მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოდიშარიასა და მისი მოადგილეების სამი ღამის სკანდალი
ოდიშარიასა და მისი მოადგილეების სამი ღამის სკანდალი

ფრან­კფურ­ტში ვი­ზი­ტი­სას კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი­სა და მისი ორი მო­ად­გი­ლის სას­ტუმ­რო "ლე მე­რი­დი­ენ­ში" გა­ტა­რე­ბუ­ლი 3 ღამე სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 16 488 ლარი და­უჯ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას IDFI ავ­რცე­ლებს. ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა 2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი­სა და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბის სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით ირ­კვე­ვა, გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი­სა და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბის სა­ზღვარ­გა­რე­თის ვი­ზი­ტებ­ზე ბი­უ­ჯე­ტი­დან სულ და­ხარ­ჯუ­ლია 183 316.62 ლარი.

2013 წლის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე დიდი სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ გუ­რამ ოდი­შა­რი­ას და მის პირ­ველ მო­ად­გი­ლე მა­რი­ნე მი­ზან­და­რის უცხო­ურ ვი­ზი­ტებ­ზე იქნა გა­წე­უ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ფრან­კფურ­ტის ვი­ზი­ტი. 2013 წლის 8-11 ოქ­ტომ­ბერს ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან იმ­ყო­ფე­ბო­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სამი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი - მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რია, მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მა­რი­ნე მი­ზან­და­რი და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი. მი­ნის­ტრის 2013 წლის 27 სექ­ტემ­ბრის ბრძა­ნე­ბით ირ­კვე­ვა, რომ თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­თვის სას­ტუმ­რო­ში სამი ღა­მის ხარ­ჯის და­სა­ფა­რად ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ი­ყო 5 496 ლარი, ანუ 2 445 ევრო, რაც ერთ ღა­მე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 815 ევ­როს შე­ად­გენს.

ფრან­კფურ­ტში ვი­ზი­ტი­სას მი­ნის­ტრი და მისი ორი მო­ად­გი­ლე იმ­ყო­ფე­ბო­და სას­ტუმ­რო "ლე მე­რი­დი­ენ­ში", სა­დაც გა­ტა­რე­ბუ­ლი 3 ღამე სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 16 488 ლარი და­უჯ­და. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ფრან­კფურ­ტის ვი­ზი­ტის­თვის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის სას­ტუმ­რო­სა და გზის ჯავ­შა­ნი უზ­რუნ­ველ­ყო კომ­პა­ნია შპს "ეს სი თრე­ველ­მა". რო­გორც კომ­პა­ნი­ის მიერ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­ვო­ი­სი­დან ჩანს, სა­მი­ნის­ტრომ სას­ტუმ­როს 16 488 ლა­რის გარ­და გა­და­უ­ხა­და სამი ავი­ა­ბი­ლე­თის სა­ფა­სუ­რი, რა­მაც ჯამ­ში შე­ად­გი­ნა 21 285 ლარი.

IDFI და­ინ­ტე­რეს­და სას­ტუმ­რო "ლე მე­რი­დი­ე­ნის" ფა­სე­ბი­თა და პი­რო­ბე­ბით. რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დი­დან ირ­კვე­ვა, სას­ტუმ­როს ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, 40-45 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის მქო­ნე ჟუ­ნი­ორ შუ­ი­ტე-ის ფა­სია 459 ევრო, რაც სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის მიერ ერთ ღა­მე­ში გა­დახ­დილ თან­ხა­ზე თით­ქმის ნა­ხევ­რით, 356 ევ­რო­თი ნაკ­ლე­ბია. ვებ-გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ჯავ­შნის მცდე­ლო­ბი­სას ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნომ­რის სა­ფა­სუ­რად 369 ევ­როა მი­თი­თე­ბუ­ლი.

IDFI და­უ­კავ­შირ­და შპს "ეს სი თრე­ველ­საც", რო­მელ­მაც და­ჯავ­შნა სას­ტუმ­რო და ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თვის. ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან ორ­გა­ნი­ზა­ცია აც­ნო­ბეს, რომ ჟუ­ნი­ორ შუ­ი­ტე-ის ერთი ღა­მის ფასი შე­ად­გენს 425,66 ევ­როს.

"ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი მა­გა­ლი­თი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა, თუ რო­გორ იქნა გა­ხარ­ჯუ­ლი სას­ტუმ­როს ერთ ნო­მერ­ზე ერთ ღა­მე­ში 815 ევ­როს ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარი. რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის დღე­ებ­ში სას­ტუმ­როს გა­ეძ­ვი­რე­ბი­ნა ნომ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, თუმ­ცა ნომ­რის ორ­მა­გი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­რი­ცხუ­ლი იქ­ნე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა ბა­დებს აგ­რეთ­ვე ეჭვს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრაქ­ტო­რი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია SC TRAVEL-ის სან­დო­ო­ბის მი­მარ­თაც, რო­მელ­მაც სა­მი­ნის­ტროს შეს­თა­ვა­ზა სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ფა­სებ­ში. რა თქმა უნდა, კერ­ძო კომ­პა­ნი­ას აქვს უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს მო­გე­ბა გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე გა­მო­ა­ცხა­დებ­და კონ­კურსს, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის ეკო­ნო­მია. შე­სა­ბა­მი­სად, გა­უ­გე­ბა­რი რჩე­ბა, თუ რა­ტომ და­თან­ხმდა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო კომ­პა­ნი­ის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას და რა­ტომ არ შე­ე­ცა­და მო­ეხ­დი­ნა სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის და­ზოგ­ვა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია IDFI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

IDFI პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის იმ პუნ­ქტის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა­ზეც მი­უ­თი­თებს, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტი­სას სას­ტუმ­როს და­ქი­რა­ვე­ბის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბას ეხე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2005 წლის 20 აპ­რი­ლის №231 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრუ­ლია თი­თო­ე­ულ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ზი­ტის სა­დღე­ღა­მი­სო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბის და­ქი­რა­ვე­ბის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის ნორ­მე­ბი. ასე­ვე, რო­გორც ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე, მათ შო­რის მი­ნის­ტრსა და მო­ად­გი­ლე­ებ­ზე ვრცელ­დე­ბა და­ნა­მა­ტი სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მა­ზე.

რო­გორც იგი­ვე ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის და­ნარ­თი N3-ით გან­სა­ზღვრულ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, მათ შო­რის მი­ნის­ტრსა და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ფაქ­ტობ­რი­ვად გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბის წარ­მოდ­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე გა­და­ი­ხა­დონ სას­ტუმ­როს­თვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ზი­ტე­ბი­სას.

"ამ ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის N3 და­ნარ­თში ჩა­მოთ­ვლილ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს სას­ტუმ­რო­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ნომ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია აუ­ნა­ზღა­ურ­დეთ ფაქ­ტობ­რი­ვად გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის მი­ხედ­ვით" - რო­გორც ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის ამ პუნ­ქტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, მი­ნის­ტრსა და მო­ად­გი­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტი­სას სას­ტუმ­როს ნე­ბის­მი­ე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნო­მერ­ში და­ბი­ნავ­დნენ, რის­თვი­საც თან­ხა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტი მე­ტის­მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნია და ბევრ კი­თხვას ბა­დებს. მა­გა­ლი­თად, გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა შემ­თხვე­ვებ­ში არის "შე­საძ­ლე­ბე­ლი" მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის ამ გა­მო­ნაკ­ლი­სით სარ­გებ­ლო­ბა. უფრო მე­ტიც, სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბის არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა და ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რია", - ნათ­ქვა­მია IDFI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

ოდიშარიასა და მისი მოადგილეების სამი ღამის სკანდალი

ოდიშარიასა და მისი მოადგილეების სამი ღამის სკანდალი

ფრანკფურტში ვიზიტისას კულტურის მინისტრისა და მისი ორი მოადგილის სასტუმრო "ლე მერიდიენში" გატარებული 3 ღამე სახელმწიფო ბიუჯეტს 16 488 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2013 წლის განმავლობაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და მისი მოადგილეების სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია სამინისტროდან გამოითხოვა.

როგორც მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, გასული წლის მანძილზე კულტურის მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ვიზიტებზე ბიუჯეტიდან სულ დახარჯულია 183 316.62 ლარი.

2013 წლის მანძილზე ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯები კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას და მის პირველ მოადგილე მარინე მიზანდარის უცხოურ ვიზიტებზე იქნა გაწეული.

აღნიშნული ვიზიტებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ფრანკფურტის ვიზიტი. 2013 წლის 8-11 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოდან იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს სამი თანამდებობის პირი - მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით ირკვევა, რომ თითოეული თანამდებობის პირისთვის სასტუმროში სამი ღამის ხარჯის დასაფარად ბიუჯეტიდან გამოიყო 5 496 ლარი, ანუ 2 445 ევრო, რაც ერთ ღამეში დაახლოებით 815 ევროს შეადგენს.

ფრანკფურტში ვიზიტისას მინისტრი და მისი ორი მოადგილე იმყოფებოდა სასტუმრო "ლე მერიდიენში", სადაც გატარებული 3 ღამე სახელმწიფო ბიუჯეტს 16 488 ლარი დაუჯდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ფრანკფურტის ვიზიტისთვის კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირებისთვის სასტუმროსა და გზის ჯავშანი უზრუნველყო კომპანია შპს "ეს სი თრეველმა". როგორც კომპანიის მიერ გამზადებული ინვოისიდან ჩანს, სამინისტრომ სასტუმროს 16 488 ლარის გარდა გადაუხადა სამი ავიაბილეთის საფასური, რამაც ჯამში შეადგინა 21 285 ლარი.

IDFI დაინტერესდა სასტუმრო "ლე მერიდიენის" ფასებითა და პირობებით. როგორც ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, სასტუმროს ყველაზე ძვირადღირებული, 40-45 კვ.მ-ის ფართობის მქონე ჟუნიორ შუიტე-ის ფასია 459 ევრო, რაც საქართველოს დელეგაციის მიერ ერთ ღამეში გადახდილ თანხაზე თითქმის ნახევრით, 356 ევროთი ნაკლებია. ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნის მცდელობისას ყველაზე ძვირადღირებული ნომრის საფასურად 369 ევროა მითითებული.

IDFI დაუკავშირდა შპს "ეს სი თრეველსაც", რომელმაც დაჯავშნა სასტუმრო და ავიაბილეთები კულტურის სამინისტროსთვის. ტურისტული კომპანიიდან ორგანიზაცია აცნობეს, რომ ჟუნიორ შუიტე-ის ერთი ღამის ფასი შეადგენს 425,66 ევროს.

"ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გაურკვეველი რჩება, თუ როგორ იქნა გახარჯული სასტუმროს ერთ ნომერზე ერთ ღამეში 815 ევროს ექვივალენტი ლარი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში სასტუმროს გაეძვირებინა ნომრის ღირებულება, თუმცა ნომრის ორმაგი ღირებულება ჩვენი ვარაუდით ფაქტობრივად გამორიცხული იქნებოდა. აღნიშნული გარემოება ბადებს აგრეთვე ეჭვს კულტურის სამინისტროს კონტრაქტორი ტურისტული კომპანია SC TRAVEL-ის სანდოობის მიმართაც, რომელმაც სამინისტროს შესთავაზა სასტუმროს ნომრები საკმაოდ ძვირადღირებულ ფასებში. რა თქმა უნდა, კერძო კომპანიას აქვს უფლება მიიღოს მოგება გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კულტურის სამინისტრო მომსახურების შესყიდვაზე გამოაცხადებდა კონკურსს, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო სახსრების ეკონომია. შესაბამისად, გაუგებარი რჩება, თუ რატომ დათანხმდა კულტურის სამინისტრო კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ძვირადღირებულ მომსახურებას და რატომ არ შეეცადა მოეხდინა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა", - აღნიშნულია IDFI-ის ინფორმაციაში.

IDFI პრეზიდენტის ბრძანებულების იმ პუნქტის ბუნდოვანებაზეც მიუთითებს, რომელიც უცხოეთში ვიზიტისას სასტუმროს დაქირავების ხარჯების ანაზღაურებას ეხება.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების მიხედვით განსაზღვრულია თითოეულ ქვეყანაში ვიზიტის სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები. ასევე, როგორც ბრძანებულებიდან ირკვევა, მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე, მათ შორის მინისტრსა და მოადგილეებზე ვრცელდება დანამატი სადღეღამისო ნორმაზე.

როგორც იგივე ბრძანებულებიდან ირკვევა, ზოგ შემთხვევაში ბრძანებულების დანართი N3-ით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს, მათ შორის მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ასევე შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გადაიხადონ სასტუმროსთვის საჭირო თანხები საზღვარგარეთ ვიზიტებისას.

"ამ ბრძანებულების N3 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება შესაძლებელია აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით" - როგორც ბრძანებულების ამ პუნქტიდან გამომდინარეობს, მინისტრსა და მოადგილეებს შეუძლიათ უცხოეთში ვიზიტისას სასტუმროს ნებისმიერი ღირებულების ნომერში დაბინავდნენ, რისთვისაც თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი. თუმცა, აღნიშნული პუნქტი მეტისმეტად ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს. მაგალითად, გაურკვეველია, რა შემთხვევებში არის "შესაძლებელი" მაღალი თანამდებობის პირებისთვის ამ გამონაკლისით სარგებლობა. უფრო მეტიც, სამივლინებო ხარჯების არსებული პრაქტიკა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევები საკმაოდ ხშირია", - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

ნათია ლეშკაშელი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა