პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკამ ატომური ბომბი დაკარგა
ამერიკამ ატომური ბომბი დაკარგა

ატო­მუ­რი ია­რა­ღის შე­ნახ­ვა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა და დიდ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში მრა­ვალ­დაა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა თუ უბ­რა­ლო და­უ­დევ­რო­ბა, ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბის და­კარ­გვის მი­ზე­ზი გამ­ხდა­რა.

კა­ტას­ტრო­ფა ეს­პა­ნე­თის თავ­ზე

1966 წლის 17 იან­ვარს ეს­პა­ნე­თის თავ­ზე, ამე­რი­კუ­ლი ბომბდამ­შე­ნი B-52, საწ­ვა­ვით გა­წყო­ბი­სას, სა­ჰა­ე­რო ტან­კერს და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ეს უკა­ნას­კნე­ლი ჰა­ერ­ში­ვე აფეთ­ქდა. ბომბდამ­შე­ნის ბორტზე, რო­მე­ლიც შე­ჯა­ხე­ბის გამო ჰა­ერ­ში­ვე და­ი­შა­ლა, 7 კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟი და 4 ატო­მუ­რი ბომ­ბი იმ­ყო­ფე­ბო­და. ინ­ცინ­დენ­ტის შე­სა­ხებ, ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბეს, რო­მელ­მაც და­კარ­გუ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბის უმოკ­ლეს დრო­ში მო­ძებ­ნის ბრძა­ნე­ბა გას­ცა.

პირ­ვე­ლი სამი ბომ­ბი 24 სა­ათ­ში იპო­ვეს. ისი­ნი პა­რა­შუ­ტით ხმე­ლეთ­ზე და­ეშ­ვნენ. მე­ო­თხე კი არ­სად ჩან­და. ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო­ებს, რომ­ლე­ბიც და­კარ­გულ ატო­მურ ბომბს ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით ეძებ­დნენ, ად­გი­ლობ­რი­ვი ეს­პა­ნე­ლი მე­თევ­ზე და­ეხ­მა­რა, რო­მელ­მაც პა­რა­შუტ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ბომ­ბის ხმელ­თა­შუა ზღვა­ში ჩა­ვარ­დნის მო­მენ­ტი და­ი­ნა­ხა.

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, 34 ხო­მალ­დის­გან შემ­დგა­რი ეს­კად­რა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს. ზღვა­ში და­კარ­გულ ბომბს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. მას 15 მარტს, თით­ქმის 2 თვი­ა­ნი ძი­ე­ბის შემ­დეგ, 800 მეტ­რის სიღ­რმე­ზე მი­აგ­ნეს. რამ­დე­ნი­მე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ზე­და­პირ­ზე ბომ­ბი კა­ტას­ტრო­ფი­დან 81 დღის შემ­დეგ ამო­ი­ღეს.

ინ­ცინ­დენ­ტი ამე­რი­კას ძვი­რად და­უჯ­და. მი­წა­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი ორი ბომ­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად, რა­დი­ა­ცი­ამ საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ტე­რი­ტო­რია და­ა­ბინ­ძუ­რა. კომ­პე­სა­ცი­ე­ბის სა­ხით მთავ­რო­ბამ 711 ათა­სი დო­ლა­რი გა­ი­ღო. და­მა­ტე­ბი­თად 14,5 ათა­სი მე­თევ­ზეს გა­და­უ­ხა­დეს, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლებს წყალ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ბომ­ბის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რა.

უყუ­რა­დღე­ბო პრე­ზი­დენ­ტი

ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბის გარ­და ამე­რი­კე­ლე­ბი ბირ­თვუ­ლი ჩე­მოდ­ნის გა­სა­ღებ­საც კარ­გავ­დნენ. ამ პა­ტა­რა პლას­ტი­კურ ბა­რათ­ზე, ატო­მუ­რი რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბის კო­დე­ბი წე­რია. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი აშშ-ს 39-ე პრე­ზი­დენტს ჯიმი კარ­ტერს შე­ემ­თხვა. უყუ­რა­დღე­ბო პრე­ზი­დენ­ტმა, პი­ჯა­კი ქიმ­წმენ­და­ში ისე ჩა­ა­ბა­რა, რომ ჯი­ბი­დან კო­დე­ბი­ა­ნი გა­სა­ღე­ბის ამო­ღე­ბა და­ა­ვი­წყდა. და­კარ­გუ­ლი ბა­რა­თის ძებ­ნა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ და­ი­წყეს.

ერ­თდრო­უ­ლად და­კარ­გუ­ლი ექ­ვსი ბირ­თვუ­ლი ბომ­ბი

ატო­მუ­რი ია­რა­ღის და­კარ­გვის უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვა 2007 წლის 30 აგ­ვის­ტოს მოხ­და. ჩრდი­ლო და­კო­ტის ერთ-ერთი სამ­ხედ­რო ბა­ზის პერ­სო­ნალ­მა ერ­თდრო­უ­ლად 6 ატო­მუ­რი ბომ­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა. რო­გორც გა­ირ­კვა, წინა დღეს, ბა­ზის პერ­სო­ნა­ლის და­უ­დევ­რო­ბის და უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო, ბომბდამ­შენ­ზე B-52H, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ შტატ­ში უნდა გა­დაფ­რე­ნი­ლი­ყო, სას­წავ­ლოს ნაც­ვლად, ნამ­დვი­ლი - საბ­რძო­ლო ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბი ჩა­მო­კი­დეს. სა­თა­ნა­დო შე­მოწ­მე­ბა არა­ვის ჩა­უ­ტა­რე­ბია და შეც­დო­მის შე­სა­ხებ არც პი­ლო­ტებ­მა იცოდ­ნენ. და­კარ­გულ ბომ­ბებს მხო­ლოდ 36 სა­ა­თის შემ­დეგ მი­აგ­ნეს, რო­დე­საც ერთ-ერ­თმა ტექ­ნი­კოს­მა თვითმფრი­ნა­ვის მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა ფრთებ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ბომ­ბებ­ში სხვა­ო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ინ­ცინ­დენ­ტის შე­დე­გად 70-მა ადა­მი­ან­მა დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი სას­ჯე­ლი მი­ი­ღო. თუმ­ცა არ­ცერ­თი მათ­გა­ნი სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლოს­თვის არ გა­და­უ­ცი­ათ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ furfur.me-ის მი­ხედ­ვით.

ამერიკამ ატომური ბომბი დაკარგა

ამერიკამ ატომური ბომბი დაკარგა

ატომური იარაღის შენახვა საპასუხისმგებლო საქმეა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ისტორიაში მრავალდაა შემთხვევები, როდესაც უბედური შემთხვევა თუ უბრალო დაუდევრობა, ატომური ბომბების დაკარგვის მიზეზი გამხდარა.

კატასტროფა ესპანეთის თავზე

1966 წლის 17 იანვარს ესპანეთის თავზე, ამერიკული ბომბდამშენი B-52, საწვავით გაწყობისას, საჰაერო ტანკერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ეს უკანასკნელი ჰაერშივე აფეთქდა. ბომბდამშენის ბორტზე, რომელიც შეჯახების გამო ჰაერშივე დაიშალა, 7 კაციანი ეკიპაჟი და 4 ატომური ბომბი იმყოფებოდა. ინცინდენტის შესახებ, ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტს დაუყოვნებლივ აცნობეს, რომელმაც დაკარგული ატომური ბომბების უმოკლეს დროში მოძებნის ბრძანება გასცა.

პირველი სამი ბომბი 24 საათში იპოვეს. ისინი პარაშუტით ხმელეთზე დაეშვნენ. მეოთხე კი არსად ჩანდა. ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც დაკარგულ ატომურ ბომბს ყველა საშუალებით ეძებდნენ, ადგილობრივი ესპანელი მეთევზე დაეხმარა, რომელმაც პარაშუტზე ჩამოკიდებული ბომბის ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდნის მომენტი დაინახა.

სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად, 34 ხომალდისგან შემდგარი ესკადრა ჩამოაყალიბეს. ზღვაში დაკარგულ ბომბს 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ. მას 15 მარტს, თითქმის 2 თვიანი ძიების შემდეგ, 800 მეტრის სიღრმეზე მიაგნეს. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ზედაპირზე ბომბი კატასტროფიდან 81 დღის შემდეგ ამოიღეს.

ინცინდენტი ამერიკას ძვირად დაუჯდა. მიწაზე დაშვებული ორი ბომბის დაზიანების შედეგად, რადიაციამ საკმაოდ ვრცელი ტერიტორია დააბინძურა. კომპესაციების სახით მთავრობამ 711 ათასი დოლარი გაიღო. დამატებითად 14,5 ათასი მეთევზეს გადაუხადეს, რომელიც ამერიკელებს წყალში ჩავარდნილი ბომბის პოვნაში დაეხმარა.

უყურადღებო პრეზიდენტი

ატომური ბომბების გარდა ამერიკელები ბირთვული ჩემოდნის გასაღებსაც კარგავდნენ. ამ პატარა პლასტიკურ ბარათზე, ატომური რაკეტების გაშვების კოდები წერია. ყველაზე ცნობილი ფაქტი აშშ-ს 39-ე პრეზიდენტს ჯიმი კარტერს შეემთხვა. უყურადღებო პრეზიდენტმა, პიჯაკი ქიმწმენდაში ისე ჩააბარა, რომ ჯიბიდან კოდებიანი გასაღების ამოღება დაავიწყდა. დაკარგული ბარათის ძებნა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყეს.

ერთდროულად დაკარგული ექვსი ბირთვული ბომბი

ატომური იარაღის დაკარგვის უკანასკნელი შემთხვევა 2007 წლის 30 აგვისტოს მოხდა. ჩრდილო დაკოტის ერთ-ერთი სამხედრო ბაზის პერსონალმა ერთდროულად 6 ატომური ბომბის გაუჩინარების ფაქტი აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, წინა დღეს, ბაზის პერსონალის დაუდევრობის და უყურადღებობის გამო, ბომბდამშენზე B-52H, რომელიც მეზობელ შტატში უნდა გადაფრენილიყო, სასწავლოს ნაცვლად, ნამდვილი - საბრძოლო ატომური ბომბები ჩამოკიდეს. სათანადო შემოწმება არავის ჩაუტარებია და შეცდომის შესახებ არც პილოტებმა იცოდნენ. დაკარგულ ბომბებს მხოლოდ 36 საათის შემდეგ მიაგნეს, როდესაც ერთ-ერთმა ტექნიკოსმა თვითმფრინავის მარცხენა და მარჯვენა ფრთებზე ჩამოკიდებულ ბომბებში სხვაობა აღმოაჩინა. ინცინდენტის შედეგად 70-მა ადამიანმა დისციპლინარული სასჯელი მიიღო. თუმცა არცერთი მათგანი სამხედრო სასამართლოსთვის არ გადაუციათ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfur.me-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე