კიევს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მებრძოლთა ქალაქი. ევროინტეგრაციის მოთხოვნით, ევრომაიდანზე მოსახლეობამ მკაცრი ზამთარი ქუჩაში გადაიტანა, ხელისუფლებას დაუპირისპირდა და სანაცვლოდ, ტყვიებიც "მიიღო". ბოლო ორი დღის განმავლობაში მომიტინგეებსა და "ბერკუტს" შორის განახლებულმა დაპირისპირებამ 50-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ქართველია.
ვიდრე ვითარება გამწვავდებოდა, მაიდანზე შეკრებილებისთვის სოლიდარობის გამოხატვას ადამიანები სხვადასხვა საშუალებით, მაგალითად, მაიდანზე ქორწინებით ცდილობდნენ.
გვინდა შემოგთავაზოთ ფოტოგალერეა პირობითი სახელწოდებით - "სიყვარული ბარიკადებზე". ფოტოები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და სპეციალურად თქვენთვის, მათ თავი ერთად მოვუყარეთ.