სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოჭის ოლიმპიურ სოფელში ქართული დროშა აღიმართა
სოჭის ოლიმპიურ სოფელში ქართული დროშა აღიმართა

სოჭ­ში, ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში ქარ­თუ­ლი დრო­შა აღი­მარ­თა. დრო­შის აღ­მარ­თვის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ოლიმ­პი­ა­დას წინ უს­წრებს, სო­ჭის ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში 6 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა, "სოჭი 2014"-ის მო­ნა­წი­ლე 87 ქვეყ­ნის დრო­შის გვერ­დით ფრი­ა­ლებს.

"ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი ოჯა­ხის წევ­რია. ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა აღი­მარ­თა, 7 თე­ბერ­ვალს კი ჩვე­ნი გუნ­დი თა­მა­შე­ბის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, სოჭ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­მუ­კა ხა­ბა­რელ­მა.

დრო­შის აღ­მარ­თვის ცე­რე­მო­ნი­ალ­ში სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა და მა­მუ­კა ხა­ბა­რე­ლის გარ­და სეოკ-ის პრე­ზი­დენ­ტი ლერი ხა­ბე­ლო­ვი, გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ემ­ზარ ზე­ნა­იშ­ვი­ლი, სეოკ-ის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი და თა­მა­შებ­ზე აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში სულ ოთხი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას: მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი ნინო წიკ­ლა­უ­რი, ია­სონ აბ­რა­მიშ­ვი­ლი, ალექ­სი ბე­ნი­ა­ი­ძე და მო­ცი­გუ­რა­ვე ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სოჭ­ში 14 თე­ბერ­ვალს კა­ნა­დი­დან ჩავა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მედ­რო­შე ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე ნინო წიკ­ლა­უ­რი იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი დე­ლე­გა­ცია სოჭ­ში

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

სოჭის ოლიმპიურ სოფელში ქართული დროშა აღიმართა

სოჭის ოლიმპიურ სოფელში ქართული დროშა აღიმართა

სოჭში, ოლიმპიურ სოფელში ქართული დროშა აღიმართა. დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია, რომელიც ყველა ოლიმპიადას წინ უსწრებს, სოჭის ოლიმპიურ სოფელში 6 თებერვალს გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო დროშა, "სოჭი 2014"-ის მონაწილე 87 ქვეყნის დროშის გვერდით ფრიალებს.

"ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ოლიმპიური ოჯახის წევრია. ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა, 7 თებერვალს კი ჩვენი გუნდი თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, სოჭში საქართველოს გუნდის ხელმძღვანელმა მამუკა ხაბარელმა.

დროშის აღმართვის ცერემონიალში სპორტსმენებისა და მამუკა ხაბარელის გარდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის რამდენიმე თანამშრომელი და თამაშებზე აკრედიტებული ქართველი ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ.

სოჭის ოლიმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა. საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.

იხილეთ ფოტოგალერეა: საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სოჭში

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია