პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვან­და­ლიზ­მი თბი­ლის­ში - "ამ ხალხს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა"
ვან­და­ლიზ­მი თბი­ლის­ში - "ამ ხალხს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა"

ქარ­თ­ვე­ლებს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­ზე ლა­პა­რა­კით თა­ვი მოგ­ვაქვს, თუმ­ცა ეს სიყ­ვა­რუ­ლი ხში­რად მხო­ლოდ გრძელ სა­დღეგ­რ­ძე­ლო­ებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და რო­გორც ჩანს, ალ­კო­ჰო­ლურ სას­მე­ლებ­ში იხ­რ­ჩო­ბა. ხში­რად იმა­საც ვამ­ბობთ, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გი ერი ვართ, ამ დროს კი შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი პა­ტივ­სა­ცე­მი და საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბის ბი­უსტს თავ­ზე მწვა­ნე სა­ღე­ბა­ვი გადა­ვას­ხათ... პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წო­დე­ბე­ბი­თა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ტექ­ს­ტე­ბით აჭ­რე­ლე­ბულ ძეგ­ლებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი ვი­ღა­ცას აუცი­ლებ­ლად ათ­ქ­მე­ვი­ნებს, რომ ამ ქვე­ყ­ანა­ში ვან­და­ლიზ­მით შეპყ­რო­ბი­ლ ადა­მი­ა­ნებს ფარ­თო ას­პა­რე­ზი აქვთ.

თბი­ლი­სი, და არა მარ­ტო თბი­ლი­სი (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ასუფ­თა­ვებს), ნაგ­ვით სავ­სეა - ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი მგზავ­რე­ბი ბი­ლე­თებ­სა თუ ხა­ჭა­პუ­რის ნარ­ჩე­ნებს პან­ტა­პუნ­ტით რომ ის­ვ­რი­ან, ამა­საც თით­ქოს შე­ვე­გუ­ეთ. ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე ვერც ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე დად­გ­მულ­მა ნაგ­ვის ურ­ნებ­მა გა­მო­ას­წო­რა და ვერც ამა თუ იმ პი­არ­კამ­პა­ნი­ამ (­თუმ­ცა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ ზო­გან ურ­ნე­ბი სა­ერ­თოდ არ არის). თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მი­მა­ვალს ბევ­რ­ჯერ მი­ნა­ხავს ძირ­გა­მომ­წ­ვა­რი ნაგ­ვის ურ­ნე­ბი და მის იგ­ვ­ლივ მი­მო­ფან­ტუ­ლი ნა­გა­ვი. რა­ტომ უნ­და წა­უ­კი­დო ცეცხ­ლი ნაგ­ვის ურ­ნას, ამა­ზე პა­სუ­ხის პოვ­ნა ძნე­ლია…

ალ­ბათ შე­გიმ­ჩ­ნე­ვი­ათ ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბებ­ზე გაკ­რუ­ლი ასე­თი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა: "ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტ­რო­ლებს ვი­დე­ოთ­ვა­ლი! გა­ჩე­რე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ან ნე­ბის­მი­ე­რი ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნა წარ­მო­ად­გენს და­ნა­შა­ულს და ის­ჯე­ბა კა­ნო­ნით." ამ გან­ცხა­დე­ბის გა­მოკ­ვ­რას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს, გა­ჩე­რე­ბებ­ზე და­ლე­წი­ლი შუ­შე­ბი და სკა­მე­ბი ხომ ყვე­ლას გვი­ნა­ხავს...

თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ჩე­რე­ბებ­ზე გა­მო­ჩე­ნილ წი­თე­ლი პლას­ტ­მა­სის სკა­მებს ვან­და­ლე­ბი შე­და­რე­ბით იო­ლად "გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ", თუმ­ცა არც რკი­ნის სკა­მებს შე­უ­შინ­დ­ნენ და თუ მთლად ვერ და­ლე­წეს, მა­თი მოგ­ლე­ჯით გუ­ლი ხომ მო­ი­ო­ხეს! ჰო­და, გა­ჩე­რე­ბა­ზე ჩა­მოს­ხ­დო­მის მსურ­ვე­ლებს მე­ტი რა­ღა დარ­ჩე­ნო­დათ, რომ სკა­მე­ბი ახ­ლომ­დე­ბა­რე პარ­კი­დან არ წა­მო­ე­ჩო­ჩე­ბი­ნათ. "ამ ხალ­ხს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, ყო­ველ დი­ლით რა­ღაც მხვდე­ბა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი. ვი­ღა­ცას პარ­კი­დან სკა­მი გა­ჩე­რე­ბა­ზე მო­უთ­რე­ვია და ახ­ლა ნა­ხეთ, ის სკა­მი რას ჰგავს, ისე გა­ა­ნად­გუ­რეს, დაჯ­დო­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია," - შე­მომ­ჩი­ვის პარ­კის დამ­ლა­გე­ბე­ლი…

გზას ვაგ­რ­ძე­ლებ და ვხე­დავ, რომ ცენ­ტ­რა­ლურ ქუ­ჩებ­შიც ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ყო­ველ მე­ო­რე თუ მე­სა­მე სკამს ან მო­ა­ჯი­რი აქვს მოგ­ლე­ჯი­ლი, ან სა­ზურ­გე.

ერთ-ერთ პარ­კ­ში სკა­მი ხომ სარ­თოდ არ დამ­ხ­ვ­და და სა­ქა­ნე­ლე­ბიც კი მო­ეგ­ლი­ჯათ უგუ­ნუ­რებს. ერ­თხანს ჩა­მოვ­ჯე­ქი, ქა­რი ჭრა­ჭუ­ნით ისე არ­წევ­და ამ გა­ნად­გუ­რე­ბულ და უკ­ვე და­ჟან­გულ სა­ქა­ნე­ლებს, რომ ომ­გა­მოვ­ლილ, უბავ­შ­ვოდ დარ­ჩე­ნილ ქა­ლაქ­ში მე­გო­ნა თა­ვი. არა, ასეთ პარ­კ­ში ნამ­დ­ვი­ლად ვერ და­ის­ვე­ნებ, ცუ­დი მო­გო­ნე­ბე­ბი მო­მე­ძა­ლა და იქა­უ­რო­ბას გა­ვე­რი­დე… მეტ­რო­სად­გუ­რის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ჯე­ბი­რია მოხ­ს­ნი­ლი, რო­გორც ჩანს, ყინ­ვა­ში ღა­მის გამ­თე­ვებს აქ ცეცხ­ლიც კი და­უნ­თი­ათ. იქ­ვე მჯდო­მი გამ­ყიდ­ვე­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ ეს ად­გი­ლი "უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს" ეკუთ­ვ­ნის, ჯე­ბი­რი კი მე­ძა­ვებს თურ­მე მან­ქა­ნებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა­ში უშ­ლი­დათ ხელს…

გზად კი­დევ ერთ, შე­და­რე­ბით "უწყი­ნარ" ვან­და­ლურ ფაქტს ვაწყ­დე­ბი - ილი­ა­სა და აკა­კის ძეგ­ლ­ზე ვი­ღა­ცას სა­სიყ­ვა­რუ­ლო სტრი­ქო­ნე­ბი წა­უ­წე­რია. ამის და­ნახ­ვა­ზე წლე­ბის­წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: სატ­რფოს­გან უარ­ყო­ფილ­მა ახალ­გაზ­რ­დამ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე ჩა­მომ­ს­ხ­და­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის ქან­და­კე­ბე­ბი დაცხ­რი­ლა. მა­შინ ამ ფაქ­ტ­ზე სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მეც აღიძ­რა, თუმ­ცა, რო­გორც მახ­სოვს, დამ­ნა­შა­ვეს ვერ მი­აკ­ვ­ლი­ეს…

"ექ­ს­კურ­სი­ას" თბი­ლი­სის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ვას­რუ­ლებ და ში­ნი­სა­კენ ავ­ტო­ბუ­სით მი­ვე­შუ­რე­ბი. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაქ­ცი­ე­ლო­ბა აქაც თავს მახ­სე­ნებს. ავ­ტო­ბუ­სის თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ვარ­ძე­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ბო­რო­ტე­ბით უკა­ნა სა­ვარ­ძ­ლებს "გას­წო­რე­ბი­ან", იქ ვინ­ღა იქ­ნე­ბო­და მა­თი დამ­შ­ლე­ლი...

მა­კა ქო­ბა­ლია

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ვან­და­ლიზ­მი თბი­ლის­ში - "ამ ხალხს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა"

ვან­და­ლიზ­მი თბი­ლის­ში - "ამ ხალხს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა"

ქარ­თ­ვე­ლებს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­ზე ლა­პა­რა­კით თა­ვი მოგ­ვაქვს, თუმ­ცა ეს სიყ­ვა­რუ­ლი ხში­რად მხო­ლოდ გრძელ სადღეგ­რ­ძე­ლო­ებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და რო­გორც ჩანს, ალ­კო­ჰო­ლურ სას­მე­ლებ­ში იხ­რ­ჩო­ბა. ხში­რად იმა­საც ვამ­ბობთ, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გი ერი ვართ, ამ დროს კი შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი პა­ტივ­სა­ცე­მი და საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბის ბი­უსტს თავ­ზე მწვა­ნე სა­ღე­ბა­ვი გადა­ვას­ხათ... პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წო­დე­ბე­ბი­თა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ტექ­ს­ტე­ბით აჭ­რე­ლე­ბულ ძეგ­ლებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი ვი­ღა­ცას აუცი­ლებ­ლად ათ­ქ­მე­ვი­ნებს, რომ ამ ქვე­ყ­ანაში ვან­და­ლიზ­მით შეპყ­რო­ბი­ლ ადამიანებს ფართო ასპარეზი აქვთ.

თბი­ლი­სი, და არა მარ­ტო თბი­ლი­სი (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ასუფ­თა­ვებს), ნაგ­ვით სავ­სეა - ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი მგზავ­რე­ბი ბი­ლე­თებ­სა თუ ხა­ჭა­პუ­რის ნარ­ჩე­ნებს პან­ტა­პუნ­ტით რომ ის­ვ­რი­ან, ამა­საც თით­ქოს შე­ვე­გუ­ეთ. ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე ვერც ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე დად­გ­მულ­მა ნაგ­ვის ურ­ნებ­მა გა­მო­ას­წო­რა და ვერც ამა თუ იმ პი­არ­კამ­პა­ნი­ამ (­თუმ­ცა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ ზოგან ურ­ნე­ბი საერთოდ არ არის). თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მი­მა­ვალს ბევ­რ­ჯერ მი­ნა­ხავს ძირ­გა­მომ­წ­ვა­რი ნაგ­ვის ურ­ნე­ბი და მის იგ­ვ­ლივ მი­მო­ფან­ტუ­ლი ნა­გა­ვი. რა­ტომ უნ­და წა­უ­კი­დო ცეცხ­ლი ნაგ­ვის ურ­ნას, ამა­ზე პა­სუ­ხის პოვ­ნა ძნე­ლია…

ალ­ბათ შე­გიმ­ჩ­ნე­ვი­ათ ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბებ­ზე გაკ­რუ­ლი ასე­თი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა: "ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტ­რო­ლებს ვი­დე­ოთ­ვა­ლი! გა­ჩე­რე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ან ნე­ბის­მი­ე­რი ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნა წარ­მო­ად­გენს და­ნა­შა­ულს და ის­ჯე­ბა კა­ნო­ნით." ამ გან­ცხა­დე­ბის გა­მოკ­ვ­რას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს, გა­ჩე­რე­ბებ­ზე და­ლე­წი­ლი შუ­შე­ბი და სკა­მე­ბი ხომ ყვე­ლას გვი­ნა­ხავს...

თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ჩე­რე­ბებ­ზე გა­მო­ჩე­ნილ წი­თე­ლი პლას­ტ­მა­სის სკა­მებს ვან­და­ლე­ბი შე­და­რე­ბით იოლად "გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ", თუმ­ცა არც რკი­ნის სკა­მებს შე­უ­შინ­დ­ნენ და თუ მთლად ვერ და­ლე­წეს, მა­თი მოგ­ლე­ჯით გუ­ლი ხომ მო­ი­ო­ხეს! ჰო­და, გა­ჩე­რე­ბა­ზე ჩა­მოს­ხ­დო­მის მსურ­ვე­ლებს მე­ტი რა­ღა დარ­ჩე­ნო­დათ, რომ სკა­მე­ბი ახ­ლომ­დე­ბა­რე პარ­კი­დან არ წა­მო­ე­ჩო­ჩე­ბი­ნათ. "ამ ხალხს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, ყო­ველ დი­ლით რა­ღაც მხვდე­ბა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი. ვი­ღა­ცას პარ­კი­დან სკა­მი გა­ჩე­რე­ბა­ზე მო­უთ­რე­ვია და ახ­ლა ნა­ხეთ, ის სკა­მი რას ჰგავს, ისე გა­ა­ნად­გუ­რეს, დაჯ­დო­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია," - შე­მომ­ჩი­ვის პარ­კის დამ­ლა­გე­ბე­ლი…

გზას ვაგ­რ­ძე­ლებ და ვხე­დავ, რომ ცენ­ტ­რა­ლურ ქუჩებშიც ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ყო­ველ მე­ო­რე თუ მე­სა­მე სკამს ან მო­ა­ჯი­რი აქვს მოგ­ლე­ჯი­ლი, ან სა­ზურ­გე.

ერთ-ერთ პარ­კ­ში სკა­მი ხომ სართოდ არ დამ­ხ­ვ­და და სა­ქა­ნე­ლე­ბიც კი მო­ეგ­ლი­ჯათ უგუ­ნუ­რებს. ერ­თხანს ჩა­მოვ­ჯე­ქი, ქა­რი ჭრა­ჭუ­ნით ისე არ­წევ­და ამ გა­ნად­გუ­რე­ბულ და უკ­ვე და­ჟან­გულ სა­ქა­ნე­ლებს, რომ ომ­გა­მოვ­ლილ, უბავ­შ­ვოდ დარ­ჩე­ნილ ქა­ლაქ­ში მე­გო­ნა თა­ვი. არა, ასეთ პარ­კ­ში ნამ­დ­ვი­ლად ვერ და­ის­ვე­ნებ, ცუ­დი მო­გო­ნე­ბე­ბი მო­მე­ძა­ლა და იქა­უ­რო­ბას გა­ვე­რი­დე… მეტ­რო­სად­გუ­რის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ჯე­ბი­რია მოხ­ს­ნი­ლი, რო­გორც ჩანს, ყინ­ვა­ში ღა­მის გამ­თე­ვებს აქ ცეცხ­ლიც კი და­უნ­თი­ათ. იქ­ვე მჯდო­მი გამ­ყიდ­ვე­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ ეს ად­გი­ლი "უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს" ეკუთ­ვ­ნის, ჯე­ბი­რი კი მე­ძა­ვებს თურ­მე მან­ქა­ნებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა­ში უშ­ლი­დათ ხელს…

გზად კი­დევ ერთ, შე­და­რე­ბით "უწყი­ნარ" ვან­და­ლურ ფაქტს ვაწყ­დე­ბი - ილი­ა­სა და აკა­კის ძეგ­ლ­ზე ვი­ღა­ცას სა­სიყ­ვა­რუ­ლო სტრი­ქო­ნე­ბი წა­უ­წე­რია. ამის და­ნახ­ვა­ზე წლე­ბის­წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: სატრფოსგან უარ­ყო­ფილ­მა ახალ­გაზ­რ­დამ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე ჩა­მომ­ს­ხ­და­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის ქან­და­კე­ბე­ბი დაცხ­რი­ლა. მა­შინ ამ ფაქ­ტ­ზე სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მეც აღიძ­რა, თუმ­ცა, რო­გორც მახ­სოვს, დამ­ნა­შა­ვეს ვერ მი­აკ­ვ­ლი­ეს…

"ექ­ს­კურ­სი­ას" თბი­ლი­სის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ვას­რუ­ლებ და ში­ნი­სა­კენ ავ­ტო­ბუ­სით მი­ვე­შუ­რე­ბი. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაქ­ცი­ე­ლო­ბა აქაც თავს მახ­სე­ნებს. ავ­ტო­ბუ­სის თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ვარ­ძე­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ბო­რო­ტე­ბით უკა­ნა სა­ვარ­ძ­ლებს "გას­წო­რე­ბი­ან", იქ ვინ­ღა იქ­ნე­ბო­და მა­თი დამ­შ­ლე­ლი...

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია