პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად და რატომ გაუჩინარდა ირაკლი შიხიაშვილი?
სად და რატომ გაუჩინარდა ირაკლი შიხიაშვილი?

სად იმ­ყო­ფე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და რა მიზ­ნით და­ტო­ვა მან სა­მუ­შაო? რა­ტომ "არ ახ­სოვს", რომ ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ კომ­პა­ნი­ა­ში წი­ლის 33%-ს ფლობს?

"ალი­ას" აც­ნო­ბეს, რომ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი ბოლო დროს "თბილ ქვეყ­ნებს" რამ­დენ­ჯერ­მე სტუმ­რობ­და. ამ მო­მენ­ტის­თვის ის დუ­ბა­ი­ში იმ­ყო­ფე­ბა და შე­იხს ხვდე­ბა. რა მიზ­ნით და რა პრობ­ლე­მებს აგ­ვა­რებს ში­ხი­აშ­ვი­ლი, ამა­ზე ერთ-ერთი წყა­რო გვი­ამ­ბობს:

- ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი ცრუ­ობს, როცა "პოსტსკრიპ­ტუმ­ში" გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია ნავ­თობ­ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბაა და რომ­ლის 33%-საც ფლობს, არა­ნა­ი­რი საქ­მი­ა­ნო­ბა არ წარ­მო­ებს. პირ­და­პირ გე­ტყვით, ეს ის კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­მა­ვა­ლი პერ­სპექ­ტი­ვაა.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- რას და, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე პი­რად სა­უბ­რებ­ში თურ­მე სულ იმას იმე­ო­რებს, ისე "მომ­ქის­ტა­ვენ" მალე ამ სამ­სა­ხუ­რი­დან, შე­იძ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კა­ში სა­ერ­თოდ აღარ ვიყო და თავი აბა, რით ვირ­ჩი­ნოო. ჰოდა, ეს კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ვი­თომ არა­ფერს აკე­თებს, ახლა აა­მუ­შა­ვა. დუ­ბა­ი­ში შე­იხ­თან შე­სახ­ვედ­რად წა­ვი­და. გზა ისე­დაც გაჭ­რი­ლია უკვე, მი­შას დროს შე­იხს ბევ­რი ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სტუმ­რობ­და და ხალ­ხმა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი არ იცის, რამ­დენ სა­ჯა­რო პირს აქვს ბიზ­ნე­სი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჰოდა, ში­ხი­აშ­ვილს ვე­ლო­სი­პე­დის მო­ფიქ­რე­ბა რაში სჭირ­დე­ბო­და, აით­ვი­სა მე­თო­დე­ბი და მო­მა­ვალ­ში "პუ­რის ფული" გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს. ასე რომ, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­მა­ვა­ლი ბიზ­ნეს­შია. სა­ნამ დროა, ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას კავ­ში­რე­ბის გა­საბ­მე­ლად და გა­სამ­ყა­რებ­ლად იყე­ნებს, მერე კი პირ­და­პირ ბიზ­ნეს­ში გა­და­ვა. ხში­რად და­დის მივ­ლი­ნე­ბებ­შიც ისე, რომ საქ­მის კურ­სში არ აყე­ნებს არა­ვის, მის მივ­ლი­ნე­ბას კი, ცხა­დია, საკ­რე­ბუ­ლო აფი­ნან­სებს. ამა­ზე დიდ სი­სუ­ლე­ლეს ვინ­მე იტყო­და? კომ­პა­ნი­ებ­ში წილი აქვთ და არ გვახ­სოვ­სო, დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი არ აქვთ ქო­ნე­ბა. ლუსტრი­რე­ბა მოხ­და უკვე მისი და მისი ცო­ლის. ახ­ლაც უარ­ყო­ფენ, რომ დუ­ბა­ი­ში არაა. მივ­ლი­ნე­ბა ხომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნდა გა­ფორმ­დეს და რას გა­ა­ფორ­მე­ბენ, რაც არ არის?

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "ალია" საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, რუსა უში­კიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- რუსა, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე მარ­თლა დუ­ბა­ი­შია?

- არა, დუ­ბა­ი­ში არაა, სომ­ხეთ­შია, პი­რად საქ­მე­ზე.

- ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში პი­რად საქ­მე­ზე წას­ვლა სა­ჯა­რო პირს სა­მუ­შაო დღე­ებ­ში არ ეკ­რძა­ლე­ბა? რო­გო­რაა კა­ნო­ნით ეს სა­კი­თხი რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი, მივ­ლი­ნე­ბა აქვს გა­მო­წე­რი­ლი?

- ეს ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ სომ­ხეთ­ში შა­ბათ-კვი­რას იყო წა­სუ­ლი და დი­ლით უნდა ჩა­მოფ­რე­ნი­ლი­ყო. რო­გორც ჩანს, გა­და­ე­დო და სა­ღა­მოს ჩა­მო­დის. არას­წო­რია ინ­ფორ­მა­ცია, რომ ში­ხი­აშ­ვი­ლი დუ­ბა­ი­შია. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

- რა პრობ­ლე­მე­ბი?

- დი­ა­ბე­ტი აქვს და გული აწუ­ხებს, ცოტა ხნის წინ ოპე­რა­ცი­აც გა­ი­კე­თა, საკ­რე­ბუ­ლო­ში გახ­და ცუ­დად. ახლა ზუს­ტად არ ვიცი, რა პრო­ფი­ლის ექიმ­თა­ნაა წა­სუ­ლი, ეს დე­ტა­ლე­ბი ჩემ­თვის უც­ნო­ბია.

"ალია" "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელს, ირაკ­ლი ღლონტს და­უ­კავ­შირ­და იმა­ში გა­სარ­კვე­ვად, რამ­დე­ნად სწო­რია, როცა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე სამ­სა­ხუ­რის­თვის გან­კუთ­ვნილ დროს პი­რა­დი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად ქვეყ­ნი­დან გა­დის.

- სა­ინ­ტე­რე­სოა ეს სა­კი­თხი, თუ სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პირი სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ზი­ტებს აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გა­მარ­თლე­ბუ­ლი და მიზ­ნობ­რი­ო­ბაც უნდა ჩან­დეს. თუ იგი­ვე სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე თავს აძ­ლევს უფ­ლე­ბას და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან აფი­ნან­სებს პი­რად საქ­მე­ზე მივ­ლი­ნე­ბებს, ეს კრი­მი­ნა­ლია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ. სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, პი­რად საქ­მე­ებ­ზე სირ­ბი­ლის დრო აქვს ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? მა­შინ როცა უამ­რა­ვი და­პი­რე­ბა მის­ცეს ამომ­რჩევ­ლებს და თით­ქმის არც ერთი მათ­გა­ნი არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა, მი­ნი­მუმ უხერ­ხუ­ლია პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის გამო ამ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­აც­დი­ნონ სამ­სა­ხუ­რის დრო. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ პი­რა­დი საქ­მე­ე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­ე­ბი ერ­თად ვაგ­ვა­როთ, დრო არ ით­მენს, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდი­ლის მიჯ­ნა­ზე დგას, დე­და­ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია და უპერ­სპექ­ტი­ვოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ნა­ნატ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ნამ­დვი­ლი ოც­ნე­ბა იყო და ოც­ნე­ბად დარ­ჩა.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სად და რატომ გაუჩინარდა ირაკლი შიხიაშვილი?

სად და რატომ გაუჩინარდა ირაკლი შიხიაშვილი?

სად იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარე და რა მიზნით დატოვა მან სამუშაო? რატომ "არ ახსოვს", რომ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიაში წილის 33%-ს ფლობს?

"ალიას" აცნობეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი ბოლო დროს "თბილ ქვეყნებს" რამდენჯერმე სტუმრობდა. ამ მომენტისთვის ის დუბაიში იმყოფება და შეიხს ხვდება. რა მიზნით და რა პრობლემებს აგვარებს შიხიაშვილი, ამაზე ერთ-ერთი წყარო გვიამბობს:

- ირაკლი შიხიაშვილი ცრუობს, როცა "პოსტსკრიპტუმში" განაცხადა, რომ კომპანიაში, რომლის მთავარი ფუნქცია ნავთობნარჩენების გადამუშავებაა და რომლის 33%-საც ფლობს, არანაირი საქმიანობა არ წარმოებს. პირდაპირ გეტყვით, ეს ის კომპანიაა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მომავალი პერსპექტივაა.

- რას გულისხმობთ?

- რას და, საკრებულოს თავმჯდომარე პირად საუბრებში თურმე სულ იმას იმეორებს, ისე "მომქისტავენ" მალე ამ სამსახურიდან, შეიძლება, პოლიტიკაში საერთოდ აღარ ვიყო და თავი აბა, რით ვირჩინოო. ჰოდა, ეს კომპანია, რომელიც ვითომ არაფერს აკეთებს, ახლა აამუშავა. დუბაიში შეიხთან შესახვედრად წავიდა. გზა ისედაც გაჭრილია უკვე, მიშას დროს შეიხს ბევრი ქართველი მაღალჩინოსანი სტუმრობდა და ხალხმა ნახევარზე მეტი არ იცის, რამდენ საჯარო პირს აქვს ბიზნესი ამ მიმართულებით. ჰოდა, შიხიაშვილს ველოსიპედის მოფიქრება რაში სჭირდებოდა, აითვისა მეთოდები და მომავალში "პურის ფული" გარანტირებული აქვს. ასე რომ, საკრებულოს თავმჯდომარის მომავალი ბიზნესშია. სანამ დროა, ის ამ თანამდებობას კავშირების გასაბმელად და გასამყარებლად იყენებს, მერე კი პირდაპირ ბიზნესში გადავა. ხშირად დადის მივლინებებშიც ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებს არავის, მის მივლინებას კი, ცხადია, საკრებულო აფინანსებს. ამაზე დიდ სისულელეს ვინმე იტყოდა? კომპანიებში წილი აქვთ და არ გვახსოვსო, დეკლარირებული არ აქვთ ქონება. ლუსტრირება მოხდა უკვე მისი და მისი ცოლის. ახლაც უარყოფენ, რომ დუბაიში არაა. მივლინება ხომ ოფიციალურად უნდა გაფორმდეს და რას გააფორმებენ, რაც არ არის?

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ალია" საკრებულოს თავმჯდომარის პრესსამსახურის უფროსს, რუსა უშიკიშვილს დაუკავშირდა:

- რუსა, საკრებულოს თავმჯდომარე მართლა დუბაიშია?

- არა, დუბაიში არაა, სომხეთშია, პირად საქმეზე.

- ნებისმიერ ქვეყანაში პირად საქმეზე წასვლა საჯარო პირს სამუშაო დღეებში არ ეკრძალება? როგორაა კანონით ეს საკითხი რეგულირებული, მივლინება აქვს გამოწერილი?

- ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სომხეთში შაბათ-კვირას იყო წასული და დილით უნდა ჩამოფრენილიყო. როგორც ჩანს, გადაედო და საღამოს ჩამოდის. არასწორია ინფორმაცია, რომ შიხიაშვილი დუბაიშია. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

- რა პრობლემები?

- დიაბეტი აქვს და გული აწუხებს, ცოტა ხნის წინ ოპერაციაც გაიკეთა, საკრებულოში გახდა ცუდად. ახლა ზუსტად არ ვიცი, რა პროფილის ექიმთანაა წასული, ეს დეტალები ჩემთვის უცნობია.

"ალია" "საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრის" ხელმძღვანელს, ირაკლი ღლონტს დაუკავშირდა იმაში გასარკვევად, რამდენად სწორია, როცა საჯარო მოხელე სამსახურისთვის განკუთვნილ დროს პირადი საკითხების მოსაგვარებლად ქვეყნიდან გადის.

- საინტერესოა ეს საკითხი, თუ საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი საზღვარგარეთ ვიზიტებს აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ის აუცილებლად უნდა იყოს გამართლებული და მიზნობრიობაც უნდა ჩანდეს. თუ იგივე საჯარო მოსამსახურე თავს აძლევს უფლებას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს პირად საქმეზე მივლინებებს, ეს კრიმინალია და პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს შესაბამისი ორგანოების მიერ. საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია, პირად საქმეებზე სირბილის დრო აქვს ჩვენს ხელისუფლებას? მაშინ როცა უამრავი დაპირება მისცეს ამომრჩევლებს და თითქმის არც ერთი მათგანი არ შესრულებულა, მინიმუმ უხერხულია პირადი საქმეების გამო ამ ადამიანებმა გააცდინონ სამსახურის დრო. საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პირადი საქმეები და სახელმწიფო საქმეები ერთად ვაგვაროთ, დრო არ ითმენს, უამრავი ადამიანი სიკვდილის მიჯნაზე დგას, დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, ინვესტიციები შეჩერებულია და უპერსპექტივოდ გამოიყურება, საუბარია იმაზე, რომ ნანატრი სამართლიანობის აღდგენა ნამდვილი ოცნება იყო და ოცნებად დარჩა.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა