მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინე მიზანდარი - გურამ ოდიშარიას დიდი მომავალი არ უწერია
მარინე მიზანდარი - გურამ ოდიშარიას დიდი მომავალი არ უწერია

მა­რი­ნე მი­ზან­და­რის გან­ცხა­დე­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ძეგლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა-მოხ­სნის სა­კითხს ეხე­ბო­და, კუ­ლუ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და მი­ნის­ტრის პო­ზი­ცია ძა­ლი­ან სუს­ტი იყო. ამის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა მა­რი­ნე მი­ზან­დარ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­ზან­და­რის გან­მარ­ტე­ბით, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ მისი ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, ნე­ბის­მი­ერ უწყე­ბას შე­ეძ­ლე­ბო­და ძეგლის სტა­ტუ­სის მოხ­სნის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა მთავ­რო­ბის წი­ნა­შე.

"აქაც ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცია იყო ძა­ლი­ან სუს­ტი. მი­ნის­ტრმა აქაც ვერ და­იც­ვა დარ­გი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ინი­ცი­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ, ჩვენ ვართ დარ­გობ­რი­ვი სა­მი­ნის­ტრო, ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა ამ დარ­გის დაც­ვა და რა­ღაც­ნა­ი­რად, ასე ბურ­თის სხვის კა­ლათ­ში გა­დაგ­დე­ბა არ მი­მაჩ­ნდა გა­მარ­თლე­ბუ­ლად. ჩვე­ნი მხრი­დან ამას დრო­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. მოჰ­ყვა მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ძა­ლი­ან დიდი პრო­ტეს­ტის ტალ­ღა წა­მო­ვი­და პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა მხრი­დან. ამის შემ­დეგ მოხ­და სა­მი­ნის­ტროს კუ­თხი­თაც რა­ღაც რე­ა­გი­რე­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის რე­ჟიმ­ში გა­დას­ვლა, მაგ­რამ ეს არ იყო მტკი­ცე პო­ზი­ცია", - გა­ნა­ცხა­და მი­ზან­დარ­მა.

მან მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა ე.წ.მი­ხა­ი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო და აღ­ნიშ­ნა, რომ იქ გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი იყო, რომ აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე გა­მო­მა­ვალ ორ შე­ნო­ბას მოხ­სნო­და ძეგლის სტა­ტუ­სი, რა­საც არ და­თან­ხმდა.

"სა­მი­ნის­ტრო ბოლო პე­რი­ოდ­ში ვერ იცავ­და სა­თა­ნა­დოდ თა­ვის პო­ზი­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როდ, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო უფრო თავ­დაც­ვის პო­ზი­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. არამ­ცთუ თავ­დაც­ვის პო­ზი­ცი­ა­ში არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, არა­მედ პი­რი­ქით, ზოგ­ჯერ თავ­დას­ხმის პო­ზი­ცი­ა­შიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი იყო სას­წორ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მი­ზან­დარ­მა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში არის რო­გორ უწყებ­რი­ვი, ასე­ვე მარ­თვის და ხედ­ვის პრობ­ლე­მე­ბი. მი­ზან­და­რი ამ­ბობს, რომ სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი კად­რე­ბი შე­ე­მა­ტა, "რა­მაც მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა".

კი­თხვა­ზე, უნდა გა­აგ­რძე­ლოს თუ არა კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე მუ­შა­ო­ბა გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ, მა­რი­ნე მი­ზან­დარ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თუ გა­აგ­რძე­ლებს, ის წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს.

"მაგ­რამ, ასე­თი მიდ­გო­მით, მარ­თვით და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხე­ბი­სად­მი, მას დიდი მო­მა­ვა­ლი არ უწე­რია", - დას­ძი­ნა მი­ზან­დარ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მარინე მიზანდარი - გურამ ოდიშარიას დიდი მომავალი არ უწერია

მარინე მიზანდარი - გურამ ოდიშარიას დიდი მომავალი არ უწერია

მარინე მიზანდარის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონპროექტზე, რომელიც ძეგლის სტატუსის მინიჭება-მოხსნის საკითხს ეხებოდა, კულუტურის სამინისტროს და მინისტრის პოზიცია ძალიან სუსტი იყო. ამის შესახებ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა მარინე მიზანდარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიზანდარის განმარტებით, ეს კანონპროექტი გულისხმობდა იმას, რომ მისი ძალაში შესვლის შემდეგ, ნებისმიერ უწყებას შეეძლებოდა ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხის დაყენება მთავრობის წინაშე.

"აქაც ჩვენი სამინისტროს პოზიცია იყო ძალიან სუსტი. მინისტრმა აქაც ვერ დაიცვა დარგი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტი ინიცირებული გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ჩვენ ვართ დარგობრივი სამინისტრო, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ამ დარგის დაცვა და რაღაცნაირად, ასე ბურთის სხვის კალათში გადაგდება არ მიმაჩნდა გამართლებულად. ჩვენი მხრიდან ამას დროული და ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. მოჰყვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი პროტესტის ტალღა წამოვიდა პროფესიონალთა მხრიდან. ამის შემდეგ მოხდა სამინისტროს კუთხითაც რაღაც რეაგირება და მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლა, მაგრამ ეს არ იყო მტკიცე პოზიცია", - განაცხადა მიზანდარმა.

მან მაგალითად მოიყვანა ე.წ.მიხაილოვის საავადმყოფო და აღნიშნა, რომ იქ გარკვეული ინტერესები იყო, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე გამომავალ ორ შენობას მოხსნოდა ძეგლის სტატუსი, რასაც არ დათანხმდა.

"სამინისტრო ბოლო პერიოდში ვერ იცავდა სათანადოდ თავის პოზიციას. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრო უფრო თავდაცვის პოზიციაში აღმოჩნდა. არამცთუ თავდაცვის პოზიციაში არ უნდა ყოფილიყო, არამედ პირიქით, ზოგჯერ თავდასხმის პოზიციაშიც უნდა ყოფილიყო იმდენად მნიშვნელოვანი საკითხები იყო სასწორზე", - განაცხადა მიზანდარმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს კულტურის სამინისტროში არის როგორ უწყებრივი, ასევე მართვის და ხედვის პრობლემები. მიზანდარი ამბობს, რომ სამინისტროს ახალი კადრები შეემატა, "რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა".

კითხვაზე, უნდა გააგრძელოს თუ არა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობა გურამ ოდიშარიამ, მარინე მიზანდარმა აღნიშნა, რომ თუ გააგრძელებს, ის წარმატებას უსურვებს.

"მაგრამ, ასეთი მიდგომით, მართვით და ასეთი დამოკიდებულებით პრინციპული საკითხებისადმი, მას დიდი მომავალი არ უწერია", - დასძინა მიზანდარმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა