მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ამბავი მე რომ აღარ ვიქნები, მერე მოყევიო" - მანანა მანჯგალაძე ჯუმბერ ლომინაძეს იხსენებს
"ეს ამბავი მე რომ აღარ ვიქნები, მერე მოყევიო" - მანანა მანჯგალაძე ჯუმბერ ლომინაძეს იხსენებს

პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი პრესს­პი­კე­რი მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე აკა­დე­მი­კოს ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრაქ­ტი­კის დროს აკა­დე­მი­კოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ერთ-ერთ ფრაგ­მენტს იხ­სე­ნებს.

"და­მე­ნა­ნა­აა... ერთხელ, მგო­ნი, 2002 წელი იყო, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო და და­ვუ­რე­კე, ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა მინ­დო­და - რა­ღაც პრობ­ლე­მა­ტურ სა­კი­თხზე... ქა­ლის ხმით მი­პა­სუ­ხა თა­ვის ტე­ლე­ფონ­ზე - ბა­ტო­ნი ჯუმ­ბე­რი გა­სუ­ლი­აო, მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კა და მა­ცი­ნაა... ვერ გი­პა­სუ­ხებ­დი მაგ კი­თხვა­ზე და ამ­ხე­ლა კაც­მა სხვა ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რეო... სა­კუ­თარ თავ­ზე ისე იცი­ნო­და­აა... ასე მი­თხრა, ეს ამ­ბა­ვი მე რომ აღარ ვიქ­ნე­ბი, მერე მო­ყე­ვიო", - წერს მაჯგა­ლა­ძე.

83 წლის ასაკ­ში აკა­დე­მი­კო­სი ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაკ­რძალ­ვა ხუთ­შა­ბათს გა­ი­მარ­თე­ბა. მას სი­ო­ნის ტაძ­რი­დან გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძე 1930 წლის 20 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და. 1974 წელს ის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, 1982 წელს პრო­ფე­სო­რი, 1979 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი, 1988 წელს კი აკა­დე­მი­კო­სი გახ­და. 1997-2003 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, 2003-2006 წლებ­ში კი - სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე. 2006 წლი­დან დღემ­დე გე­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტის კოს­მო­სუ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა.

ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძე 250-მდე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი იყო, მათ შო­რის მო­ნოგ­რა­ფი­ის.

2000 წელს მი­ე­ნი­ჭა ვახ­ტანგ გორ­გას­ლის III ხა­რის­ხის ორ­დე­ნი, ხოლო 2002 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კის დარ­გში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"ეს ამბავი მე რომ აღარ ვიქნები, მერე მოყევიო" - მანანა მანჯგალაძე ჯუმბერ ლომინაძეს იხსენებს

"ეს ამბავი მე რომ აღარ ვიქნები, მერე მოყევიო" - მანანა მანჯგალაძე ჯუმბერ ლომინაძეს იხსენებს

პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის გარდაცვალებას ეხმაურება და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჟურნალისტური პრაქტიკის დროს აკადემიკოსთან ურთიერთობის ერთ-ერთ ფრაგმენტს იხსენებს.

"დამენანააა... ერთხელ, მგონი, 2002 წელი იყო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო და დავურეკე, ინტერვიუს ჩაწერა მინდოდა - რაღაც პრობლემატურ საკითხზე... ქალის ხმით მიპასუხა თავის ტელეფონზე - ბატონი ჯუმბერი გასულიაო, მეორე დღეს დამირეკა და მაცინაა... ვერ გიპასუხებდი მაგ კითხვაზე და ამხელა კაცმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრეო... საკუთარ თავზე ისე იცინოდააა... ასე მითხრა, ეს ამბავი მე რომ აღარ ვიქნები, მერე მოყევიო", - წერს მაჯგალაძე.

83 წლის ასაკში აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, დაკრძალვა ხუთშაბათს გაიმართება. მას სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ.

ჯუმბერ ლომინაძე 1930 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. 1974 წელს ის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1982 წელს პროფესორი, 1979 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1988 წელს კი აკადემიკოსი გახდა. 1997-2003 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 2003-2006 წლებში კი - საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე. 2006 წლიდან დღემდე გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

ჯუმბერ ლომინაძე 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო, მათ შორის მონოგრაფიის.

2000 წელს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ხოლო 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს