საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აჩუქა სახლი ნინო ორდენიძეს
ვინ აჩუქა სახლი ნინო ორდენიძეს

ვე­ტე­რა­ნი მო­დე­ლი ნინო ორ­დე­ნი­ძე ამ­ჟა­მად უმუ­შე­ვა­რია და მხო­ლოდ შვი­ლე­ბის აღ­ზრდი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. თურ­მე, მისი უმუ­შევ­რო­ბა ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე არ აი­სა­ხე­ბა, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფერ­ზე ოჯა­ხის უფ­რო­სი ანუ ნი­ნოს მე­უღ­ლე ზრუ­ნავს.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა და მერე და­ხარ­ჯვა. ისე, თან­ხის დაგ­რო­ვე­ბას დიდი ნე­ბის­ყო­ფა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ვა­ხერ­ხებ სა­სურ­ვე­ლი თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას და მერე სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ და­ხარ­ჯვას. რამ­დე­ნიც უნდა ვი­ძა­ხოთ, - ადა­მი­ა­ნის­თვის ფული მთა­ვა­რი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არი­სო, ცხოვ­რე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ეს მცდა­რი მო­საზ­რე­ბაა. ფული არ­სე­ბო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბაა. მისი უქონ­ლო­ბის გამო, ბევრ რა­მე­ზე გი­წევს უა­რის თქმა.

- ფულს ყვე­ლა­ზე მეტი სი­ა­მოვ­ნე­ბით რაში ხარ­ჯავ?

- დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის ან სუ­ვე­ნი­რე­ბის შე­ძე­ნა. მას მერე, რაც გავ­თხოვ­დი და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი მაქვს, სულ ვცდი­ლობ, სახ­ლის­თვის ახალ-ახა­ლი რა­ღა­ცე­ბი შე­ვი­ძი­ნო. ჩემ­თვის მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­ფორ­ტუ­ლი და მშვი­დი გა­რე­მოა, რომ­ლის შე­საქ­მნე­ლად არც ფული მე­ნა­ნე­ბა და არც - სა­კუ­თა­რი ენერ­გია.

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი რო­დის აიღე და თუ გახ­სოვს, რამ­დე­ნი იყო?

- პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი 18 წლის ასაკ­ში ავი­ღე. სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს - "ნა­ტა­ლის" მიერ მო­წყო­ბილ ჩვე­ნე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და 100 ლარი გა­და­მი­ხა­დეს. იმ დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩვე­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ფული კა­ფე­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად დავ­ხარ­ჯე. მახ­სოვს, რომ ძალ­ზე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ამა­ყი გახ­ლდით.

- შენი აზ­რით, რა თან­ხაა სა­ჭი­რო სა­ი­მი­სოდ, რომ ადა­მი­ან­მა ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში იცხოვ­როს?

- სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე რომ იცხოვ­რო, ამის­თვის თვე­ში 5.000 ლა­რია სა­ჭი­რო. ეს იმის­თვის, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ჭი­რო წვრილ­მა­ნი შე­ი­ძი­ნო. თუ ნაკ­ლე­ბი შე­მო­სა­ვა­ლი გაქვს, პრობ­ლე­მე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იჩენს თავს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს 24-სა­ა­თი­ა­ნი დღის რე­ჟი­მით უწევს მუ­შა­ო­ბა, რომ ოჯა­ხი გა­მოკ­ვე­ბოს.

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხარ თუ ოჯა­ხის წევ­რე­ბიც გეხ­მა­რე­ბი­ან?

- ამ ეტაპ­ზე შვი­ლე­ბის აღ­ზრდით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მე­უღ­ლე­ზე გახ­ლა­ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ოჯახს ის უზ­რუნ­ველ­ყოფს.

- ხში­რად აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ თუ არა ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა ფული სა­ერ­თოდ არ გქონ­და?

- როცა ვხვდე­ბი, რომ დღეს თუ ხვალ ფული და­მიმ­თავ­რდე­ბა, წუ­წუნს ვი­წყებ. ისე, დიდი ხა­ნია, წუ­წუ­ნი არ დამ­ჭირ­ვე­ბია. როცა ბავ­შვე­ბი გყავს, უფუ­ლო­ბა უფრო მე­ტად აუ­ტა­ნე­ლია. მათ­თან ერ­თად გა­რეთ თუ გა­დი­ხარ, მით უმე­ტეს, - ხან რას ითხო­ვენ და ხან - რას.

- მე­უღ­ლის გარ­და, ოჯახ­ში შე­მო­სა­ვა­ლი არა­ვის აქვს? მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ვინ­მე გეხ­მა­რე­ბათ?

- ხში­რად მა­მა­ჩე­მიც მეხ­მა­რე­ბა. ზოგ­ჯერ ხდე­ბა ისე, რომ მა­მას და ქმარს - ორი­ვეს ერ­თდრო­უ­ლად "ვა­რე­კე­ტებ". აბა, რა ვქნა, ამ­ჟა­მად სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ მაქვს (იცი­ნის).

- უფუ­ლო­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა, დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დე?

- არ არ­სე­ბობს, რომ უფუ­ლო­ბის გამო დეპ­რე­სი­ა­ში ჩავ­ვარ­დე. დღეს თუ არ მაქვს, ხვალ მექ­ნე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა, ამის გამო სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბა საფრ­თხე­ში ჩა­ვიგ­დოთ. სა­სო­წარ­კვე­თა და უხა­სი­ა­თო­ბა სა­ერ­თოდ არ მჩვე­ვია.

- დაგ­ვი­სა­ხე­ლე ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი შრო­მით მო­გი­პო­ვე­ბია...

- საქ­მე­ში 4.000 დო­ლა­რი ამი­ღია. ერთ-ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ შამ­პუ­ნის რეკ­ლა­მა­ში გა­და­მი­ღო და აი, ასე­თი კარ­გი ჰო­ნო­რა­რით და­მა­ჯილ­დო­ვა (იღი­მის).

- ახ­ლობ­ლე­ბის აზ­რით, - ფუ­ლის ფასი იცი თუ მფლან­გვე­ლი ხარ?

- ადრე უაზ­როდ მფლან­გვე­ლი ვი­ყა­ვი, ფუ­ლის ფასი მარ­თლა არ ვი­ცო­დი და შე­მეძ­ლო, რაც მქონ­და, ერთ დღე­ში და­მე­ხარ­ჯა. არ ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, მე­ო­რე დღეს რა უნდა მექ­ნა. მთა­ვა­რი იყო, იმ წუთ­ში რაც მინ­დო­და, ის შე­მე­ძი­ნა. ახლა კი, რაც უკვე ოჯა­ხი მაქვს, ფუ­ლის უფრო ჭკვი­ა­ნუ­რი ხარ­ჯვა ვის­წავ­ლე. თან­ხას უაზ­რო რა­ღა­ცებ­ში აღარ ვყრი.

- ოდეს­მე ფული თუ გი­სეს­ხე­ბია?

- რა თქმა უნდა, მი­სეს­ხე­ბია და გა­მი­სეს­ხე­ბია კი­დეც. ფუ­ლის სეს­ხე­ბა და გა­სეს­ხე­ბა დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ვა­ლებ­შია და როცა არ გაქვს, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, ისეს­ხო. პი­რა­დად მე, ვა­ლის კარ­გი გა­დამ­ხდე­ლი ვარ. ამ მხრივ, ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს.

- სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი გან­ვა­დე­ბით თუ შე­გი­ძე­ნია?

- რო­გორ არა! გან­ვა­დე­ბით ხში­რად ვსარ­გებ­ლობ. ეს ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმათ­თვის, ვი­საც ფუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა არ შე­უძ­ლია. მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, რომ ფუ­ლის გა­და­ნახ­ვა არ მი­ჭირს, ხან­და­ხან გან­ვა­დე­ბით მა­ინც ვსარ­გებ­ლობ. მომ­წონს, სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის შე­სა­ძე­ნად ფული ნელ-ნელა რომ უნდა გა­და­ი­ხა­დო.

- გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ხურ­და ფუ­ლით ხში­რად ეხ­მა­რე­ბი?

