი­კურ კვლე­ვებს ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. Wings for Life და Red Bull-ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფი უზ­რუნ­ველ­ყოფს ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლის Wings for Life-ის ფონდში გა­და­რი­ცხვას. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ფა­სუ­რი 20 ლა­რია. რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს ვებგ­ვერ­დზე www.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 20 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

R

ქართველი კეთილი ნების ელჩები მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან

ქართველი კეთილი ნების ელჩები მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან

2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართება - საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას.

Wings for Life World Run - ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა", როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს. საქართველოშო მორბენლები სტარტს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან აიღებენ კავკასიონის ქედის გაყოლებით ირბენენ "ფინიშ მანქანის" დაწევამდე.

ღონისძიებაში საქართველოდან არაერთი ცნობილი სახე მონაწილეობს, ისინი Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩები არიან. მათი ნაწილი რბენისთვის უკვე ემზადება, რისთვისაც ისინი კუს ტბაზე შეიკრიბნენ.

ambebi.ge დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტეს ღონისძიებაში მონაწილეობა და როგორ ემზადებიან ქართველი კეთილი ნების ელჩები.

როგორც მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი ამბობს, მსოფლიო რბენაში მონაწილეობით ორმაგ სიამოვნების მიღებაა შესაძლებელი - საკუთარ ჯანმრთელობას გაკაჟება და იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც ზურგის ტვინის დაზიანება აქვთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ჰენრი კუპრაშვილი მონაწილეებს ურჩევს იყვნენ მიზანდასახულები - "უნდა ივარჯიშონ სისტემატიურად და მიაღწევენ სასურველ შედეგს, თუმცა ამ რბენაში შედეგი არ არის მთავარი, მთავარია მონაწილეობა", - ამბობს კუპრაშვილი. ის თავად დაახლოებით 10 კილომეტრის გარბენას აპირებს.

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქაცარავა კი ბოლომდე სირბილს აპირებს - "ვირბენ ბოლომდე, სანამ არ დავეცემი", - ამბობს ქაცარავა და აღნიშნავს, რომ ეს პროექტი გაცილებით მეტია, ვიდრე მარათონი.

"მზად ვართ დავეხმაროთ ადამიანებს ზურგის ტვინის დაზიანებით, გვერდში დავუდგეთ მათ - ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა. გარდა ამისა, ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა შენი, თუნდაც უმნიშვნელო სირბილით ეხმარები სხვა ადამიანს", - ამბობს ქაცარავა და საუკეთესო შედეგის მისაღწევად მონაწილეეობის მსურველებს ყოველდღიურ ვარჯიშს ურჩევს.

კიდევ ერთი კეთილი ნების ელჩი, ტელეწამყვანი სამორი ბალდე კი მიიჩნევს, რომ რბენაში თვითმიზანი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა უნდა იყოს, რადგან ამით შესაძლებელია სწორედ იმ ადამიანების დახმარება, ვისაც არ შეუძლია სირბილი.

"მინდა, რომ ასეთ ისტორიულ და მნიშვნელოვან პროექტში ჩემი წვლილი შევიტანო. ვგეგმავ ძალიან ბევრი კილომეტრის გარბენას", - ამბობს სამორი.

მსოფლიო რბენაში გამარჯვებას გეგმავს იუმორისტი ნიკა გრიგოლია. მისი თქმით, ამისათვის აუცილებელია სისტემატური ვარჯიში - "მე ვაპირებ გამარჯვებას, მჯერა, რომ გავიმარჯვებ!"

არ იცის რამდენი კილომეტრის გარბენას შეძლებს, თუმცა ამბობს რომ შეეცდება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს. "I’ll try my best", - ამბობს მსახიობი ნინუცა მაყაშვილი: "ძალიან მნიშვნელოვანი პროქეტია, საქველმოქმედოა და ბევრმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. პირველ რიგში, ვეხმარებით ზურგის ძვლის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანებს და მეორე, კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ვივარჯიშოთ".

"მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - (ასაკი 18+). "მსოფლიო რბენის" შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ღონისძიების მედია პარტნიორები არიან ლელო week და პალიტრა TV.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას. მონაწილეობის საფასური 20 ლარია. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

ნათია ლეშკაშელი

იხილეთ ფოტოგალერეა

R

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია