22 თებერვალს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ძეგლიდან ტარას შევჩენკოს ძეგლამდე ფეხით მსვლელობა გამართეს და ასე მიაგეს პატივი უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები, მათ შორის მომღერალი სოფო ნიჟარაძეც იმყოფებოდა. სოფო ნიჟარაძემ აქციაზე უკრაინის ჰიმნი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო