პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ღირს, საერთოდ, შაურმის ჭამა?
ღირს, საერთოდ, შაურმის ჭამა?

შა­ურ­მა, თურ­ქუ­ლი სი­ტყვაა და ნიშ­ნავს "მოტ­რი­ა­ლეს". ეს ზუს­ტად მიგ­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ლი მგო­ნია, რად­გა­ნაც ვინც შა­ურ­მას მი­ირ­თმევს, იმას სულ ხა­თა­ბა­ლა უტ­რი­ა­ლებს. თბი­ლისს ჯერ თა­ვი­სი შა­ურ­მა არ ჰქონ­და მო­ნე­ლე­ბუ­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბა­თუმ­ში შა­ურ­მით 20 ადა­მი­ა­ნის მო­წამ­ვლის ფაქ­ტი და­დას­ტურ­და. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­გენ­ტოს აჭა­რის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბა­თუმ­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის #7-ში მდე­ბა­რე სა­შა­ურ­მი­დან ნი­მუ­შე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე აი­ღეს და შე­სა­მოწ­მებ­ლად აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს "ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვით ცენ­ტრს" გა­და­უგ­ზავ­ნეს, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორს კი სა­წარ­მოო პრო­ცე­სი შე­უ­ჩე­რეს. ამა­ვე დროს სა­შა­ურ­მე დარ­ღვე­ვის გამო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით 1000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და. რა და­ად­გი­ნა კვლე­ვამ? რით იყო და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი აჭა­რუ­ლი შა­ურ­მა?

"ალია" კო­მენ­ტა­რის­თვის და­უ­კავ­შირ­და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს გიგა ქურ­დო­ვა­ნი­ძეს.

- აჭა­რა­ში, ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თა 20-მა ადა­მი­ან­მა და ყვე­ლა­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ შე­ი­ძი­ნეს შა­ურ­მა ჭავ­ჭა­ვა­ძის #7-ში მო­თავ­სე­ბულ ერთ-ერთ სა­შა­ურ­მე­ში. შა­ურ­მის შე­ძე­ნა 24 იან­ვარს მოხ­და და მო­წამ­ვლა უკვე 25-ში და­ფიქ­სირ­და. იმა­ვე დღეს ჩვენ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა აიღო ნი­მუ­შე­ბი ამ სა­შა­ურ­მი­დან, რო­მე­ლიც გა­დაგ­ზავ­ნი­ლი იქნა შე­სა­მოწ­მებ­ლად და ასე­ვე შე­მოწ­მდა თა­ვად სა­შა­ურ­მეც, სა­დაც აღ­მოჩ­ნდა დარ­ღვე­ვე­ბი. ახლა კი ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, დად­გინ­და, რომ თა­ვად შა­ურ­მა­ში იყო მა­ღა­ლი მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, კერ­ძოდ, ნი­მუშ­ში აღ­მოჩ­ნდა ნაწ­ლა­ვუ­რი ჩხი­რის ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რაც მი­უ­თი­თებს იმას, რომ სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი არ იყო და­ცუ­ლი. ეს თვა­ლი­თაც ჩან­და და, შე­სა­ბა­მი­სად, ეს სა­შა­ურ­მე და­ჯა­რიმ­და და შე­ჩერ­და სა­წარ­მოო პრო­ცე­სი, რაც არ გა­ნუ­ახ­ლდე­ბა, სა­ნამ არ აღ­მო­ფხვრის იმ დარ­ღვე­ვებს, რო­მე­ლიც აქვს და არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რაც ჩვენ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მის­ცეს.

- ეს ჩხი­რე­ბი, რაც ჩა­მოთ­ვა­ლეთ, ორ­გა­ნიზ­მის­თვის რამ­დე­ნად დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს?

- ამ კო­ლი­ბაქ­ტე­რი­ებ­მა სიკ­ვდი­ლი შე­იძ­ლე­ბა, არ გა­მოწ­ვი­ოს, მაგ­რამ მო­წამ­ვლა რა დო­ნე­ზე გან­ვი­თარ­დე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თა­ვის­თა­ვად კო­ლი­ფორ­მე­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი არ­სე­ბო­ბა საკ­ვებ­ში, პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ შა­ურ­მა იყო და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი. რო­გორც ჩემ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღე­ბუ­ლი თა­ვად მო­წამ­ლუ­ლე­ბის ანა­ლიზ­ში კი­დევ სხვა ბაქ­ტე­რი­ე­ბიც იყო გა­მოვ­ლე­ნი­ლი. შიძ­ლე­ბა, ის შა­ურ­მაც მათ მირ­თვეს, ის პარ­ტია კი­დევ სხვა რა­მით იყო და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ ჩვენ მე­ო­რე დღეს ავი­ღეთ ნი­მუ­შე­ბი და ცხა­დია, წინა დღის პარ­ტია უკვე გა­ყი­დუ­ლი იყო, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ხსე­ნე­ბუ­ლი სა­შა­ურ­მის უპირ­ვე­ლე­სი პრობ­ლე­მა იყო სა­ნ­ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი.

- შა­ურ­მა არის ის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე იყი­დე­ბა და ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, რა­ტომ არ ხდე­ბა მისი ხორ­ცის შე­მოწ­მე­ბა? მა­ინ­ცდა­მა­ინც ვინ­მე უნდა მო­ი­წამ­ლოს, რომ გან­გა­ში ატყდეს? ეგე­ბა და ვი­ღა­ცა მოკ­ვდეს კი­დეც შა­ურ­მით?

- კი, ძა­ლი­ან ბევ­რია ეს სა­შა­ურ­მე­ე­ბი, მაგ­რამ ჩვენ ყო­ველ კვი­რას სა­შა­ურ­მე­ებ­ში ვერ ვივ­ლით, ჩვენ გვაქვს წლი­უ­რი გეგ­მა შედ­გე­ნი­ლი და იგი­ვე, სა­შა­ურ­მე­ე­ბი და სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღალ რის­კის შემ­ცვე­ლე­ბი არი­ან, ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­ლავთ.

- კი, მაგ­რამ სა­ნამ თქვენ ამ ობი­ექ­ტებს ჩა­მო­უვ­ლით... პე­რი­ო­დუ­ლად გვეს­მის ხოლ­მე, რომ იქ ხან ძაღ­ლის ხორ­ცია და ხან ვი­რი­სო.

- არა, არა... ვი­რის ხორ­ცის არ­სე­ბო­ბას სა­შა­ურ­მე­ებ­ში ნამ­დვი­ლად ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ. ამის შე­სა­ხებ რომ გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია, ჩვენ და­ვი­წყეთ ამ ობი­ექ­ტე­ბის მყი­სი­ე­რი შე­მოწ­მე­ბა, რამ­დე­ნი­მეს შე­ვუ­ჩე­რეთ წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა, ბევ­რს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ვე­ცით, მაგ­რამ არც ვი­რის, არც ცხე­ნის ხორ­ცი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა არ­სად. გარ­და ამი­სა შე­ვა­მოწ­მეთ მცი­რე მარ­კე­ტე­ბი, ხორ­ცის წერ­ტი­ლე­ბი, ასე­ვე სა­ხინ­კლე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს ხორ­ცი ფარ­შის სა­ხით მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, არა­ფე­რი და­დას­ტურ­და. სა­შა­ურ­მე­ე­ბი ხმა­რო­ბენ გა­ყი­ნულ ღო­რი­სა და ქათ­მის ხორცს, და­ნარ­ჩე­ნი გა­მო­რი­ცხუ­ლია. რო­გორც კი ვი­რის ხორ­ცის სა­საკ­ლა­ოს შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, იმ წამ­სვე მი­ვა­წო­დეთ ეს ინ­ფორ­მა­ცია შსს-ს, მათ ჩა­ა­ტა­რეს მოკ­ვლე­ვა და გა­მო­ირ­კვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მე­წარ­მის სა­კუთ­რე­ბა, რო­მელ­საც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი ზო­ო­პარკთან და შე­სა­ბა­მი­სად, ეს ხორ­ცი იქ მი­დი­ო­და და არა სა­შა­ურ­მე­ებ­ში. თუმ­ცა, ეს არ გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გავ­ჩერ­დეთ, მშვი­დად ვი­ყოთ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა. ეს სა­კი­თხი არის უმ­კაც­რე­სი კონ­ტრო­ლის ქვეშ აყ­ვა­ნი­ლი. ისე, თა­ვად მე­წარ­მე­ზეც ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზე, მაგ­რამ, ვი­მე­ო­რებ, ჩვენც ვა­კონ­ტრო­ლებთ.

- უკვე არა­ერ­თხელ მსმე­ნია რომ ბაზ­რებ­სა და ბაზ­რო­ბებ­ზე ძაღ­ლის ხორ­ცი იყი­დე­ბა ცხვრი­სა და ხბოს ხორ­ცის ნაც­ვლად. რა ხდე­ბა?

- ასე­თი რამე გა­მო­რი­ცხუ­ლია. ძაღ­ლის ხორ­ცი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცის გარ­ჩე­ვა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, ძაღლს სხვაგ­ვა­რი ფაქ­ტუ­რა და იერი აქვს, ანდა ძაღლს რამ­დე­ნი ხორ­ცი უნდა ჰქონ­დეს, რომ ის გა­მო­ი­ტა­ნო და გა­ყი­დო ბა­ზარ­ში? ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გა­მო­არ­ჩევთ ცხე­ნის ხორცს იგი­ვე ძვლის ფორ­მის მი­ხედ­ვით, მჟა­ვი­ა­ნო­ბაც მეტი აქვს ცხენს. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­რის ხორცს, ის მა­შინ­ვე შავ­დე­ბა, რო­გორც კი დაკ­ლა­ვენ და არა­სა­სა­ქონ­ლო სახე აქვს. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ ამა­ზე კონ­ტრო­ლი ძა­ლი­ან გამ­კაც­რე­ბუ­ლია, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყო­ველ­დღე და­დი­ან ბა­ზარ­ში და, პირ­ველ რიგ­ში, ამოწ­მე­ბენ სწო­რედ ხორ­ცი­სა და თევ­ზის სექ­ცი­ებს. ასე რომ, მსგავ­სი გა­მო­რი­ცხეთ, არ არ­სე­ბობს ასე­თი რამ ბა­ზარ­ში.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

ღირს, საერთოდ, შაურმის ჭამა?

ღირს, საერთოდ, შაურმის ჭამა?

შაურმა, თურქული სიტყვაა და ნიშნავს "მოტრიალეს". ეს ზუსტად მიგნებული სახელი მგონია, რადგანაც ვინც შაურმას მიირთმევს, იმას სულ ხათაბალა უტრიალებს. თბილისს ჯერ თავისი შაურმა არ ჰქონდა მონელებული, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმში შაურმით 20 ადამიანის მოწამვლის ფაქტი დადასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს აჭარის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლებმა ბათუმში ჭავჭავაძის #7-ში მდებარე საშაურმიდან ნიმუშები ინფორმაციის მიღებისთანავე აიღეს და შესამოწმებლად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს "ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს" გადაუგზავნეს, ბიზნესოპერატორს კი საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ამავე დროს საშაურმე დარღვევის გამო კანონმდებლობის მიხედვით 1000 ლარით დაჯარიმდა. რა დაადგინა კვლევამ? რით იყო დაბინძურებული აჭარული შაურმა?

"ალია" კომენტარისთვის დაუკავშირდა სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მომსახურების დეპარტამენტის უფროსს გიგა ქურდოვანიძეს.

- აჭარაში, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა 20-მა ადამიანმა და ყველანი აცხადებდნენ, რომ შეიძინეს შაურმა ჭავჭავაძის #7-ში მოთავსებულ ერთ-ერთ საშაურმეში. შაურმის შეძენა 24 იანვარს მოხდა და მოწამვლა უკვე 25-ში დაფიქსირდა. იმავე დღეს ჩვენმა ადგილობრივმა სამსახურებმა აიღო ნიმუშები ამ საშაურმიდან, რომელიც გადაგზავნილი იქნა შესამოწმებლად და ასევე შემოწმდა თავად საშაურმეც, სადაც აღმოჩნდა დარღვევები. ახლა კი ჩემთვის ცნობილი გახდა ლაბორატორიული კვლევის შედეგები, დადგინდა, რომ თავად შაურმაში იყო მაღალი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, კერძოდ, ნიმუშში აღმოჩნდა ნაწლავური ჩხირის ბაქტერიები, რაც მიუთითებს იმას, რომ სანიტარულ-ჰიგიენური პირობები არ იყო დაცული. ეს თვალითაც ჩანდა და, შესაბამისად, ეს საშაურმე დაჯარიმდა და შეჩერდა საწარმოო პროცესი, რაც არ განუახლდება, სანამ არ აღმოფხვრის იმ დარღვევებს, რომელიც აქვს და არ გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რაც ჩვენმა სპეციალისტებმა მისცეს.

- ეს ჩხირები, რაც ჩამოთვალეთ, ორგანიზმისთვის რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს?

- ამ კოლიბაქტერიებმა სიკვდილი შეიძლება, არ გამოწვიოს, მაგრამ მოწამვლა რა დონეზე განვითარდება, ეს ყველაფერი ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული. თავისთავად კოლიფორმების გადამეტებული არსებობა საკვებში, პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ შაურმა იყო დაბინძურებული. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული თავად მოწამლულების ანალიზში კიდევ სხვა ბაქტერიებიც იყო გამოვლენილი. შიძლება, ის შაურმაც მათ მირთვეს, ის პარტია კიდევ სხვა რამით იყო დაბინძურებული. მაგრამ ჩვენ მეორე დღეს ავიღეთ ნიმუშები და ცხადია, წინა დღის პარტია უკვე გაყიდული იყო, მაგრამ სპეციალისტების თქმით, ხსენებული საშაურმის უპირველესი პრობლემა იყო სანჰიგიენური პირობები.

- შაურმა არის ის პროდუქტი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება და ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს, რატომ არ ხდება მისი ხორცის შემოწმება? მაინცდამაინც ვინმე უნდა მოიწამლოს, რომ განგაში ატყდეს? ეგება და ვიღაცა მოკვდეს კიდეც შაურმით?

- კი, ძალიან ბევრია ეს საშაურმეები, მაგრამ ჩვენ ყოველ კვირას საშაურმეებში ვერ ვივლით, ჩვენ გვაქვს წლიური გეგმა შედგენილი და იგივე, საშაურმეები და სწრაფი კვების ობიექტები, რომლებიც მაღალ რისკის შემცველები არიან, ჩვენთვის პრიორიტეტული გახლავთ.

- კი, მაგრამ სანამ თქვენ ამ ობიექტებს ჩამოუვლით... პერიოდულად გვესმის ხოლმე, რომ იქ ხან ძაღლის ხორცია და ხან ვირისო.

- არა, არა... ვირის ხორცის არსებობას საშაურმეებში ნამდვილად ვერ დავადასტურებ. ამის შესახებ რომ გაჟღერდა ინფორმაცია, ჩვენ დავიწყეთ ამ ობიექტების მყისიერი შემოწმება, რამდენიმეს შევუჩერეთ წარმოების უფლება, ბევრს რეკომენდაციები მივეცით, მაგრამ არც ვირის, არც ცხენის ხორცი არ დაფიქსირებულა არსად. გარდა ამისა შევამოწმეთ მცირე მარკეტები, ხორცის წერტილები, ასევე სახინკლეები, რესტორნები, სადაც შეიძლება, რომ ეს ხორცი ფარშის სახით მოხვედრილიყო, არაფერი დადასტურდა. საშაურმეები ხმარობენ გაყინულ ღორისა და ქათმის ხორცს, დანარჩენი გამორიცხულია. როგორც კი ვირის ხორცის სასაკლაოს შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, იმ წამსვე მივაწოდეთ ეს ინფორმაცია შსს-ს, მათ ჩაატარეს მოკვლევა და გამოირკვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მეწარმის საკუთრება, რომელსაც ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ზოოპარკთან და შესაბამისად, ეს ხორცი იქ მიდიოდა და არა საშაურმეებში. თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავჩერდეთ, მშვიდად ვიყოთ და ამ მიმართულებით კიდევ გრძელდება მუშაობა. ეს საკითხი არის უმკაცრესი კონტროლის ქვეშ აყვანილი. ისე, თავად მეწარმეზეც ბევრია დამოკიდებული და მის კეთილსინდისიერებაზე, მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენც ვაკონტროლებთ.

- უკვე არაერთხელ მსმენია რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე ძაღლის ხორცი იყიდება ცხვრისა და ხბოს ხორცის ნაცვლად. რა ხდება?

- ასეთი რამე გამორიცხულია. ძაღლის ხორცისა და საქონლის ხორცის გარჩევა ძალიან ადვილია, ძაღლს სხვაგვარი ფაქტურა და იერი აქვს, ანდა ძაღლს რამდენი ხორცი უნდა ჰქონდეს, რომ ის გამოიტანო და გაყიდო ბაზარში? ძალიან ადვილად გამოარჩევთ ცხენის ხორცს იგივე ძვლის ფორმის მიხედვით, მჟავიანობაც მეტი აქვს ცხენს. რაც შეეხება ვირის ხორცს, ის მაშინვე შავდება, როგორც კი დაკლავენ და არასასაქონლო სახე აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამაზე კონტროლი ძალიან გამკაცრებულია, ჩვენი თანამშრომლები ყოველდღე დადიან ბაზარში და, პირველ რიგში, ამოწმებენ სწორედ ხორცისა და თევზის სექციებს. ასე რომ, მსგავსი გამორიცხეთ, არ არსებობს ასეთი რამ ბაზარში.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია