პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რჩევები დასაქმების მსურველებს
რჩევები დასაქმების მსურველებს

ტე­ლე­წამ­ყვანს, ჟურ­ნა­ლისტსა და "მუ­ზი­კბოქ­სის" პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტორს - ლიზა ვა­და­ჭ­კო­რი­ას ბევ­რგან უმუ­შა­ვია. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად თა­ვა­დაც უამ­რა­ვი გა­სა­უბ­რე­ბა ჩა­უ­ტა­რე­ბია. საქ­მი­ან ლი­ზას სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და იმ შეც­დო­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ, რომ­ლებ­საც და­საქ­მე­ბის მო­სურ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მე­ბელ­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სას ხში­რად უშ­ვე­ბენ.

- სა­შუ­ა­ლო შეძ­ლე­ბის ინ­ტე­ლი­გენ­ტე­ბის ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დი. მშობ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და 2 შვილს - მე და ჩემს უფ­როს ძმას გვზრდიდ­ნენ. მა­შინ სამ­სა­ხუ­რი და ხელ­ფა­სი (სტან­დარ­ტუ­ლად, 120 მა­ნე­თი) ყვე­ლას ჰქონ­და. მამა გა­ცი­ლე­ბით მეტ თან­ხას იღებ­და, რად­გან გა­მოც­დი­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი იყო. მან­ქა­ნაც ჰყავ­და, იმ დროს კი ეს დიდი ფუ­ფუ­ნე­ბა გახ­ლდათ. მამა ხში­რად იყო მივ­ლი­ნე­ბა­ში და ამი­ტომ იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ­დით, მაგ­რამ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. დედა პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში ექი­მად მუ­შა­ობ­და.

- სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის ქო­ნის სურ­ვი­ლი რო­დის გა­გიჩ­ნდათ?

- ყო­ველ­თვის საკ­მა­ოდ და­მო­უ­კი­დებ­ლად ვაზ­როვ­ნებ­დი. რჩე­ვებს ვის­მენ­დი, მაგ­რამ მა­ინც ისე ვიქ­ცე­ო­დი, რო­გორც მინ­დო­და. სა­ერ­თოდ, ბევრ სა­კი­თხში რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ზოგ­ჯერ (გან­სა­კუთ­რე­ბით - სტუ­დენ­ტო­ბის დროს) მე­გობ­რე­ბი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის­კენ გვი­ბიძ­გე­ბენ; ხან­და­ხან, ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს ვა­კე­თებთ, მაგ­რამ მე შე­დეგ­ზე ვფიქ­რობ­დი და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა არას­დროს და­მიშ­ვია. 2 სა­ხის გა­ნათ­ლე­ბა მაქვს - მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი. ვი­ცო­დი, რომ კარ­გი ოჯა­ხის შექ­მნის გარ­და, მსურ­და, ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცის­თვის მი­მეღ­წია. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ რა­დი­ო­სად­გუ­რებს ვუს­მენ­დი. მივ­ხვდი, რომ ჩემი მო­წო­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა იყო. რა­დიო "აუ­დი­ენ­ცი­ა­ში" კას­ტინ­გის მეშ­ვე­ო­ბით მოვ­ხვდი. შე­მეძ­ლო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უბ­რა­ლოდ, მუ­სი­კა­ლუ­რი წამ­ყვა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მიღ­წე­უ­ლით არას­დროს არ უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დე. გულ­ზე ხე­ლე­ბი რომ და­მეკ­რი­ფა, შე­საძ­ლოა, "შემ­ცი­რე­ბა­ში" მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი და სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

- ყვე­ლა­ფე­რი ეს წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრეთ თუ სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის საფრ­თხე უკვე რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და?

- სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ანს არაფ­რის გა­რან­ტია არ აქვს; შე­იძ­ლე­ბა, ხვალ ის ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ი­ხუ­როს, სა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლი ხარ და უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩე. ამი­ტომ ყო­ველ­თვის უნდა იფიქ­რო, - სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი რას გა­ა­კე­თებ? მეც ვფიქ­რობ­დი, რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ შე­უც­ვლე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნე­ტი 2000 წელს შე­მო­ვი­და. ბევ­რმა ისიც არ იცო­და, "იმე­ი­ლი" რა იყო. მივ­ხვდი, რომ მო­მა­ვა­ლი ინ­ტერ­ნე­ტი­საა, ამი­ტომ რა­დი­ო­ში ინ­ტერ­ნე­ტის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა გა­ვა­კე­თე, რო­მელ­შიც მარ­ტივ რა­ღა­ცებ­ზე ვსა­უბ­რობ­დი: რა არის ბრა­უ­ზე­რი? რო­გორ გავ­ხსნათ "იმე­ი­ლი"?.. მერე ჩემი ვებგ­ვერ­დი გავ­ხსე­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და...

- თქვე­ნი საქ­მის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სფე­რო­ში თუ მო­გი­სინ­ჯავთ ძა­ლე­ბი?

- მა­თე­მა­ტი­კო­სის პრო­ფე­სი­ით მხო­ლოდ 1 წელი (უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ) ვი­მუ­შა­ვე. ჩემი სა­მუ­შაო სფე­რო ყო­ველ­თვის რა­დიო, ინ­ტერ­ნე­ტი და ტე­ლე­ვი­ზია იყო და არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­რა­დიო, პირ­ვე­ლი რე­ა­ლი­თი შოუს - "ამ­ტა­ნის" ვებ­სა­ი­ტი (სა­დაც შოუს "ონ­ლა­ინ" რე­ჟიმ­ში ნახ­ვა შე­გეძ­ლო) გა­ვა­კე­თე. მახ­სოვს, ინ­ტერ­ნეტ­რა­დი­ოს­თვის ლელა წურ­წუ­მი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უს ვი­ღებ­დი. ლე­ლამ მკი­თხა: - რო­მელ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბაო? ვუ­პა­სუ­ხე: - ინ­ტერ­ნე­ტის­თვის მინ­და-მეთ­ქი. გა­ო­ცე­ბულ­მა შე­მომ­ხე­და (იცი­ნის)... დღეს უკვე უამ­რა­ვი ვებ­სა­ი­ტია. მოკ­ლედ, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ებს "ვლაშ­ქრავ­დი". გარ­და ამი­სა, "პირ­ველ არხზე" გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი, "მა­ესტრო­ზე" "პრესპრე­სის" ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლდით და შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დი... ამ­ჟა­მად, "მუ­ზი­კბოქ­სის" პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტო­რი ვარ. პა­რა­ლე­ლუ­რად, მე და ჩემ­მა ძმამ ინ­ტერ­ნეტ­ტუ­რის­ტუ­ლი ბი­უ­რო გავ­ხსე­ნით.

- ბევ­რი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი რეს­პონ­დენ­ტი გყო­ლი­ათ? ამას წი­ნათ მაია დარსმე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, თით­ქოს სი­უ­ჟე­ტი ცალ­მხრი­ვად გა­ა­შუ­ქეთ...

- სი­უ­ჟე­ტი ჩვენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა - ხა­ტია გე­ლო­ვან­მა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ "მუ­ზი­კბოქსზე" რაც გა­დის, ყვე­ლა­ფე­რი ლი­ზას­თან ასო­ცირ­დე­ბა - მე მლან­ძღა­ვენ ან მა­ქე­ბენ. ასეც უნდა იყოს - პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მე ვარ. სი­უ­ჟეტს რაც შე­ე­ხე­ბა, უბ­რა­ლოდ, მა­ი­ას თა­ვი­სი პერ­სო­ნის გარ­შე­მო აჟი­ო­ტა­ჟის ატე­ხა უნ­დო­და და გა­მო­უ­ვი­და კი­დეც, მაგ­რამ ჩვე­ნი პი­რა­დი მი­მო­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მისი მხრი­დან არა­კო­რექ­ტუ­ლი მგო­ნია. კი­დევ კარ­გი, მა­ი­ას­თვის "ისე­თი" არა­ფე­რი მი­მი­წე­რია... სი­უ­ჟე­ტის კე­თე­ბი­სას მა­ი­ას კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვუ­რე­კეთ. ყურ­მი­ლი არ აიღო. მერე "ფე­ის­ბუკ­ზე" მივ­წე­რე. მი­თხრა, - "ახა­ლი ხმის" დამ­თავ­რე­ბამ­დე არ მცა­ლი­აო. სა­კი­თხი მის მოს­წავ­ლეს - თაკო ოქ­რო­პი­რი­ძეს ეხე­ბო­და, რო­მე­ლიც მა­ი­ამ პრო­ექ­ტი­დან გა­აგ­დო. "ახა­ლი ხმის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეს თემა არა­აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და და სი­უ­ჟეტს აღარ გა­ვა­კე­თებ­დით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თაკო გა­თხოვ­და და ჩვენ­თვის სულ არ სცხე­ლო­და, კო­მენ­ტა­რი მოგ­ვცა. პრო­დი­უ­სე­რი - დათო იმე­დაშ­ვი­ლიც ჩავ­წე­რეთ. უარი მხო­ლოდ მა­ი­ამ გვი­თხრა... ასე რომ, სი­უ­ჟე­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ობი­ექ­ტუ­რი იყო. ეტყო­ბა, მა­ი­ას ფი­ნა­ლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის "გაღ­ვი­ძე­ბა" სურ­და და ეს ამ­ბა­ვიც ამი­ტომ "გა­ა­ჩა­ღა". მის­თვის პა­სუ­ხი არ გაგ­ვი­ცია - მა­ი­ას "გა­პი­ა­რე­ბას" სა­ჭი­როდ არ მი­ვიჩ­ნევთ.

- გა­ნა­წყე­ნე­ბულ რეს­პონ­დენ­ტებ­თან შემ­დეგ რო­გორ თა­ნამ­შრომ­ლობთ?

- ეს თქვენ უნდა გკი­თხოთ: მთე­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი გლან­ძღავთ, მაგ­რამ მათი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი მა­ინც ქვეყ­ნდე­ბა (იცი­ნის). ამას წი­ნათ მაია ასა­თი­ან­მა "პრო­ფილ­ში" მი­მიწ­ვია. ჩემ გვერ­დით რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იჯდა. მათ "ამ­ბე­ბი.გე" "მი­ა­ლან­ძღეს". ამ­ბობ­დნენ, - ვინ არი­ან, რას წე­რე­ნო?! ამავდრო­უ­ლად, ფო­ტოს იღებ­დნენ, "ინ­სტაგ­რამ­ზე" დებ­დნენ, "ფე­ის­ბუკ­ზე" ინ­ტრი­გებს "აგ­დებ­დნენ", რომ "ამ­ბებს" ეპო­ვა და და­ე­წე­რა.

- ეს კე­თილ­სინ­დი­სი­ერ საქ­ცი­ე­ლად მი­გაჩ­ნი­ათ?

- ეს ერ­თგვა­რი თა­მა­შია. ხომ იცით, ქა­თა­მი რომ მირ­ბის და მა­მა­ლი მის­დევს? მა­მა­ლი იმას ფიქ­რობს, - უხ, და­ვე­წე­ვი, რას ვუ­ზა­მო! ქა­თა­მი კი, - ვა­ი­მე, ძა­ლი­ან სწრა­ფად ხომ არ მივ­რბი­ვა­რო (იცი­ნის)? გა­ნა­წყე­ნე­ბულ რეს­პონ­დენ­ტებს რაც შე­ე­ხე­ბა, - იმ­დე­ნი თემა მაქვს გა­სა­შუ­ქე­ბე­ლი, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­ყო­ფა. აი, "სე­ლებ­რითს" კი ჟურ­ნა­ლის­ტის დახ­მა­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა და მთხოვს, რომ სპექ­ტაკ­ლი თუ კონ­ცერ­ტი გა­ვუ­შუ­ქო. ასე რომ, მას უფრო ვჭირ­დე­ბი, ვიდ­რე ის - მე. როცა სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე, ხუმ­რო­ბით ვუ­თხა­რი: ია ფა­რუ­ლა­ვას უხამ­სი სი­ტყვე­ბის ხმა­რე­ბა უყ­ვარს. ასე­თი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი მეჯ­ვა­რედ რომ წა­იყ­ვა­ნე, არ გე­ში­ნია-მეთ­ქი? იამ მი­საყ­ვე­დუ­რა, - რო­გორ თქვი, რომ ასე­თი ვარო? სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ სწყინს? ასე­თია და მგო­ნი, ამას აღი­ა­რებს კი­დეც. ეს მისი "ფიშ­კაა", ამა­ში და­სა­მა­ლი რა არის?

- რო­გორც ვიცი, დე­დათ­ქვენ­მა ექი­მის კა­რი­ე­რა გვერ­დზე გა­და­დო და თავი ოჯახს მი­უ­ძღვნა. თქვენ მსგავ­სი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დამ­დგარ­ხართ?

- 90-იან წლებ­ში, როცა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში და შემ­დეგ - რუ­სეთ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ, მე და ჩემი მე­უღ­ლე შვილს მარ­ტო ვზრდი­დით. რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, ჩემი გო­გო­ნა - ია უკვე 10 წლის იყო და სკო­ლა­ში და­დი­ო­და. მის­თვის არა­ფე­რი მო­მიკ­ლია: ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დი და შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სა­დილ­საც ვუმ­ზა­დებ­დი. კარ­გა ხა­ნია, ია უკვე დიდი გო­გოა და ჩემს სამ­სა­ხურს უფრო მეტ დროს ვუთ­მობ. იმის გამო, რომ ვმუ­შა­ობ, ოჯა­ხის წევ­რებს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არა­სო­დეს გა­მო­უთ­ქვამთ. რა­ღა­ცე­ბი უნდა დათ­მო: თუ გინ­და, შვი­ლი თა­ვად აღ­ზარ­დო, საქ­მე და კა­რი­ე­რა უნდა გა­და­დო, ხოლო თუ ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხარ და კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა გსურს, მა­შინ შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში ვინ­მე უნდა და­გეხ­მა­როს. სამ­სა­ხუ­რი რომ გაქვს და ბავ­შვს გა­ა­ჩენ, ეს სა­კი­თხი პრობ­ლე­მუ­რია: ჩემი შვი­ლი ერთ-ერთ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნი­ა­ში მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლია. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლავთ. როცა გა­თხოვ­დე­ბა და შვილს გა­ა­ჩენს, არ ვიცი, რა ეშ­ვე­ლე­ბა. მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე: დედა, შვი­ლიშ­ვი­ლის გამო სამ­სა­ხურს არ და­ტო­ვე­ბო?

- ასეთ დროს რას პა­სუ­ხობთ?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ამა­ზე მი­ფიქ­რია, - არ ჯო­ბია, რომ შვი­ლი ან შვი­ლიშ­ვი­ლი თა­ვად გა­ზარ­დო, ვიდ­რე უცხო ადა­მი­ანს ანდო? ვნა­ხოთ: გა­აჩ­ნია, ჩემი შვი­ლი ჰო­ნო­რარს რამ­დენს გა­და­მიხ­დის (იცი­ნის).

- მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­ჭირ­ვე­ბის პე­რი­ო­დი გქო­ნი­ათ?

- რო­გორ არა! აქ რომ უმუ­შევ­რო­ბა და სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, რუ­სეთ­სა და ბე­ლო­რუ­სი­ა­ში ამი­ტომ წა­ვე­დით. სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და. უკან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ვიდ­რე ჩემი ქმა­რი ბიზ­ნესს აა­წყობ­და, რა­დი­ო­ში ხელ­ფა­სი 80 ლარი მქონ­და. ეს გზის ფული იყო და არა - ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი. ერთი რამ ვიცი: ჩემს ოჯახს რომ არ ეშიმ­ში­ლა, ნე­ბის­მი­ერ სამ­სა­ხურ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც არ შე­უ­რა­ცხმყოფ­და. თუნ­დაც, მიმ­ტა­ნად ვი­მუ­შა­ვებ­დი. მეს­მის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 68% უმუ­შე­ვა­რია, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი თუ მო­ინ­დო­მებს, რა­ღა­ცას მა­ინც იპო­ვის. მთა­ვა­რია, არ თქვას: იცი, მე ამას ვერ გა­ვა­კე­თებ. ბევ­რი სა­სო­წარ­კვე­თი­ლია. წუ­წუ­ნე­ბენ და გარ­კვე­ულ დათ­მო­ბებ­ზე "წას­ვლა" არ სურთ. ამას წი­ნათ, ჩემს სა­ახ­ლობ­ლო­ში ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და: ოჯახ­ში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, უმუ­შე­ვარ­მა ბიჭ­მა ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა. ვერ წა­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა სამ­სა­ხუ­რი (თუნ­დაც - მშე­ნებ­ლო­ბა­ზე) ვერ იშო­ვოს? ხე­ლო­ბის სწავ­ლაც ხომ გა­მო­სა­ვა­ლია? ის­წავ­ლე და რა­ღა­ცას მი­აღ­წევ. აი, რაც იმ ბიჭ­მა ჩა­ი­დი­ნა, ის გა­მო­სა­ვა­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. ძა­ლი­ან და­ვით­რგუ­ნე. მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს, შრო­მა­ში კი სა­თა­კი­ლო არა­ფე­რია. სხვა­თა შო­რის, ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­თან - სვეტ­ლა­ნა სვეტ­ლიჩ­ნა­ი­ას­თან ინ­ტერ­ვიუ რომ ჩავ­წე­რე, მან მი­თხრა: 90-იან წლებ­ში, როცა ფილ­მებს აღარ იღებ­დნენ და ქმა­რიც დავ­კარ­გე, დამ­ლა­გებ­ლად ვმუ­შა­ობ­დიო. ლა­მა­ზი, ქე­რათ­მი­ა­ნი, "ფე­შენ" ქალ­ბა­ტო­ნია, რომ­ლის გარ­დე­რობს დღე­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მაგ­რამ იმის­თვის, რომ შვი­ლე­ბი ერ­ჩი­ნა, დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ო­ბას არ თა­კი­ლობ­და. არა მგო­ნია, ეს ფაქ­ტი მას ძა­ლი­ან ახა­რებ­დეს, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში - არც მა­ლავს. მინ­და, ყვე­ლას ვუ­თხრა: სნო­ბე­ბი ნუ იქ­ნე­ბით.

- თქვე­ნი აზ­რით, ქა­ლებ­მა დამ­საქ­მე­ბე­ლი რო­გორ უნდა და­ა­ინ­ტე­რე­სონ?

- ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­დექ­სი არ­სე­ბობს, რო­მელ­საც გა­სა­უბ­რე­ბა­ზე წას­ვლამ­დე უნდა გა­ეც­ნო... უამ­რა­ვი გა­სა­უბ­რე­ბა ჩა­მი­ტა­რე­ბია. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­მო­სუ­ლი "სი­ვე­ბის" ან კას­ტინ­გის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ყავს. ნაც­ნო­ბო­ბით არა­ვინ მიგ­ვი­ღია. ერთი პრობ­ლე­მაა: გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მო­სუ­ლე­ბი გონ­ზე არ არი­ან, რის­თვის მო­ვიდ­ნენ, მე კი ამის გამო ძა­ლი­ან ვბრა­ზობ! მა­გა­ლი­თად, ამ­ბო­ბენ, - ტე­ლე­ვი­ზორს არ ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ ზო­გა­დად, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა მინ­დაო. ადა­მი­ა­ნო, სა­იტ­ზე მა­ინც ნახე და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მერე წადი. უკ­ვირთ, - სა­ი­ტიც გაქ­ვთო? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კომ­პა­ნი­ას სა­ი­ტი არ ჰქონ­დეს?! ან ჟურ­ნა­ლის­ტი ისეთ "სი­ვის" მიგ­ზავ­ნის, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი გრა­მა­ტი­კუ­ლი შეც­დო­მაა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სამ­სა­ხურ­ში ისე­თი ჟურ­ნა­ლის­ტი ავიყ­ვა­ნო, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი ენა არ იცის?!

- თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბის მო­სურ­ნე­ებს რას ურ­ჩევთ?

- აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვნენ. "სი­ვე­ბი" ყველ­გან გაგ­ზავ­ნონ - ნუ მო­ე­რი­დე­ბათ. ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც შე­იძ­ლე­ბა, რომ უთხრან, უა­რია, კარგ შემ­თხვე­ვა­ში კი სამ­სა­ხურს იშო­ვი­ან. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის არ მეს­მის, რომ­ლე­ბიც სახ­ლში სხე­დან და ამ­ბო­ბენ, - ვა­ი­მე, რა ვქნა, ფული მჭირ­დე­ბაო. თუ მხო­ლოდ "ფული მინ­და" იძა­ხე, მას ვე­რას­დროს იშო­ვი. თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ ვა­კან­სი­ებს, კას­ტინ­გებს... კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი რომ არ იცო­დე, დამ­საქ­მე­ბელს თავი ისე მო­აჩ­ვე­ნე, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი იცი და იქ მოხ­ვედ­რა შენი ოც­ნე­ბა იყო. გო­გო­ნებს ზედ­მე­ტად სექ­სუ­ა­ლუ­რად ჩაც­მას არ ვურ­ჩევ: შე­იძ­ლე­ბა, მა­ხინ­ჯი თა­ნამ­შრო­მე­ლი არა­ვის უნდა, მაგ­რამ ზედ­მე­ტად ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბიც არ სჭირ­დე­ბათ. დამ­საქ­მე­ბელს საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი სჭირ­დე­ბა და არა - საყ­ვა­რე­ლი. სა­კუ­თა­რი თავი ისე წარ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ თქვან, - ვა, ეს რა მა­გა­რი ყო­ფი­ლა, ყვე­ლა­ფე­რი სცოდ­ნია და ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბაო!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რჩევები დასაქმების მსურველებს

რჩევები დასაქმების მსურველებს

ტელეწამყვანს, ჟურნალისტსა და "მუზიკბოქსის" პროგრამების დირექტორს - ლიზა ვადაჭკორიას ბევრგან უმუშავია. თანამშრომლების მისაღებად თავადაც უამრავი გასაუბრება ჩაუტარებია. საქმიან ლიზას სამუშაო გამოცდილებასა და იმ შეცდომებზე ვესაუბრეთ, რომლებსაც დასაქმების მოსურნე ადამიანები პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრებისას ხშირად უშვებენ.

- საშუალო შეძლების ინტელიგენტების ოჯახში ვცხოვრობდი. მშობლები მუშაობდნენ და 2 შვილს - მე და ჩემს უფროს ძმას გვზრდიდნენ. მაშინ სამსახური და ხელფასი (სტანდარტულად, 120 მანეთი) ყველას ჰქონდა. მამა გაცილებით მეტ თანხას იღებდა, რადგან გამოცდილი სამხედრო მფრინავი იყო. მანქანაც ჰყავდა, იმ დროს კი ეს დიდი ფუფუნება გახლდათ. მამა ხშირად იყო მივლინებაში და ამიტომ იშვიათად ვხედავდით, მაგრამ მატერიალურად უზრუნველყოფილები ვიყავით. დედა პოლიკლინიკაში ექიმად მუშაობდა.

- საკუთარი შემოსავლის ქონის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- ყოველთვის საკმაოდ დამოუკიდებლად ვაზროვნებდი. რჩევებს ვისმენდი, მაგრამ მაინც ისე ვიქცეოდი, როგორც მინდოდა. საერთოდ, ბევრ საკითხში რაციონალური ადამიანი ვარ. ზოგჯერ (განსაკუთრებით - სტუდენტობის დროს) მეგობრები სისულელეებისკენ გვიბიძგებენ; ხანდახან, ამ სისულელეებს ვაკეთებთ, მაგრამ მე შედეგზე ვფიქრობდი და შესაბამისად, საბედისწერო შეცდომა არასდროს დამიშვია. 2 სახის განათლება მაქვს - მათემატიკური და ჰუმანიტარული. ვიცოდი, რომ კარგი ოჯახის შექმნის გარდა, მსურდა, ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია. საქართველოში პირველ რადიოსადგურებს ვუსმენდი. მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება ჟურნალისტიკა იყო. რადიო "აუდიენციაში" კასტინგის მეშვეობით მოვხვდი. შემეძლო, მთელი ცხოვრება უბრალოდ, მუსიკალური წამყვანი ვყოფილიყავი, მაგრამ ვფიქრობ, მიღწეულით არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე. გულზე ხელები რომ დამეკრიფა, შესაძლოა, "შემცირებაში" მოვხვედრილიყავი და სამსახურის გარეშე დავრჩენილიყავი.

- ყველაფერი ეს წინასწარ განსა­ზღვრეთ თუ სამსახურის დაკარგვის საფრთხე უკვე რეალურად არსებობდა?

- საერთოდ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოში ადამიანს არაფრის გარანტია არ აქვს; შეიძლება, ხვალ ის ორგანიზაცია დაიხუროს, სადაც დასაქმებული ხარ და უმუშევარი დარჩე. ამიტომ ყოველთვის უნდა იფიქრო, - სამსახურის გარეშე დარჩენილი რას გააკეთებ? მეც ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, რომ შეუცვლელი თანამშრომელი გავმხდარიყავი. საქართველოში ინტერნეტი 2000 წელს შემოვიდა. ბევრმა ისიც არ იცოდა, "იმეილი" რა იყო. მივხვდი, რომ მომავალი ინტერნეტისაა, ამიტომ რადიოში ინტერნეტის შესახებ გადაცემა გავაკეთე, რომელშიც მარტივ რაღაცებზე ვსაუბრობდი: რა არის ბრაუზერი? როგორ გავხსნათ "იმეილი"?.. მერე ჩემი ვებგვერდი გავხსენი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა...

- თქვენი საქმისგან რადიკალურად განსხვავებულ სფეროში თუ მოგისინჯავთ ძალები?

- მათემატიკოსის პროფესიით მხოლოდ 1 წელი (უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ) ვიმუშავე. ჩემი სამუშაო სფერო ყოველთვის რადიო, ინტერნეტი და ტელევიზია იყო და არის. საქართველოში პირველი ინტერნეტრადიო, პირველი რეალითი შოუს - "ამტანის" ვებსაიტი (სადაც შოუს "ონლაინ" რეჟიმში ნახვა შეგეძლო) გავაკეთე. მახსოვს, ინტერნეტრადიოსთვის ლელა წურწუმიასთან ინტერვიუს ვიღებდი. ლელამ მკითხა: - რომელ ჟურნალში გამოქვეყნდებაო? ვუპასუხე: - ინტერნეტისთვის მინდა-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა (იცინის)... დღეს უკვე უამრავი ვებსაიტია. მოკლედ, ინტერნეტსივრცეებს "ვლაშქრავდი". გარდა ამისა, "პირველ არხზე" გადაცემის წამყვანი ვიყავი, "მაესტროზე" "პრესპრესის" ჟურნალისტი გახლდით და შოუბიზნესის წარმომადგენლებს ვუპირისპირდებოდი... ამჟამად, "მუზიკბოქსის" პროგრამების დირექტორი ვარ. პარალელურად, მე და ჩემმა ძმამ ინტერნეტტურისტული ბიურო გავხსენით.

- ბევრი განაწყენებული რესპონდენტი გყოლიათ? ამას წინათ მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში წერდა, თითქოს სიუჟეტი ცალმხრივად გააშუქეთ...

- სიუჟეტი ჩვენმა ჟურნალისტმა - ხატია გელოვანმა გააკეთა, მაგრამ "მუზიკბოქსზე" რაც გადის, ყველაფერი ლიზასთან ასოცირდება - მე მლანძღავენ ან მაქებენ. ასეც უნდა იყოს - პასუხისმგებელი მე ვარ. სიუჟეტს რაც შეეხება, უბრალოდ, მაიას თავისი პერსონის გარშემო აჟიოტაჟის ატეხა უნდოდა და გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ჩვენი პირადი მიმოწერის გამოქვეყნება მისი მხრიდან არაკორექტული მგონია. კიდევ კარგი, მაიასთვის "ისეთი" არაფერი მიმიწერია... სიუჟეტის კეთებისას მაიას კომენტარისთვის დავურეკეთ. ყურმილი არ აიღო. მერე "ფეისბუკზე" მივწერე. მითხრა, - "ახალი ხმის" დამთავრებამდე არ მცალიაო. საკითხი მის მოსწავლეს - თაკო ოქროპირიძეს ეხებოდა, რომელიც მაიამ პროექტიდან გააგდო. "ახალი ხმის" დასრულების შემდეგ, ეს თემა არააქტუალური იქნებოდა და სიუჟეტს აღარ გავაკეთებდით. მიუხედავად იმისა, რომ თაკო გათხოვდა და ჩვენთვის სულ არ სცხელოდა, კომენტარი მოგვცა. პროდიუსერი - დათო იმედაშვილიც ჩავწერეთ. უარი მხოლოდ მაიამ გვითხრა... ასე რომ, სიუჟეტი აბსოლუტურად ობიექტური იყო. ეტყობა, მაიას ფინალის წინ საზოგადოების "გაღვიძება" სურდა და ეს ამბავიც ამიტომ "გააჩაღა". მისთვის პასუხი არ გაგვიცია - მაიას "გაპიარებას" საჭიროდ არ მივიჩნევთ.

- განაწყენებულ რესპონდენტებთან შემდეგ როგორ თანამშრომლობთ?

- ეს თქვენ უნდა გკითხოთ: მთელი შოუბიზნესი გლანძღავთ, მაგრამ მათი ინტერვიუები მაინც ქვეყნდება (იცინის). ამას წინათ მაია ასათიანმა "პროფილში" მიმიწვია. ჩემ გვერდით რამდენიმე ცნობილი ქალბატონი იჯდა. მათ "ამბები.გე" "მიალანძღეს". ამბობდნენ, - ვინ არიან, რას წერენო?! ამავდროულად, ფოტოს იღებდნენ, "ინსტაგრამზე" დებდნენ, "ფეისბუკზე" ინტრიგებს "აგდებდნენ", რომ "ამბებს" ეპოვა და დაეწერა.

- ეს კეთილსინდისიერ საქციელად მიგაჩნიათ?

- ეს ერთგვარი თამაშია. ხომ იცით, ქათამი რომ მირბის და მამალი მისდევს? მამალი იმას ფიქრობს, - უხ, დავეწევი, რას ვუზამო! ქათამი კი, - ვაიმე, ძალიან სწრაფად ხომ არ მივრბივარო (იცინის)? განაწყენებულ რესპონდენტებს რაც შეეხება, - იმდენი თემა მაქვს გასაშუქებელი, რომ მთელი ცხოვრება მეყოფა. აი, "სელებრითს" კი ჟურნალისტის დახმარება აუცილებლად დასჭირდება და მთხოვს, რომ სპექტაკლი თუ კონცერტი გავუშუქო. ასე რომ, მას უფრო ვჭირდები, ვიდრე ის - მე. როცა სალომე გოგიაშვილთან ინტერვიუ ჩავწერე, ხუმრობით ვუთხარი: ია ფარულავას უხამსი სიტყვების ხმარება უყვარს. ასეთი რეპუტაციის მქონე ადამიანი მეჯვარედ რომ წაიყვანე, არ გეშინია-მეთქი? იამ მისაყვედურა, - როგორ თქვი, რომ ასეთი ვარო? საინტერესოა, რატომ სწყინს? ასეთია და მგონი, ამას აღიარებს კიდეც. ეს მისი "ფიშკაა", ამაში დასამალი რა არის?

- როგორც ვიცი, დედათქვენმა ექიმის კარიერა გვერდზე გადადო და თავი ოჯახს მიუძღვნა. თქვენ მსგავსი არჩევანის წინაშე დამდგარხართ?

- 90-იან წლებში, როცა ბელორუსიაში და შემდეგ - რუსეთში გავემგზავრეთ, მე და ჩემი მეუღლე შვილს მარტო ვზრდიდით. რადიოში მუშაობა რომ დავიწყე, ჩემი გოგონა - ია უკვე 10 წლის იყო და სკოლაში დადიოდა. მისთვის არაფერი მომიკლია: ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდი და შინ დაბრუნებული სადილსაც ვუმზადებდი. კარგა ხანია, ია უკვე დიდი გოგოა და ჩემს სამსახურს უფრო მეტ დროს ვუთმობ. იმის გამო, რომ ვმუშაობ, ოჯახის წევრებს უკმაყოფილება არასოდეს გამოუთქვამთ. რაღაცები უნდა დათმო: თუ გინდა, შვილი თავად აღზარდო, საქმე და კარიერა უნდა გადადო, ხოლო თუ ამბიციური ადამიანი ხარ და კარიერული წარმატების მიღწევა გსურს, მაშინ შვილების აღზრდაში ვინმე უნდა დაგეხმაროს. სამსახური რომ გაქვს და ბავშვს გააჩენ, ეს საკითხი პრობლემურია: ჩემი შვილი ერთ-ერთ საავტომობილო კომპანიაში მარკეტინგის ხელმძღვანელია. დამოუკიდებელი პიროვნება გახლავთ. როცა გათხოვდება და შვილს გააჩენს, არ ვიცი, რა ეშველება. მეკითხება ხოლმე: დედა, შვილიშვილის გამო სამსახურს არ დატოვებო?

- ასეთ დროს რას პასუხობთ?

- სიმართლე გითხრა, ამაზე მიფიქრია, - არ ჯობია, რომ შვილი ან შვილიშვილი თავად გაზარდო, ვიდრე უცხო ადამიანს ანდო? ვნახოთ: გააჩნია, ჩემი შვილი ჰონორარს რამდენს გადამიხდის (იცინის).

- მატერიალური გაჭირვების პერიოდი გქონიათ?

- როგორ არა! აქ რომ უმუშევრობა და საშინელება იყო, რუსეთსა და ბელორუსიაში ამიტომ წავედით. საქართველოდან შორს ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა. უკან დაბრუნების შემდეგ, ვიდრე ჩემი ქმარი ბიზნესს ააწყობდა, რადიოში ხელფასი 80 ლარი მქონდა. ეს გზის ფული იყო და არა - ოჯახის შემოსავალი. ერთი რამ ვიცი: ჩემს ოჯახს რომ არ ეშიმშილა, ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვიყავი, რომელიც არ შეურაცხმყოფდა. თუნდაც, მიმტანად ვიმუშავებდი. მესმის, რომ მოსახლეობის 68% უმუშევარია, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანი თუ მოინდომებს, რაღაცას მაინც იპოვის. მთავარია, არ თქვას: იცი, მე ამას ვერ გავაკეთებ. ბევრი სასოწარკვეთილია. წუწუნებენ და გარკვეულ დათმობებზე "წასვლა" არ სურთ. ამას წინათ, ჩემს საახლობლოში ძალიან ცუდი ამბავი მოხდა: ოჯახში მატერიალური პრობლემების გამო, უმუშევარმა ბიჭმა ვენები გადაიჭრა. ვერ წამომიდგენია, როგორ შეიძლება, ახალგაზრდა ბიჭმა სამსახური (თუნდაც - მშენებლობაზე) ვერ იშოვოს? ხელობის სწავლაც ხომ გამოსავალია? ისწავლე და რაღაცას მიაღწევ. აი, რაც იმ ბიჭმა ჩაიდინა, ის გამოსავალი ნამდვილად არ არის. ძალიან დავითრგუნე. მშრომელი ადამიანი წარმატებას მიაღწევს, შრომაში კი სათაკილო არაფერია. სხვათა შორის, ცნობილ მსახიობთან - სვეტლანა სვეტლიჩნაიასთან ინტერვიუ რომ ჩავწერე, მან მითხრა: 90-იან წლებში, როცა ფილმებს აღარ იღებდნენ და ქმარიც დავკარგე, დამლაგებლად ვმუშაობდიო. ლამაზი, ქერათმიანი, "ფეშენ" ქალბატონია, რომლის გარდერობს დღესაც განიხილავენ, მაგრამ იმისთვის, რომ შვილები ერჩინა, დამლაგებლად მუშაობას არ თაკილობდა. არა მგონია, ეს ფაქტი მას ძალიან ახარებდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში - არც მალავს. მინდა, ყველას ვუთხრა: სნობები ნუ იქნებით.

- თქვენი აზრით, ქალებმა დამსაქმებელი როგორ უნდა დააინტერესონ?

- ამისთვის სპეციალური კოდექსი არსებობს, რომელსაც გასაუბრებაზე წასვლამდე უნდა გაეცნო... უამრავი გასაუბრება ჩამიტარებია. ტელევიზიაში თანამშრომლები შემოსული "სივების" ან კასტინგის მეშვეობით ამყავს. ნაცნობობით არავინ მიგვიღია. ერთი პრობლემაა: გასაუბრებაზე მოსულები გონზე არ არიან, რისთვის მოვიდნენ, მე კი ამის გამო ძალიან ვბრაზობ! მაგალითად, ამბობენ, - ტელევიზორს არ ვუყურებ, მაგრამ ზოგადად, ტელევიზიაში მუშაობა მინდაო. ადამიანო, საიტზე მაინც ნახე და გასაუბრებაზე მერე წადი. უკვირთ, - საიტიც გაქვთო? როგორ შეიძლება, კომპანიას საიტი არ ჰქონდეს?! ან ჟურნალისტი ისეთ "სივის" მიგზავნის, რომელშიც უამრავი გრამატიკული შეცდომაა. როგორ შეიძლება, სამსახურში ისეთი ჟურნალისტი ავიყვანო, რომელმაც ქართული ენა არ იცის?!

- თქვენი გამოცდილების საფუძველზე, სამსახურის დაწყების მოსურნეებს რას ურჩევთ?

- აქტიურები იყვნენ. "სივები" ყველგან გაგზავნონ - ნუ მოერიდებათ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, რომ უთხრან, უარია, კარგ შემთხვევაში კი სამსახურს იშოვიან. იმ ადამიანების არ მესმის, რომლებიც სახლში სხედან და ამბობენ, - ვაიმე, რა ვქნა, ფული მჭირდებაო. თუ მხოლოდ "ფული მინდა" იძახე, მას ვერასდროს იშოვი. თვალყური ადევნეთ ვაკანსიებს, კასტინგებს... კომპანიის შესახებ საერთოდ არაფერი რომ არ იცოდე, დამსაქმებელს თავი ისე მოაჩვენე, თითქოს ყველაფერი იცი და იქ მოხვედრა შენი ოცნება იყო. გოგონებს ზედმეტად სექსუალურად ჩაცმას არ ვურჩევ: შეიძლება, მახინჯი თანამშრომელი არავის უნდა, მაგრამ ზედმეტად ლამაზი გოგონებიც არ სჭირდებათ. დამსაქმებელს საქმიანი თანამშრომელი სჭირდება და არა - საყვარელი. საკუთარი თავი ისე წარმოაჩინეთ, რომ თქვან, - ვა, ეს რა მაგარი ყოფილა, ყველაფერი სცოდნია და ჩვენი ერთგული იქნებაო!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია