მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ ადა­მი­ა­ნი, კა­ტა­სა­ვით თა­ვის­თ­ვის რომ და­ი­ა­რე­ბა"
"მე ვარ ადა­მი­ა­ნი, კა­ტა­სა­ვით თა­ვის­თ­ვის რომ და­ი­ა­რე­ბა"

ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი და ამის სა­ფუძ­ვე­ლი გა­სა­ო­ცა­რი, თა­ვი­სე­ბუ­რი ხმით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა კი არა, მი­სი მწერ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და. წლე­ბია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ ცხოვ­რობს. გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქეა, თუმ­ცა კარ­გა ხა­ნია, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს, მაგ­რამ არც ფეს­ვე­ბი და­უ­კარ­გავს და არც ხი­ლუ­ლი თუ უხი­ლა­ვი სი­მი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს სიმ­ღე­რით, სიტყ­ვით თუ უსი­ტყ­ვოდ მუ­დამ ეხ­მი­ა­ნე­ბა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" მომ­ღე­რალს, მსა­ხი­ობს, მხატ­ვარს, რე­ჟი­სორ­სა და მწე­რალს, ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა მე­ნაბ­დეს სტუმ­რობს.

- ვერც მე წარ­მო­ვიდ­გენ­დი, სა­კუ­თა­რი წიგ­ნით თუ წარ­ვ­დ­გე­ბო­დი ქარ­თ­ვე­ლე­ბის წი­ნა­შე. იგავ-არა­კე­ბის ჟან­რი სა­გან­გე­ბოდ ნამ­დ­ვი­ლად არ ამირ­ჩე­ვია, მგო­ნი პი­რი­ქით - ამ ჟან­რ­მა თვი­თონ ამირ­ჩია. არ­სე­ბობს ხი­ლუ­ლი იუმო­რი, რო­მე­ლიც ბევრ ქარ­თ­ველს ჰქონ­და: ვახ­ტანგ ჭყო­ი­ძეს, გია ფე­რა­ძეს, ჯე­მალ თო­ფუ­რი­ძეს, ნი­აზ დი­ა­სა­მი­ძეს, "ლორ­თ­ქი­ას" (გუ­რამ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძეს) - ღმერ­თ­მა აცხო­ნოს მა­თი სუ­ლე­ბი... მაგ­რამ მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მე და­ფა­რუ­ლი იუმო­რი მაქვს.

- წიგ­ნის­თ­ვის წა­გიმ­ძღ­ვა­რე­ბი­ათ: "ბევ­რ­ჯერ ვცა­დე სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან სხვა ქა­ლაქ­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ქა­ლა­ქე­ბი აქეთ-იქით შე­მო­მე­ფან­ტ­ნენ... ამი­ტო­მაც ქარ­თულ იგავ-არა­კებს სა­კუ­თა­რი თა­ვი­ვით ვჩუქ­ნი ჩემს მკითხ­ველს..." ვინ გა­ურ­ბის სა­კუ­თარ თავს, ვინ - იკე­ტე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში, უღ­რ­მავ­დე­ბა...

- ისე თუ ჩა­უღ­რ­მავ­დი, რო­გორც ამას ბა­ტო­ნი მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლი აკე­თებ­და, რა ჯო­ბია. ეს წიგ­ნი ბა­ტო­ნი მე­რა­ბის ხსოვ­ნას მი­ვუძღ­ვე­ნი, რად­გან, ხმა­მა­ღალ ნათ­ქ­ვა­მად თუ არ ჩა­მით­ვ­ლით, მა­მა­ჩე­მის შემ­დეგ თუ­კი ვინ­მემ რა­ი­მე სიღ­რ­მი­სე­უ­ლად მას­წავ­ლა, სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნი იყო. ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მე­რა­ბი გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლა­დაც კი მო­სუ­ლა ხოლ­მე ჩემ­თან, შინ, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. და ეს რამ­დენს ნიშ­ნავს - შენს პა­ტა­რა სივ­რ­ცე­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, კოს­მო­სი შე­მო­დის! ალ­ბათ, უფა­ლი და­მეხ­მა­რა და შე­მაძ­ლე­ბი­ნა, რომ სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მო­მეკ­რი­ბა ირ­გ­ვ­ლივ, ვის­გა­ნაც რა­ი­მეს შე­ვის­წავ­ლი­დი, შე­ვი­ტყობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე. ბო­ლოს და ბო­ლოს, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტი თუ არ გახ­და, მა­შინ ფუ­ჭად ჩა­უვ­ლია ცხოვ­რე­ბას. ჩე­მი არა­კე­ბიც ამის პა­სუ­ხია... რუ­სეთ­ში ბა­ტონ­მა პეტ­რე ფო­მენ­კომ, მოს­კო­ვის ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სტუ­დია-თე­ატ­რის მთა­ვარ­მა რე­ჟი­სორ­მა მი­მიწ­ვია, - თუნ­დაც არა­ფე­რი გა­ა­კე­თო, მინ­და ჩემს თე­ატ­რ­ში იყოო. ამ სიტყ­ვე­ბით მან სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტა ჩემ­და­მი, თო­რემ ფო­მენ­კო უსაქ­მურ ადა­მი­ანს რო­გორ აი­ტანს გვერ­დით! სა­ერ­თოდ, მე ვარ ადა­მი­ა­ნი, კა­ტა­სა­ვით თა­ვის­თ­ვის რომ და­ი­ა­რე­ბა და არას­დ­როს არა­ვის­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გარ­და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა. მაგ­რამ ბა­ტო­ნი პეტ­რეს მოწ­ვე­ვა­ზე უარი ვერ ვთქვი, რად­გან ვი­ცი, ეს დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. თვი­თონ­ვე შე­ვი­ზღუ­დე თა­ვი და მთე­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით შე­ვუ­დე­ქი საქ­მეს. სა­ერ­თოდ, ჩე­მი ცხოვ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სწო­რედ რუ­სეთს უკავ­შირ­დე­ბა. თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის, ამ­ჟა­მინ­დე­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მი­შა თუ­მა­ნიშ­ვილ­თან ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთს ვერ გა­ვუ­გეთ, კონ­ფ­ლიქ­ტი მო­მი­ვი­და და წა­მო­ვე­დი. მე­რე "რე­რო­ში" ვმღე­რო­დი, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი, გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უფ­რო სხვა ას­პა­რე­ზი მჭირ­დე­ბო­და და იქი­და­ნაც წა­მო­ვე­დი. მოს­კოვ­ში 1971 წელს, 22 წლი­სა ჩა­ვე­დი და "გი-ტი-სი­ში" სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მოს­კო­ვის სა­უ­კე­თე­სო სცე­ნებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი... ბუ­ნე­ბით მა­ძი­ე­ბე­ლი ვარ, მიღ­წე­ულს ვერ ვჯერ­დე­ბი, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი რა­მით არ ვი­ფარ­გ­ლე­ბი. მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი რო­მან­სის შეს­რუ­ლე­ბა არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამი­ტო­მაც გა­ვა­კე­თე 1991 წელს ელექ­ტ­რო­კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დის­კი ნი­კა მა­ჩა­ი­ძეს­თან და გო­გი ძო­ძუ­აშ­ვილ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა ამ პრო­ექტს და დღე­საც აღაფ­რ­თო­ვა­ნებს მსმე­ნელს.

- "და დრო გა­დი­ო­და" - ასე ჰქვია თქვენს წიგნს. დრო გა­დის და რა­ღა­ცას გვაც­ლის, რა­ღა­ცას გვმა­ტებს, სა­დღაც წა­ი­ფორ­ხი­ლებ, იქ­ვე წა­მოდ­გე­ბი...

- თუ ბევ­რს ერ­თი ხე­ლის დაქ­ნე­ვით მი­უღ­წე­ვია რა­მის­თ­ვის, მე ყო­ველ­თ­ვის სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მი­წევს. ხალ­ხის მა­სას პუ­რი და სა­ნა­ხა­ო­ბა, გარ­თო­ბა სჭირ­დე­ბა, მე კი ვე­რა­ვის ვარ­თობ, არ შე­მიძ­ლია. აქ რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, ყო­ველ­თ­ვის სიყ­ვა­რულს ვი­ღებ. რაც ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ტან­ჯია-გა­და­მი­ტა­ნია, დავ­ცე­მულ­ვარ თუ ვინ­მეს გა­ვუ­თე­ლი­ვარ, ქარ­თ­ველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ათ­მა­გად და­მიბ­რუ­ნა სიყ­ვა­რუ­ლით, ამი­ტომ ცუ­დი აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს.

ესა­უბ­რა ირმა ხარ­ში­ლა­ძე

გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"მე ვარ ადა­მი­ა­ნი, კა­ტა­სა­ვით თა­ვის­თ­ვის რომ და­ი­ა­რე­ბა"

"მე ვარ ადა­მი­ა­ნი, კა­ტა­სა­ვით თა­ვის­თ­ვის რომ და­ი­ა­რე­ბა"

ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი და ამის სა­ფუძ­ვე­ლი გა­სა­ო­ცა­რი, თა­ვი­სე­ბუ­რი ხმით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა კი არა, მი­სი მწერ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და. წლე­ბია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ ცხოვ­რობს. გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქეა, თუმ­ცა კარ­გა ხა­ნია, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს, მაგ­რამ არც ფეს­ვე­ბი და­უ­კარ­გავს და არც ხი­ლუ­ლი თუ უხი­ლა­ვი სი­მი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს სიმ­ღე­რით, სიტყ­ვით თუ უსიტყ­ვოდ მუ­დამ ეხ­მი­ა­ნე­ბა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" მომ­ღე­რალს, მსა­ხი­ობს, მხატ­ვარს, რე­ჟი­სორ­სა და მწე­რალს, ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა მე­ნაბ­დეს სტუმ­რობს.

- ვერც მე წარ­მო­ვიდ­გენ­დი, სა­კუ­თა­რი წიგ­ნით თუ წარ­ვ­დ­გე­ბო­დი ქარ­თ­ვე­ლე­ბის წი­ნა­შე. იგავ-არა­კე­ბის ჟან­რი სა­გან­გე­ბოდ ნამ­დ­ვი­ლად არ ამირ­ჩე­ვია, მგო­ნი პი­რი­ქით - ამ ჟან­რ­მა თვი­თონ ამირ­ჩია. არ­სე­ბობს ხი­ლუ­ლი იუმო­რი, რო­მე­ლიც ბევრ ქარ­თ­ველს ჰქონ­და: ვახ­ტანგ ჭყო­ი­ძეს, გია ფე­რა­ძეს, ჯე­მალ თო­ფუ­რი­ძეს, ნი­აზ დი­ა­სა­მი­ძეს, "ლორ­თ­ქი­ას" (გუ­რამ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძეს) - ღმერ­თ­მა აცხო­ნოს მა­თი სუ­ლე­ბი... მაგ­რამ მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მე და­ფა­რუ­ლი იუმო­რი მაქვს.

- წიგ­ნის­თ­ვის წა­გიმ­ძღ­ვა­რე­ბი­ათ: "ბევ­რ­ჯერ ვცა­დე სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან სხვა ქა­ლაქ­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ქა­ლა­ქე­ბი აქეთ-იქით შე­მო­მე­ფან­ტ­ნენ... ამი­ტო­მაც ქარ­თულ იგავ-არა­კებს სა­კუ­თა­რი თა­ვი­ვით ვჩუქ­ნი ჩემს მკითხ­ველს..." ვინ გა­ურ­ბის სა­კუ­თარ თავს, ვინ - იკე­ტე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში, უღ­რ­მავ­დე­ბა...

- ისე თუ ჩა­უღ­რ­მავ­დი, რო­გორც ამას ბა­ტო­ნი მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლი აკე­თებ­და, რა ჯო­ბია. ეს წიგ­ნი ბა­ტო­ნი მე­რა­ბის ხსოვ­ნას მი­ვუძღ­ვე­ნი, რად­გან, ხმა­მა­ღალ ნათ­ქ­ვა­მად თუ არ ჩა­მით­ვ­ლით, მა­მა­ჩე­მის შემ­დეგ თუ­კი ვინ­მემ რა­ი­მე სიღ­რ­მი­სე­უ­ლად მას­წავ­ლა, სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნი იყო. ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მე­რა­ბი გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლა­დაც კი მო­სუ­ლა ხოლ­მე ჩემ­თან, შინ, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. და ეს რამ­დენს ნიშ­ნავს - შენს პა­ტა­რა სივ­რ­ცე­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, კოს­მო­სი შე­მო­დის! ალ­ბათ, უფა­ლი და­მეხ­მა­რა და შე­მაძ­ლე­ბი­ნა, რომ სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მო­მეკ­რი­ბა ირ­გ­ვ­ლივ, ვის­გა­ნაც რა­ი­მეს შე­ვის­წავ­ლი­დი, შე­ვიტყობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე. ბო­ლოს და ბო­ლოს, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტი თუ არ გახ­და, მა­შინ ფუ­ჭად ჩა­უვ­ლია ცხოვ­რე­ბას. ჩე­მი არა­კე­ბიც ამის პა­სუ­ხია... რუ­სეთ­ში ბა­ტონ­მა პეტ­რე ფო­მენ­კომ, მოს­კო­ვის ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სტუ­დია-თე­ატ­რის მთა­ვარ­მა რე­ჟი­სორ­მა მი­მიწ­ვია, - თუნ­დაც არა­ფე­რი გა­ა­კე­თო, მინ­და ჩემს თე­ატ­რ­ში იყოო. ამ სიტყ­ვე­ბით მან სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტა ჩემ­და­მი, თო­რემ ფო­მენ­კო უსაქ­მურ ადა­მი­ანს რო­გორ აიტანს გვერ­დით! სა­ერ­თოდ, მე ვარ ადა­მი­ა­ნი, კა­ტა­სა­ვით თა­ვის­თ­ვის რომ და­ი­ა­რე­ბა და არას­დ­როს არა­ვის­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გარ­და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა. მაგ­რამ ბა­ტო­ნი პეტ­რეს მოწ­ვე­ვა­ზე უარი ვერ ვთქვი, რად­გან ვი­ცი, ეს დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. თვი­თონ­ვე შე­ვიზღუ­დე თა­ვი და მთე­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით შე­ვუ­დე­ქი საქ­მეს. სა­ერ­თოდ, ჩე­მი ცხოვ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სწო­რედ რუ­სეთს უკავ­შირ­დე­ბა. თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის, ამ­ჟა­მინ­დე­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მი­შა თუ­მა­ნიშ­ვილ­თან ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთს ვერ გა­ვუ­გეთ, კონ­ფ­ლიქ­ტი მო­მი­ვი­და და წა­მო­ვე­დი. მე­რე "რე­რო­ში" ვმღე­რო­დი, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი, გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უფ­რო სხვა ას­პა­რე­ზი მჭირ­დე­ბო­და და იქი­და­ნაც წა­მო­ვე­დი. მოს­კოვ­ში 1971 წელს, 22 წლი­სა ჩა­ვე­დი და "გი-ტი-სი­ში" სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მოს­კო­ვის სა­უ­კე­თე­სო სცე­ნებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი... ბუ­ნე­ბით მა­ძი­ე­ბე­ლი ვარ, მიღ­წე­ულს ვერ ვჯერ­დე­ბი, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი რა­მით არ ვი­ფარ­გ­ლე­ბი. მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი რო­მან­სის შეს­რუ­ლე­ბა არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამი­ტო­მაც გა­ვა­კე­თე 1991 წელს ელექ­ტ­რო­კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დის­კი ნი­კა მა­ჩა­ი­ძეს­თან და გო­გი ძო­ძუ­აშ­ვილ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა ამ პრო­ექტს და დღე­საც აღაფ­რ­თო­ვა­ნებს მსმე­ნელს.

- "და დრო გა­დი­ო­და" - ასე ჰქვია თქვენს წიგნს. დრო გა­დის და რა­ღა­ცას გვაც­ლის, რა­ღა­ცას გვმა­ტებს, სადღაც წა­ი­ფორ­ხი­ლებ, იქ­ვე წა­მოდ­გე­ბი...

- თუ ბევრს ერ­თი ხე­ლის დაქ­ნე­ვით მი­უღ­წე­ვია რა­მის­თ­ვის, მე ყო­ველ­თ­ვის სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მი­წევს. ხალ­ხის მა­სას პუ­რი და სა­ნა­ხა­ო­ბა, გარ­თო­ბა სჭირ­დე­ბა, მე კი ვე­რა­ვის ვარ­თობ, არ შე­მიძ­ლია. აქ რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, ყო­ველ­თ­ვის სიყ­ვა­რულს ვი­ღებ. რაც ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ტან­ჯია-გა­და­მი­ტა­ნია, დავ­ცე­მულ­ვარ თუ ვინ­მეს გა­ვუ­თე­ლი­ვარ, ქარ­თ­ველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ათ­მა­გად და­მიბ­რუ­ნა სიყ­ვა­რუ­ლით, ამი­ტომ ცუ­დი აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს.

ესაუბრა ირმა ხარშილაძე

გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება