პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბადრი პატარკაციშვილის საჩუქარი ხვიჩა მაღლაკელიძეს - "მისი ღირებულება 7 ათასი გირვანქა სტერლინგია

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი კარ­გი რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და", - ამ­ბობს მუ­სი­კო­სი ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე. ბო­ლო დროს პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო. მოს­წავ­ლე­ებს "პა­ცი­ენ­ტებს" ეძა­ხის და იქ­ვე გან­მარ­ტავს, - "ა­რას­წო­რი, უგე­მოვ­ნო მუ­სი­კის­გან ვკურ­ნავ".

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- სულ რამ­დე­ნი გი­ტა­რა გაქვს?

- 13. ნა­წი­ლი თა­ვად მაქვს შე­ძე­ნი­ლი, ნა­წი­ლი - ნა­ჩუ­ქა­რია. ერ­თი ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ხელ­ნა­კე­თი გი­ტა­რა მაქვს, რო­მე­ლიც ოს­ტატ­მა 2000 წელს მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის გა­ა­კე­თა და მა­ჩუ­ქა.

- მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი რო­მე­ლია?

- "ჯიფ­სო­ნის" ფირ­მამ სულ 100 ეგ­ზემ­პ­ლა­რი გა­მო­უშ­ვა, "რო­ლინგ სთო­უნ­სის" გი­ტა­რისტს, რო­ნი ვუდს მი­უძღ­ვ­ნა. გი­ტა­რა­ში ში­და მხრი­დან მი­სი ავ­ტოგ­რა­ფიც არის. ჩე­მი გი­ტა­რა 92-ა.

- სად შე­ი­ძი­ნე?

- მე არ შე­მი­ძე­ნია, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა მა­ჩუ­ქა. 7 ათა­სი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი აქვს გა­დახ­დი­ლი. მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კო­სი მას­თან ვმუ­შა­ობ­დით. რო­ცა სტუმ­რე­ბი ჰყავ­და, მი­ღე­ბე­ბი, ბან­კე­ტე­ბი, მუ­სი­კა­ლურ ფონს ვუქ­მ­ნი­დით. ხში­რად ღო­ნის­ძი­ე­ბა "ღვი­ნის­ძი­ე­ბა­ში" გა­და­იზ­რ­დე­ბო­და ხოლ­მე და... პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან 7 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე და ის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. ეს არც ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში არ მით­ქ­ვამს. ერთ სა­ღა­მოს, სუფ­რას­თან მიხ­მო, - ხვი­ჩა, მო­დი, რა­ღაც უნ­და გკი­თხო, ლონ­დონ­ში გი­ტა­რა შე­ვი­ძი­ნე, ძა­ლი­ან ძვი­რი, 7 ათა­სი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი მი­ვე­ცი და ასე­თი ძვი­რი შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს? - ბა­ტო­ნო ბად­რი, ზო­გი­ერ­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი მე­ტიც ღირს-მეთ­ქი. - შე­მი­მოწ­მე რო­გო­რიაო და დარ­ბაზ­ში ეს გი­ტა­რა შე­მო­ი­ტა­ნეს. და­ვუ­კა­რი და... რო­ი­ა­ლი­ვით ხმა, ძა­ლი­ან კარ­გი ჟღე­რა­დო­ბა აქვს. სა­და­ფის თვლე­ბი­თაა მო­ჭე­დი­ლი. - შენ გჩუქ­ნიო, მითხ­რა. ლა­მის გუ­ლი გა­მი­ჩერ­და, მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი დავ­კარ­გე. სცე­ნა­ზე ჯერ არ გა­მი­ტა­ნია. ფო­ლა­დის სი­მე­ბი აქვს, ცო­ტა­თი მძი­მე და­საკ­რა­ვია, მაგ­რამ ის ჟღე­რა­დო­ბა, რო­მელ­საც გა­მოს­ცემს, ამად ღირს. მთლი­ა­ნად ხეა, რაც იშ­ვი­ა­თო­ბაა. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი გი­ტა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბაც კი ლა­მი­ნა­ტის­გან მზად­დე­ბა, ხეს მხო­ლოდ წი­ნა მხა­რეს უკე­თე­ბენ. ფიჭ­ვის ხე უფ­რო ცეცხ­ლო­ვან ხმებს გა­მოს­ცემს, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს, ნაძ­ვის ხე - თბილ ხმებს.

- მუ­სი­კოს­თა ბი­ოგ­რა­ფი­ებს რამ­დე­ნად ხში­რად ეც­ნო­ბი?

- ბევ­რი ვინ­მეს ბი­ოგ­რა­ფია წა­მი­კი­თხავს, მაგ­რამ რო­მე­ლი­მე­ზე ვა­ფა­ნა­ტებ-მეთ­ქი, რომ გითხ­რა, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მომ­წონს ეს­პა­ნე­ლი მუ­სი­კო­სი, ვირ­ტუ­ო­ზი პა­კო დე ლუ­სია. ამ ადა­მი­ან­მა ეპო­ქა შექ­მ­ნა. ერ­თი პე­რი­ო­დი მი­სი ყვე­ლა კომ­პო­ზი­ცია ზე­პი­რად ვი­ცო­დი. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­დის რა და რო­გორ და­წე­რა. ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში ეს ცო­ტა­თი რთუ­ლი იყო, მე­რე ინ­ტერ­ნე­ტი შე­მო­ვი­და და... მუ­სი­კა­ლუ­რად ჩე­მი გან­ვი­თა­რე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის წყა­ლო­ბით მოხ­და.

- რო­გო­რი მკითხ­ვე­ლი ხარ?

- მსუ­ბუ­ქი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მომ­წონს, ო"ჰენ­რის, ილ­ფი და პეტ­რო­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებს დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკი­თხუ­ლობ.

- წა­კი­თხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხელ­მე­ო­რედ უბ­რუნ­დე­ბი?

- ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა" ისე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მგო­ნი, მე­ა­სე­ჯერ ვკი­თხუ­ლობ.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ბულ­გა­კო­ვის კა­ტა ბე­ჰე­მოტ­თან და კო­რო­ვი­ოვ­თან, მათ­ში მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა და იუმო­რის გრძნო­ბა მხიბ­ლავს. ადა­მი­ანს იუმო­რი თუ არ აქვს, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს. იმის არც შე­მოქ­მე­დე­ბა მინ­და, არც - დაკ­რუ­ლი, არც - და­ხა­ტუ­ლი.

- ეს მუ­სი­კა­ლუ­რი საკ­რა­ვი ორ­ნა­ი­რია - ენი­ა­ნი და უენო. რო­მელ საკ­რავ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვა­ი­მე, მი­ნიშ­ნე­ბის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა?

- ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვია.

- სა­ლა­მუ­რი. ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში ქუ­ჩა­ში გი­ტა­რით სი­ა­რუ­ლი სირ­ცხ­ვი­ლი იყო. გრძელ თმა­სა და ბლან­ჟეს ვა­ტა­რებ­დი და უკ­ნი­დან მო­ძა­ხე­ბუ­ლი ხმა არა­ერ­თხელ გა­მი­გო­ნია, - შვი­ლო, შენ პატ­რო­ნი არ გყავს? ფან­დუ­რი და სხვა ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვე­ბი დიდ გო­ი­მო­ბად ით­ვ­ლე­ბო­და. მი­ხა­რია, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­მა მუ­სი­კა შე­იყ­ვა­რეს.

- "შენ ერ­თა­დერ­თი ხარ, ვის წი­ნა­შეც მუხლს ვიხ­რი და თავ­დახ­რი­ლი შევ­დი­ვარ შენს აკ­ლ­და­მა­ში" - ეს სიტყ­ვე­ბი ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნელს ეკუთ­ვ­ნის. ვის მი­მარ­თავ­და ასე მხე­დარ­თ­მ­თა­ვა­რი?

- ასე მო­წი­წე­ბით ვის ეპყ­რო­ბო­და?

- სა­კუ­თარ ცხენს მი­მარ­თავ­და. არა­ბე­თის ქვეყ­ნებ­ში მა­მა­კა­ცე­ბი გრძელ თა­ვი­სუ­ფალ თეთრ ტან­საც­მელს ატა­რე­ბენ, ქა­ლე­ბი კი - შავ სა­მოსს. არა­ბე­ბის თვალ­თა­ხედ­ვით, რა­ტომ უნ­და ატა­რებ­დეს ქა­ლი მხო­ლოდ შავ სა­მოსს?

- მა­გა­თი წე­სე­ბი­სას რას გა­ი­გებ.

- ისი­ნი თვლი­ან, რომ ქა­ლი მა­მა­კა­ცის აჩ­რ­დი­ლია.

- ასე მძი­მე­დაა საქ­მე? მა­გათ­მა ნეკ­ნის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან? იცი­ან, მაგ­რამ არ სჯე­რათ.

- "ნუ ხარ­ჯავ ამ­დენ ძა­ლის­ხ­მე­ვას, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბა". ვინ არის ამ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- მარ­კე­სი. ეთან­ხ­მე­ბი?

- სა­უ­კე­თე­სო ამ­ბე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თ­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, არ და­ვე­თან­ხ­მო? მო­უ­ლოდ­ნე­ლად მა­ჩუ­ქეს პირ­ვე­ლი გი­ტა­რა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნი ოთარ რა­მიშ­ვი­ლი, მე­რე - ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი.

- აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი გიყ­ვარს?

- სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს. კარ­ტის, ნარ­დის თა­მა­ში ნორ­მა­ლუ­რად არც კი ვი­ცი. კა­ზი­ნო­ებ­ზე ლა­პა­რა­კი სა­ერ­თოდ ზედ­მე­ტია.

- კა­მათ­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რე­ებ­ზე წერ­ტილ­თა ჯა­მის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­თ­ვის ერ­თია. და­ა­სა­ხე­ლე რამ­დე­ნი?

- 7.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი?

- რუ­მი­ნეთ­ში.

- "გან­გა­ში", "ხე­ვის­ბე­რი გო­ჩა", "ნი­ნო", "და­თა თუ­თაშ­ხი­ა" - ამ ფილ­მე­ბი­დან, რომ­ლის­თ­ვის არ და­უ­წე­რია მუ­სი­კა რე­ვაზ ლა­ღი­ძეს?

- გთხოვ, ფილ­მე­ბი ჩა­მო­მით­ვა­ლე. (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) "და­თა თუ­თაშ­ხი­ა".

- ექ­ს­ტ­რი­მის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ?

- არა, "ტა­ბუ­რეტ­კი­დან" რომ გად­მოვ­ხ­ტე, შე­იძ­ლე­ბა გუ­ლი გა­მის­კ­დეს.

- რო­მე­ლი ჯირ­კ­ვა­ლი გა­მო­ყოფს ად­რე­ნა­ლინს?

- არ ვი­ცი.

- თირ­კ­მელ­ზე­და.

- სა­ქა­ნე­ლა­ზე, კა­რუ­სელ­ზე ჯდო­მა არ შე­მიძ­ლია, ის­ტე­რი­კა­ში ვვარ­დე­ბი.

- სტა­ტის­ტი­კამ და­ამ­ტ­კი­ცა, რომ ისი­ნი დღე­ში 920 შე­კითხ­ვას სვა­მენ.

- ბავ­შ­ვე­ბი. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გე­უბ­ნე­ბი. სა­ნამ მოხ­ვი­დო­დი, პა­ტა­რამ ასე­თი რამ მკი­თხა: - მა­მა, მე კარ­გი ვარ?

- და­ა­სა­ხე­ლე ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც კი­ნო­ში იმე­და კა­ხი­ან­მა, ხო­ლო თე­ატ­რ­ში გო­გი გე­გეჭ­კორ­მა გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

- ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რის პერ­სო­ნა­ჟია?

- დი­ახ, იმე­რე­ლია.

- და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის პლა­ტონ სა­მა­ნიშ­ვი­ლი.

- ის პირ­ვე­ლად გვხვდე­ბა ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში, მი­სი ტა­რე­ბა ფა­რა­ონ­თა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის პრი­ვი­ლე­გია იყო. ძველ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში კი მი­სი ტა­რე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო ყო­ვე­ლი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მო­ნე­ბის გარ­და. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- არ ვი­ცი..

- მი­გა­ნიშ­ნებ, ამ რა­ღა­ცას ქა­ლე­ბიც ატა­რებ­დ­ნენ და კა­ცე­ბიც. დღე­საც ასეა.

- ფეხ­საც­მე­ლი ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. აინ­შ­ტა­ი­ნის აზ­რით, წარ­მა­ტე­ბა 3 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა....

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) არ მითხ­რა, ჩა­მო­მით­ვა­ლეო. ეგ რომ ვი­ცო­დე, რა­ღა მი­ჭირ­და.

- აინ­შ­ტა­ი­ნი თვლი­და, რომ პირ­ვე­ლი ეს არის იღ­ბა­ლი, მე­ო­რე - თა­მა­ში და მე­სა­მე?

- ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

- ენა­ზე კბი­ლის და­ჭე­რის უნა­რი.

- ო! ეს უნა­რი მარ­თ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მე დი­დად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ მაქვს.

- რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი ზრუ­ნავს თა­ვის ნა­ში­ერ­ზე ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს, - დათ­ვი, კა­ტა, ძაღ­ლი თუ სპი­ლო?

- სპი­ლო.

- ის 1899 წელს ნე­ა­პოლ­ში და­ი­ბა­და. წა­მო­ი­ზარ­და თუ არა, ბე­დის სა­ძი­ებ­ლად ნიუ-იორ­კ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, მა­ლე კრი­მი­ნა­ლურ­მა სამ­ყა­რომ ჩა­ით­რია. თა­ვი­დან ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ ბან­და­ში დამ­ხ­მა­რე ბი­ჭად იყო, მაგ­რამ მი­სი ნი­ჭი მა­ლე შე­ამ­ჩ­ნი­ეს და კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლეს. 1929 წელს ის იარა­ღის ტა­რე­ბის­თ­ვის და­ა­პა­ტიმ­რეს. ცი­ხე­ში შე­უზღუ­და­ვი უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და. მე­ო­რედ ბრა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის­თ­ვის წა­უ­ყე­ნეს.

- ალ კა­პო­ნე.

- ამ მწე­რალ­მა პირ­ვე­ლი მოთხ­რო­ბა - "ბავ­შ­ვო­ბა" თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს და­წე­რა, რომ­ლი­თაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ყრმო­ბა­სა" და "სი­ჭა­ბუ­კეს­თან" ერ­თად ავ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ტრი­ლო­გია შე­ად­გი­ნა. ის არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რია. მას­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­უხ­დე­ნია და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­სა და გერ­გე­ტის სა­მე­ბას...

- ლევ ტოლ­ს­ტოი.

- მო­რი­ე­ლი ვერ იტანს ალ­კო­ჰოლს, სულ პა­ტა­რა წვე­თის შე­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი რას აკე­თებს იგი?

- არ ვი­ცი, რა­მე სა­ოც­რე­ბას სჩა­დის?

- თავს იკ­ლავს.

- მარ­თ­ლა? პირ­ვე­ლად გა­ვი­გე, სა­ინ­ტე­რე­სოა.

- "ბუ­ნე­ბის წე­სია ასე­თი, მა­ხინ­ჯი ლა­მაზ­თან ყოფ­ნას მი­ელ­ტ­ვის მუ­დამ, მან­კი­ე­რი - უმან­კოს­თან, რეგ­ვე­ნი ბრძენს აეკი­დე­ბა, ყბე­დი - მდუ­მა­რეს, ხო­ლო ლა­ჩა­რი - გმირს". და­ა­სა­ხე­ლე ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი ქარ­თ­ვე­ლი კლა­სი­კო­სი.

- კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "კა­ცია-ადა­მი­ა­ნი?!" გა­ვიხ­სე­ნოთ. რა ერ­ქ­ვა ლუ­არ­სა­ბი­სა და და­რე­ჯა­ნის მა­ჭან­კალს, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად "სუტ კნე­ი­ნა­საც" ეძახ­დ­ნენ.

- ხო­რე­შა­ნი.

- დი­ახ. ცეცხ­ლ­სას­როლ ია­რაღ­ში კარ­გად ერ­კ­ვე­ვი?

- არა.

- რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი იარა­ღის შემ­ქ­მ­ნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა ახ­ლა­ხან?

- "კა­ლაშ­ნი­კო­ვის".

- რა ჰქვია რიცხ­ვი 13-ის შიშს?

- არ ვი­ცი.

- ტრის­კა­ი­დე­ფო­ბია. თა­ვად თუ გაქვს რა­ი­მე ფო­ბია?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ნა­ი­რი ფო­ბია არ მჭირს. ად­რე სი­მაღ­ლის ში­ში მქონ­და. ბი­ნა მე-16 სარ­თულ­ზე ვი­ყი­დე და ეს ში­ში დავ­ძ­ლიე.

- "...შემ­დეგ კი თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა არ დარ­ჩეს მკვდარ სიტყ­ვად და მო­დურ ფრა­ზად" - ამ სიტყ­ვე­ბით ბო­ლოვ­დე­ბა ერთ-ერ­თი ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი. რო­გორ იწყე­ბა იგი?

- არ ვი­ცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ამ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი ლე­ნი­ნია.

- ე.ი. ლე­ნი­ნის ცნო­ბი­ლი სიტყ­ვე­ბი უნ­და გა­ვიხ­სე­ნო?

- რო­გორ გვას­წავ­ლიდ­ნენ, ლე­ნინ­მა რა დაგ­ვი­ბა­რაო?

- "სწავ­ლა, სწავ­ლა და სწავ­ლა"...

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ბადრი პატარკაციშვილის საჩუქარი ხვიჩა მაღლაკელიძეს - "მისი ღირებულება 7 ათასი გირვანქა სტერლინგია

ბადრი პატარკაციშვილის საჩუქარი ხვიჩა მაღლაკელიძეს - "მისი ღირებულება 7 ათასი გირვანქა სტერლინგია

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი კარ­გი რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და", - ამ­ბობს მუ­სი­კო­სი ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე. ბო­ლო დროს პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო. მოს­წავ­ლე­ებს "პა­ცი­ენ­ტებს" ეძა­ხის და იქ­ვე გან­მარ­ტავს, - "ა­რას­წო­რი, უგე­მოვ­ნო მუ­სი­კის­გან ვკურ­ნავ".

პრეამბულის მაგიერ

- სულ რამ­დე­ნი გი­ტა­რა გაქვს?

- 13. ნა­წი­ლი თა­ვად მაქვს შე­ძე­ნი­ლი, ნა­წი­ლი - ნა­ჩუ­ქა­რია. ერ­თი ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ხელ­ნა­კე­თი გი­ტა­რა მაქვს, რო­მე­ლიც ოს­ტატ­მა 2000 წელს მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის გა­ა­კე­თა და მა­ჩუ­ქა.

- მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი რო­მე­ლია?

- "ჯიფ­სო­ნის" ფირ­მამ სულ 100 ეგ­ზემ­პ­ლა­რი გა­მო­უშ­ვა, "რო­ლინგ სთო­უნ­სის" გი­ტა­რისტს, რო­ნი ვუდს მი­უძღ­ვ­ნა. გი­ტა­რა­ში ში­და მხრი­დან მი­სი ავ­ტოგ­რა­ფიც არის. ჩე­მი გი­ტა­რა 92-ა.

- სად შე­ი­ძი­ნე?

- მე არ შე­მი­ძე­ნია, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა მა­ჩუ­ქა. 7 ათა­სი გირვანქა სტერ­ლინ­გი აქვს გა­დახ­დი­ლი. მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კო­სი მას­თან ვმუ­შა­ობ­დით. რო­ცა სტუმ­რე­ბი ჰყავ­და, მი­ღე­ბე­ბი, ბან­კე­ტე­ბი, მუ­სი­კა­ლურ ფონს ვუქ­მ­ნი­დით. ხში­რად ღო­ნის­ძი­ე­ბა "ღვი­ნის­ძი­ე­ბა­ში" გა­და­იზ­რ­დე­ბო­და ხოლ­მე და... პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან 7 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე და ის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. ეს არც ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში არ მით­ქ­ვამს. ერთ სა­ღა­მოს, სუფ­რას­თან მიხ­მო, - ხვი­ჩა, მო­დი, რა­ღაც უნ­და გკითხო, ლონ­დონ­ში გი­ტა­რა შე­ვი­ძი­ნე, ძა­ლი­ან ძვი­რი, 7 ათა­სი გირვანქა სტერ­ლინ­გი მი­ვე­ცი და ასე­თი ძვი­რი შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს? - ბა­ტო­ნო ბად­რი, ზო­გი­ერ­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი მე­ტიც ღირს-მეთ­ქი. - შე­მი­მოწ­მე რო­გო­რიაო და დარ­ბაზ­ში ეს გი­ტა­რა შე­მო­ი­ტა­ნეს. და­ვუ­კა­რი და... რო­ი­ა­ლი­ვით ხმა, ძა­ლი­ან კარ­გი ჟღე­რა­დო­ბა აქვს. სა­და­ფის თვლე­ბი­თაა მო­ჭე­დი­ლი. - შენ გჩუქ­ნიო, მითხ­რა. ლა­მის გუ­ლი გა­მი­ჩერ­და, მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი დავ­კარ­გე. სცე­ნა­ზე ჯერ არ გა­მი­ტა­ნია. ფო­ლა­დის სი­მე­ბი აქვს, ცო­ტა­თი მძი­მე და­საკ­რა­ვია, მაგ­რამ ის ჟღე­რა­დო­ბა, რო­მელ­საც გა­მოს­ცემს, ამად ღირს. მთლი­ა­ნად ხეა, რაც იშ­ვი­ა­თო­ბაა. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი გი­ტა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბაც კი ლა­მი­ნა­ტის­გან მზად­დე­ბა, ხეს მხო­ლოდ წი­ნა მხა­რეს უკე­თე­ბენ. ფიჭ­ვის ხე უფ­რო ცეცხ­ლო­ვან ხმებს გა­მოს­ცემს, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს, ნაძ­ვის ხე - თბილ ხმებს.

- მუ­სი­კოს­თა ბი­ოგ­რა­ფი­ებს რამ­დე­ნად ხში­რად ეც­ნო­ბი?

- ბევ­რი ვინ­მეს ბი­ოგ­რა­ფია წა­მი­კითხავს, მაგ­რამ რო­მე­ლი­მე­ზე ვა­ფა­ნა­ტებ-მეთ­ქი, რომ გითხ­რა, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მომ­წონს ეს­პა­ნე­ლი მუ­სი­კო­სი, ვირ­ტუ­ო­ზი პა­კო დე ლუ­სია. ამ ადა­მი­ან­მა ეპო­ქა შექ­მ­ნა. ერ­თი პე­რი­ო­დი მი­სი ყვე­ლა კომ­პო­ზი­ცია ზე­პი­რად ვი­ცო­დი. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­დის რა და რო­გორ და­წე­რა. ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში ეს ცო­ტა­თი რთუ­ლი იყო, მე­რე ინ­ტერ­ნე­ტი შე­მო­ვი­და და... მუ­სი­კა­ლუ­რად ჩე­მი გან­ვი­თა­რე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის წყა­ლო­ბით მოხ­და.

- რო­გო­რი მკითხ­ვე­ლი ხარ?

- მსუ­ბუ­ქი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მომ­წონს, ო"ჰენ­რის, ილ­ფი და პეტ­რო­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებს დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკითხუ­ლობ.

- წა­კითხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხელ­მე­ო­რედ უბ­რუნ­დე­ბი?

- ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა" ისე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მგო­ნი, მე­ა­სე­ჯერ ვკითხუ­ლობ.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ბულ­გა­კო­ვის კა­ტა ბე­ჰე­მოტ­თან და კო­რო­ვი­ოვ­თან, მათ­ში მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა და იუმო­რის გრძნო­ბა მხიბ­ლავს. ადა­მი­ანს იუმო­რი თუ არ აქვს, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს. იმის არც შე­მოქ­მე­დე­ბა მინ­და, არც - დაკ­რუ­ლი, არც - და­ხა­ტუ­ლი.

- ეს მუ­სი­კა­ლუ­რი საკ­რა­ვი ორ­ნა­ი­რია - ენი­ა­ნი და უენო. რო­მელ საკ­რავ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვა­ი­მე, მი­ნიშ­ნე­ბის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა?

- ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვია.

- სა­ლა­მუ­რი. ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში ქუ­ჩა­ში გი­ტა­რით სი­ა­რუ­ლი სირ­ცხ­ვი­ლი იყო. გრძელ თმა­სა და ბლან­ჟეს ვა­ტა­რებ­დი და უკ­ნი­დან მო­ძა­ხე­ბუ­ლი ხმა არა­ერ­თხელ გა­მი­გო­ნია, - შვი­ლო, შენ პატ­რო­ნი არ გყავს? ფან­დუ­რი და სხვა ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვე­ბი დიდ გო­ი­მო­ბად ით­ვ­ლე­ბო­და. მი­ხა­რია, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­მა მუ­სი­კა შე­იყ­ვა­რეს.

- "შენ ერ­თა­დერ­თი ხარ, ვის წი­ნა­შეც მუხლს ვიხ­რი და თავ­დახ­რი­ლი შევ­დი­ვარ შენს აკ­ლ­და­მა­ში" - ეს სიტყ­ვე­ბი ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნელს ეკუთ­ვ­ნის. ვის მი­მარ­თავ­და ასე მხე­დარ­თ­მ­თა­ვა­რი?

- ასე მო­წი­წე­ბით ვის ეპყ­რო­ბო­და?

- სა­კუ­თარ ცხენს მი­მარ­თავ­და. არა­ბე­თის ქვეყ­ნებ­ში მა­მა­კა­ცე­ბი გრძელ თა­ვი­სუ­ფალ თეთრ ტან­საც­მელს ატა­რე­ბენ, ქა­ლე­ბი კი - შავ სა­მოსს. არა­ბე­ბის თვალ­თა­ხედ­ვით, რა­ტომ უნ­და ატა­რებ­დეს ქა­ლი მხო­ლოდ შავ სა­მოსს?

- მა­გა­თი წე­სე­ბი­სას რას გა­ი­გებ.

- ისი­ნი თვლი­ან, რომ ქა­ლი მა­მა­კა­ცის აჩ­რ­დი­ლია.

- ასე მძი­მე­დაა საქ­მე? მა­გათ­მა ნეკ­ნის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან? იცი­ან, მაგ­რამ არ სჯე­რათ.

- "ნუ ხარ­ჯავ ამ­დენ ძა­ლის­ხ­მე­ვას, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბა". ვინ არის ამ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- მარ­კე­სი. ეთან­ხ­მე­ბი?

- სა­უ­კე­თე­სო ამ­ბე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თ­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, არ და­ვე­თან­ხ­მო? მო­უ­ლოდ­ნე­ლად მა­ჩუ­ქეს პირ­ვე­ლი გი­ტა­რა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნი ოთარ რა­მიშ­ვი­ლი, მე­რე - ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი.

- აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი გიყ­ვარს?

- სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს. კარ­ტის, ნარ­დის თა­მა­ში ნორ­მა­ლუ­რად არც კი ვი­ცი. კა­ზი­ნო­ებ­ზე ლა­პა­რა­კი სა­ერ­თოდ ზედ­მე­ტია.

- კა­მათ­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რე­ებ­ზე წერ­ტილ­თა ჯა­მის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­თ­ვის ერ­თია. და­ა­სა­ხე­ლე რამ­დე­ნი?

- 7.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი?

- რუ­მი­ნეთ­ში.

- "გან­გა­ში", "ხე­ვის­ბე­რი გო­ჩა", "ნი­ნო", "და­თა თუ­თაშ­ხი­ა" - ამ ფილ­მე­ბი­დან, რომ­ლის­თ­ვის არ და­უ­წე­რია მუ­სი­კა რე­ვაზ ლა­ღი­ძეს?

- გთხოვ, ფილ­მე­ბი ჩა­მო­მით­ვა­ლე. (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) "და­თა თუ­თაშ­ხი­ა".

- ექ­ს­ტ­რი­მის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ?

- არა, "ტა­ბუ­რეტ­კი­დან" რომ გად­მოვ­ხ­ტე, შე­იძ­ლე­ბა გუ­ლი გა­მის­კ­დეს.

- რო­მე­ლი ჯირ­კ­ვა­ლი გა­მო­ყოფს ად­რე­ნა­ლინს?

- არ ვი­ცი.

- თირ­კ­მელ­ზე­და.

- სა­ქა­ნე­ლა­ზე, კა­რუ­სელ­ზე ჯდო­მა არ შე­მიძ­ლია, ის­ტე­რი­კა­ში ვვარ­დე­ბი.

- სტა­ტის­ტი­კამ და­ამ­ტ­კი­ცა, რომ ისი­ნი დღე­ში 920 შე­კითხ­ვას სვა­მენ.

- ბავ­შ­ვე­ბი. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გე­უბ­ნე­ბი. სა­ნამ მოხ­ვი­დო­დი, პა­ტა­რამ ასე­თი რამ მკითხა: - მა­მა, მე კარ­გი ვარ?

- და­ა­სა­ხე­ლე ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც კი­ნო­ში იმე­და კა­ხი­ან­მა, ხო­ლო თე­ატ­რ­ში გო­გი გე­გეჭ­კორ­მა გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

- ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რის პერ­სო­ნა­ჟია?

- დი­ახ, იმე­რე­ლია.

- და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის პლა­ტონ სა­მა­ნიშ­ვი­ლი.

- ის პირ­ვე­ლად გვხვდე­ბა ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში, მი­სი ტა­რე­ბა ფა­რა­ონ­თა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის პრი­ვი­ლე­გია იყო. ძველ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში კი მი­სი ტა­რე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო ყო­ვე­ლი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მო­ნე­ბის გარ­და. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- არ ვი­ცი..

- მი­გა­ნიშ­ნებ, ამ რა­ღა­ცას ქა­ლე­ბიც ატა­რებ­დ­ნენ და კა­ცე­ბიც. დღე­საც ასეა.

- ფეხ­საც­მე­ლი ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. აინ­შ­ტა­ი­ნის აზ­რით, წარ­მა­ტე­ბა 3 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა....

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) არ მითხ­რა, ჩა­მო­მით­ვა­ლეო. ეგ რომ ვი­ცო­დე, რა­ღა მი­ჭირ­და.

- აინ­შ­ტა­ი­ნი თვლი­და, რომ პირ­ვე­ლი ეს არის იღ­ბა­ლი, მე­ო­რე - თა­მა­ში და მე­სა­მე?

- ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

- ენა­ზე კბი­ლის და­ჭე­რის უნა­რი.

- ო! ეს უნა­რი მარ­თ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მე დი­დად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ მაქვს.

- რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი ზრუ­ნავს თა­ვის ნა­ში­ერ­ზე ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს, - დათ­ვი, კა­ტა, ძაღ­ლი თუ სპი­ლო?

- სპი­ლო.

- ის 1899 წელს ნე­ა­პოლ­ში და­ი­ბა­და. წა­მო­ი­ზარ­და თუ არა, ბე­დის სა­ძი­ებ­ლად ნიუ-იორ­კ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, მა­ლე კრი­მი­ნა­ლურ­მა სამ­ყა­რომ ჩა­ით­რია. თა­ვი­დან ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ ბან­და­ში დამ­ხ­მა­რე ბი­ჭად იყო, მაგ­რამ მი­სი ნი­ჭი მა­ლე შე­ამ­ჩ­ნი­ეს და კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლეს. 1929 წელს ის იარა­ღის ტა­რე­ბის­თ­ვის და­ა­პა­ტიმ­რეს. ცი­ხე­ში შე­უზღუ­და­ვი უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და. მე­ო­რედ ბრა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის­თ­ვის წა­უ­ყე­ნეს.

- ალ კა­პო­ნე.

- ამ მწე­რალ­მა პირ­ვე­ლი მოთხ­რო­ბა - "ბავ­შ­ვო­ბა" თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს და­წე­რა, რომ­ლი­თაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ყრმო­ბა­სა" და "სი­ჭა­ბუ­კეს­თან" ერ­თად ავ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ტრი­ლო­გია შე­ად­გი­ნა. ის არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რია. მას­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­უხ­დე­ნია და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­სა და გერ­გე­ტის სა­მე­ბას...

- ლევ ტოლ­ს­ტოი.

- მო­რი­ე­ლი ვერ იტანს ალ­კო­ჰოლს, სულ პა­ტა­რა წვე­თის შე­ხე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი რას აკე­თებს იგი?

- არ ვი­ცი, რა­მე სა­ოც­რე­ბას სჩა­დის?

- თავს იკ­ლავს.

- მარ­თ­ლა? პირ­ვე­ლად გა­ვი­გე, სა­ინ­ტე­რე­სოა.

- "ბუ­ნე­ბის წე­სია ასე­თი, მა­ხინ­ჯი ლა­მაზ­თან ყოფ­ნას მი­ელ­ტ­ვის მუ­დამ, მან­კი­ე­რი - უმან­კოს­თან, რეგ­ვე­ნი ბრძენს აეკი­დე­ბა, ყბე­დი - მდუ­მა­რეს, ხო­ლო ლა­ჩა­რი - გმირს". და­ა­სა­ხე­ლე ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი ქარ­თ­ვე­ლი კლა­სი­კო­სი.

- კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "კა­ცია-ადა­მი­ა­ნი?!" გა­ვიხ­სე­ნოთ. რა ერ­ქ­ვა ლუ­არ­სა­ბი­სა და და­რე­ჯა­ნის მა­ჭან­კალს, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად "სუტ კნე­ი­ნა­საც" ეძახ­დ­ნენ.

- ხო­რე­შა­ნი.

- დი­ახ. ცეცხ­ლ­სას­როლ იარაღ­ში კარ­გად ერ­კ­ვე­ვი?

- არა.

- რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი იარა­ღის შემ­ქ­მ­ნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა ახ­ლა­ხან?

- "კა­ლაშ­ნი­კო­ვის".

- რა ჰქვია რიცხ­ვი 13-ის შიშს?

- არ ვი­ცი.

- ტრის­კა­ი­დე­ფო­ბია. თა­ვად თუ გაქვს რაიმე ფო­ბია?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ნა­ი­რი ფო­ბია არ მჭირს. ად­რე სი­მაღ­ლის ში­ში მქონ­და. ბი­ნა მე-16 სარ­თულ­ზე ვი­ყი­დე და ეს ში­ში დავ­ძ­ლიე.

- "...შემ­დეგ კი თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა არ დარ­ჩეს მკვდარ სიტყ­ვად და მო­დურ ფრა­ზად" - ამ სიტყ­ვე­ბით ბო­ლოვ­დე­ბა ერთ-ერ­თი ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი. რო­გორ იწყე­ბა იგი?

- არ ვი­ცი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ამ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ავ­ტო­რი ლე­ნი­ნია.

- ე.ი. ლე­ნი­ნის ცნო­ბი­ლი სიტყ­ვე­ბი უნ­და გა­ვიხ­სე­ნო?

- რო­გორ გვას­წავ­ლიდ­ნენ, ლე­ნინ­მა რა დაგ­ვი­ბა­რაო?

- "სწავ­ლა, სწავ­ლა და სწავ­ლა"...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება