პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანონდამრღვევი დეპუტატები და მათი ბიზნესინტერესები
კანონდამრღვევი დეპუტატები და მათი ბიზნესინტერესები

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" მო­რი­გი კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის არა­დეკ­ლა­რი­რე­ბულ სა­მე­წარ­მეო ინ­ტე­რე­სებს ეხე­ბა. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის"მკვლე­ვა­რებ­მა იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი შე­ის­წავ­ლეს, რომ­ლებ­მაც კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ეს და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ში სა­კუ­თა­რი წი­ლობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი არ მი­უ­თი­თეს. მე­ტიც, მკვლე­ვა­რებ­მა სა­ჯა­რო რე­ესტრის სა­მე­წარ­მეო ბა­ზის მო­ნა­ცე­მე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნეს და და­ად­გი­ნეს, რომ ზო­გი­ერ­თი კომ­პა­ნია და შპს, რომ­ლე­ბიც დე­პუ­ტა­ტებს ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აქვთ მი­თი­თე­ბუ­ლი, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­ესტრში აღარ იძებ­ნე­ბა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევრთა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მიერ წარ­დგე­ნილ წლი­ურ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში, მათი მიმ­დი­ნა­რე და წარ­სუ­ლი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა არას­რუ­ლა­დაა ასა­ხუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2700-ზე მეტი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა წევ­რი, ვალ­დე­ბუ­ლია, რომ ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცია ყო­ველ­წლი­უ­რად წა­რად­გი­ნოს, სა­დაც თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა, კუთ­ვნი­ლი წი­ლე­ბი კომ­პა­ნი­ებ­ში და სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბია ასა­ხუ­ლი. მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს, რო­მელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფებ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნონ გავ­ლე­ნა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" პარ­ლა­მენ­ტის წევრთა მიერ შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი და სა­ჯა­რო რე­ესტრის ბა­ზა­ში კომ­პა­ნი­ე­ბის მე­სა­კუთ­რე­ე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი შე­ა­და­რა. შე­დე­გად, ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და, რო­დე­საც დე­პუ­ტა­ტის მიერ, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სია არას­რუ­ლი იყო. ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, შე­საძ­ლოა, პარ­ლა­მე­ტის წევ­რის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი კომ­პა­ნია დღეს უკვე აღარ არ­სე­ბობს, რად­გან კომ­პა­ნი­ებს, ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ იფ­ნორ­მა­ცი­ის წარ­დგე­ნა არ ევა­ლე­ბათ. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის" კვლე­ვა­ში ასა­ხუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სია არ შე­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში პარ­ლა­მენ­ტის წევრთა წი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ამ ტი­პის კომ­პა­ნი­ებს, მათი მე­სა­კუთ­რე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­რო რე­ესტრი­სათ­ვის მი­წო­დე­ბა არ ევა­ლე­ბათ.

ლე­ვან ქარ­და­ვა, წა­ლენ­ჯი­ხის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა: 2013 წლის ბო­ლოს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, ლე­ვან ქარ­და­ვამ მხო­ლოდ ერთი კომ­პა­ნია - შპს "მ.დ.ჯგუ­ფი" მი­უ­თი­თა. მისი გან­ცხა­დე­ბით, მას კომ­პა­ნი­ის­გან მო­გე­ბა არ მი­უ­ღია. დე­პუ­ტა­ტის 2012 წლის დეკ­ლა­რა­ცია კი სა­ერ­თოდ არ შე­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას კომ­პა­ნი­ებ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ. სა­ჯა­რო რე­ესტრში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, შპს "მ.დ. ჯგუ­ფის" გარ­და, ლე­ვან ქარ­და­ვა შპს "მა­გა­ნა 2004"-ს და შპს "გრუ­პო ვია"-ს მე­სა­კუთ­რეა. მას ასე­ვე ეკუთ­ვნის შპს "სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­უ­რი ნა­ნო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის"25%-იანი წილი. 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, სა­ჯა­რო რე­ესტრში და­ცუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ლე­ვან ქარ­და­ვამ მისი კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წი­ლი გა­ას­ხვი­სა: 2012 წლის 30 ოქ­ტომ­ბრამ­დე, მას ეკუთ­ვნო­და შპს "25-ე არ­ხის"50%-იანი წილი. 2013 წლის მარ­ტში, მან გა­ას­ხვი­სა შპს "ოილ პრო­ში", მისი კუთ­ვნი­ლი 50%-იანი წილი, ხოლო 2013 წლის ივ­ნის­ში, შპს "გე­ო­მა­გინ­ვესტპ­რო­მის" 25%-იანი წილი.

რე­ვაზ შავ­ლო­ხაშ­ვი­ლი, წალ­კის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი": თავ­და­პირ­ვე­ლად, რე­ვაზ შავ­ლო­ხაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი იყო, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - კონ­სერ­ვა­ტო­რებ­ში" გა­და­ვი­და. იგი შპს "საბა 2005"-ის 50%-იან წილს ფლობს, რომ­ლის შე­სა­ხებ არც 2013 წლის მა­ი­სი­სა და არც წალ­კის გამ­გებ­ლად მუ­შა­ო­ბის დროს, 2010 და 2012 წლებ­ში შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში არ გა­ნა­ცხა­და.

თა­მაზ ყა­ჭე­იშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა": 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, თა­მაზ ყა­ჭე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იგი წი­ლებს ფლობ­და ორ კომ­პა­ნი­ა­ში - შპს "ნუ­გო­სა"და შპს "სა­მე­გობ­რო­ში". დე­პუ­ტატს არ უხ­სე­ნე­ბია მისი 25%-იანი წი­ლის შე­სა­ხებ შპს "ხა­რისხში". სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, დე­პუ­ტა­ტი ფლობს 5%-იან წილს შპს "სა­ქარ­თვე­ლო-გერ­მა­ნი­ის ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მო ეკო"-ში. კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ ბოლო ჩა­ნა­წე­რი კი 2010 წლის აგ­ვის­ტო­თი თა­რიღ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც, შე­საძ­ლოა, ამ შპს-მ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­წყვი­ტა.

თა­მაზ ში­ოშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა": დე­პუ­ტა­ტი შპს "სპე­ნიშქლე­ის" 35%-იანი და შპს "მე­მო­რექ­სის" 30%-იანი წი­ლე­ბის მფლო­ბე­ლია. თუმ­ცა 2012 და 2013 წლე­ბის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში, ამის შე­სა­ხებ არ გა­ნა­ცხა­და.

გოგი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, ლენ­ტე­ხის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა": 2013 წლის 2 აპ­რი­ლამ­დე, გოგი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი შპს "ბი­ოს­ფე­რო პლუ­სის" 20%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი იყო, რის შე­სა­ხე­ბაც მან 2012 წლი­სა და 2013წლის მა­ის­ში შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში არ გა­ნა­ცხა­და. თუმ­ცა დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში, დე­პუ­ტატ­მა მისი მე­უღ­ლის მიერ, აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი წი­ლე­ბი­სა და მისი სხვა კომ­პა­ნი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი წი­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­უ­თი­თა: შპს "სპე­რო­ზა", შპს "გა­მაპ­ლუ­სი", შპს "გამა", შპს "ტრანსგა­ზი" და შპს EuroStyle XXI.

თა­მაზ ავ­და­ლი­ა­ნი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". 2013 წლის 10 იან­ვრამ­დე, თა­მაზ ავ­და­ლი­ა­ნი შპს "ასკო ლტდ"-სა და შპს GeoHolidayTour-ის 50%-იანი წი­ლე­ბის მფლო­ბე­ლი იყო. ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტატ­მა არც 2012 წლი­სა და არც 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ გა­ნა­ცხა­და.

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე, მეს­ტი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა": 2013 წლის 7 მარ­ტამ­დე, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე შპს "სე­ტის" 50%-იანი წი­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი იყო, რის შე­სა­ხე­ბაც მან არც 2013 წლის 17 დე­კემ­ბერს და არც 2012 წლის 11 დე­კემ­ბერს შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ გა­ნა­ცხა­და. ამ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში დე­პუ­ტატ­მა სხვა კომ­პა­ნი­ის - შპს "ქცია 94"-ის მე­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ მი­უ­თი­თა, მაგ­რამ ეს კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში არ იძებ­ნე­ბა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" მკვლე­ვა­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატს, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წევ­რს, ანი მი­რო­ტა­ძეს სა­ჯა­როდ ბო­დიშს უხ­დი­ან. კვლე­ვის თავ­და­პირ­ველ ვერ­სი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ 2012 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის ამო­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ანი მი­რო­ტა­ძე შპს "PR ჯგუ­ფის" 50%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია, რის შე­სა­ხე­ბაც მან 2012 და 2013 წლე­ბის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ გა­ნა­ცხა­და. "ვერ­სი­ას­თან"სა­უბ­რი­სას, დე­პუ­ტატ­მა ანი მი­რო­ტა­ძემ გან­მარ­ტა, რომ შპს "PR ჯგუ­ფი" მან 2009 წელს და­ა­ფუძნა, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, ამ შპს-ს არა­ნა­ი­რი ბრუნ­ვა არ ჰქო­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, არც შე­მო­სა­ვა­ლი მი­უ­ღია. მას შემ­დეგ, რაც დე­პუ­ტა­ტი გახ­და, კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ანი მი­რო­ტა­ძემ ამ შპს-ში სა­კუ­თა­რი წილი დათ­მო, ბრუნ­ვის არარ­სე­ბო­ბის გამო კი კომ­პა­ნია უკვე ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. "ვერ­სი­ას" ეს ინ­ფორ­მა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კახა ური­ად­მყო­ფელ­მა და­უ­დას­ტუ­რა და გან­მარ­ტა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კვლე­ვა გა­ნა­ახ­ლა, სა­დაც ანი მი­რო­ტა­ძის გვა­რი აღარ ფიქ­სირ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებ-გვერ­დზე, კვლე­ვის გა­ნახ­ლე­ბულ ვერ­სი­ა­ში ის ხარ­ვე­ზი­ცაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რაც ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი­სა და დე­პუ­ტატ გიგა ბუ­კი­ას შემ­თხვე­ვებ­ში და­ფიქ­სირ­და.

ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა": 2012 წლის 19 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, შპს "მი­შოს"70%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია, მაგ­რამ 2012 წლის 21 დე­კემ­ბერს შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ამის შე­სა­ხებ არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია. მე­ტიც, ყო­ფილ დე­პუ­ტატს ამის შე­სა­ხებ 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, დე­კემ­ბერ­ში შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შიც არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია. კვლე­ვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს"და­უ­კავ­შირ­და და შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ მის­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, 2012 წლის 19 დე­კემ­ბერს, სა­ჯა­რო რე­ესტრში წა­რად­გი­ნა გან­ცხა­დე­ბა, მე­წი­ლე რუ­სუ­დან მი­ნა­ძის­თვის სა­კუ­თა­რი წი­ლის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ირი­ნე იმერ­ლიშ­ვილ­მა, მარ­თლაც მი­მარ­თა სა­ჯა­რო რე­ესტრს გან­ცხა­დე­ბით, წი­ლის დათ­მო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზის გამო, 2012წლის 20 დე­კემ­ბერს, სა­ჯა­რო რე­ესტრმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გან­ცხა­დე­ბის წარ­მო­ე­ბის ვა­დის დი­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ, ხოლო 2013 წლის 23 იან­ვარს, სა­რე­გის­ტრა­ციო წარ­მო­ე­ბა სრუ­ლი­ად შე­წყვი­ტა. ზუს­ტად ამ ხარ­ვე­ზის გამო, ამო­ნა­წერ­ში კვლა­ვაც ფიქ­სირ­დე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი წი­ლის მე­სა­კუთ­რედ. შე­დე­გად, ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლის მიერ, კომ­პა­ნი­ა­ში მისი წი­ლის გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის. ამ გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­ქო­ნის გამო, კომ­პა­ნი­ის წი­ლის სა­კუთ­რე­ბის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რი, დე­პუ­ტატ­მა 2012 და 2013 წლე­ბის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში არ გა­ა­კე­თა.

გიგა ბუ­კია, პარ­ლა­მენ­ტის, წევ­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა": გიგა ბუ­კი­ას შვი­ლი, გი­ორ­გი ბუ­კია, შპს "იუ სი ემ"-ის 50%-იანი მე­წი­ლეა, რის შე­სა­ხე­ბაც დე­პუ­ტა­ტის 2013 წლის დე­კემ­ბრის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ჩა­ნა­წე­რი არ მო­ი­ძებ­ნე­ბა.

"ვერ­სი­ას­თან"სა­უბ­რი­სას, გიგა ბუ­კი­ამ გან­მარ­ტა, რომ შპს "იუ სი ემ"-ი მის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა და ეს იფ­ნორ­მა­ცია, 2003-2008 წლებ­ში შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო. მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მი­თი­თე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბის ქო­ნე­ბა და­ა­ყა­და­ღა, მათ შო­რის, გიგა ბუ­კი­ას ქო­ნე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შპს. თუმ­ცა დე­პუ­ტა­ტად არ­ჩე­ვის შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შპს და­ყა­და­ღე­ბუ­ლი იყო, კომ­პა­ნი­ა­ში მისი კუთნ­ვი­ლი წილი შვი­ლის, გი­ორ­გი ბუ­კი­ას სა­ხელ­ზე მა­ინც გა­და­ა­ფორ­მა. სხვა­თა შო­რის, ეს შპს ახ­ლაც და­ყა­და­ღე­ბუ­ლია და, რა თქმა უნდა დე­პუ­ტა­ტის შვი­ლი და­ყა­და­ღე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან შე­მო­სა­ვალს ვერ იღებს, შე­სა­ბა­მი­სად, გიგა ბუ­კი­ამ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მი­უ­თი­თა. "ვერ­სი­ას­თან"სა­უბ­რი­სას კი და­ა­ზუს­ტა, რომ ეს უფრო ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზია და არა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, რა­შიც "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის"მკვლე­ვა­რე­ბიც და­ე­თან­ხმნენ და შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე ხარ­ვე­ზი გა­ას­წო­რეს.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს"მკვლე­ვა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩე­ვამ­დე, რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა გას­ხვი­სე­ბუ­ლი წი­ლე­ბის შე­სა­ხებ არ გა­ნა­ცხა­და. არა­და, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ისი­ნი ვალ­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ, ამ ტი­პის ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში აე­სა­ხათ. ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრივ, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ნაკ­ლებ პრობ­ლე­მა­ტუ­რია, თუმ­ცა ტექ­ნი­კუ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­რო­ო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვად ით­ვლე­ბა. გარ­და ამი­სა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ლე­ბი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირს ან ნა­თე­სავს გა­დას­ცა, რათა რე­ა­ლურ მე­სა­კუთ­რედ მა­ინც თვი­თონ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო: "გვსურს, მო­ვუ­წო­დოთ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, მათ მი­მართ, "სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ"კა­ნო­ნის მე-20 მუხ­ლის მე-5 პუნ­ქტი­თა და პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მიერ დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბა, გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მია. თუმ­ცა მისი ეფექ­ტუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ადეკ­ვა­ტურ სან­ქცი­ებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს, რაც სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ახლა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის", - აცხა­დე­ბენ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის"მკვლე­ვა­რე­ბი.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

კანონდამრღვევი დეპუტატები და მათი ბიზნესინტერესები

კანონდამრღვევი დეპუტატები და მათი ბიზნესინტერესები

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრების არადეკლარირებულ სამეწარმეო ინტერესებს ეხება. "საერთაშორისო გამჭვირვალობის"მკვლევარებმა იმ დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლეს, რომლებმაც კანონი დაარღვიეს და სხვადასხვა კომპანიებში საკუთარი წილობრივი მონაცემები არ მიუთითეს. მეტიც, მკვლევარებმა საჯარო რეესტრის სამეწარმეო ბაზის მონაცემებიც გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ზოგიერთი კომპანია და შპს, რომლებიც დეპუტატებს ქონებრივ დეკლარაციაში აქვთ მითითებული, დღევანდელი მონაცემებით, რეესტრში აღარ იძებნება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის მიერ წარდგენილ წლიურ ქონებრივ დეკლარაციებში, მათი მიმდინარე და წარსული ბიზნესსაქმიანობა არასრულადაა ასახული. საქართველოში 2700-ზე მეტი თანამდებობის პირი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი, ვალდებულია, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ყოველწლიურად წარადგინოს, სადაც თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრება, კუთვნილი წილები კომპანიებში და საბანკო ანგარიშებია ასახული. მსგავსი ინფორმაცია საზოგადოებას საშუალებას აძლევს გააანალიზოს, რომელმა კომპანიებმა, ორგანიზაციებმა და ინტერესთა ჯგუფებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა პარლამენტის წევრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები და საჯარო რეესტრის ბაზაში კომპანიების მესაკუთრეების ჩანაწერები შეადარა. შედეგად, ისეთი შემთხვევები გამოვლინდა, როდესაც დეპუტატის მიერ, დეკლარაციაში მითითებული კომპანიების სია არასრული იყო. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, პარლამეტის წევრის მიერ მითითებული კომპანია დღეს უკვე აღარ არსებობს, რადგან კომპანიებს, ფუნქციონირების სტატუსის შესახებ იფნორმაციის წარდგენა არ ევალებათ. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში ასახული კომპანიების სია არ შეიცავს ინფორმაციას სააქციო საზოგადოებებში პარლამენტის წევრთა წილების შესახებ, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, ამ ტიპის კომპანიებს, მათი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის საჯარო რეესტრისათვის მიწოდება არ ევალებათ.

ლევან ქარდავა, წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: 2013 წლის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში, ლევან ქარდავამ მხოლოდ ერთი კომპანია - შპს "მ.დ.ჯგუფი" მიუთითა. მისი განცხადებით, მას კომპანიისგან მოგება არ მიუღია. დეპუტატის 2012 წლის დეკლარაცია კი საერთოდ არ შეიცავს ინფორმაციას კომპანიებში მისი მონაწილეობის შესახებ. საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით, შპს "მ.დ. ჯგუფის" გარდა, ლევან ქარდავა შპს "მაგანა 2004"-ს და შპს "გრუპო ვია"-ს მესაკუთრეა. მას ასევე ეკუთვნის შპს "საქართველოს ინოვაციური ნანოტექნოლოგიების"25%-იანი წილი. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის მიხედვით, ლევან ქარდავამ მისი კუთვნილი კომპანიების ნაწილი გაასხვისა: 2012 წლის 30 ოქტომბრამდე, მას ეკუთვნოდა შპს "25-ე არხის"50%-იანი წილი. 2013 წლის მარტში, მან გაასხვისა შპს "ოილ პროში", მისი კუთვნილი 50%-იანი წილი, ხოლო 2013 წლის ივნისში, შპს "გეომაგინვესტპრომის" 25%-იანი წილი.

რევაზ შავლოხაშვილი, წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, "ქართული ოცნება - კონსერვატორები": თავდაპირველად, რევაზ შავლოხაშვილი პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იყო, მაგრამ მოგვიანებით, "ქართული ოცნება - კონსერვატორებში" გადავიდა. იგი შპს "საბა 2005"-ის 50%-იან წილს ფლობს, რომლის შესახებ არც 2013 წლის მაისისა და არც წალკის გამგებლად მუშაობის დროს, 2010 და 2012 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ განაცხადა.

თამაზ ყაჭეიშვილი, პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება": 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში, თამაზ ყაჭეიშვილმა განაცხადა, რომ იგი წილებს ფლობდა ორ კომპანიაში - შპს "ნუგოსა"და შპს "სამეგობროში". დეპუტატს არ უხსენებია მისი 25%-იანი წილის შესახებ შპს "ხარისხში". სამეწარმეო რეესტრში არსებული მონაცემების თანახმად, დეპუტატი ფლობს 5%-იან წილს შპს "საქართველო-გერმანიის ერთობლივი საწარმო ეკო"-ში. კომპანიის შესახებ ბოლო ჩანაწერი კი 2010 წლის აგვისტოთი თარიღდება, რის შემდეგაც, შესაძლოა, ამ შპს-მ ფუნქციონირება შეწყვიტა.

თამაზ შიოშვილი, პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება": დეპუტატი შპს "სპენიშქლეის" 35%-იანი და შპს "მემორექსის" 30%-იანი წილების მფლობელია. თუმცა 2012 და 2013 წლების ქონებრივ დეკლარაციებში, ამის შესახებ არ განაცხადა.

გოგი ლიპარტელიანი, ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": 2013 წლის 2 აპრილამდე, გოგი ლიპარტელიანი შპს "ბიოსფერო პლუსის" 20%-იანი წილის მფლობელი იყო, რის შესახებაც მან 2012 წლისა და 2013წლის მაისში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ განაცხადა. თუმცა დეკლარაციებში, დეპუტატმა მისი მეუღლის მიერ, აღნიშნულ კომპანიაში არსებული წილებისა და მისი სხვა კომპანიებში არსებული წილების შესახებ მიუთითა: შპს "სპეროზა", შპს "გამაპლუსი", შპს "გამა", შპს "ტრანსგაზი" და შპს EuroStyle XXI.

თამაზ ავდალიანი, პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნება". 2013 წლის 10 იანვრამდე, თამაზ ავდალიანი შპს "ასკო ლტდ"-სა და შპს GeoHolidayTour-ის 50%-იანი წილების მფლობელი იყო. ამის შესახებ დეპუტატმა არც 2012 წლისა და არც 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ განაცხადა.

ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, "ქართული ოცნება": 2013 წლის 7 მარტამდე, ვიქტორ ჯაფარიძე შპს "სეტის" 50%-იანი წილის თანამფლობელი იყო, რის შესახებაც მან არც 2013 წლის 17 დეკემბერს და არც 2012 წლის 11 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ განაცხადა. ამ დეკლარაციებში დეპუტატმა სხვა კომპანიის - შპს "ქცია 94"-ის მეწილეობის შესახებ მიუთითა, მაგრამ ეს კომპანია საქართველოს სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მკვლევარები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ქართული ოცნების წევრს, ანი მიროტაძეს საჯაროდ ბოდიშს უხდიან. კვლევის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ 2012 წლის 31 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, ანი მიროტაძე შპს "PR ჯგუფის" 50%-იანი წილის მფლობელია, რის შესახებაც მან 2012 და 2013 წლების ქონებრივ დეკლარაციაში არ განაცხადა. "ვერსიასთან"საუბრისას, დეპუტატმა ანი მიროტაძემ განმარტა, რომ შპს "PR ჯგუფი" მან 2009 წელს დააფუძნა, მაგრამ არსებობის მანძილზე, ამ შპს-ს არანაირი ბრუნვა არ ჰქონია და შესაბამისად, არც შემოსავალი მიუღია. მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდა, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ანი მიროტაძემ ამ შპს-ში საკუთარი წილი დათმო, ბრუნვის არარსებობის გამო კი კომპანია უკვე ლიკვიდირებულია. "ვერსიას" ეს ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა, კახა ურიადმყოფელმა დაუდასტურა და განმარტა, რომ ორგანიზაციამ კვლევა განაახლა, სადაც ანი მიროტაძის გვარი აღარ ფიქსირდება. მისივე თქმით, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, კვლევის განახლებულ ვერსიაში ის ხარვეზიცაა მითითებული, რაც ირინე იმერლიშვილისა და დეპუტატ გიგა ბუკიას შემთხვევებში დაფიქსირდა.

ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის ყოფილი წევრი, "ქართული ოცნება": 2012 წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, შპს "მიშოს"70%-იანი წილის მფლობელია, მაგრამ 2012 წლის 21 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ამის შესახებ არ განუცხადებია. მეტიც, ყოფილ დეპუტატს ამის შესახებ 2013 წლის ნოემბერში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის შემდეგ, დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშიც არ განუცხადებია. კვლევის გამოქვეყნებისთანავე, ირინე იმერლიშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მისმა წარმომადგენელმა, 2012 წლის 19 დეკემბერს, საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება, მეწილე რუსუდან მინაძისთვის საკუთარი წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ირინე იმერლიშვილმა, მართლაც მიმართა საჯარო რეესტრს განცხადებით, წილის დათმობის ხელშეკრულების დარეგისტრირების შესახებ. მიუხედავად ამისა, აღმოჩენილი ხარვეზის გამო, 2012წლის 20 დეკემბერს, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება განცხადების წარმოების ვადის დინების შეჩერების შესახებ, ხოლო 2013 წლის 23 იანვარს, სარეგისტრაციო წარმოება სრულიად შეწყვიტა. ზუსტად ამ ხარვეზის გამო, ამონაწერში კვლავაც ფიქსირდება ქალბატონი ირინე იმერლიშვილი წილის მესაკუთრედ. შედეგად, ირინე იმერლიშვილის მიერ, კომპანიაში მისი წილის გასხვისების შესახებ ინფორმაცია, საჯარო რეესტრის მონაცემებში დაფიქსირებული არ არის. ამ გარემოების შესახებ ინფორმაციის არქონის გამო, კომპანიის წილის საკუთრების შესახებ ჩანაწერი, დეპუტატმა 2012 და 2013 წლების ქონებრივ დეკლარაციებში არ გააკეთა.

გიგა ბუკია, პარლამენტის, წევრი, "ქართული ოცნება": გიგა ბუკიას შვილი, გიორგი ბუკია, შპს "იუ სი ემ"-ის 50%-იანი მეწილეა, რის შესახებაც დეპუტატის 2013 წლის დეკემბრის ქონებრივ დეკლარაციაში ჩანაწერი არ მოიძებნება.

"ვერსიასთან"საუბრისას, გიგა ბუკიამ განმარტა, რომ შპს "იუ სი ემ"-ი მის მიერ დაარსებული კომპანიაა და ეს იფნორმაცია, 2003-2008 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული იყო. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნების მითითებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ქართული ოცნების"შემომწირველების ქონება დააყადაღა, მათ შორის, გიგა ბუკიას ქონება და აღნიშნული შპს. თუმცა დეპუტატად არჩევის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შპს დაყადაღებული იყო, კომპანიაში მისი კუთნვილი წილი შვილის, გიორგი ბუკიას სახელზე მაინც გადააფორმა. სხვათა შორის, ეს შპს ახლაც დაყადაღებულია და, რა თქმა უნდა დეპუტატის შვილი დაყადაღებული კომპანიიდან შემოსავალს ვერ იღებს, შესაბამისად, გიგა ბუკიამ ქონებრივ დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერი მიუთითა. "ვერსიასთან"საუბრისას კი დააზუსტა, რომ ეს უფრო ტექნიკური ხარვეზია და არა კანონდარღვევა, რაშიც "საერთაშორისო გამჭვირვალობის"მკვლევარებიც დაეთანხმნენ და შედეგად, ორგანიზაციის ვებგვერდზე ხარვეზი გაასწორეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"მკვლევარების განცხადებით, პარლამენტში არჩევამდე, რამდენიმე დეპუტატმა გასხვისებული წილების შესახებ არ განაცხადა. არადა, კანონის მიხედვით, ისინი ვალდებულნი იყვნენ, ამ ტიპის ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავალი ქონებრივ დეკლარაციებში აესახათ. ანგარიშვალდებულების მხრივ, მსგავსი შემთხვევები ნაკლებ პრობლემატურია, თუმცა ტექნიკურად ეს ყველაფერი საჯაროობის ვალდებულების დარღვევად ითვლება. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, თანამდებობის პირმა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კომპანიების წილები ნდობით აღჭურვილ პირს ან ნათესავს გადასცა, რათა რეალურ მესაკუთრედ მაინც თვითონ დარჩენილიყო: "გვსურს, მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს შესაბამისი ზომები, დეპუტატების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში კი, მათ მიმართ, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ"კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები განახორციელოს. თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი მექანიზმია. თუმცა მისი ეფექტური ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია, რომ კანონმდებლობა, კანონის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადეკვატურ სანქციებსაც ითვალისწინებდეს, რაც სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობით, ახლა გათვალისწინებული არ არის", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობის"მკვლევარები.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

LIVE "ნიუსრუმიდან" - ლევან კობერიძე; ხათუნა ლაგაზიძე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რა ხდება ოპოზიციაში; ხელისუფლების გეგმები