პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ვენეციის კარნავალი გაიხსნა
ვენეციის კარნავალი გაიხსნა

იტა­ლი­ა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ვე­ნე­ცი­ის კარ­ნა­ვა­ლი და­ი­წყო. იგი ორ კვი­რა­ზე მეტ­ხანს გრძელ­დე­ბა. წელს კარ­ნა­ვა­ლი აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე შვი­დი კვი­რით ადრე, 4 მარტს დას­რულ­დე­ბა. აღ­დგო­მას წელს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი და კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია ერ­თდრო­უ­ლად, 20 აპ­რილს აღ­ნიშ­ნავს.

კარ­ნა­ვა­ლის პე­რი­ოდ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად, ფე­რად კოს­ტი­უ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში მხი­ა­რუ­ლო­ბენ. 2014 წელს კარ­ნა­ვა­ლის თემა, რომ­ლი­თაც ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ით ზამ­თარს აცი­ლე­ბენ და გა­ზა­ფხულს ხვდე­ბი­ან, "სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბა" გახ­და.

მხი­ა­რუ­ლე­ბა 15 თე­ბერ­ვალს გრანდ-კა­ნალ­ზე გონ­დო­ლე­ბი­სა და მუ­სი­კო­სე­ბის მო­კაზ­მუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის ჩავ­ლით გა­იხ­სნა.

ვე­ნე­ცი­უ­რი კარ­ნა­ვა­ლის კულ­მი­ნა­ცია ორი ტრა­დი­ცი­უ­ლი მოვ­ლე­ნა გახ­დე­ბა - "მა­რი­ას მსვლე­ლო­ბა", რო­მე­ლიც მე­კობ­რე­ე­ბის მიერ მო­ტა­ცე­ბუ­ლი ვე­ნე­ცი­ე­ლი სა­ცო­ლე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეძღვნე­ბა და "ან­გე­ლო­ზის ჩა­მოფ­რე­ნა". ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­კარ­ნა­ვა­ლო კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გო­გო­ნა წმინ­და მარ­კის სამ­რეკვლო­ზე ადის და იქი­დან მო­ე­დან­ზე ეშ­ვე­ბა, სა­დაც მას ზე­ი­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი ელო­დე­ბი­ან.

ქუ­ჩის მსვლე­ლო­ბე­ბის და კონ­ცერ­ტე­ბის გარ­და, ვე­ნე­ცი­ის თე­ატ­რებ­ში სპექ­ტაკ­ლე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. XVIII სა­უ­კუ­ნის მსგავს ვახ­შმებ­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის ფას­მა კი შე­საძ­ლოა, 600-1000 ევ­როს მი­აღ­წი­ოს.

ვე­ნე­ცი­ა­ში კარ­ნა­ვა­ლის პე­რი­ოდ­ში ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი ორ­ჯერ იზ­რდე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ИТАР-ТАСС-ის მი­ხედ­ვით.

ვენეციის კარნავალი გაიხსნა

ვენეციის კარნავალი გაიხსნა

იტალიაში ტრადიციული ვენეციის კარნავალი დაიწყო. იგი ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება. წელს კარნავალი აღდგომის დღესასწაულამდე შვიდი კვირით ადრე, 4 მარტს დასრულდება. აღდგომას წელს მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესია ერთდროულად, 20 აპრილს აღნიშნავს.

კარნავალის პერიოდში ტრადიციულად, ფერად კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები ქალაქის ქუჩებში მხიარულობენ. 2014 წელს კარნავალის თემა, რომლითაც ძველი ტრადიციით ზამთარს აცილებენ და გაზაფხულს ხვდებიან, "საოცარი ბუნება" გახდა.

მხიარულება 15 თებერვალს გრანდ-კანალზე  გონდოლებისა და მუსიკოსების მოკაზმული პლატფორმების ჩავლით გაიხსნა.

ვენეციური კარნავალის კულმინაცია ორი ტრადიციული მოვლენა გახდება - "მარიას მსვლელობა", რომელიც მეკობრეების მიერ მოტაცებული ვენეციელი საცოლეების გათავისუფლებას ეძღვნება და "ანგელოზის ჩამოფრენა". ტრადიციულად, საკარნავალო კაბაში გამოწყობილი გოგონა წმინდა მარკის სამრეკვლოზე ადის და იქიდან მოედანზე ეშვება, სადაც მას ზეიმის მონაწილეები და ტურისტები ელოდებიან.

ქუჩის მსვლელობების და კონცერტების გარდა, ვენეციის თეატრებში სპექტაკლები გაიმართება. XVIII საუკუნის მსგავს ვახშმებზე დასასწრები ბილეთების ფასმა კი შესაძლოა, 600-1000 ევროს მიაღწიოს.

ვენეციაში კარნავალის პერიოდში ტურისტების ნაკადი ორჯერ იზრდება.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს