პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ბედია: "მე და მამუკა ერთმანეთს კარგად ვუგებთ"
სოფო ბედია: "მე და მამუკა ერთმანეთს კარგად ვუგებთ"

შო­უ­ში "ორ ვარ­სკვლა­ვი" ასე­თი პრინ­ცი­პია: მომ­ღერ­ლე­ბი მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის მე­წყვი­ლე­ებს შერ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბის შეს­წავ­ლა­სა და და­მუ­შა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. ყო­ველ ორ­შა­ბათს კი მათ მიერ ცო­ცხლად შეს­რუ­ლე­ბულ დუ­ე­ტებს წა­რად­გე­ნენ. ნომ­რებს ჟი­უ­რი აფა­სებს.

მომ­ღე­რა­ლი სოფო ბე­დია მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა პრო­ექ­ტის და­წყე­ბას, ვი­ნა­ი­დან პა­რო­დის­ტის, მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლის პარტნი­ო­რო­ბა უწევს. მას­თან ერ­თად არა­ერ­თი სიმ­ღე­რა უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნოს და ორი­ვე ერ­თად ბევრ სა­ხა­ლი­სო ნომრსაც გეგ­მავს.

- მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შენ­თვის ახა­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, მაგ­რამ რას იტყვი, "ორ ვარ­სკვლავ­ზე", რო­მელ­შიც ცოტა ხან­ში უნდა ჩა­ერ­თო?

- სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მომ­წონ­და ეს პრო­ექ­ტი. უცხო­ეთ­ში მაქვს ნა­ნა­ხი და რა­ღაც ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თვის. ახლა კი ჩვენ­თა­ნაც იწყე­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, ესტრა­და­ზე კი­დევ სხვა კუ­თხით წარ­მოვ­ჩინ­დე. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოა. პრექ­ტში უნდა გა­მომ­ჟღავ­ნდეს ადა­მი­ა­ნის არ­ტის­ტიზ­მი, ცეკ­ვა, ანუ ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნიჭი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს ეს პრო­ექ­ტი იმი­თაც, რომ მუ­სი­კო­სებს მას­ში მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი გვაქვს და ჩვენს წყვი­ლებს ვეხ­მა­რე­ბით. ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვეც­დე­ბი, ჩემს პარტნი­ორს ნი­ჭის წარ­მო­ჩე­ნა­ში და­ვეხ­მა­რო. მას შე­უძ­ლია სიმ­ღე­რა, კარ­გი სმე­ნა აქვს. მგო­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი დუ­ე­ტი.

- მოდი, გავ­ხსნათ ბრჭყა­ლე­ბი და ვთქვათ, რომ ლა­პა­რა­კია ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დისტ მა­მუ­კა ლო­მაშ­ვილ­ზე. რო­გორც მუ­სი­კო­სი ამ­ბობ, რომ კარ­გად მღე­რის, კარ­გი სმე­ნა აქვს და ისეთ ძლი­ერ ვო­კა­ლისტს, რო­გო­რიც შენ ხარ, შე­სა­ფე­რის პარტნი­ო­რო­ბას გა­გი­წევს?

- ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მონ­დო­მე­ბუ­ლია და ისე­თი შე­მარ­თე­ბუ­ლი, რომ მისი მჯე­რა. ზო­გა­დად მონ­დო­მე­ბუ­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ვფიქ­რობ, რომ მას­თან მუ­შა­ო­ბა არ გა­მი­ჭირ­დე­ბა. თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ვარ, მუ­შა­ო­ბი­სას მინ­და, რომ ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო. მი­უ­ხედ­ვად იმი­სა, რომ არას­დროს ვარ ჩემი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი. მეტი და მეტი მინ­და. ვო­კალ­ში მა­მუ­კას არას­დროს უმე­ცა­დი­ნია, პე­და­გო­გი არ ჰყო­ლია, ამი­ტომ ჩემი მხრი­დან მინ­და, კარ­გი რჩე­ვე­ბი მივ­ცე, ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად რომ მო­ერ­გოს. ამას­თან, ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებთ. ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რა­საც ვე­უბ­ნე­ბი. ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩემს რჩე­ვებს და მი­ხა­რია, რომ ასე­თი კარ­გი პარტნი­ო­რი შემ­ხვდა...