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, მათ და­ვეხ­მა­რო. მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მა­შინ ვარ, როცა გა­ჭირ­ვე­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბის ხელს ვუწ­ვდი.

- ფული თუ და­გი­კარ­გას ან გი­პო­ვია?

- და­მი­კარ­გავს და მი­პო­ვია კი­დეც, მაგ­რამ დიდი თან­ხა - არა.

- სა­ფუ­ლე­ში ფულს ხში­რად აკონ­ტრო­ლებ?

- სხვა­თა შო­რის, სა­ფუ­ლე­ში ფულს მარ­თლაც, ხში­რად ვა­კონ­ტრო­ლებ. აბა, არ უნდა ვი­ცო­დე, რამ­დენს ვხარ­ჯავ და კი­დევ რამ­დე­ნის და­ხარ­ჯვის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს?..

- სა­მოს­სა და კოს­მე­ტი­კა­ში ბევრ ფულს ხარ­ჯავ?

- დიახ, ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ძე­ნად ფული არა­სო­დეს მე­ნა­ნე­ბა. მთა­ვა­რია, მო­მე­წო­ნოს... არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მაქვს იმა­ზე, რომ აუ­ცი­ლებ­ლად, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი უნდა ჩა­ვიც­ვა. ბრენ­დუ­ლი სა­მო­სის ტა­რე­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ.

- ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი რა მი­გი­ღია?

- ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი ჩემ­თვის ბევ­რჯერ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლი და მნიშ­ვნე­ლოვ­ნი - სახ­ლი გახ­ლავთ. ეს ის სა­ჩუ­ქა­რი იყო, რო­მელ­მაც აღ­მაფრ­თო­ვა­ნა.

- ასე ვინ გა­გა­ნე­ბივ­რა?

- ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ჩუ­ქა­რი ორ­ჯერ მი­ვი­ღე: ერთხელ მა­მამ გა­მა­ხა­რა, მერე - მე­უღ­ლემ.

- შენს შვი­ლებს ყუ­ლა­ბა თუ აქვთ?

- ყუ­ლა­ბა მხო­ლოდ ერთხელ ჰქონ­დათ და ის ერთ თვე­ში აავ­სეს. რო­გორც კი აივ­სო, გა­ტე­ხეს. და­ვით­ვა­ლეთ და 250 ლარი ჰქონ­დათ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი. მას მერე ყუ­ლა­ბა აღარ ჰქო­ნი­ათ.

- აზარ­ტუ­ლი ხარ?

- არა, არ ვარ და არ მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც კა­ზი­ნო­ში ათა­სო­ბით და ათი­ა­თა­სო­ბით ლარს აგე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­გან ძა­ლი­ან შორ­საა. კა­ზი­ნო­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და არც ფულ­ზე მი­თა­მა­შია.

- გა­მო­დის, რომ ფუ­ლის ყად­რი იცი?

- ვიცი, რო­გორ არ ვიცი! ეს ცხოვ­რე­ბამ მას­წავ­ლა. ვინც ფუ­ლის ყად­რი არ იცის, ძა­ლი­ან სა­ცო­და­ვია, რად­გან ასეთს ფული არა­სო­დეს ექ­ნე­ბა.

- პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად ბა­ზარ­ში ან მა­ღა­ზი­ებ­ში თა­ვად და­დი­ხარ?

- დიახ, პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად თა­ვად დავ­დი­ვარ, რაც ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. სურ­სათ-სა­ნო­ვა­გის შე­ძე­ნაც მიყ­ვარს და მერე სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბაც. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში შე­სუ­ლი რა­ღაც­ნა­ი­რად, აზარ­ტუ­ლი ვხდე­ბი და შე­მიძ­ლია, იქ მთე­ლი თვის და­ნა­ზო­გი დავ­ტო­ვო (იცი­ნის).

- ვაჭ­რო­ბა თუ გა­მოგ­დის? შე­გიძ­ლია, გამ­ყიდ­ველს მო­წო­ნე­ბულ ნივთზე ან სა­მოს­ზე თან­ხა და­აკ­ლე­ბი­ნო?

- დიახ, შე­მიძ­ლია! ვაჭ­რო­ბა ხან­და­ხან კარ­გად გა­მომ­დის, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა თურ­ქეთ­ში ვარ.

- ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი გახ­სენ­დე­ბა?

- "ფული ხე­ლის ჭუ­ჭყია", - სულ ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი მახ­სენ­დე­ბა, როცა ფულ­ზე ვლა­პა­რა­კობ (იღი­მის).

- რო­გორ ფიქ­რობ, ფული მარ­თლა ხე­ლის ჭუ­ჭყია?

- ხე­ლის ჭუ­ჭყი არ არის, მაგ­რამ ბევ­რი ფული ხში­რად, ადა­მი­ანს აფუ­ჭებს და "აჭუ­ჭყი­ა­ნებს".

- გა­ფუ­ჭე­ბა­ში რას გუ­ლის­ხმობ, უფრო თავ­მომ­წო­ნე­ე­ბი ხდე­ბი­ან?

- დიახ, სწო­რედ ასეა! უნა­ხავ­მა რა ნა­ხაო, - ასე მოს­დით. ბევ­რი ფული "თავ­ში აუ­ვარ­დე­ბათ" ხოლ­მე და ჰგო­ნი­ათ, რომ მა­გა­რი ტი­პე­ბი არი­ან, ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლი­ათ. ის კი არ იცი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი ფუ­ლით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ავი­წყდე­ბათ მე­გობ­რე­ბი, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ისიც აღარ ახ­სოვთ, სა­ი­დან მო­დი­ან. ჩემი აზ­რით, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი თვი­სე­ბაა.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ვინ აჩუქა სახლი ნინო ორდენიძეს

ვინ აჩუქა სახლი ნინო ორდენიძეს

ვეტერანი მოდელი ნინო ორდენიძე ამჟამად უმუშევარია და მხოლოდ შვილების აღზრდითაა დაკავებული. თურმე, მისი უმუშევრობა ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე არ აისახება, რადგანაც ყველაფერზე ოჯახის უფროსი ანუ ნინოს მეუღლე ზრუნავს.

- ძალიან მიყვარს ფულის შეგროვება და მერე დახარჯვა. ისე, თანხის დაგროვებას დიდი ნებისყოფა სჭირდება, მაგრამ მაინც ვახერხებ სასურველი თანხის შეგროვებას და მერე საჭიროებისამებრ დახარჯვას. რამდენიც უნდა ვიძახოთ, - ადამიანისთვის ფული მთავარი და აუცილებელი არ არისო, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. ფული არსებობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მისი უქონლობის გამო, ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა.

- ფულს ყველაზე მეტი სიამოვნებით რაში ხარჯავ?

- დიდ სიამოვნებას მანიჭებს საოჯახო ნივთების ან სუვენირების შეძენა. მას მერე, რაც გავთხოვდი და საკუთარი ოჯახი მაქვს, სულ ვცდილობ, სახლისთვის ახალ-ახალი რაღაცები შევიძინო. ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანი კომფორტული და მშვიდი გარემოა, რომლის შესაქმნელად არც ფული მენანება და არც - საკუთარი ენერგია.

- პირველი ხელფასი როდის აიღე და თუ გახსოვს, რამდენი იყო?

- პირველი ჰონორარი 18 წლის ასაკში ავიღე. სამოდელო სააგენტოს - "ნატალის" მიერ მოწყობილ ჩვენებაში ვმონაწილეობდი და 100 ლარი გადამიხადეს. იმ დღეს ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი. ჩვენების დამთავრების შემდეგ ფული კაფეში, მეგობრებთან ერთად დავხარჯე. მახსოვს, რომ ძალზე თავდაჯერებული და ამაყი გახლდით.

- შენი აზრით, რა თანხაა საჭირო საიმისოდ, რომ ადამიანმა ნორმალურ პირობებში იცხოვროს?

- საშუალო დონეზე რომ იცხოვრო, ამისთვის თვეში 5.000 ლარია საჭირო. ეს იმისთვის, რომ ელემენტარული, ყოველდღიურად საჭირო წვრილმანი შეიძინო. თუ ნაკლები შემოსავალი გაქვს, პრობლემები აუცილებლად იჩენს თავს. საზოგადოების ნაწილს 24-საათიანი დღის რეჟიმით უწევს მუშაობა, რომ ოჯახი გამოკვებოს.

- მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ თუ ოჯახის წევრებიც გეხმარებიან?

- ამ ეტაპზე შვილების აღზრდით ვარ დაკავებული და შესაბამისად, თავიდან ბოლომდე მეუღლეზე გახლავართ დამოკიდებული. მატერიალურად ოჯახს ის უზრუნველყოფს.

- ხშირად აღმოჩენილხარ თუ არა ისეთ სიტუაციაში, როცა ფული საერთოდ არ გქონდა?

- როცა ვხვდები, რომ დღეს თუ ხვალ ფული დამიმთავრდება, წუწუნს ვიწყებ. ისე, დიდი ხანია, წუწუნი არ დამჭირვებია. როცა ბავშვები გყავს, უფულობა უფრო მეტად აუტანელია. მათთან ერთად გარეთ თუ გადიხარ, მით უმეტეს, - ხან რას ითხოვენ და ხან - რას.

- მეუღლის გარდა, ოჯახში შემოსავალი არავის აქვს? მატერიალურად ვინმე გეხმარებათ?

- ხშირად მამაჩემიც მეხმარება. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მამას და ქმარს - ორივეს ერთდროულად "ვარეკეტებ". აბა, რა ვქნა, ამჟამად საკუთარი შემოსავალი არ მაქვს (იცინის).

- უფულობის გამო შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდე?

- არ არსებობს, რომ უფულობის გამო დეპრესიაში ჩავვარდე. დღეს თუ არ მაქვს, ხვალ მექნება. არ შეიძლება, ამის გამო საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხეში ჩავიგდოთ. სასოწარკვეთა და უხასიათობა საერთოდ არ მჩვევია.

- დაგვისახელე ყველაზე დიდი თანხა, რომელიც საკუთარი შრომით მოგიპოვებია...

- საქმეში 4.000 დოლარი ამიღია. ერთ-ერთმა კომპანიამ შამპუნის რეკ­ლამაში გადამიღო და აი, ასეთი კარგი ჰონორარით დამაჯილდოვა (იღიმის).

- ახლობლების აზრით, - ფულის ფასი იცი თუ მფლანგველი ხარ?

- ადრე უაზროდ მფლანგველი ვიყავი, ფულის ფასი მართლა არ ვიცოდი და შემეძლო, რაც მქონდა, ერთ დღეში დამეხარჯა. არ ვფიქრობდი იმაზე, მეორე დღეს რა უნდა მექნა. მთავარი იყო, იმ წუთში რაც მინდოდა, ის შემეძინა. ახლა კი, რაც უკვე ოჯახი მაქვს, ფულის უფრო ჭკვიანური ხარჯვა ვისწავლე. თანხას უაზრო რაღაცებში აღარ ვყრი.

- ოდესმე ფული თუ გისესხებია?

- რა თქმა უნდა, მისესხებია და გამისესხებია კიდეც. ფულის სესხება და გასესხება დღეს ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოების დიდი ნაწილი ვალებშია და როცა არ გაქვს, იძულებული ხარ, ისესხო. პირადად მე, ვალის კარგი გადამხდელი ვარ. ამ მხრივ, ფულთან დაკავშირებით დიდი პასუხისმგებლობა მაქვს.

- საოჯახო ნივთები განვადებით თუ შეგიძენია?

- როგორ არა! განვადებით ხშირად ვსარგებლობ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმათთვის, ვისაც ფულის მოგროვება არ შეუძლია. მიუხედავდ იმისა, რომ ფულის გადანახვა არ მიჭირს, ხანდახან განვადებით მაინც ვსარგებლობ. მომწონს, სასურველი ნივთის შესაძენად ფული ნელ-ნელა რომ უნდა გადაიხადო.

- გაჭირვებულ ადამიანებს ხურდა ფულით ხშირად ეხმარები?

- ყოველთვის ვცდილობ, მათ დავეხმარო. მერწმუნეთ, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს დახმარების ხელს ვუწვდი.

- ფული თუ დაგიკარგას ან გიპოვია?

- დამიკარგავს და მიპოვია კიდეც, მაგრამ დიდი თანხა - არა.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- სხვათა შორის, საფულეში ფულს მართლაც, ხშირად ვაკონტროლებ. აბა, არ უნდა ვიცოდე, რამდენს ვხარჯავ და კიდევ რამდენის დახარჯვის საშუალება მაქვს?..

- სამოსსა და კოსმეტიკაში ბევრ ფულს ხარჯავ?

- დიახ, ამ ყველაფრის შესაძენად ფული არასოდეს მენანება. მთავარია, მომეწონოს... არანაირი გართულება არ მაქვს იმაზე, რომ აუცილებლად, ძვირად ღირებული ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა. ბრენდული სამოსის ტარებით დაავადებული ნამდვილად არ ვარ.

- ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი რა მიგიღია?

- ასეთი საჩუქარი ჩემთვის ბევრჯერ გაუკეთებიათ, თუმცა ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვნი - სახლი გახლავთ. ეს ის საჩუქარი იყო, რომელმაც აღმაფრთოვანა.

- ასე ვინ გაგანებივრა?

- ასეთი სასიამოვნო საჩუქარი ორჯერ მივიღე: ერთხელ მამამ გამახარა, მერე - მეუღლემ.

- შენს შვილებს ყულაბა თუ აქვთ?

- ყულაბა მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ და ის ერთ თვეში აავსეს. როგორც კი აივსო, გატეხეს. დავითვალეთ და 250 ლარი ჰქონდათ შეგროვებული. მას მერე ყულაბა აღარ ჰქონიათ.

- აზარტული ხარ?

- არა, არ ვარ და არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც კაზინოში ათასობით და ათიათასობით ლარს აგებენ. ეს ყველაფერი ჩემგან ძალიან შორსაა. კაზინოში არასდროს ვყოფილვარ და არც ფულზე მითამაშია.

- გამოდის, რომ ფულის ყადრი იცი?

- ვიცი, როგორ არ ვიცი! ეს ცხოვრებამ მასწავლა. ვინც ფულის ყადრი არ იცის, ძალიან საცოდავია, რადგან ასეთს ფული არასოდეს ექნება.

- პროდუქტების შესაძენად ბაზარში ან მაღაზიებში თავად დადიხარ?

- დიახ, პროდუქ­ტების შესაძენად თავად დავდივარ, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სურსათ-სანოვაგის შეძენაც მიყვარს და მერე სადილების მომზადებაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდ სუპერმარკეტებში შესული რაღაცნაირად, აზარტული ვხდები და შემიძლია, იქ მთელი თვის დანაზოგი დავტოვო (იცინის).

- ვაჭრობა თუ გამოგდის? შეგიძლია, გამყიდველს მოწონებულ ნივთზე ან სამოსზე თანხა დააკლებინო?

- დიახ, შემიძლია! ვაჭრობა ხანდა­ხან კარგად გამომდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა თურქეთში ვარ.

- ფულთან დაკავშირებით რომელი ცნობილი გამონათქვამი გახსენდება?

- "ფული ხელის ჭუჭყია", - სულ ეს გამონათქვამი მახსენდება, როცა ფულზე ვლაპარაკობ (იღიმის).

- როგორ ფიქრობ, ფული მართლა ხელის ჭუჭყია?

- ხელის ჭუჭყი არ არის, მაგრამ ბევრი ფული ხშირად, ადამიანს აფუჭებს და "აჭუჭყიანებს".

- გაფუჭებაში რას გულისხმობ, უფრო თავმომწონეები ხდებიან?

- დიახ, სწორედ ასეა! უნახავმა რა ნახაო, - ასე მოსდით. ბევრი ფული "თავში აუვარდებათ" ხოლმე და ჰგონიათ, რომ მაგარი ტიპები არიან, ამქვეყნად ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ. ის კი არ იციან, რომ ყველაფერი ფულით არ განისაზღვრება. ავიწყდებათ მეგობრები, ახლობელი ადამიანები და ხშირ შემთხვევაში ისიც აღარ ახსოვთ, საიდან მოდიან. ჩემი აზრით, ამპარტავნება ყველაზე საშინელი თვისებაა.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება