კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღარ დადის რამაზ ლაზარიშვილი კაზინოში
რატომ აღარ დადის რამაზ ლაზარიშვილი კაზინოში

ევ­რო­პუ­ლი ცეკ­ვე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და პი­ლო­ტი - რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვი­ლი თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობს იმის­თვის, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი იყოს. მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის შოვ­ნა ძნე­ლია. რა­მაზ­მა სა­უბ­რი­სას ისიც გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნობს.

- ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა თუ გიყ­ვარს? ოდეს­მე ყუ­ლა­ბა გქო­ნია?

- ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა კი მიყ­ვარს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამას იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ. ყუ­ლა­ბა ბავ­შვო­ბა­ში მქონ­და და რო­გორც მახ­სოვს, ერთხელ 105 ლარი მო­ვაგ­რო­ვე... ცდუ­ნე­ბას დიდ­ხანს ვერ ვუძ­ლებ­დი, ამი­ტომ ყუ­ლა­ბას მა­ნამ­დე ვტეხ­დი, ვიდ­რე გა­ივ­სე­ბო­და.

- აზარ­ტუ­ლი ხარ?

- მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე აზარ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ (იცი­ნის).

- კა­ზი­ნოს ხში­რად სტუმ­რობ?

- აზარ­ტუ­ლი კი ვარ, მაგ­რამ კა­ზი­ნო­ში სულ ორ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი და არა­ფე­რი მო­მი­გია, პი­რი­ქით - გარ­კვე­უ­ლი თან­ხა წა­ვა­გე. ჰოდა, ამ შემ­თხვე­ვე­ბის შემ­დეგ კა­ზი­ნო­ში შეს­ვლის სურ­ვი­ლი აღარ გამ­ჩე­ნია. იქ თა­მაშს, რა­ტომ­ღაც, აზარ­ტში ვერ შევ­ყა­ვარ. ვფიქ­რობ, კა­ზი­ნო­ში თან­ხის მო­გე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ კლი­ენ­ტმა უნდა წა­ა­გოს. თა­ნაც, უშ­რო­მე­ლად მო­გე­ბულ ფულს ისევ, სა­კუ­თა­რი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხის ხარ­ჯვა მირ­ჩევ­ნია.

- ხელ­ფა­სის მთელ თვე­ზე გა­ნა­წი­ლე­ბას თუ ახერ­ხებ?

- სხვა­თა შო­რის, ამას ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ თვის ბო­ლოს ვხვდე­ბი, რომ მთლად კარ­გი მე­ნე­ჯე­რი არ ვარ. თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯი გეგ­მას მი­რევს.

- ანუ თვის ბო­ლოს უფუ­ლოდ ხში­რად რჩე­ბი?

- უფუ­ლოდ თით­ქმის არას­დროს ვარ, მაგ­რამ თუ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბი, დედა მეხ­მა­რე­ბა. მიყ­ვარს შრო­მა და სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ე­ბი.

- ფუ­ლის სეს­ხე­ბა თუ გი­წევს ხოლ­მე?

- ფუ­ლის გა­სეს­ხე­ბა უფრო ხში­რად მი­წევს, ვიდ­რე სეს­ხე­ბა. არ ვამ­ბობ, რომ ვალი არას­დროს ამი­ღია, მაგ­რამ ასე მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ვიქ­ცე­ვი, როცა ეს ძა­ლი­ან აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ვა­ლის უბ­რა­ლო რა­ღა­ცის გამო აღე­ბა არ მიყ­ვარს. ვცდი­ლობ, ისე ვი­ცხოვ­რო, რომ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის იმე­დად ვიყო.

- ფუ­ლის ხარ­ჯვა რაში არ გე­ნა­ნე­ბა?

- მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში. რო­გორც იცით, პი­ლო­ტი ვარ და მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ამ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ში და­ხარ­ჯულ ფულს არა­სო­დეს მივ­ტი­რი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, რეს­ტორ­ნებ­სა და ბა­რებ­ში ფუ­ლის ხარ­ჯვა არ მიყ­ვარს. თან­ხა არც სა­მო­სის შე­სა­ძე­ნად მე­ნა­ნე­ბა.

- ტან­საც­მელ­ში ბევრ ფულს ხარ­ჯავ?

- დიახ, ამ სი­ა­მოვ­ნე­ბა­შიც საკ­მა­ოდ ბევრ ფულს ვხარ­ჯავ. დე­და­ჩე­მი იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს და შე­სა­ბა­მი­სად, ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლა ხში­რად მი­წევს. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს მი­ლან­ში გამ­გზავ­რე­ბა - შე­უძ­ლე­ბე­ლია, იქ მყოფს ტან­საც­მლის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი არ გა­გიჩ­ნდეს. თუმ­ცა, რომ გი­თხრა, უპი­რა­ტე­სო­ბას ბრენ­დებს ვა­ნი­ჭებ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ. მთა­ვა­რია, სა­მო­სი მო­მე­წო­ნოს... ისე, "ზა­რას" ფირ­მის ტან­საც­მე­ლი ძა­ლი­ან მომ­წონს.

- თუ შე­გი­ძე­ნია ისე­თი ნივ­თი ან სა­მო­სი, რო­მე­ლიც ვერ გა­მო­გი­ყე­ნე­ბია?

- ასე­თი შემ­თხვე­ვა ხში­რად არ მქო­ნია, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვი­ძი­ნე ისე­თი რა­ღაც, რაც არ გა­მო­მად­გა. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბაა... ახლა ჭკუა ვის­წავ­ლე და ვიდ­რე რა­ი­მეს შე­ვი­ძენ, წი­ნას­წარ ბევ­რს ვფიქ­რობ.

- ფული და­გი­კარ­გავს?

- ერთხელ დავ­კარ­გე და ის შემთხ­ვევა დღემ­დე მწა­რედ მახ­სოვს: და­სას­ვე­ნებ­ლად ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი. ხომ იცით, ასეთ დროს წი­ნას­წარ გაქვს გათ­ვლი­ლი, რამ­დე­ნი დღე უნდა და­ის­ვე­ნო და რა თან­ხა დაგ­ჭირ­დე­ბა ამ სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის. მოკ­ლედ, ერთხელ, როცა რამ­დე­ნი­მე დღე მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, სა­ფუ­ლე დავ­კარ­გე და ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი. და­ვი­ბე­ნი. უცებ ვერ გა­ვი­აზ­რე, რა უნდა მექ­ნა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, დაბ­ნე­უ­ლო­ბამ მა­ლე­ვე გა­მი­ა­რა და პრობ­ლე­მა რო­გორ­ღაც მო­ვაგ­ვა­რე, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე დღემ­დე ვბრა­ზობ, რად­გან ვე­რაფ­რით ვიხ­სე­ნებ, სად, რო­გორ და რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დავ­კარ­გე სა­ფუ­ლე.

- ოდეს­მე ფული თუ გი­პო­ვია?

- ფული არც არა­სო­დეს მო­მი­გია და არც - მი­პო­ვია.

- რო­გორ ფიქ­რობ, ფუ­ლით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- რა თქმა უნდა, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სა­კუ­თა­რი შრო­მით მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა უფრო გემ­რი­ე­ლია!

- გამ­დიდ­რე­ბა­ზე ხში­რად ოც­ნე­ბობ?

- არ მჯე­რა, რომ ამ­ქვეყ­ნად არ­სე­ბობს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ბევ­რი ფუ­ლის შოვ­ნა­ზე არ უოც­ნე­ბია. მდი­და­რი რომ ვიყო, ძა­ლი­ან ბევრ კარგ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში, სა­ოც­ნე­ბო მან­ქა­ნას შე­ვი­ძენ­დი.

- რო­მე­ლი მან­ქა­ნის ყო­ლა­ზე ოც­ნე­ბობ?

- მომ­წონს ძვე­ლე­ბუ­რი "მუს­ტან­გი", "ლამ­ბორ­ჯი­ნი", "ფერ­ა­რი"... იმე­დია, ოდეს­მე ამ ოც­ნე­ბას ავის­რუ­ლებ.

- და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბას თუ ახერ­ხებ მა­გა­ლი­თად იმის­თვის, რომ ოდეს­მე სა­ოც­ნე­ბო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნა შეძ­ლო?

- ამ­ხე­ლა და­ნა­ზოგს ვერ გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ მაქვს ელექტრო­ნუ­ლი ყუ­ლა­ბა, რო­მელ­ზეც ფული ავ­ტო­მა­ტუ­რად გროვ­დე­ბა.

- სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბით ხში­რად სარ­გებ­ლობ?

- სხვა­თა შო­რის, კი. მიყ­ვარს ჩემი ელექტრო­ნუ­ლი ან­გა­რი­შე­ბის მარ­თვა, ამით ძა­ლი­ან ვერ­თო­ბი ხოლ­მე. თუმ­ცა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ბან­კე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რი­ფე­ბი მა­ო­ცებს; იმ­ხე­ლა პრო­ცენ­ტე­ბი აქვთ, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი და­გე­კარ­გე­ბა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, მათი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა შეძ­ლო.

- სა­ფუ­ლე­ში ფულს ხში­რად აკონ­ტრო­ლებ?

- ამას იშ­ვი­ა­თად ვა­კე­თებ. ჰოდა, ხში­რად მი­წევს იმა­ზე ფიქ­რი, თუ სად დავ­ხარ­ჯე ის კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხა, რო­მე­ლიც სა­ფუ­ლე­ში მედო. სხვა­თა შო­რის, ეს ფაქ­ტი დიდ დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის.

- გა­იხ­სე­ნე ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც მო­გარ­თვეს...

- ეს გახ­ლავთ სა­ცეკ­ვაო ფრა­კი, რო­მე­ლიც დღემ­დე მაქვს და ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ბავ­შვო­ბის შემ­დეგ შენ­თვის ფული არა­ვის უჩუ­ქე­ბია?

- რო­გორ არა! ახ­ლობ­ლებ­მა იცი­ან, რომ ფული მიყ­ვარს (იცი­ნის). ჰოდა, როცა ოჯა­ხის წევ­რებს ჩემი გან­წყო­ბი­ლე­ბის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბათ, იცი­ან, რომ ამის­თვის მარ­ტი­ვი გზა არ­სე­ბობს და ფულს მჩუქ­ნი­ან.

- თუ გახ­სოვს, პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი რა ასაკ­ში აიღე?

- ზუს­ტად არ მახ­სოვს, რამ­დე­ნი წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ის კი ვიცი, რომ აღე­ბულ­მა თან­ხამ ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ოდეს­მე ცეკ­ვით ფულს ვი­შო­ვი­დი.

- როცა ბარ­ში ან რეს­ტო­რან­ში მან­დი­ლო­სან­თან ერ­თად ხარ, და­ნა­ხარჯს ყო­ველ­თვის თა­ვად იხდი?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, რომ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მა­მა­კაც­მა ჯენტლმე­ნო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოს და ფული თა­ვად გა­და­ი­ხა­დოს. ისე, თუ ახ­ლო­ბელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ხარ და თან­ხის გა­დახ­დას ის და­გას­წრებს, ეს უხერ­ხუ­ლი სუ­ლაც არ არის. ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ იმა­ში, თუ ქა­ლიც შე­ეც­დე­ბა, პა­ტი­ვი გცეს.

- რო­გორ ფიქ­რობ, დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხით ოჯა­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლიან რთუ­ლია, ის კონკ­რე­ტუ­ლი თან­ხა გა­მო­ი­მუ­შაო, რომ­ლი­თაც ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლურ უზ­რუნ­ვე­ყო­ფას შეძ­ლებ. არა­და, ადა­მი­ანს შრო­მა უნდა და­უ­ფას­დეს... გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, მი­მაჩ­ნია, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­მა­კაც­ზე არ უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ოჯა­ხის ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ვფიქ­რობ, არა მარ­ტო კაცს აქვს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა, არა­მედ ქალ­საც უნდა ჰქონ­დეს საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- რო­გორც ვიცი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ...

- დიახ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ.

- შეყ­ვა­რე­ბულს სა­ჩუქ­რე­ბით თუ ანე­ბივ­რებ ხოლ­მე?

- შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბით გა­ვა­ნე­ბივ­რო. სა­ერ­თოდ კი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ახ­ლობ­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის კე­თე­ბა და როცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, არც თავს ვზო­გავ და არც - ფულს.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ აღარ დადის რამაზ ლაზარიშვილი კაზინოში

რატომ აღარ დადის რამაზ ლაზარიშვილი კაზინოში

ევროპული ცეკვების პროფესიონალი შემსრულებელი და პილოტი - რამაზ ლაზარიშვილი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. მიაჩნია, რომ საქართველოში ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო თანხის შოვნა ძნელია. რამაზმა საუბრისას ისიც გაგვიმხილა, რომ შეყვარებულია და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

- ფულის შეგროვება თუ გიყვარს? ოდესმე ყულაბა გქონია?

- ფულის შეგროვება კი მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, ამას იშვიათად ვახერხებ. ყულაბა ბავშვობაში მქონდა და როგორც მახსოვს, ერთხელ 105 ლარი მოვაგროვე... ცდუნებას დიდხანს ვერ ვუძლებდი, ამიტომ ყულაბას მანამდე ვტეხდი, ვიდრე გაივსებოდა.

- აზარტული ხარ?

- მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველაზე აზარტული ადამიანი ვარ (იცინის).

- კაზინოს ხშირად სტუმრობ?

- აზარტული კი ვარ, მაგრამ კაზინოში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი და არაფერი მომიგია, პირიქით - გარკვეული თანხა წავაგე. ჰოდა, ამ შემთხვევების შემდეგ კაზინოში შესვლის სურვილი აღარ გამჩენია. იქ თამაშს, რატომღაც, აზარტში ვერ შევყავარ. ვფიქრობ, კაზინოში თანხის მოგება ძალიან ძნელია. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ კლიენტმა უნდა წააგოს. თანაც, უშრომელად მოგებულ ფულს ისევ, საკუთარი შრომით მოპოვებული თანხის ხარჯვა მირჩევნია.

- ხელფასის მთელ თვეზე განაწილებას თუ ახერხებ?

- სხვათა შორის, ამას ვახერხებ, მაგრამ თვის ბოლოს ვხვდები, რომ მთლად კარგი მენეჯერი არ ვარ. თვის განმავლობაში რამდენიმე გაუთვალისწინებელი ხარჯი გეგმას მირევს.

- ანუ თვის ბოლოს უფულოდ ხშირად რჩები?

- უფულოდ თითქმის არასდროს ვარ, მაგრამ თუ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდები, დედა მეხმარება. მიყვარს შრომა და საკუთარი პროფესიები.

- ფულის სესხება თუ გიწევს ხოლმე?

- ფულის გასესხება უფრო ხშირად მიწევს, ვიდრე სესხება. არ ვამბობ, რომ ვალი არასდროს ამიღია, მაგრამ ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქცევი, როცა ეს ძალიან აუცილებელია. ვალის უბრალო რაღაცის გამო აღება არ მიყვარს. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ მხოლოდ საკუთარი შემოსავლის იმედად ვიყო.

- ფულის ხარჯვა რაში არ გენანება?

- მოგზაურობაში. როგორც იცით, პილოტი ვარ და მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ამ სიამოვნებაში დახარჯულ ფულს არასოდეს მივტირი. სიმართლე გითხრათ, რესტორნებსა და ბარებში ფულის ხარჯვა არ მიყვარს. თანხა არც სამოსის შესაძენად მენანება.

- ტანსაცმელში ბევრ ფულს ხარჯავ?

- დიახ, ამ სიამოვნებაშიც საკმაოდ ბევრ ფულს ვხარჯავ. დედაჩემი იტალიაში ცხოვრობს და შესაბამისად, ამ ქვეყანაში ჩასვლა ხშირად მიწევს. განსაკუთრებით მიყვარს მილანში გამგზავრება - შეუძლებელია, იქ მყოფს ტანსაცმლის შეძენის სურვილი არ გაგიჩნდეს. თუმცა, რომ გითხრა, უპირატესობას ბრენდებს ვანიჭებ-მეთქი, მოგატყუებ. მთავარია, სამოსი მომეწონოს... ისე, "ზარას" ფირმის ტანსაცმელი ძალიან მომწონს.

- თუ შეგიძენია ისეთი ნივთი ან სამოსი, რომელიც ვერ გამოგიყენებია?

- ასეთი შემთხვევა ხშირად არ მქონია, მაგრამ რამდენჯერმე შევიძინე ისეთი რაღაც, რაც არ გამომადგა. მინდა გითხრათ, რომ ეს საშინელი შეგრძნებაა... ახლა ჭკუა ვისწავლე და ვიდრე რაიმეს შევიძენ, წინასწარ ბევრს ვფიქრობ.

- ფული დაგიკარგავს?

- ერთხელ დავკარგე და ის შემთხ­ვევა დღემდე მწარედ მახსოვს: დასასვენებლად ვიყავი წასული. ხომ იცით, ასეთ დროს წინასწარ გაქვს გათვლილი, რამდენი დღე უნდა დაისვენო და რა თანხა დაგჭირდება ამ სიამოვნებისთვის. მოკლედ, ერთხელ, როცა რამდენიმე დღე მქონდა დარჩენილი, საფულე დავკარგე და ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. დავიბენი. უცებ ვერ გავიაზრე, რა უნდა მექნა. მადლობა ღმერთს, დაბნეულობამ მალევე გამიარა და პრობლემა როგორღაც მოვაგვარე, მაგრამ საკუთარ თავზე დღემდე ვბრაზობ, რადგან ვერაფრით ვიხსენებ, სად, როგორ და რა სიტუაციაში დავკარგე საფულე.

- ოდესმე ფული თუ გიპოვია?

- ფული არც არასოდეს მომიგია და არც - მიპოვია.

- როგორ ფიქრობ, ფულით წარმატების მიღწევა შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, საკუთარი შრომით მიღწეული წარმატება უფრო გემრიელია!

- გამდიდრებაზე ხშირად ოცნებობ?

- არ მჯერა, რომ ამქვეყნად არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრი ფულის შოვნაზე არ უოცნებია. მდიდარი რომ ვიყო, ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი, მაგრამ პირველ რიგში, საოცნებო მანქანას შევიძენდი.

- რომელი მანქანის ყოლაზე ოცნებობ?

- მომწონს ძველებური "მუსტანგი", "ლამბორჯინი", "ფერარი"... იმედია, ოდესმე ამ ოცნებას ავისრულებ.

- დანაზოგის გაკეთებას თუ ახერხებ მაგალითად იმისთვის, რომ ოდესმე საოცნებო ავტომობილების შეძენა შეძლო?

- ამხელა დანაზოგს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მაქვს ელექტრონული ყულაბა, რომელზეც ფული ავტომატურად გროვდება.

- საბანკო მომსახურებით ხშირად სარგებლობ?

- სხვათა შორის, კი. მიყვარს ჩემი ელექტრონული ანგარიშების მართვა, ამით ძალიან ვერთობი ხოლმე. თუმცა, სიმართლე გითხრათ, საქართველოში არსებული ბანკების მომსახურების ტარიფები მაოცებს; იმხელა პროცენტები აქვთ, მათთან ურთიერთობის სურვილი დაგეკარგება, მაგრამ რას ვიზამთ, დღეს შეუძლებელია, მათი მომსახურების გარეშე ცხოვრება შეძლო.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- ამას იშვიათად ვაკეთებ. ჰოდა, ხშირად მიწევს იმაზე ფიქრი, თუ სად დავხარჯე ის კონკრეტული თანხა, რომელიც საფულეში მედო. სხვათა შორის, ეს ფაქტი დიდ დისკომფორტს მიქმნის.

- გაიხსენე ყველაზე ძვირად ღი­რებული საჩუქარი, რომელიც მოგართვეს...

- ეს გახლავთ საცეკვაო ფრაკი, რომელიც დღემდე მაქვს და ძალიან მიყვარს.

- ბავშვობის შემდეგ შენთვის ფული არავის უჩუქებია?

- როგორ არა! ახლობლებმა იციან, რომ ფული მიყვარს (იცინის). ჰოდა, როცა ოჯახის წევრებს ჩემი განწყობილების ამაღლების სურვილი უჩნდებათ, იციან, რომ ამისთვის მარტივი გზა არსებობს და ფულს მჩუქნიან.

- თუ გახსოვს, პირველი ჰონორარი რა ასაკში აიღე?

- ზუსტად არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აღებულმა თანხამ ძალიან გამახარა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ცეკვით ფულს ვიშოვიდი.

- როცა ბარში ან რესტორანში მანდილოსანთან ერთად ხარ, დანახარჯს ყოველთვის თავად იხდი?

- აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველია, რომ ასეთ სიტუაციაში მამაკაცმა ჯენტლმენობა გამოიჩინოს და ფული თავად გადაიხადოს. ისე, თუ ახლობელ ადამიანთან ერთად ხარ და თანხის გადახდას ის დაგასწრებს, ეს უხერხული სულაც არ არის. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ ქალიც შეეცდება, პატივი გცეს.

- როგორ ფიქრობ, დღევანდელ სიტუაციაში საკუთარი შრომით მოპოვებული თანხით ოჯახის უზრუნველყოფა შესაძლებელია?

- სამწუხაროდ, ძა­ლიან რთულია, ის კონკ­რეტული თანხა გამოიმუშაო, რომლითაც ოჯახის მატერიალურ უზრუნვეყოფას შეძლებ. არადა, ადამიანს შრომა უნდა დაუფასდეს... გულწრფელად რომ გითხრათ, მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც მამაკაცზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ოჯახის ყველაფრით უზრუნველყოფა. ვფიქრობ, არა მარტო კაცს აქვს მუშაობის უფლება, არამედ ქალსაც უნდა ჰქონდეს საყვარელი საქმის კეთების საშუალება.

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ...

- დიახ, შეყვარებული ვარ და შესაბამისად, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

- შეყვარებულს საჩუქრებით თუ ანებივრებ ხოლმე?

- შეძლებისდაგვარად ვცდილობ, საყვარელი ადამიანი საჩუქრებით გავანებივრო. საერთოდ კი, ძალიან მიყვარს ახლობლებისთვის საჩუქრების კეთება და როცა ამის საშუალება მაქვს, არც თავს ვზოგავ და არც - ფულს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება