მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში მიცვალებულებს მიწას მიაბარებენ და საფლავს მონუმენტით, ან მემორიალური დაფით აღნიშნავენ. თუმცა, ჩინეთში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე ზოგიერთი ხალხები კუბოებს პირდაპირ ფრიალო კლდეებზე, მიწიდან დიდ სიმაღლეზე კიდებენ.
ერთ-ერთი ასეთი ადგილი ფილიპინების მთიან პროვინციაში საგადას მუნიციპალიტეტია. დაკიდებული კუბოები საგადაში, ექოს ხეობაში "დაჯავშნილია", ძირითადად, უხუცესებისა და მათი ოჯახებისათვის, რადგან მიიჩნევა, რომ ახალგაზრდა თაობა ამ გზით სულიერ საზრდოს მიიღებს.მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.