- მოკ­ლედ, ორი "ფუტ­კა­რი" შეხ­ვდით...

- ნამ­დვი­ლად (სი­ცი­ლით მე­თან­ხმე­ბა). სა­ო­ცა­რი მშრო­მე­ლია, იმ დო­ნე­ზეა მონ­დო­მე­ბუ­ლი, რომ ხან­და­ხან შოკ­ში ვარ მეც და ის პე­და­გო­გე­ბიც, ვინც გვა­მე­ცა­დი­ნე­ბენ. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი რაც უნდა ნი­ჭი­ე­რი იყოს, შრო­მი­სა და მონ­დო­მე­ბის გა­რე­შე წინ ვერ წავა.

- სოფო, რო­გორც ვიცი, პრო­ექ­ტში ჟან­რობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა. მა­მუ­კა რამ­დე­ნად აუ­ღებს ამ ყვე­ლა­ფერს ალ­ღოს?

- ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, რომ მას შე­სა­ფე­რი­სი სტი­ლის სიმ­ღე­რე­ბი მო­ვარ­გოთ. მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ უნდა და­იჩ­რდი­ლოს და წინა პლან­ზე წა­მო­ი­წი­ოს. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხმა აქვს და ერ­თმა­ნეთს რე­გის­ტრა­ლუ­რა­დაც ვუ­გებთ. რა თქმა უნდა, ბევ­რი მუ­შა­ო­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ არა მარ­ტო მას, მეც და იმი­ტომ, რომ მა­მუ­კას უნდა ვუს­მი­ნო და მივ­ყვე. ეს ხომ უპირ­ვე­ლე­სად მისი კონ­კურ­სია.

- მა­მუ­კას ამ პრო­ექ­ტამ­დე ახ­ლოს თუ იც­ნობ­დი?

- ჩვენ "იუ­მო­რი­ნი­დან" ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს და ერთი სა­მე­გობ­რო წრე გვყავ­და. კონ­ცერ­ტებ­ზეც ერ­თად ხში­რად გა­მოვ­სულ­ვართ. მა­მუ­კას­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. კარ­გი პი­როვ­ნე­ბაა და კარ­გად ვუ­გებთ.

- ვი­ნა­ი­დან მა­მუ­კა იუ­მო­რის­ტია. ნომ­რის მომ­ზა­დე­ბი­სას თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ ამას და იუ­მო­რის ელე­მენ­ტე­ბით თუ დატ­ვირ­თავთ ნო­მერს?

- კი, აუ­ცი­ლებ­ლად და ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ისე იუ­მორ­თან არც მე ვარ მწყრა­ლად და მეც გა­მომ­დის ეს საქ­მე, რაც მა­ყუ­რე­ბელ­მა ალ­ბათ, არ იცის და რო­გორც მომ­ღე­რალს, ისე მიც­ნობს. სწო­რედ ამი­ტომ, გვინ­და, რომ იუ­მო­რიც შე­მო­ვი­დეს და შოუ შედ­გეს.

- გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი გაქვთ?

- ამ კონ­კურ­სში ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან შერ­ჩე­უ­ლე­ბი. ყვე­ლა­ნი თა­ვი­ანთ სფე­რო­ებ­ში ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი არი­ან. სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია წავა და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, კონ­კურ­სი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. არ მი­მაჩ­ნია, რომ ლი­დე­რე­ბი ვართ, ასე არც არას­დროს ჩა­მით­ვლია. ვიცი, რომ მაქ­სი­მუ­მი უნდა გა­ვა­კე­თოთ. გა­მარ­ჯვე­ბა ყვე­ლას უნდა, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რომ ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კარ­გად წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ.

- რო­გორ მი­ი­ღებს მა­ყუ­რე­ბე­ლი თქვენს დუ­ეტს და რას და­უ­ტო­ვებს მას?

- მა­მუ­კა, რო­გორც ვიცი, ხალ­ხს ძა­ლი­ან უყ­ვარს. მა­ყუ­რებ­ლის კე­თილ­გან­წყო­ბას მეც ვგრძნობ. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ ეს ორი ადა­მი­ა­ნი, რა­ღაც ლა­მაზს, კარ­გს გა­ა­კე­თებს და შეს­თა­ვა­ზებს ხალ­ხს. ყვე­ლას თავი უნდა მო­ვა­წო­ნოთ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "მბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ შოუ "ორი ვარ­სკვლა­ვი" Facebook-ზე

სოფო ბედია: "მე და მამუკა ერთმანეთს კარგად ვუგებთ"

სოფო ბედია: "მე და მამუკა ერთმანეთს კარგად ვუგებთ"

შოუში "ორ ვარსკვლავი" ასეთი პრინციპია: მომღერლები მთელი კვირის განმავლობაში თავის მეწყვილეებს შერჩეული სიმღერების შესწავლასა და დამუშავებაში ეხმარებიან. ყოველ ორშაბათს კი მათ მიერ ცოცხლად შესრულებულ დუეტებს წარადგენენ. ნომრებს ჟიური აფასებს.

მომღერალი სოფო ბედია მოუთმენლად ელოდება პროექტის დაწყებას, ვინაიდან პაროდისტის, მამუკა ლომაშვილის პარტნიორობა უწევს. მასთან ერთად არაერთი სიმღერა უნდა წარმოაჩინოს და ორივე ერთად ბევრ სახალისო ნომრსაც გეგმავს.

- მუსიკალური პროექტში მონაწილეობა შენთვის ახალი ნამდვილად არ არის, მაგრამ რას იტყვი, "ორ ვარსკვლავზე", რომელშიც ცოტა ხანში უნდა ჩაერთო?

- საერთოდ, ძალიან მომწონდა ეს პროექტი. უცხოეთში მაქვს ნანახი და რაღაც ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის. ახლა კი ჩვენთანაც იწყება და საშუალება მეძლევა, ესტრადაზე კიდევ სხვა კუთხით წარმოვჩინდე. ეს ყველაფერი საინტერესოა. პრექტში უნდა გამომჟღავნდეს ადამიანის არტისტიზმი, ცეკვა, ანუ ქორეოგრაფიული ნიჭი. ძალიან საინტერესო უნდა იყოს ეს პროექტი იმითაც, რომ მუსიკოსებს მასში მეორეხარისხოვანი როლი გვაქვს და ჩვენს წყვილებს ვეხმარებით. ყველანაირად შევეცდები, ჩემს პარტნიორს ნიჭის წარმოჩენაში დავეხმარო. მას შეუძლია სიმღერა, კარგი სმენა აქვს. მგონი, საინტერესო იქნება ჩვენი დუეტი.

- მოდი, გავხსნათ ბრჭყალები და ვთქვათ, რომ ლაპარაკია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პაროდისტ მამუკა ლომაშვილზე. როგორც მუსიკოსი ამბობ, რომ კარგად მღერის, კარგი სმენა აქვს და ისეთ ძლიერ ვოკალისტს, როგორიც შენ ხარ, შესაფერის პარტნიორობას გაგიწევს?

- ძალიან კარგად მღერის. რეპეტიციებზე მონდომებულია და ისეთი შემართებული, რომ მისი მჯერა. ზოგადად მონდომებული და მიზანდასახული ადამიანია. ვფიქრობ, რომ მასთან მუშაობა არ გამიჭირდება. თვითონაც ძალიან მშრომელი ვარ, მუშაობისას მინდა, რომ ბოლომდე დავიხარჯო. მიუხედვად იმისა, რომ არასდროს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. მეტი და მეტი მინდა. ვოკალში მამუკას არასდროს უმეცადინია, პედაგოგი არ ჰყოლია, ამიტომ ჩემი მხრიდან მინდა, კარგი რჩევები მივცე, ყველაფერს მარტივად რომ მოერგოს. ამასთან, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ყველაფერს აკეთებს, რასაც ვეუბნები. ითვალისწინებს ჩემს რჩევებს და მიხარია, რომ ასეთი კარგი პარტნიორი შემხვდა...

- მოკლედ, ორი "ფუტკარი" შეხვდით...

- ნამდვილად (სიცილით მეთანხმება). საოცარი მშრომელია, იმ დონეზეა მონდომებული, რომ ხანდახან შოკში ვარ მეც და ის პედაგოგებიც, ვინც გვამეცადინებენ. საერთოდ, ადამიანი რაც უნდა ნიჭიერი იყოს, შრომისა და მონდომების გარეშე წინ ვერ წავა.

- სოფო, როგორც ვიცი, პროექტში ჟანრობრივი მრავალფეროვნება იქნება. მამუკა რამდენად აუღებს ამ ყველაფერს ალღოს?

- ყველანაირად ვცდილობთ, რომ მას შესაფერისი სტილის სიმღერები მოვარგოთ. მისი შესაძლებლობები არ უნდა დაიჩრდილოს და წინა პლანზე წამოიწიოს. საკმაოდ მაღალი ხმა აქვს და ერთმანეთს რეგისტრალურადაც ვუგებთ. რა თქმა უნდა, ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, მაგრამ არა მარტო მას, მეც და იმიტომ, რომ მამუკას უნდა ვუსმინო და მივყვე. ეს ხომ უპირველესად მისი კონკურსია.

- მამუკას ამ პროექტამდე ახლოს თუ იცნობდი?

- ჩვენ "იუმორინიდან" ვიცნობთ ერთმანეთს და ერთი სამეგობრო წრე გვყავდა. კონცერტებზეც ერთად ხშირად გამოვსულვართ. მამუკასთან ძალიან მეგობრული და კარგი ადამიანური ურთიერთობა მაქვს. კარგი პიროვნებაა და კარგად ვუგებთ.

- ვინაიდან მამუკა იუმორისტია. ნომრის მომზადებისას თუ გაითვალისწინებთ ამას და იუმორის ელემენტებით თუ დატვირთავთ ნომერს?

- კი, აუცილებლად და ეს ძალიან საინტერესო იქნება. ისე იუმორთან არც მე ვარ მწყრალად და მეც გამომდის ეს საქმე, რაც მაყურებელმა ალბათ, არ იცის და როგორც მომღერალს, ისე მიცნობს. სწორედ ამიტომ, გვინდა, რომ იუმორიც შემოვიდეს და შოუ შედგეს.

- გამარჯვების შანსი გაქვთ?

- ამ კონკურსში ძალიან კარგი ადამიანები არიან შერჩეულები. ყველანი თავიანთ სფეროებში ძალიან მაგრები არიან. სერიოზული კონკურენცია წავა და ასეთ შემთხვევაში, კონკურსი მეტად საინტერესო იქნება. არ მიმაჩნია, რომ ლიდერები ვართ, ასე არც არასდროს ჩამითვლია. ვიცი, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენი შესაძლებლობები კარგად წარმოვაჩინოთ.

- როგორ მიიღებს მაყურებელი თქვენს დუეტს და რას დაუტოვებს მას?

- მამუკა, როგორც ვიცი, ხალხს ძალიან უყვარს. მაყურებლის კეთილგანწყობას მეც ვგრძნობ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ორი ადამიანი, რაღაც ლამაზს, კარგს გააკეთებს და შესთავაზებს ხალხს. ყველას თავი უნდა მოვაწონოთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "მბები.გე"-სთვის

იხილეთ შოუ "ორი ვარსკვლავი" Facebook-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება