პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე საშიში და მისტიკური სახლი თბილისში
5 ყველაზე საშიში და მისტიკური სახლი თბილისში

თბი­ლის­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ სახ­ლი, რო­მელ­შიც ცხოვ­რობს, მის­ტი­კუ­რი და სა­ში­შია. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ სტა­ტი­ა­ში თავი მო­ვუ­ყა­როთ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ 5 სახ­ლს, სა­დაც სხვა­დას­ხვა უც­ნა­უ­რო­ბა ხდე­ბა.

სახ­ლი ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩა­ზე

თბი­ლის­ში, ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა უკვე წლე­ბია ქა­ლა­ქის მე­რი­ას N6-ში მდე­ბა­რე სახ­ლის დე­მონ­ტა­ჟის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სახ­ლის მახ­ლობ­ლად ბარ-რეს­ტორ­ნე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, სახ­ლს დიდი გა­ლა­ვა­ნი აკ­რავს, და­კე­ტი­ლია სახ­ლის კა­რიც და ჭიშ­კა­რიც, თუმ­ცა მის მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ­ნი აცხა­დე­ბენ, რომ სახ­ლში ხში­რად შე­უ­ნიშ­ნავთ უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის, ნოე რა­მი­ნაშ­ვი­ლის ბი­ნას და მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბას ერთი ღობე ყოფს. რო­გორც ბა­ტო­ნი ნოე აცხა­დებს, ეს სა­უ­კუ­ნის წინ აგე­ბუ­ლი სახ­ლი აკა­დე­მი­კოს ნიკო მუს­ხე­ლიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. შემ­დეგ კი ნუგ­ზარ შე­ვარ­დნა­ძემ შე­ი­ძი­ნა, მაგ­რამ სახ­ლში სა­ცხოვ­რებ­ლად შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი არ გა­და­სუ­ლა. სწო­რედ ამ ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და ლავ­რენ­ტი ბე­რია დე­დას­თან და დას­თან ერ­თად. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მის სი­ახ­ლო­ვეს წი­თე­ლი აგუ­რით ნა­შე­ნი გვი­რა­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამ­ბო­ბენ, რომ ამ სა­ი­დუმ­ლო გვი­რა­ბით ბე­რია სარ­გებ­ლობ­და. თუ ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩის მცხოვ­რებთ და­ვუ­ჯე­რებთ, ისი­ნი ხში­რად გამ­ხდა­რან უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მომსწრე­ნი, ადრე აქ თვით ბე­რი­ას მოჩ­ვე­ნე­ბაც შე­უ­ნიშ­ნავთ.. მო­პირ­და­პი­რე სახ­ლში მცხოვ­რე­ბის, ლე­ი­ლა გორ­დე­ზი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლი­დან ღა­მის სა­ა­თებ­ში ვი­ღაც ხში­რად ის­ვრის ქვებს, ზოგ­ჯერ კი სახ­ლში, სა­დაც ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის ხა­ზე­ბი არ არის სი­ნათ­ლე ირ­თვე­ბა.

ინ­გო­როყ­ვას 6

ინ­გო­როყ­ვას 6 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე სახ­ლს "ეშ­მა­კის სახ­ლს" უწო­დე­ბენ. სახ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში შე­სა­ხე­და­ვია მზის ჩას­ვლი­სას. გარე ფა­სად­ზე იდაყ­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი რქი­ა­ნი და წაწ­ვე­ტე­ბულ­ყუ­რე­ბი­ა­ნი ფი­გუ­რაა გა­მო­ქან­და­კე­ბუ­ლი. სახლზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა უც­ნა­უ­რი არ­სე­ბის თა­ვია გა­მო­სა­ხუ­ლი. ზე­მოთ კი სხვე­ნია, სა­დაც მრა­ვა­ლი წლის წინ სო­მეხ გო­გო­ნას თავი ჩა­მო­უხ­რჩვია. სახ­ლის სარ­დაფ­ში, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეშ­მა­კის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა და გზას აქე­დან სა­ი­დუმ­ლო ოთახ­ში გავ­ყა­ვართ. სახ­ლის შე­სა­ხებ ასე­თი ლე­გენ­და არ­სე­ბობს - ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ეს სახ­ლი მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში სო­მეხ­მა ვა­ჭარ­მა შე­ი­ძი­ნა, სახ­ლში არის ბუხ­რის მსგავ­სი კუ­თხე, რო­მელ­ზეც ბავ­შვის ფი­გუ­რაა გა­მო­სა­ხუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, სწო­რედ ეს უნდა იყოს სა­ი­დუმ­ლო გვი­რაბ­ში ჩა­სას­ვლე­ლი კარი. ვა­ჭა­რი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპი­რი­ტიზ­მით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, აქ ხში­რად ტარ­დე­ბო­და სა­ტა­ნუ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ სახ­ლში დღემ­დე დაფ­რი­ნავს ნივ­თე­ბი და ის­მის უც­ნა­უ­რი ხმე­ბი, რის გა­მოც აქ ცხოვ­რე­ბას ყვე­ლა თავს არი­დებს. ე.წ. ეშ­მა­კის სახ­ლი არ­ქი­ტექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე შიმ­კე­ვიჩ­მა 1888 წელს აა­შე­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ "ეშ­მა­კის სახ­ლში" მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღო სე­რი­ა­ლი "სახ­ლი ძველ უბან­ში" ავთო ვარ­სი­მაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ მის­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­ზე იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

მა­ლაკ­ნე­ბის სახ­ლი გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე

თბი­ლი­სის ცენ­ტრში მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც გო­გო­ლის სა­ხელს ატა­რებს, ცხოვ­რე­ბას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არი­დებს თავს. ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ეს პა­ტა­რა ქუჩა და იტა­ლი­უ­რი სახ­ლე­ბი პროს­ტი­ტუ­ცი­ის გამო გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ღა­მით მა­ღა­ზი­ებს, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებს, სახ­ლებს და თვით სა­პირ­ფა­რე­შო­საც კი მე­ძა­ვე­ბი ბორ­დე­ლე­ბად იყე­ნე­ბენ, რო­მელ­საც მე­პატ­რო­ნის­გან ძა­ლი­ან ია­ფად ქი­რა­ო­ბენ. ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტის, ლია ჭყო­ნია თქმით, გო­გო­ლის ქუ­ჩის მო­სახ­ლე­ო­ბას და­წყნა­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა წარ­სულ­შიც არ ჰქონ­და. ამ­ბო­ბენ, რომ სახ­ლის კედ­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ამ ქუ­ჩა­ზე მა­ლაკ­ნებ­მა აა­შე­ნეს, ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბია ჩა­მარ­ხუ­ლი. სახ­ლის ქვე­მოთ კი გა­დის გვი­რა­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ებს უერ­თდე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სახ­ლის ეზო­ში სარ­დაფ­თან ხში­რად იდგა ქა­ლის თეთ­რი მოჩ­ვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც შრი­ა­ლებ­და. სახ­ლში ხში­რად ხე­დავ­დნენ ბეწ­ვი­ან არ­სე­ბებს. ამის გამო ხალ­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ამ სახ­ლი­დან სხვა­გან გა­და­სუ­ლი­ყო სა­ცხოვ­რებ­ლად. ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ ამ სახ­ლში ვინც გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ყვე­ლა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ვა­რა­უ­დით, სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ ბი­ნად­რო­ბენ, ახალ მო­სახ­ლე­ო­ბას ვერ ეჩ­ვე­ვი­ან.

ჯა­რის­კა­ცის მოჩ­ვე­ნე­ბა მა­ხ­ა­თას მთა­ზე

მა­ხ­ა­თას მთა­ზე არის ერთი სახ­ლი, სა­დაც ჯა­რის­კა­ცის მოჩ­ვე­ნე­ბა ცხოვ­რობს. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სის გან­ცხა­დე­ბით, მოჩ­ვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც მის სახ­ლში ცხოვ­რობს, მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა. მა­მა­კა­ცი აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლე იყო, რო­მე­ლიც ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­ღუ­პა. ნინო კიკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სახ­ლში სა­ღა­მო­ო­ბით ხში­რად ხე­დავს მისი ქმრის აჩ­რდილს, რო­მე­ლიც ხან­და­ხან შვი­ლებ­საც ეფე­რე­ბა და ზოგ­ჯერ ტე­ლე­ვი­ზორ­საც უყუ­რებს. თუმ­ცა რო­გორც მიხ­ვდე­ბა აჩ­რდი­ლი, რომ ის მე­უღ­ლემ შე­ამ­ჩნია, უჩი­ნარ­დე­ბა.

სახ­ლი ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე

ნი­ნოშ­ვი­ლის 26 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ახლა სა­რე­ლაქ­სა­ციო ცენ­ტრია. ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, აქ ხში­რად დარ­ბის მოჩ­ვე­ნე­ბა კი­ბე­ზე, ზოგ­ჯერ კი აბა­ზა­ნა­ში წყალს უშ­ვებს და კედ­ლებს ას­ვე­ლებს. მოჩ­ვე­ნე­ბა ერთხელ კლი­ე­ტებ­მაც ნა­ხეს, მა­ღა­ლი, თეთ­რწვე­რა აჩ­რდი­ლი მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის კარ­თან იდგა და ოთახ­ში იმ დროს ძა­ლი­ან აცივ­და. ცენ­ტრის უზ­ბე­კი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც ამ შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობს, ერთხელ გან­სა­კუთ­რე­ბით შე­შინ­და. ღა­მით როცა სახ­ლში იყო და მარ­ტო ეძი­ნა, მა­მა­კა­ცის სიმ­ღე­რამ გა­აღ­ვი­ძა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად ჩა­მო­სულ მა­სა­ჟისტს ისე შე­ე­შინ­და, სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან გა­და­ვი­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

5 ყველაზე საშიში და მისტიკური სახლი თბილისში

5 ყველაზე საშიში და მისტიკური სახლი თბილისში

თბილისში არაერთი ადამიანია, რომელიც ამტკიცებს, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობს, მისტიკური და საშიშია. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში თავი მოვუყაროთ თბილისში არსებულ 5 სახლს, სადაც სხვადასხვა უცნაურობა ხდება.

სახლი ქიაჩელის ქუჩაზე

თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უკვე წლებია ქალაქის მერიას N6-ში მდებარე სახლის დემონტაჟის მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნული სახლის მახლობლად ბარ-რესტორნებია განთავსებული, სახლს დიდი გალავანი აკრავს, დაკეტილია სახლის კარიც და ჭიშკარიც, თუმცა მის მეზობლად მცხოვრებნი აცხადებენ, რომ სახლში ხშირად შეუნიშნავთ უცნაური მოვლენები. ჩვენი რესპონდენტის, ნოე რამინაშვილის ბინას და მიტოვებულ შენობას ერთი ღობე ყოფს. როგორც ბატონი ნოე აცხადებს, ეს საუკუნის წინ აგებული სახლი აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილს ეკუთვნოდა. შემდეგ კი ნუგზარ შევარდნაძემ შეიძინა, მაგრამ სახლში საცხოვრებლად შევარდნაძეების ოჯახი არ გადასულა. სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ლავრენტი ბერია დედასთან და დასთან ერთად. რამდენიმე თვის წინ მის სიახლოვეს წითელი აგურით ნაშენი გვირაბი აღმოაჩინეს. ამბობენ, რომ ამ საიდუმლო გვირაბით ბერია სარგებლობდა. თუ ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებთ დავუჯერებთ, ისინი ხშირად გამხდარან უცნაური მოვლენების მომსწრენი, ადრე აქ თვით ბერიას მოჩვენებაც შეუნიშნავთ.. მოპირდაპირე სახლში მცხოვრების, ლეილა გორდეზიანის განცხადებით, მიტოვებული სახლიდან ღამის საათებში ვიღაც ხშირად ისვრის ქვებს, ზოგჯერ კი სახლში, სადაც ელექტროგაყვანილობის ხაზები არ არის სინათლე ირთვება.

ინგოროყვას 6

ინგოროყვას 6 ნომერში მდებარე სახლს "ეშმაკის სახლს" უწოდებენ. სახლი განსაკუთრებით საშიში შესახედავია მზის ჩასვლისას. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული. სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული. ზემოთ კი სხვენია, სადაც მრავალი წლის წინ სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია. სახლის სარდაფში, როგორც ამბობენ, ეშმაკის გამოსახულებაა და გზას აქედან საიდუმლო ოთახში გავყავართ. სახლის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს - ლეგენდის თანახმად, ეს სახლი მე-19 საუკუნეში სომეხმა ვაჭარმა შეიძინა, სახლში არის ბუხრის მსგავსი კუთხე, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი. ვაჭარი გავრცელებული ინფორმაციით, სპირიტიზმით იყო დაინტერესებული, აქ ხშირად ტარდებოდა სატანური რიტუალები. ამბობენ, რომ სახლში დღემდე დაფრინავს ნივთები და ისმის უცნაური ხმები, რის გამოც აქ ცხოვრებას ყველა თავს არიდებს. ე.წ. ეშმაკის სახლი არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ "ეშმაკის სახლში" მომხდარი მოვლენების მიხედვით გადაიღო სერიალი "სახლი ძველ უბანში" ავთო ვარსიმაშვილმა, რომელიც რეალურ მისტიკურ მოვლენებზე იყო დამყარებული.

მალაკნების სახლი გოგოლის ქუჩაზე

თბილისის ცენტრში მდებარე პატარა ქუჩაზე, რომელიც გოგოლის სახელს ატარებს, ცხოვრებას ბევრი ადამიანი არიდებს თავს. ბოლო წლების მანძილზე ეს პატარა ქუჩა და იტალიური სახლები პროსტიტუციის გამო გახდა აქტუალური. ღამით მაღაზიებს, სილამაზის სალონებს, სახლებს და თვით საპირფარეშოსაც კი მეძავები ბორდელებად იყენებენ, რომელსაც მეპატრონისგან ძალიან იაფად ქირაობენ. ჩვენი რესპოდენტის, ლია ჭყონია თქმით, გოგოლის ქუჩის მოსახლეობას დაწყნარებული ცხოვრება წარსულშიც არ ჰქონდა. ამბობენ, რომ სახლის კედლებში, რომლებიც ამ ქუჩაზე მალაკნებმა ააშენეს, ადამიანის ძვლებია ჩამარხული. სახლის ქვემოთ კი გადის გვირაბები, რომლებიც ორთაჭალის ციხეებს უერთდება. ადგილობრივების განცხადებით, სახლის ეზოში სარდაფთან ხშირად იდგა ქალის თეთრი მოჩვენება, რომელიც შრიალებდა. სახლში ხშირად ხედავდნენ ბეწვიან არსებებს. ამის გამო ხალხი იძულებული გახდა, ამ სახლიდან სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად. ჩვენი რესპოდენტის განცხადებით, მას შემდეგ ამ სახლში ვინც გადავიდა საცხოვრებლად, ყველა მამაკაცი გარდაიცვალა. მისი ვარაუდით, სულები, რომლებიც აქ ბინადრობენ, ახალ მოსახლეობას ვერ ეჩვევიან.

ჯარისკაცის მოჩვენება მახათას მთაზე

მახათას მთაზე არის ერთი სახლი, სადაც ჯარისკაცის მოჩვენება ცხოვრობს. ოჯახის დიასახლისის განცხადებით, მოჩვენება, რომელიც მის სახლში ცხოვრობს, მისი ყოფილი მეუღლეა. მამაკაცი აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, რომელიც ავტოავარიაში რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. ნინო კიკვაძის განცხადებით, სახლში საღამოობით ხშირად ხედავს მისი ქმრის აჩრდილს, რომელიც ხანდახან შვილებსაც ეფერება და ზოგჯერ ტელევიზორსაც უყურებს. თუმცა როგორც მიხვდება აჩრდილი, რომ ის მეუღლემ შეამჩნია, უჩინარდება.

სახლი ნინოშვილის ქუჩაზე

ნინოშვილის 26 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში ახლა სარელაქსაციო ცენტრია. ცენტრის დირექტორის განცხადებით, აქ ხშირად დარბის მოჩვენება კიბეზე, ზოგჯერ კი აბაზანაში წყალს უშვებს და კედლებს ასველებს. მოჩვენება ერთხელ კლიეტებმაც ნახეს, მაღალი, თეთრწვერა აჩრდილი მისაღები ოთახის კართან იდგა და ოთახში იმ დროს ძალიან აცივდა. ცენტრის უზბეკი თანამშრომელი, რომელიც ამ შენობის მეორე სართულზე ცხოვრობს, ერთხელ განსაკუთრებით შეშინდა. ღამით როცა სახლში იყო და მარტო ეძინა, მამაკაცის სიმღერამ გააღვიძა. საქართველოში სტუმრად ჩამოსულ მასაჟისტს ისე შეეშინდა, საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ავსტრალიაში "ავტოსტოპით“ ჩასულ "ამერიკელ მტრედს“ კარანტინის წესების დარღვევის გამო "შეიპყრობენ" და მოკლავენ

ქართველი ძიუდოისტების წარმატება პრესტიჟულ ტურნირზე - კატარში საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი, მათ შორის 2 ოქრო მოიპოვა

"კოვიდი არ აქვს, თუმცა კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს" - რა ინფორმაციას ავრცელებს მაკა რაზმაძე დავით სოკოლოვზე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის