მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკვები, რომელიც სიკვდილიანობის 2-3-ჯერ გაზრდას გამოიწვევს - მეცნიერები გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე
საკვები, რომელიც სიკვდილიანობის 2-3-ჯერ გაზრდას გამოიწვევს - მეცნიერები გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე

უკა­ნას­კნე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, საკ­ვე­ბად გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა იწ­ვევს სიმ­სივ­ნე­თა წარ­მოქ­მნას, ზრდის სხვა სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბის რისკს და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას.

მეც­ნი­ე­რებს მი­აჩ­ნი­ათ: თუ კა­ცობ­რი­ო­ბა მთლი­ა­ნად გა­და­ვა გმ-პრო­დუქ­ტე­ბით კვე­ბა­ზე, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 2-3-ჯერ გა­იზ­რდე­ბა. მაგ­რამ გმო-ის (გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი) მწარ­მო­ე­ბელ კორ­პო­რა­ცი­ა­თა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად და­ჟი­ნე­ბით ადას­ტუ­რე­ბენ მათ უსაფრ­თხო­ე­ბას - რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე მთე­ლი პლა­ნე­ტის­თვი­საც. მა­ინც ვინ არის მარ­თა­ლი? ღირს კი საკ­ვე­ბად გმო-ის გა­მო­ყე­ნე­ბა? ამა­ში ჯერ და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცა­დოთ გარ­კვე­ვა.

ხენ­დრო­სა და კამ­ბა­ლას ნა­რე­ვი

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა­ში გმო - გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი - აღ­ნიშ­ნავს ორ­გა­ნიზ­მებს, რო­მელ­თა გე­ნო­ტი­პი ხე­ლოვ­ნუ­რად არის შეც­ვლი­ლი გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის მე­თო­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. სა­წყი­სი ორ­გა­ნიზ­მის დნმ-ის ჯაჭვში ჩას­მულ დნმ-ის ფრაგ­მენტს ტრანსგე­ნი ეწო­დე­ბა. ეს კეთ­დე­ბა მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის, პირ­ველ რიგ­ში კი მცე­ნა­რე­ე­ბის, ამა თუ იმ თვი­სე­ბის შეც­ვლის მიზ­ნით, რათა ისი­ნი უფრო გამ­ძლე გახ­დეს მავ­ნე­ბელ­თა და გა­რე­მოს არა­ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის მი­მართ. მა­გა­ლი­თად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კარ­ტო­ფი­ლის გე­ნო­ტიპ­ში მო­რი­ე­ლის გე­ნის ფრაგ­მენ­ტის ჩა­ნერგვით მი­ი­ღეს კარ­ტო­ფი­ლი, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი მავ­ნე­ბე­ლი აღარ აში­ნებს, ხოლო პო­მიდვ­რი­სა და ხენ­დროს დნმ-ის ჯაჭვში ჩას­ვეს პო­ლა­რუ­ლი კამ­ბა­ლას გენი და ახლა ეს კულ­ტუ­რე­ბი ლა­მის უკი­დუ­რეს ჩრდი­ლო­ეთ­შიც კი შე­იძ­ლე­ბა მო­ვიყ­ვა­ნოთ.

ტრანსგე­ნუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოთხმო­ცი­ან წლებ­ში ყო­ფილ­მა ამე­რი­კულ­მა სამ­ხედ­რო-ქი­მი­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ "მონ­სან­ტომ" შე­ი­მუ­შა­ვა. 1992 წელს ჩი­ნეთ­ში თამ­ბა­ქოს მო­შე­ნე­ბა და­ი­წყეს, რო­მელ­საც მავ­ნე მწე­რე­ბი ვე­რა­ფერს აკ­ლებ­და. მაგ­რამ გმ-პრო­დუქ­ტე­ბის მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა აშშ-ში და­ი­წყეს 1994 წელს, რო­დე­საც დახ­ლებ­ზე ისე­თი პო­მიდვ­რე­ბი გაჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს არ ფუჭ­დე­ბო­და. დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში გმ-კულ­ტუ­რა­თა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ხაზი არ­სე­ბობს, მათ შო­რის სო­ი­ის, კარ­ტო­ფი­ლის, სი­მინ­დის, შაქ­რის ჭარხლის, ბრინ­ჯის, პო­მიდვ­რის, ხორ­ბლის, ნეს­ვის, პა­პა­ი­ას, ყა­ბა­ყის, ბამ­ბის, სე­ლი­სა და იონ­ჯის.…

ამას­თან მწარ­მო­ებ­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კარ­ტო­ფი­ლი ისევ კარ­ტო­ფი­ლად რჩე­ბა, ხოლო პო­მი­დო­რი - პო­მიდვ­რად. და იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ორ­მო­ცი წლის შემ­დეგ დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­დე­ნად გა­იზ­რდე­ბა, რომ უკვე არა მარ­ტო აფ­რი­კა­ში, არა­მედ უფრო ბედ­ნი­ერ ქვეყ­ნებ­შიც თავს იჩენს კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი, ეს ძალ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

თით­ქოს მო­ი­ძებ­ნა შიმ­ში­ლის არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტა პლა­ნე­ტის ჭარბმო­სახ­ლე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში. ამას­თან გმო-ის მომ­ხრე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, ჩვენ ისე­დაც უკვე დიდი ხა­ნია გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სურ­სა­თით ვიკ­ვე­ბე­ბი­თო - პრაქ­ტი­კუ­ლად ხომ ყვე­ლა ხილი და ბოსტნე­უ­ლი, რაც ჩვენს მა­გი­და­ზე ხვდე­ბა, გე­ნე­ტი­კუ­რად გან­სხვავ­დე­ბა თა­ვი­ან­თი ვე­ლუ­რი წი­ნაპ­რე­ბის­გან, ოღონდ ეს მოხ­და არა გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბით, არა­მედ სე­ლექ­ცი­ი­სა და ძვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე აგ­რო­ნო­მე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი გა­დარ­ჩე­ვის შე­დე­გად, რომ­ლე­ბიც მცე­ნა­რე­თა ამა თუ იმ სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბას ნერ­გავ­დნენ. და ამ დროს სა­ში­ნე­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა, ასე რომ, სა­გან­გა­შოც არა­ფე­რია. მი­ირ­თვით, ძვირ­ფა­სე­ბო, ღმერ­თმა შე­გარ­გოთ. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი მთლად ასე რო­დია.…

არა­და, რა კარ­გად და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი!

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უფრო პი­რი­ქი­თაა: ყვვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ რთუ­ლა­დაა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ აფ­რი­კის უღა­რი­ბეს­მა ქვეყ­ნებ­მა უკვე ხუთი წე­ლია, რაც გმ-პრო­დუქ­ტე­ბის შე­ტა­ნა აკ­რძა­ლეს, რო­გორც ჩანს, ფიქ­რო­ბენ, რომ მათი გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ზი­ა­ნი შიმ­შილ­ზე უა­რე­სია. ევ­რო­პა­ში უკვე დიდი ხა­ნია, მოქ­მე­დებს პრო­დუქ­ტებ­ში გმო-ის შემ­ცვე­ლო­ბის ნორ­მა - არა უმე­ტეს 0,9%. შვე­დეთ­ში ის სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლუ­ლია. მა­ინც რა­ტომ კრძა­ლა­ვენ მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში გმო-ს, ტრანსგე­ნურ ორ­გა­ნიზ­მთა უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­ნა­ცემ­თა მი­უ­ხე­და­ვად?

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

საკვები, რომელიც სიკვდილიანობის 2-3-ჯერ გაზრდას გამოიწვევს - მეცნიერები გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე

საკვები, რომელიც სიკვდილიანობის 2-3-ჯერ გაზრდას გამოიწვევს - მეცნიერები გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე

უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების თანახმად, საკვებად გენმოდიფიცირებული პროდუქტების რეგულარული გამოყენება იწვევს სიმსივნეთა წარმოქმნას, ზრდის სხვა სასიკვდილო დაავადებათა განვითარების რისკს და მნიშვნელოვნად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

მეცნიერებს მიაჩნიათ: თუ კაცობრიობა მთლიანად გადავა გმ-პროდუქტებით კვებაზე, სიკვდილიანობა 2-3-ჯერ გაიზრდება. მაგრამ გმო-ის (გენმოდიფიცირებული ორგანიზმები) მწარმოებელ კორპორაციათა სპეციალისტები კვლავინდებურად დაჟინებით ადასტურებენ მათ უსაფრთხოებას - როგორც ადამიანებისათვის, ასევე მთელი პლანეტისთვისაც. მაინც ვინ არის მართალი? ღირს კი საკვებად გმო-ის გამოყენება? ამაში ჯერ დამოუკიდებლად ვცადოთ გარკვევა.

ხენდროსა და კამბალას ნარევი

სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში გმო - გენმოდიფიცირებული ორგანიზმები - აღნიშნავს ორგანიზმებს, რომელთა გენოტიპი ხელოვნურად არის შეცვლილი გენური ინჟინერიის მეთოდების მეშვეობით. საწყისი ორგანიზმის დნმ-ის ჯაჭვში ჩასმულ დნმ-ის ფრაგმენტს ტრანსგენი ეწოდება. ეს კეთდება მოდიფიცირებული ორგანიზმების, პირველ რიგში კი მცენარეების, ამა თუ იმ თვისების შეცვლის მიზნით, რათა ისინი უფრო გამძლე გახდეს მავნებელთა და გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ. მაგალითად, ჩვეულებრივი კარტოფილის გენოტიპში მორიელის გენის ფრაგმენტის ჩანერგვით მიიღეს კარტოფილი, რომელსაც არავითარი მავნებელი აღარ აშინებს, ხოლო პომიდვრისა და ხენდროს დნმ-ის ჯაჭვში ჩასვეს პოლარული კამბალას გენი და ახლა ეს კულტურები ლამის უკიდურეს ჩრდილოეთშიც კი შეიძლება მოვიყვანოთ.

ტრანსგენური პროდუქტები პირველად გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ყოფილმა ამერიკულმა სამხედრო-ქიმიურმა კომპანიამ ''მონსანტომ'' შეიმუშავა. 1992 წელს ჩინეთში თამბაქოს მოშენება დაიწყეს, რომელსაც მავნე მწერები ვერაფერს აკლებდა. მაგრამ გმ-პროდუქტების მასობრივი წარმოება აშშ-ში დაიწყეს 1994 წელს, როდესაც დახლებზე ისეთი პომიდვრები გაჩნდა, რომლებიც ტრანსპორტირების დროს არ ფუჭდებოდა. დღეისათვის მსოფლიოში გმ-კულტურათა რამდენიმე ათეული ხაზი არსებობს, მათ შორის სოიის, კარტოფილის, სიმინდის, შაქრის ჭარხლის, ბრინჯის, პომიდვრის, ხორბლის, ნესვის, პაპაიას, ყაბაყის, ბამბის, სელისა და იონჯის.…

ამასთან მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ კარტოფილი ისევ კარტოფილად რჩება, ხოლო პომიდორი - პომიდვრად. და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით ორმოცი წლის შემდეგ დედამიწის მოსახლეობა იმდენად გაიზრდება, რომ უკვე არა მარტო აფრიკაში, არამედ უფრო ბედნიერ ქვეყნებშიც თავს იჩენს კვების პროდუქტების დეფიციტი, ეს ძალზე აქტუალურია.

თითქოს მოიძებნა შიმშილის არსებული პრობლემის მარტივი გადაწყვეტა პლანეტის ჭარბმოსახლეობის პირობებში. ამასთან გმო-ის მომხრეები აცხადებენ, ჩვენ ისედაც უკვე დიდი ხანია გენმოდიფიცირებული სურსათით ვიკვებებითო - პრაქტიკულად ხომ ყველა ხილი და ბოსტნეული, რაც ჩვენს მაგიდაზე ხვდება, გენეტიკურად განსხვავდება თავიანთი ველური წინაპრებისგან, ოღონდ ეს მოხდა არა გენური ინჟინერიის ზემოქმედებით, არამედ სელექციისა და ძველი თანამედროვე აგრონომების მიერ ჩატარებული ხელოვნური გადარჩევის შედეგად, რომლებიც მცენარეთა ამა თუ იმ სასარგებლო თვისებას ნერგავდნენ. და ამ დროს საშინელი არაფერი ხდება, ასე რომ, საგანგაშოც არაფერია. მიირთვით, ძვირფასებო, ღმერთმა შეგარგოთ. თუმცა, ყველაფერი მთლად ასე როდია.…

არადა, რა კარგად დაიწყო ყველაფერი!

შეიძლება ითქვას, რომ უფრო პირიქითაა: ყვველაფერი საკმაოდ რთულადაა, თუნდაც იმიტომ, რომ აფრიკის უღარიბესმა ქვეყნებმა უკვე ხუთი წელია, რაც გმ-პროდუქტების შეტანა აკრძალეს, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ მათი გამოყენებით მიღებული ზიანი შიმშილზე უარესია. ევროპაში უკვე დიდი ხანია, მოქმედებს პროდუქტებში გმო-ის შემცველობის ნორმა - არა უმეტეს 0,9%. შვედეთში ის საერთოდ აკრძალულია. მაინც რატომ კრძალავენ მრავალ ქვეყანაში გმო-ს, ტრანსგენურ ორგანიზმთა უსაფრთხოების შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემთა მიუხედავად?

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია