პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთაველზე" მომხდარი მკვლელობის ყველა დეტალი: "პროკურორებმა ცემით აღიარებინეს დანაშაული"
"რუსთაველზე" მომხდარი მკვლელობის ყველა დეტალი: "პროკურორებმა ცემით აღიარებინეს დანაშაული"

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მოკ­ლუ­ლი ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, და­ვით რუ­სიშ­ვი­ლის ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტე­ბი საქ­მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხო­ვენ და აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სიშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მამ თე­მურ რუ­სიშ­ვილ­მა, ად­ვო­კა­ტებ­მა გელა ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა და თე­მურ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ და ექ­სპერ­ტმა გია დე­კა­ნო­იშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს. მათი მტკკი­ცე­ბით, მკვლე­ლო­ბის დროს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში რუ­სიშ­ვი­ლი არ ფი­გუ­რი­რებს. გელა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლო დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­ტარ­და და რუ­სიშ­ვილს მოწ­მე­ე­ბი­ის მიერ შექ­მნი­ლი ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ე­ფარ­და სას­ჯე­ლი.

"2011 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში სხვებ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი იყო და­ვით რუ­სიშ­ვი­ლი. ის მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე ღა­მეს და­ა­კა­ვეს, გა­მო­იყ­ვა­ნეს ტე­ლე­ვი­ზი­ით, აჩ­ვე­ნეს რომ თით­ქოს ის აღი­ა­რებ­და და­ნა­შა­ულს. იმ ფი­რებ­ზე, (4 სხვა­დას­ხვა კა­მე­რით არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი), ბრალ­დე­ბის მხა­რე და მოწ­მე­ე­ბი, მათ შო­რის ნი­კო­ლოზ მე­ლია, აცხა­დებ­დნენ, რომ ამო­იც­ნეს და­ვით რუ­სიშ­ვი­ლი და ხელს ადებ­დნენ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ერთ-ერ­თმა ეს­რო­ლა და რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე თბი­ლი­სი მა­რი­ო­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დარ­ბო­და, იყო რუ­სიშ­ვი­ლი. სა­ბო­ლო ჯამ­ში გა­მო­ძი­ე­ბამ და სა­სა­მარ­თლო­მაც და­ად­გი­ნა, რომ ეს არ იყო რუ­სიშ­ვი­ლი. შემ­დეგ ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს სხვა იყო. ერთი სი­ტყვით, ყო­ველ­გვა­რი დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლომ მოწ­მე­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უ­ფარ­და ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის სას­ჯე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი­დან ამო­ვი­ცა­ნით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი, რო­გორ მოხ­ვდნენ იქ, ესეც სა­და­ოა. ",-აცხა­დებს ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი.

ად­ვო­კა­ტი თე­მურ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძე კი აცხდებს, რომ უნდა და­ი­სა­ჯონ ტარ­ყაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მო­მუ­შა­ვე პრო­კუ­რო­რე­ბი. მისი მტკი­ცე­ბით, პრო­კუ­რო­რებ­მა რუ­სიშ­ვი­ლის­გან აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­ი­ღეს.

"პრო­კუ­რო­რე­ბი იყ­ვნენ გი­ორ­გი კო­კა­ია, და­ვით ხი­ზა­ნა­ი­ძე და მი­ხე­ილ ჩხე­ი­ძე. ისი­ნი ახ­ლაც სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან. ამ სამ­მა პრო­კუ­რორ­მა იძუ­ლე­ბის წე­სით, ცე­მით და ფი­ზი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აღი­ა­რე­ბი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი. დღეს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა მაქვს შე­ტა­ნი­ლი, რომ და­ი­სა­ჯოს სა­მი­ვე პრო­კუ­რო­რი",-აცხა­დებს მაგ­რაქ­ვე­ლი­ძე.

რუ­სიშ­ვი­ლის მხა­რე გა­მო­ძი­ე­ბას კი­დევ ერთ ბრალ­დე­ბას უყე­ნებს. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის მამა თე­მურ რუ­სიშ­ვი­ლი და ექ­სპერ­ტი გია დე­კა­ნო­იშ­ვი­ლი აცხა­დე­ბენ, სას­მარ­თლო­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად არ მოხ­და იმ მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის წარ­დგე­ნა, რი­თაც და­დას­ტურ­დე­ბო­და რუ­სიშ­ვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა.

"და­ი­კარ­გა ის ფურ­ცე­ლი, რო­მელ­ზეც იყო ჩა­მოთ­ვლი­ლი ჩვე­ნი მოწ­მე­ე­ბი და ექ­სპერ­ტი. და­ი­კარ­გა იმი­ტომ, რომ არ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ ჩვე­ნი მოწ­მე­ე­ბი და არ და­ეშ­ვათ ექ­სპერ­ტი სა­სა­მარ­თლო­ზე. უშუ­ა­ლოდ ეკა არე­ში­ძემ გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი და შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან. სხვა გზა აღარ ჰქონ­დათ, იმი­ტომ რომ ჩვე­ნი მოწ­მე­ე­ბი რომ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ სა­სა­მარ­თლო­ზე და კად­რე­ბიც რომ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, მერე ვე­რა­ფერს იზამ­დნენ. გოგ­ბე­რაშ­ვი­ლიც ამ­ბობს, რომ ბავ­შვი არ უნა­ხავს იქ. რო­გორ უნდა და­აბ­რა­ლო 19 წლის ბავ­შვს რომ 56 წლის კაც­თან ერ­თად კა­ცის მო­საკ­ლავდ წა­ვი­და, რო­მელ­საც არ იც­ნობს? რო­დე­საც ასაყ­ვა­ნად მო­ვიდ­ნენ სახ­ლში ბავ­შვი კომ­პი­უ­ტერს თა­მა­შობ­და. მკვლე­ლო­ბა რომ ჩა­ე­დი­ნა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იქ­ნე­ბო­და? ინ­სტი­ტუ­ტში წა­ვი­დო­და? კომ­პი­უ­ტერს ითა­მა­შებ­და? მა­გას მა­ინც გა­მო­ვიკ­ვლევ ვისი ინ­ტე­რე­სი იყო, მე არ გავ­ჩერ­დე­ბი და დღემ­დე რა­ტომ არ იძი­ე­ბენ, მა­გას მა­ინც გა­ვი­გებ, ძვე­ლი მთავ­რო­ბი­დან არის ვი­ღაც შე­მორ­ჩე­ნი­ლი",-ამ­ბობს თე­მურ რუ­სიშ­ვი­ლი.

ექ­სპერ­ტი გია დე­კა­ნო­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ და­ვით რუ­სიშ­ვი­ლი გა­წი­რეს.

"ყვე­ლა­ნა­ი­რად ეცად­ნენ, რომ ეს დას­კვნა არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო სა­სა­მარ­თლო­ში. ამ დას­კვნით დას­ტურ­დე­ბა, რომ ის, ვინც ხელს ადებს რუ­სიშ­ვილს, მან­ქა­ნი­დან ვერ და­ი­ნა­ხავ­და მას. ორი წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ შე­ხე­დავ ადა­მი­ანს, ვერ და­ი­მახ­სოვ­რებ. ამა­ვე დროს, კად­რე­ბის გა­დი­დე­ბის, გა­სუფ­თა­ვე­ბის შემ­დეგ აშ­კა­რად ჩანს რომ ის, ვინც გა­დარ­ბის ქუ­ჩა­ზე, რუ­სიშ­ვი­ლი არ არის. ამ დას­კვნის სა­სა­მარ­თლო­ზე არ წარ­დგე­ნა ყვე­ლა­ნა­ირ სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს ვთქვათ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი გა­წი­რეს".

ის, რომ აღ­ნიშ­ნულ კონ­კრე­ტულ ვი­დე­ო­მო­ნაკ­ვეთ­ში რუ­სიშ­ვი­ლი არ არის, ამას გარ­დაც­ვლი­ლი ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლის დედა, თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლიც ადას­ტუ­რებს. თუმ­ცა თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლის თქმით, რუ­სიშ­ვი­ლი არა­ერ­თხელ ჩანს სხვა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ, მათ შო­რის ლა­ღი­ძის ქუ­ჩის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­შიც.

გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის თქმით, რუ­სიშ­ვი­ლის მხა­რე ასე­ვე ცრუ­ობს, რო­დე­საც აცხდებს, რომ რუ­სიშ­ვი­ლი არ იც­ნობ­და მკვლე­ლო­ბა­ში ასე­ვე ბრალ­დე­ბულ ივე­რი გოგ­ბე­რაშ­ვილს. მისი თქმით, მკვლე­ლო­ბის დღეს რუ­სიშ­ვი­ლი მის შვილს უთ­ვალ­თვა­ლებ­და და სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი ჰქონ­და გოგ­ბე­რაშ­ვილ­თან - "მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტამ­დე 12-ჯერ აქვს და­რე­კი­ლი რუ­სიშ­ვილს გოგ­ბე­რაშ­ვილ­თან. პირ­ვე­ლად სხვებ­მა ეს­რო­ლეს, ეს იყო გო­გო­ჭუ­რი და ჯო­ხა­ძე. კად­რებ­ზე, რო­მელ­შიც მა­რი­ოტ­თან გა­დარ­ბის, პრო­კუ­რო­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, ეს არის რუ­სიშ­ვი­ლიო, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს იყო გო­გო­ჭუ­რი. კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სიშ­ვი­ლი სულ ბო­ლოს მის­დევ­და. თუმ­ცა ლა­ღი­ძის ქუ­ჩის კადრში რუ­სიშ­ვი­ლი არის სულ ბო­ლოს რო­მე­ლიც მის­დევს, ბრუნ­დე­ბა და ჩემს სი­ძეს ეს­ვრის", - ამ­ბობს კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი და სა­სა­მარ­თლო­ზე რუ­სიშ­ვი­ლის მხა­რის მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვას იხ­სე­ნებს.

"მათ ასე­ვე მო­იყ­ვა­ნეს რამ­დე­ნი­მე მოწ­მე სა­სა­მარ­თლო­ზე, რომ­ლი­თაც ალიბს იქ­მნი­და რუ­სიშ­ვი­ლი. მათ­მა მოწ­მემ, ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ და­ა­დას­ტუ­რა, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე შემ­ხვდა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის წინ და წა­ვი­და ლა­ღი­ძის ქუ­ჩის­კე­ნო. რუ­სიშ­ვი­ლი იქ იყო და მკვლე­ლია. არას­წორ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ მიგ­ვიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ ახლა ამა­თაც აქვთ რა­ღაც სათ­ქმე­ლი, იმის ნაც­ვლად, რომ ნა­ნობ­დნენ",-ამ­ბობს კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი.

ამას­თან, ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლის დე­დამ შვი­ლის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრე­მი­ერს, შს მი­ნის­ტრსა და ახალ მთა­ვარ პრო­კუ­რორს მი­მარ­თა. კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ივე­რი გოგ­ბე­რაშ­ვი­ლის, და­ვით რუ­სიშ­ვი­ლის და ირაკ­ლი აგ­ლა­ძის გარ­და, მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და და­ვით ჯო­ხა­ძეც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მი­სი­ვე თქმით, ჯო­ხა­ძეს და გო­გო­ჭურს გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლე­ბი ჰყავთ.

"არ მა­ინ­ტერ­სებს ვინ ვისი ნა­თე­სა­ვია და ვისი ახ­ლო­ბე­ლია, მო­ვი­თხოვ, ჩემი შვი­ლის ყვე­ლა მკვლე­ლი და მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯოს და გა­მო­ძი­ე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად წა­რი­მარ­თოს. და­ვით ჯო­ხა­ძი­სა და მინ­დია გო­გო­ჭუ­რის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად ჭი­ა­ნურ­დე­ბა, რად­გან ჯო­ხა­ძეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, ხოლო მინ­დია გო­გო­ჭურს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობს. გო­გო­ჭუ­რი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ქა­ლის, მაკა ჩი­ჩუ­ას სი­ძეა. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გო­გო­ჭურ­მა 2013 წლის აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში კი­დევ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, დაჭ­რა ვინ­მე ბაჩო სი­რა­ძე და კი­დევ ვინ­მე ყიფ­ში­ძე, თუმ­ცა, რე­ა­გი­რე­ბა არც ამ შემ­თხვე­ვა­ში არ მო­ყო­ლია ამ ფაქტს და ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლად და­დის ქუ­ჩა­ში. ასე­ვე გა­ვი­გეთ, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის დო­ზის გა­და­მე­ტე­ბის გამო გო­გო­ჭუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა და მას პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რე­ბი და­რა­ჯობ­დნენ. აღარ ვი­ცით, ვის მივ­მარ­თოთ, ძველ მთავ­რო­ბა­შიც ასე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო და ახალ­შიც ", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის დედა. კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლის თქმით, ჯო­ხა­ძი­სა და გო­გო­ჭუ­რის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში მკა­ფი­ოდ ჩანს.

ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლი 2011 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია სამი პირი. მათ­გან ორს - ივე­რი გოგ­ბე­რაშ­ვილს - 24, ხოლო და­ვით რუ­სიშ­ვილს 21 წელი აქვთ მის­ჯი­ლი. ირაკ­ლი აგ­ლა­ძეს კი სა­სა­მარ­თლომ და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და 30 წელი. ის დღემ­დე არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი

ნატა
0

ახალგაზრდა, უდანაშაულო რუსიშვილი იხდის წლებია სასჯელს. როდის უნდა ჩამოყალბდეს ჩვენს ქვეყანაში რეალური, ნამდვილი, თანასწორი სამართალი???

"რუსთაველზე" მომხდარი მკვლელობის ყველა დეტალი: "პროკურორებმა ცემით აღიარებინეს დანაშაული"

"რუსთაველზე" მომხდარი მკვლელობის ყველა დეტალი: "პროკურორებმა ცემით აღიარებინეს დანაშაული"

რუსთაველის გამზირზე მოკლული ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით რუსიშვილის ოჯახი და ადვოკატები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ რუსიშვილი უდანაშაულოა. ამასთან დაკავშირებით ბრალდებულის მამამ თემურ რუსიშვილმა, ადვოკატებმა გელა ნიკოლეიშვილმა და თემურ მაგრაქველიძემ და ექსპერტმა გია დეკანოიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი მტკკიცებით, მკვლელობის დროს სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში რუსიშვილი არ ფიგურირებს. გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სასამართლო დარღვევებით ჩატარდა და რუსიშვილს მოწმეებიის მიერ შექმნილი ცრუ ჩვენებების საფუძველზე შეეფარდა სასჯელი.

"2011 წლის 17 ოქტომბერს მომხდარ მკვლელობაში სხვებთან ერთად ბრალდებული იყო დავით რუსიშვილი. ის მკვლელობის მეორე ღამეს დააკავეს, გამოიყვანეს ტელევიზიით, აჩვენეს რომ თითქოს ის აღიარებდა დანაშაულს. იმ ფირებზე, (4 სხვადასხვა კამერით არის დაფიქსირებული), ბრალდების მხარე და მოწმეები, მათ შორის ნიკოლოზ მელია, აცხადებდნენ, რომ ამოიცნეს დავით რუსიშვილი და ხელს ადებდნენ, რომ ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა ესროლა და რომელიც რუსთაველის გამზირზე თბილისი მარიოტის მიმართულებით გადარბოდა, იყო რუსიშვილი. საბოლო ჯამში გამოძიებამ და სასამართლომაც დაადგინა, რომ ეს არ იყო რუსიშვილი. შემდეგ ამბობდნენ, თითქოს სხვა იყო. ერთი სიტყვით, ყოველგვარი დარღვევებით ჩატარებულმა სასამართლომ მოწმეების მიერ შექმნილი ცრუ ჩვენებების საფუძველზე შეუფარდა ამ დანაშაულისთვის სასჯელი. აღსანიშნავია, რომ ნაფიცი მსაჯულებიდან ამოვიცანით "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები, როგორ მოხვდნენ იქ, ესეც სადაოა. ",-აცხადებს ნიკოლეიშვილი.

ადვოკატი თემურ მაგრაქველიძე კი აცხდებს, რომ უნდა დაისაჯონ ტარყაშვილის საქმეზე მომუშავე პროკურორები. მისი მტკიცებით, პროკურორებმა რუსიშვილისგან აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიიღეს.

"პროკურორები იყვნენ გიორგი კოკაია, დავით ხიზანაიძე და მიხეილ ჩხეიძე. ისინი ახლაც სხვადასხვა თანამდებობებზე არიან. ამ სამმა პროკურორმა იძულების წესით, ცემით და ფიზიკური ზემოქმედების მეშვეობით აღიარებინეს დანაშაული. დღეს მთავარ პროკურატურაში განცხადება მაქვს შეტანილი, რომ დაისაჯოს სამივე პროკურორი",-აცხადებს მაგრაქველიძე.

რუსიშვილის მხარე გამოძიებას კიდევ ერთ ბრალდებას უყენებს. როგორც ბრალდებულის მამა თემურ რუსიშვილი და ექსპერტი გია დეკანოიშვილი აცხადებენ, სასმართლოზე შეგნებულად არ მოხდა იმ მოწმეების დაკითხვა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რითაც დადასტურდებოდა რუსიშვილის უდანაშაულობა.

"დაიკარგა ის ფურცელი, რომელზეც იყო ჩამოთვლილი ჩვენი მოწმეები და ექსპერტი. დაიკარგა იმიტომ, რომ არ გამოსულიყვნენ ჩვენი მოწმეები და არ დაეშვათ ექსპერტი სასამართლოზე. უშუალოდ ეკა არეშიძემ გააკეთა ყველაფერი და შეთანხმებული იყო პროკურატურასთან. სხვა გზა აღარ ჰქონდათ, იმიტომ რომ ჩვენი მოწმეები რომ გამოსულიყვნენ სასამართლოზე და კადრებიც რომ ეჩვენებინათ, მერე ვერაფერს იზამდნენ. გოგბერაშვილიც ამბობს, რომ ბავშვი არ უნახავს იქ. როგორ უნდა დააბრალო 19 წლის ბავშვს რომ 56 წლის კაცთან ერთად კაცის მოსაკლავდ წავიდა, რომელსაც არ იცნობს? როდესაც ასაყვანად მოვიდნენ სახლში ბავშვი კომპიუტერს თამაშობდა. მკვლელობა რომ ჩაედინა, ჩვეულებრივად იქნებოდა? ინსტიტუტში წავიდოდა? კომპიუტერს ითამაშებდა? მაგას მაინც გამოვიკვლევ ვისი ინტერესი იყო, მე არ გავჩერდები და დღემდე რატომ არ იძიებენ, მაგას მაინც გავიგებ, ძველი მთავრობიდან არის ვიღაც შემორჩენილი",-ამბობს თემურ რუსიშვილი.

ექსპერტი გია დეკანოიშვილი მიიჩნევს, რომ დავით რუსიშვილი გაწირეს.

"ყველანაირად ეცადნენ, რომ ეს დასკვნა არ მოხვედრილიყო სასამართლოში. ამ დასკვნით დასტურდება, რომ ის, ვინც ხელს ადებს რუსიშვილს, მანქანიდან ვერ დაინახავდა მას. ორი წამის განმავლობაში რომ შეხედავ ადამიანს, ვერ დაიმახსოვრებ. ამავე დროს, კადრების გადიდების, გასუფთავების შემდეგ აშკარად ჩანს რომ ის, ვინც გადარბის ქუჩაზე, რუსიშვილი არ არის. ამ დასკვნის სასამართლოზე არ წარდგენა ყველანაირ საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს ადამიანი გაწირეს".

ის, რომ აღნიშნულ კონკრეტულ ვიდეომონაკვეთში რუსიშვილი არ არის, ამას გარდაცვლილი ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილიც ადასტურებს. თუმცა თამილა კოჭლამაზაშვილის თქმით, რუსიშვილი არაერთხელ ჩანს სხვა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ, მათ შორის ლაღიძის ქუჩის ამსახველ ვიდეომასალაშიც.

გარდაცვლილის დედის თქმით, რუსიშვილის მხარე ასევე ცრუობს, როდესაც აცხდებს, რომ რუსიშვილი არ იცნობდა მკვლელობაში ასევე ბრალდებულ ივერი გოგბერაშვილს. მისი თქმით, მკვლელობის დღეს რუსიშვილი მის შვილს უთვალთვალებდა და სატელეფონო კავშირი ჰქონდა გოგბერაშვილთან - "მკვლელობის მომენტამდე 12-ჯერ აქვს დარეკილი რუსიშვილს გოგბერაშვილთან. პირველად სხვებმა ესროლეს, ეს იყო გოგოჭური და ჯოხაძე. კადრებზე, რომელშიც მარიოტთან გადარბის, პროკურორები ამბობდნენ, ეს არის რუსიშვილიო, სინამდვილეში ეს იყო გოგოჭური. კადრების მიხედვით, რუსიშვილი სულ ბოლოს მისდევდა. თუმცა ლაღიძის ქუჩის კადრში რუსიშვილი არის სულ ბოლოს რომელიც მისდევს, ბრუნდება და ჩემს სიძეს ესვრის", - ამბობს კოჭლამაზაშვილი და სასამართლოზე რუსიშვილის მხარის მოწმეების დაკითხვას იხსენებს.

"მათ ასევე მოიყვანეს რამდენიმე მოწმე სასამართლოზე, რომლითაც ალიბს იქმნიდა რუსიშვილი. მათმა მოწმემ, ერთ-ერთმა გოგონამ დაადასტურა, გრიბოედოვის ქუჩაზე შემხვდა კონსერვატორიის წინ და წავიდა ლაღიძის ქუჩისკენო. რუსიშვილი იქ იყო და მკვლელია. არასწორმა გამოძიებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ახლა ამათაც აქვთ რაღაც სათქმელი, იმის ნაცვლად, რომ ნანობდნენ",-ამბობს კოჭლამაზაშვილი.

ამასთან, ზურაბ ტარყაშვილის დედამ შვილის მკვლელობის გამოძიების ბოლომდე მიყვანის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ პრემიერს, შს მინისტრსა და ახალ მთავარ პროკურორს მიმართა. კოჭლამაზაშვილი მიიჩნევს, რომ გასამართლებული ივერი გოგბერაშვილის, დავით რუსიშვილის და ირაკლი აგლაძის გარდა, მისი შვილის მკვლელობაში მინდია გოგოჭური და დავით ჯოხაძეც მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, ჯოხაძეს და გოგოჭურს გავლენიანი მფარველები ჰყავთ.

"არ მაინტერსებს ვინ ვისი ნათესავია და ვისი ახლობელია, მოვითხოვ, ჩემი შვილის ყველა მკვლელი და მკვლელობის თანამონაწილე სათანადოდ დაისაჯოს და გამოძიება სამართლიანად წარიმართოს. დავით ჯოხაძისა და მინდია გოგოჭურის მიმართ გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება, რადგან ჯოხაძეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ხოლო მინდია გოგოჭურს გიორგი მარგველაშვილი მფარველობს. გოგოჭური მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძეა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გოგოჭურმა 2013 წლის აგვისტო-სექტემბერში კიდევ ჩაიდინა დანაშაული, დაჭრა ვინმე ბაჩო სირაძე და კიდევ ვინმე ყიფშიძე, თუმცა, რეაგირება არც ამ შემთხვევაში არ მოყოლია ამ ფაქტს და ის შეიარაღებული თავისუფლად დადის ქუჩაში. ასევე გავიგეთ, რომ ნარკოტიკების დოზის გადამეტების გამო გოგოჭური საავადმყოფოში მოხვდა და მას პრეზიდენტ მარგველაშვილის დაცვის წევრები დარაჯობდნენ. აღარ ვიცით, ვის მივმართოთ, ძველ მთავრობაშიც ასეთი სიტუაცია იყო და ახალშიც ", - აცხადებს გარდაცვლილის დედა. კოჭლამაზაშვილის თქმით, ჯოხაძისა და გოგოჭურის მკვლელობაში მონაწილეობა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში მკაფიოდ ჩანს.

ზურაბ ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მოკლეს. მკვლელობისათვის გასამართლებულია სამი პირი. მათგან ორს - ივერი გოგბერაშვილს - 24, ხოლო დავით რუსიშვილს 21 წელი აქვთ მისჯილი. ირაკლი აგლაძეს კი სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა 30 წელი. ის დღემდე არ არის დაკავებული.

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

იხილეთ სიუჟეტი

2011 წელს, რუსთაველის გამზირზე ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს - შსს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, მათგან ერთი ორსულია - მძიმე კადრები ტრაგედიის ადგილიდან

"ხელყუმბარა არ ჰქონია" - რას ყვება გუშინ, გლდანში დაკავებული პირის ადვოკატი